"ძველი" წინასწარმეტყველებანი
ამჯერად გაგაცნობთ "ძველ" წინასწარმეტყველებებს. "ძველი" – არა იმიტომ, რომ დროის მიხედვითაა ძველი, არამედ იმიტომ რომ ჩარევამდე იქნა ნაწინასწარმეტყველი. ისმება ლოგიკური კითხვა ასრულდება თუ არა ისინი? პასუხი არაეთმნიშვნელოვანია, რადგან მათი ასრულება დამოკიდებულია კაცობრიობის აგრესიულობის ხარისხზე. რაც უფრო შემცირდება აგრესია მით მეტი იქნება ცდომილება. მაშ ასე: გაეცანით აქამდე თქვენთვის უცნობ წინასწარმეტყველებებს და შეადარეთ ისინი ბიბლიაში და სხვა წმინდა წიგნებში ნაწინასწარმეტყველებ მოვლენებს! მე ვფიქრობ კაცობრიობა უნდა მიხვდეს თუ რა მძიმე შედეგები ელოდება უგუნურებისა და ცოდვების მქადაგებელ, ამპარტავნებითა და ძალის კულტით მოხიბლულ, მხეცის მიმდევარ ადამიანებს. მამა პიოს წინასწარმეტყველება ეს მამაო კაპუცინების ორდენს მიეკუთვნება. სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა სან ჯოვანნი როტონდოს მონასტერში. 1918 წლის 5 სექტემბერს ქრისტეს ჯვარცმის წინ ლოცვისას მას გაუჩნდა სტიგმატები გვერდზე, ტერფებზე და ხელებზე. გარდაიცვალა 1968 წელს. იგი ამტკიცებდა, რომ 1957 წლის 15 იანვარს მან იხილა უფალი იესო ქრისტე. ხილვის შნაარსი: მე მოვალ ამ ცოდვებით გადატვიეთულ დედამიწაზე გუგუნით და ელვით. მოვალ ზამთარში ყინვიან ღამეს. სწრაფად მზარდი ქარები დიდი შეცბუნების მაუწყებელნი იქნებიან დედამიწაზე, რომელიც კანკალს დაიწყებს ძლიერი რყევისაგან. ცეცხლოვანი ღრუბელთაგან ელვები და ჭექა ქუხილი დასწვავენ და ცეცხლ გაუჩენენ და დაფერფლიან ყველივეს, რასაც კავშირი ჰქონდა ცოდვასთან და ყველაფერს, რაც მასთან შეხებაში მოსულა ოდესმე. ეს ყველაფერი განადგურდება. ჰაერი გადაჯერებული იქნება მბოლავი გაზებით. მახრჩობელა ბოლი და მქროლავი ქარი ყველაფრის განადგურებას დაიწყებენ საკუთარ გზაზე. ლამაზი შენობები ნანგრევებად იქცევა. ჩემი მოსვლის საათი ახლოა. მოსვლის წინ იქნება გულმოწყალება და ამავდროულად მტკიცე და საშინელი დასჯა. ამ დავალების შესასრულებლად მიმართული ჩემი ანგელოზები, შეიარაღებულნი იქნებიან ხმლებით. პიწველ რიგში მათი ყურადღება მიპყრობილი იქნება მათ წინააღმდეგ, ვისაც არ სჯერა და დასცინის ღვთის გზავნილებს. ციდან გამოჩნდება უამრავი დედამიწისკენ მომავალი ცეცხლის ნაკადი. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში იქნება ქარიშხლები, წყალდიდობები, მიწისძვრები, ჯექა ქუხილი. შეუჩერებლივ იდენს ცეცხლის წვიმა. ეს დაიწყება ზამთრის სუსხიან ღამეს. ეს პირველ რიგში ღმერთის არსებობის დადასტურება იქნება. იმისათვის რომ შეძლოთ მომზადება, მოგცემთ ნიშნებს: ღამე ძალიან სუსხიანი იქნება, იქროლებს ხმაურიანი ქარი, ხოლო რამოდენიმე ხანში გაიგონებთ ჭექას. მაშინ დახურეთ კარებები და ფანჯრები, არავის არ დაელაპარაკოთ, გარდა იმისა ვინც