ღვთიური სიყვარულის ექვსაფეხუროვანი ჩამოდინება 

 

 

        მედიტაციის მეცნიერება დაფუძვნებულია სუბიექტური ენერგიების მუშობაზე.  გამოცდილ მედიტატორს ძალუძს მედიტატიურად ითანამშრომლოს სხვებთან, აზროვნების ძლევამოსილებით გადაანაწილოს ეს ენერგიები იქ, სადაც მათზე დიდი გასაჭირია. დამაფუძნებელ ენერგიას,  რომელიც განაპირობებს ჩვენს პლანეტაზე მთაელს სიცოცხლეს, წარმოადგენს სიყვარულის ენერგია, რომელიც გამოსხივდება ღმერთის, ანუ მის მიერ, ვისითაც ჩვენ ვცხოვრობთ და ვმოძრაობთ და ვარსებობთ.

       როგორც ადამიანის გულისცემა ადგენს სხეულში სისხლის მიმოქცევის რიტმს, ასევე სიყვარულის ენერგიას გააჩნია თავისი სისწრაფე და რიტმი სიცოცხლეში. პლანეტა დედამიწას შემთხვევაში, მიქცევები და მოქცევები მზის გულიდან, განისაზღვრებიან მთვარის მთვარის მოძრაობით. სავსემთვარეობა - არის უმაღლესი მოქცევა პლანეტარული ნაკადისა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მთვარე არ უშლის ამ ნაკადს, იმიტომ რომ ამ დროს ის მდებარეობს ზუსტად მზის პირდაპირ. ამ პერიოდში ნებისმიერს შეუძლია უფრო სრულად შეიგრძნოის ღვთიური სიყვარულის მოქცევა, იმიტომ რომ ენერგეტიკული ნაკადი  აღწევს თავის პიკს. თითოეული სავსემთვარეობა შანსს აძლევს ადამიანს გახდეს დიადი პლანეტარული პროცესის - ენერგიის გადმოდინების  ცნობიერი ნაწილი, რომელიც ცნობილია როგორც ღვთიური სიყვარულის ექვსაფეხუროვანი გადმოდინება.

      სიმბოლურად ეს გადმოდინება იწყება პლანეტარული თავის ცენტრიდან(შამბალიდან), პლანეტარული მიზნისა და ნების ცენტრიდან, ცენტრიდან სადაც იბადება სიკეთისადმი - ნება. სიკეთისადმი - ნება გადაეცემა როგორც არსობრივი სიყვარული. პლანეტარული თავის ცენტრიდან  სიყვარულის ნაკადი ეშვება პლანეტარული გულისაკენ, სულიერი იერარქიისაკენ. იერარქია - ეს სულთა სამეფოა, ბუნების მეხუთე სამეფო, ანუ ღვთის სასუფეველი(სამეფო). მასში შედიან ისინი, ვინც გადავისა სუფთა ადამიანური ევოლუციური სტადიიდან იმ საფეხურზე, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ზეადამიანური სტადია. იერარქია - არის პლანეტარული სიყვარულისა და სიბრძნის პლანეტარული საცავი, ის აფორმირებს სინათლისა და სიყვარულის გეგმას, რომელიც ანხორციელებს ღმერთის მიზანს და წინ მიჰყავს კაცობრიობა.

     აღწევს რა იერარქიას, სიყვარულის ნაკადი კონცენტრირდება ერთ წერტილში - იერარქიის შიგნით სიყვარულის გულში, ქრისტეში. ეს ცოცხალი ქრისტეა, "ანგელოზებისა და ადამიანების მოძღვარი"...  ქრისტე, რომელიც დგას სულიერი იერარქიის სათავეში, წარმოადგენს იმ დიად მსოფლიო მასწავლებელს, რომელიც ცნობილია მრავალი სახელით მსოფლიოს ყველა ძირითად რელიგიაში. ღვთიური სიყვარულის ნაკადი ქრისტესაგან მოემართება  მსოფლიო მსახურთა ახალი ჯგუფისაკენ, სუბიექტურად გაერთიანებული ინდივიდუუმებისაკენ, რომლებიც მუშაობენ საკუთარ ადგილას  და თავისებურად, ანხორციელებენ რა სინათლეს და სიყვარულს, რაც ასე საჭიროა სადღეისოდ სამყაროში. მსახურთა ეს ჯგუფი გადასცემს ყველგან სინათლესა და სიყვარულს კეთილი ნების მამაკაცებისა და ქალბატონების გულებს - მათ, ვინც ეხმაურება სიყვარულსა და სწორ ადამიანურ ურთიერთობებს.

      საბოლოოდ სიყვარულის ნაკადი იძენს ფიზიკურ გამოხატულებას სხვადასხვა ფოკუსების სახით, რომელთა მეშვეობითაც ქრისტეს შეუძლია იმუშაოს. ფოკუსები შეიძლება იყვნენ, მაგალითად, მთავარი პლანეტარული ცენტრები,  ისეთები როგორიცაა ნიუ-იორკში, ლონდონში და ჟენევაში, ანდა მნიშვნელოვანი მსოფლიო ორგანიზაციები, ისეთები როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

     სწორედ ესაა ღვთიური სიყვარულის ექვსსაფეხუროვანი ჩამოდინება, რომელიც საფუძვლად უდევს ყველა მედიტაციას. სიყვარული მოედინება ცენტრიდან, სადაც ღმერთის ნება ცნობილია, პლანეტის სულიერი იერარქიის გავლით, იერარქიის გულში ქრისტეს გავლით; ქრისტესაგან მსოფლიო მსახურთა ახალი ჯგუფის გავლით, რომლებიც თავის მხრივ მიმართავენ სიყვარულს კეთილი ნების მამაკაცებისა და ქალბატონებისაკენ მთელს მსოფლიოში, რის შემდეგაც სიყვარული გადადის ადამიანური მოქმედების სახესხვაობებში სიცოცხლის გარე ფიზიკურ დონეზე.

     თითოეული არის  ამ ცოცხალი პროცესის მონაწილე. ნებისმიერს შეუძლია გახდეს სიყვარულის ამ ნაკადის ცნობიერი ნაწილი, ამ სუბიექტური პლანეტარული რეალობისა, რომელიც საფუძვლად უდევს საქმიანობის გარე სამყაროს.

     

 

ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია         გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე      სიყვარულის გავრცელება   ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა       სიყვარული    გრძნობები  ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი   კანონი კანონის შესახებ   სტალკერი    მამოძრავებელი ძალა   კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა   ცნობიერება სხეული და სიყვარული    იერარქიის მეთოდიკა  რჩევები მაძიებელთათვის გარდამავალი ეტაპი კეთილი ნების არსი   ურთიერთობათა ხელოვნება მსახურება

 

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©