თქვენს სახლშია. იმ დროს როდესაც დაიწყება მიწისძვრა, არ გაიხედოთ ფანჯარაში, რამეთუ ჩემი მამის განრისხება პატივისცემის ღირსია. ვინც არ შეიმენს ამ რჩევას, ის დაუყოვნებლივ მოკვდება, იმიტომ რომ მისი გული ვერ გადაიტანს ამ სანახაობას. მესამე ღამეს წვიმა შეწყდება, მიწისძვრაც შეწყდება, ხოლო შემდეგ დღეს მზეც გამოანათებს. ადამიანური იერით მიწაზე ანგელოზები ჩამოვლენ და თან მშვიდობის სულს მოიტანენ. სასჯელი, რომელიც გარდმოვა ვერ შეედრება ვერცერთ იმ სასჯელს რომელიც სამყაროს შექმნიდან დაუშვია ღმერთს. ადამიანთა მესამედი გაწყდება. ის მოკლე დრო რაც დარჩა, გულითადად უნდა იქნეს გამოყენებული, არ დავმორჩილდეთ ცოდვას, არ დაუთმოთ მას. თქვენი ამოცანა და ვალდებულება იქნება მიუთითოთ მოსალოდნელ საფრთხეზე, მერე გამათლება აღარ იქნება, არ თქვათ რომ ამის შესახებ არ იცოდით. ცა დიდხანს იცდის და გვაფრთხილებს, მაგრამ ადამიანები უგულვებელყოფენ მას. როდესაც გვიან იქნება, თეთრი ბურუსიდან ერთ ღამეში დიდი კლდე აღმოცენდება – ღამე ომის გამოცხადების გარეშე. ბუხარესტიდან ნიუნბერგამდე და დრეზდენიდან ბერლინამდე ხაზები დაკავებული იქნება ჯარების მიერ. მესამე ხაზი გავა რურას ბასეინიდან კალინინგრადამდე. შემდეგ სამხრეთიდან მოფრინდებიან შავი და ყავისფერი ჩიტები ისეთი სიმძლავრით, ცას და მიწას შეცვლიან. ჯარების მთავარი შტაბ–ბინა ქალაქ კირსბერგში, ბონის მახლობლად. პირველი ბომბა ეკლესიას დაეცემა ბავარიის ტყის მახლობლად. ყველაფერი განადგურდება და ვერავინ ვერ გადაურჩება ამას. აგერ იქ სალების გადაბლით მიდიან ტანკები, ამ ტექნიკაში ადამიანები ზიან, მაგრამ მათი სხეულები ჩამოკიდებულია, ისინი მკვდარია, ირგვლივ ყველა შავი სახითააა. წყალდიდობის შედეგად დაიღუპება ქალაქები და სოფლები. სამხრეთ ინგლისი ჩრდილო სანაპიროთი ჩაიძირება. შოტლანდია გადარჩება. დასავლეთით მიწა გაქრება და გამოჩნდება ახალი მიწები. დაიღუპებიან ნიუ–იორკი და მარსელი. პარიზის ორი მესამედი განადგურდება. რაისტენი, აუგსბურგი, ბენნა გადარჩება. აუგსბურგი და დუნაის სამხრეთით მდებარე ქვეყნები ვერ იგრძნობენ ომის შედეგებს. ვინც განადგურების მხარეს გაიხედავს, დაიღუპება, მისი გული ვერ გაუძლებს ამ საშინელ სანახაობას. ერთ ღამეს უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე ორ მსოფლიო ომში. შემდეგ რწმენა გახდება ძლიერი. ამ საშინელებიდან ორ წელიწადში მოვა ოქროს ხანა.
ალოის ირმაიერის ხილვა ალოის ირმაიერი წარმოშობით იყო ბავარიიდან ფრაილასინგიდან. მისი წინასწარმეტყველებები ძირითადად ეხება მესამე მსოფლიო ომის დაწყებასა და მიმდინარეობას. აი მისი ხილვა: ყველაფერი იწვოდა, ყველა ყვიროდა შალომ! ვხედავ დიდებული ვარდება, მის გვერდით სისხიანი დანა დევს. ორი კაცი მოკლავს მაღალი რანგის პერსონას. ერთი მკვლელი დაბალი შავთმიანია, მეორე ქერაა ცოტა მაღალი. იცინი დაქირავებულნი იქნებიან. ამ მკვლელობის შემდეგ გაჩაღდება ახალი ახლოაღმოსავლეთის ომი. ხმელთაშუაზღვაში მოხდება სხვადასხვა სამხედრო–საზღვაო ბრძოლები, დაძაბული სიტუაცია იქნება. ვხედავ სამ ციფრს: ორ რვიანს და ცხრას, მაგრამ არ ვიცი რას აღნიშნავენ, რომელ დროს მივაკუთვნო ისინი. ომი გამთენიისას დაიწყება და მოვა მოულოდნელად. შავი ჯარი მოვა აღმოსავლეთიდან, ყველაფერი სწრაფად მოხდება. ვხედავ სამიანს, მაგრამ არ ვიცი რას ნიშნავს, იქნებ სამ დღეს ან სამ კვირას. ეს ეხება ოქროს ქალაქს. ომის წინა წელი ძალიან უხვმოსავლიანი იქნება, ხოლო ზამთარი რბილი. გაერთიანებული ჯარი მარშით გაივლის აღმოსავლეთიდან ბელგრადამდე, ხოლო შემდეგ იტალიისაკენ დაიძრებიან. შემდეგ სამი ჯარი ელვის სისწრაფით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიძრება ჩრდილო დუნაის მიმართულებით მდინარე რეინისაკენ. პირველი ბავარიის ტყესთან გამოჩნდება, ჩრდილო მიმართულებით, დუნაის გასწვრივ. მეორე არმია მოვა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ საქსონიის ზემოთ რურას აუზთან. მესამე, მოვა ჩრდილო–აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და გაივლის ბერლინზე. რუსები არსად არ გაჩერდებიან, დღე და რამე ისინი შეუჩერებლივ იმოძრავებენ მიზნისაკენ, რურას აუზისაკენ. მოსახლეობა პანიკაში გაიქცევა დასავლეთისაკენ. მანქანები ჩახერგავენ გზას და დაბრკოლებას შექმნიან ტანკებისათვის. ვერ ვხედავ ვერანაირ ხიდს დუნაიზე რატიზბონას ჩრდილოეთით. განადგურებული ფრანქფურტი უკვე აღარ ჰგავს დიდ ქალაქს. რეინის დაბლობი დაცარიელებულ იქნება, ძირითადად ჰაერიდან. ვხედავ დედამიწას როგორც ბურთს და მასზე თვითმფრინავების საჰაერო გზებს, რომლებიც ზემოთ მიფრინავენ, როგორც თეთრი მტრედების ჯგუფი. "დიდი წყლიდან" დაუყოვნებლივ მოვა შურისძიება. ამავე დროს "ყვითელი ბოლი" მიაღწევს ალიასკასა და კანადას, მაგრამ შორს არ წავა.... ისევ ვხედავ თვალწინ დედამიწას, როგორც ბურთს, რომლის ზემოთაც თეთრი მტრედები მიფრინავენ. დიდი რაოდენობით მტრედებო სილიდან ზემოთ აფრინდნენ და მაშინ ჩამოვარდა ყვითელი მტვერი. ეს მოხდება თბილ ღამეს, როდესაც ოქროს ქალაქი განადგურდება. თვითმფრინავები ყვითელ მტვერს ჩამოყრიან შავ ზღვასა და ჩრდილო ზღვებს შორის. გაჩნდება სიკვდილის ზოლი, ზღვიდან ზღვამდე, ნახევარი ბავარიის სიგანით. იქ სადაც მტვერი დაეცემა – ყველაფერი მოკვდება, თითოეული ხე და ბუჩქი, ბალახი, ცხოველები, ყველაფერი გახმება და გაშავდება. სახლები მთლიანი დარჩება. მტვრის ყვითელი ზოლი მიაღწევს ყურეს ზემოთ მდებარე ქალაქებამდე. ეს გრძელი ზოლი იქნება, მაგრამ მე არ ვიცი ეს რა არის და ამიტომ არ შემიძლია მასზე უფრო ზუსტად წერა. ვინც ამ ზოლს გადავა მოკვდება. ისინი ვინც იქნებიან ერთ მხარეს, ვერ შეძლებენ მეორეზე გადასვლას. ამიტომ შემტევი ჯარები დაიშლებიან. ისინი იძულებულნი იქნებიან ჩრდილოეთისაკენ წავიდნენ. ყველაფერს რაც თან ექნებათ გადაყრიან. არავინ იქ აღარ დაბრუნდება. რუსეთის მომარაგება შეწყდება. ორი ჯარი იბრძოლებს დასავლეთიდან სამხრეთ–დასავლეთისაკენ. დივიზიები ჩრდილოეთისაკენ შემოუხვევენ და მოიგერიებენ მესამე არმიის შეტევას. აღმოსავლეთით ბევრი ტანკი იქნება, რომლებიც ისევ მიდიან, მაგრამ შიგნით მხოლოდ გაშავებული გვამები იქნება. იქ პილოტები ყრიან პატარა შავ ყუთებს, რომლებიც მიწაზე დაცემამდე ფეთქდება. მაშინ იფრქვევა ყვითელი და მწვანე ბოლი ან მტვერი. ყველაფერი, რასაც ეს მტვერი შეეხება მოკვდება, ადამიანი, ცხოველი, მცენარე. ეს იმდენად ძლიერი საწამლავია, რომ ადამიანები შავდებიან, ხოლო მათი სხეულები ძვლებს ჩამოჩებიან. ერთი წლის მანძილზე ვერავინ ვერ შევა ამ ზონაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლეს რისკავს. ამის გამო შეტევა რეინზე შეჩერებულ იქნება. სამი არმიის არცერთი ჯარისკაცი უკან არ დაბრუნდება. ინფიცირებულ ზონაში ბალახი უკვე აღარ გაიზრდება მაგრამ ადამიანები შეძლებენ ცხოვრებას. ბუნებრივი კატასტროფის თუ სხვა რამის გამო რუსები იძულებულნი იქნებიან ჩრდილოეთისაკენ გაიქცნენ. რეინზე ვხედავ ნახევარმთვარეს, რომელსაც ყველაფრის გადაყლაპვა უნდათ. ისინი ჩრდილოეთით გაფრინდებიან, სადაც მესამე არმია უტევდა, რათა ყველაფერი გაანადგურონ. იქ ყველაფერი მკვდარი იქნება. ბოლო ბრძოლა კოლნის ახლოს გაიმართება. ვხედავ აღმოსავლეთიდან მოფრენილ თვითმფრინავს რომელიც რაღაცას აგდებს დიდ წყლებში, და მაშინ რაღაც ძალიან გასაკვირი მოხდება. წყალი იმსიმაღლეზე აიწევა როგორც ციხესიმაგრე, და რასაც დაეცემა თან წაიღებს. მე არ ვიცი ეს რა არის ....... მიწისძვრა მოხდება და ინგლისის სამხრეთ ნაწილი ჩაიძირიბა. სამი ქალაქი განადგურდება: პირველი წყლით, მეორეზე, რომელიც ზღვის დონერზე მაღლაა განლაგებული მხოლოდ ეკლესიის გუმბათიღა გამოჩნდება, ხოლო მესამე მთლიანად განადგურდება. ყველაფერი ელვისებურად სწრაფად მოხდება. ვხედავ სამ ზოლს – შეიძლება იყოს სამი დღე, კვირა ან თვე – ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. კუნძულები ჩაიძირება, იმიტომ რომ ზღვა აბობოქრდება. ვხედავ დიდ ხვრელებს ზღვაში, რომლებიც შეივსებიან, როდესაც დიდი ტალღები უკან დაბრუნდებიან. ზღვის მახლობლად განლაგებული ლამაზი ქალაქი თითქმის მთლიანად ჩაიძირება ზღვაში, ჭუჭყში და სილაში. სხვა ქვეყნები რომლებიც ზღვასთან ახლოს მდებარეობენ, დიდი რისკის ქვეშ იქნებიან, ზღვა მშფოთვარე იქნება, ტალღები სახლის სიმაღლე, ისე აქაფდებიან თითქოს მიწის ქვეშ რააც იხარშება. კუნძულები გაქრება, ხოლო კლიმატი შეიცვლება. იანვარი იმდენად თბილი იქნება, რომ კოღოებოც კი იცეკვებენ. შეიძლება ეს სხვა კლიმატურ ზონაში გადასვლაა. მაშინ უკვე აღარ იქნება ნორმალური ზამთრები, ისეთები რომელიც ჩვენ ეხლა ვიცით. ომის დროს სიბნელე ჩამოწვება, რომელიც 72 საათი გაგრძელდება. დღის დროს ებნელება, სეტყვა მოვა, ელვა და ჭექაქუხილი იქნება, მიწისძვრები შეარყევენ მიწას. ამ დროს არ გამოხვიდეთ სახლიდან, მხოლოდ სანთლები აანთეთ. ჩამოაფარეთ ფარდები და არ გააღოთ ისინი. წყალი და პროდუქტები, რომლებიც მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში არ იქნება მოიწამლება და ასევე ის სურსათი რომელიც მინის ჭურჭელში იქნება. ყველაგან სიკვდილია, მტვრით გამოწვეული, ბევრი ადამიანი მოკვდება. 72 საათში ყველაფერი მორჩება, მაგრამ ვიმეორებ: არ გახვიდეთ გარეთ, დაწვით მხოლოდ სანთლები და ილოცეთ. იმ ღამით მოკვდება უფრო მეტი ხალხი ვიდრე, ორივე მსოფლიო ომში. არ გახსნათ ფანჯრები 72 საათის მანძილზე. მდინარეებში იმდენად მცირე წყალი იქნება, რომ მათი გავლა ადვილი შესაძლებელი იქნება. საქონელი დაიღუპება, ბალახი გაყვითლდება და გახმება, ადამიანთა გვამები გაყვითლდებიან და გაშავდებიან. შემდეგ ქარი ღრუბლებს აღმოსავლეთისკენ წაიღებს. ქალაქი რკინის გუმბათით საკუთარი ხალხის მსხვერპლი გახდება. ისინი ყველაფერს დაწვავენ, იქნება რევოლუცია, ხალხი გაველურდება. საკუთარი მოსახლეობა ცეცხლს წაუკიდებს ქალაქს, მაგრამ იმათ გამო არა ვინც აღმოსავლეთიდან მოვლენ. ძალიან მკვეთრად ვხედავ ქალაქი მთლიანად განადგურებულია. იტალიაშიც არ იქნება სიმშვიდე. აღმოსავლეთიდან მოსულნი ბევრ ხალხს მოკლავენ. პაპი გაიქცევა, ბევრი ღვთისმსახური მოკლულ იქნება, ბევრი ეკლესია დაინგრევა. რუსეთში მოხდება რევოლუცია და სამოქალაქო ომი. იქნება ბევრი გვამი ქუჩებში, არავინ არ მიხედავს მათ. რუსები ისევ ირწმუნებენ ღმერთს და მიიღებენ ჯვრის ნიშანს. მმართველები თავს მოიკლავენ და ამით ჩამოირეცხავენ სისხლიან დანაშაულს. ვხედავ, როგორ ირევიან ერთმანეთში წითელი და ყვითელი მასები, წარმოიშობა ბუნტი და საშინელი მკვლელობები. მაშინ იმღერებენ საახალწლო სიმღერებს და დაანთლებენ სანთლებს ხატებთან. ქრისტიანების ლოცვით ჯოჯოხეთის ურჩხული დამარცხდება, უამრავი ახალგაზრდა ადამიანი ირწმუნებს ღვთისმშობლის შეწევნას, დახმარებას. გამარჯვების შემდეგ იმპერატორს გვირგვინს დაადგავს პაპი. რამდენად დიდხანს გაგრზელდება ეს ყველაფერი მე არ ვიცი. ვხედავ სამ ცხრიანს, მესამეს მოაქვს მშვიდობა. როდესაც ყველაფერი დამთავრდება ადამიანთა ნაწილი დაიღუპება, ხოლო დანარჩენებს ღვთის შიში გაუჩნდებათ. კანონები რომელთაც სიკვდილი მოაქვთ ბავშვებისთვის, გაუქმდება. მაშინ დამყარდება სიმშდვიდე. ვხედავ სამ მანათობელ გვირგვინს, გამხდარი ხანშიშესული ადამიანი იქნება ჩვენი მეფე. სამხრეთითაც ისევ გამოჩნდება "ძველი გვირგვინი". პაპი დაბრუნდება და იგლოვებს დაღუპულ ძმებზე. ამ მოვლენების შემდეგ მოვა ხანგრძლივი და ბედნიერი დროის მონაკვეთი. ისინი, ვინც ცოცხლები დარჩებიან ძალიან ბედნიერები იქნებიან. ადამიანები დაიწყებენ ახალ ცხოვრებას იქ, სადაც იწყებდნენ მათი წინაპრები.
ათონელი ბერის წინასწარმეტყველება მესამე მსოფლიო ომის შესახებ თურქეთს დაიკავებს რუსეთი, თურქეთი კი გაქრება რუქიდან, იმიტომ, რომ მათი ერთი მესამედი გაქრისტიანდება. 1/3 დაიღუპება და 1/3 გაემართება მესოპოტამიისაკენ. შუააღმოსავლეთი ომის სცენად იქცევა, რომელშიც რუსები მიიღებენ მონაწილეობას. ბევრი სისხლი დაიღვრება, ჩინელებიც კი გადმოლახავენ ევფრატის მდინარეს, ეყოლებათ რა 200 000 000 მილიონიანი არმია და იერუსალიმამდე მივლენ. ამ მოვლენების მოახლოების ნიშანი იქნება ომარის მეჩეთის დანგრევა, რადგან მისი დანგრევა ნიშნავს სოლომონის ტაძრის აღდგენის დასაწყისს რომელიც ზუსტად იმ ადგილზე იყო აშენებული. კონსტანტინოპოლში დიდი ომი მოხდება რუსებსა და ევროპელებს შორის და ბევრი სისხლი დაიღვრება. საბერძნეთი არ ითამაშებს პირველხარისხოვან როლს ამ ომში, მაგრამ მას კონსტანტინოპოლს მისცემენ, იმიტომ კი არა რომ საბეძნეთს ეთაყვანებიან რუსები, არამედ იმიტომ არ მოიძებნება უკეთესი გამოსავალი და მოელაპარაკებიან ბერძნებს, მათზე დიდი დაწოლა იქნება გარემოებათა მხრიდან. ბერძნული არმია ვერ მოასწრებს იქ მისვლას, რომ კონსტანტინოპოლი მას გადაეცემა. ებრაელებს ევროპელების მხარდაჭერა ექნებათ და იმდენად გაამაყდებიან, რომ შეეცდებიან ევროპის მართვას, მაშინ 1/3 ებრაელი გაქრისტიანდება. როდესაც გაიგებთ, რომ ევფრატის წყლებს თურქები კეტავენ ხელოვნური წინაღობით(პლოტინა) და სარწყავად იყენებენ, იცოდეთ, რომ უკვე იწყება მზადება მესამე მსოფლიო ომისათვის და მზადდება გზა ორასმილიონიანი ჯარისათვის. ევფრატი უნდა დაშრეს, რათა უამრავმა ჯარმა შეძლოს გავლა............. იოანე პავლე II პაპის წინასწარმეტყველი – მესამე მსოფლიო ომის შესახებ მესამე მსოფლიო ომი იტალიაში დაიწყება. იქ გამოხეთქავს სისხლიანი რევოლუცია, რომელსაც თვით მისი საწყისი ვატიკანში ექნება. მცირე დროში დედამიწა სულ უფრო დიდ სიბნელეში მოექცევა, ვიდრე ტოტალური წყვდიადი არ დაისადგურებს. მაგრამ ეს არ იქნება სამყაროს დასასრული, მხოლოდ კატასტროფა. სიბნელე სამი დღე გაგრძელდება, ამ დროს ყველა სახლში უნდა დარჩეს, ლოცვები იკითხონ და კარი არავის გაუღონ. ერთადერთი სინათლე ანთებული სანთლის შუქი იქნება. ავსტიულ სოფლებში გავრცელებული ზეპირსიტყვიერი წინასწარმეტყველება ზამთარი მოდის, სამი დღე სიბნელე. ელვა და ჭექა, სახლში ილოცე, გარეთ არ გახვიდე! ფანჯრიდან არ გაიხედო! სანთელი შეამცირებს ამ დროს. მოწამლული ჰაერი აღწევს მტვრიანი ღამიდან, შავი ეპიდემია, ადამიანური ბრძოლებიდან ყველაზე უარესი. იგივე ემუქრება შეხებით კარგ ადამიანებს, მაგრამ კარგი ადამიანები დალოცვილი სიკვდილით მოკვდებიან. ბევრი მორწმუნე დარჩება. დიდი ქალაქი ჭუჭყისმიერაა შთანთქმული, სხვა ცეცხლს ებრძვის, ყველა ქალაქი სამარისებურად ჩუმია. შტეფანპლატცის ნევის პროსპექტზე სარევალა იზრდება. თუ მთელ დედამიწაზე დაითვლი ადამიანებს გაიგებ რომ მესამედი გაქრა. ელენა ალილეო, მონაზონი რომელსაც სტიგმატები გაუჩნდა, 1919–1961 წლებში იტალიის რელიგიური ორდენის დამაარსებელი თუ ადამიანები ღმერთს არ დაუბრუნდებიან ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებით, სხვა საშინელი ომი მოვა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. რუსეთი მისი საიდუმლო იარაღით იომებს ამერიკასთან, ევროპას დააცარიელებს. მდინარე რეინი გვამებით და სისხლით აივსება. იტალია დათრგუნულ იქნება დიდი რევოლუციით და პაპი საშინლად დაიტანჯება. მთელ მსოფლიოს გადაუვლიან ცეცხლოვანი ქარბორბალისა და ელვისებული სინათლის სხივების შემცველი ღრუბლები და ეს დასჯა ყველაზე საშიში იქნება მათ შორის რაც კი ადამიანთა ისტორიას ახსოვს. ეს 70 საათი გაგრძელდება. ბოროტი ადამიანი გასრესილი და განადგურებული იქნება. ბევრი დაიღუპება, იმიტომ რომ ისინი ჯიუტად დარჩნენ საკუთარ ცოდვებში. შემდეგ ისინი იგრძნობენ სინათლის ძალას სიბნელეზე. ალბერტ დიდი (1193 – 1280) ჩემი სიკვდილიდან 730 წლის შემდეგ ალაჰის ტანდაბალი კაცი, რომელსაც ხელზე ხაზებით სამკუთხედი ექნება გამოსახული, მსოფლიოს ომს გამოუცხადებს. მასთან ბრძოლაში ბევრი სისხლი დაიღვრება და დედამიწის მესამედი მოიწამლება. შეერთებული ძალებით მას დაამხობენ. ჩემი სიკვდილიდან 734 წლის შემდეგ დედამიწაზე საშინელი უკუნი ჩამოწვება. ადამიანები თვითონვე დაიღუპავენ თავს _ საკუთარი ურწმუნოებითა და სისხლის ძიებით. უფრთხილდით ალაჰის კაცს _ ის დასჯის ახალსა და ძველ მიწებს, დასჯის საკუთარ ხალხსა და დასჯის საკუთარ თავს. რანო ნერო დედამიწაზე შემცირდება მოსახლეობა. ძალიან შემცირდება საფრანგეთისა და ესპანეთის მოსახლეობა. გაქრება ტარქია(თურქეთი) და სკანდინავია, ტარტარია(რუსეთი) არ გაქრება. ჩრდილოეთით და სამხრეთით დადნება თოვლი და ყინული _ იქ ყვავილები აყვავდებიან. წყალი წალეკავს ხმელეთის ნახევარს. ბევრი ქალაქი წყლის ქვეშ აღმოჩნდება. ადამიანები კანზე ლაქები გაუჩნდებათ, ეს იქნება მზის შუქის გამო გაჩენილი ავადმყოფობა. პარაცელსი ჩემი სიკვდილიდან 500 წლის შემდეგ მსოფლიოში ოქროს საუკუნე~ დადგება. ის ორმოცდაათ წელს გაგრძელდება, ეს იქნება სატურნის ორი ციკლი. ამის შემდეგ დედამიწას ახალი ჭირი დაატყდება თავს. ჩემი სიკვდილიდან 500 წლის შემდეგ დედამიწას საშიშროება სამხრეთიდან დაემუქრება. ადამიანები მთებში დასახლდებიან.
ამ თემაზე აგრეთვე იხილეთ შემდეგი წინასწარმეტყველებანი - დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |