ყველა უფლება დაცულია

ძიება

გაცოცხლება

მკვდრეთით აღდგომა
 

       თავიდან ადამიანი მკვდარია, მას სძინავს. სული მისთვის არაფრისმთქმელი სიტყვაა. რომელიღაც მომენტში(თუნდაც მილიონი წლის შემდეგ ის ამჩნევვს, რომ მის თავს რაღაც ვერ არის წესრიგში, გარშემო ყველაფერი არეულია, ელემენტარულ ლოგიკასაც კი მოკლებული. ამჩნევს, რომ მის ისტორიას არც თავი აქვს და არც ბოლო, არც მიზანი და არც აზრი..... რაც უფრო მეტად ფიქრობს ამაზე მით უფრო ღრმავდება შინაგანი დისკომფორტი, ძლიერდება სურვილი გაიგოს კი მარა რა ხდება? ვინ არის? საიდან? რისთვის? როდემდე? ამ კითხვებზე პასუხი არავინ იცის გარშემო. ის დადის, ცდილობს, ეკითხება ადამიანებს, მაგრამ მათ თავად არ იციან და არც აინტერესებთ. მერე წიგნებში იწყებს ძებნას, იქაც მხოლოდ მკვდრები არიან, მიძინებული ადამიანების სიზმრებია მხოლოდ, მაგრამ სხვა გზა მაინც არ რჩება და აგრძელებს ძიებას, დადის წრეებზე, შეკრებებზე, ლექციებზე, უსმენს ინტერნეტში ქადაგებებს, ეზოთერულ დამოძღვრას, უყურებს ათას რამეს, მაგრამ ხვდება, რომ მათაც არ იციან.... ეს ძიება დიდხანს გრძელდება, მრავალი გულაცრუება და ტყუილი ხვდება, ზოგ ტყუილზე დიდხანს ჩერდება ზოგზე ცოტა ხანს, ასე გადის დრო ვიდრე ერთხელაც არ გადაეყრება ვინმე გამორჩეულს, რომელზეც იფიქრებს, რომ მთლად დალაგებული ვერ უნდა იყოს ეს ადამიანი. მის წინ უცებ დიდი შრომის კედელი აღიმართება, აქამდე რომ ეგონა ყველაფერი მარტივი იქნებოდა ოღონდ კი ეთქვათ რა არის საჭირო, ეხლა ხვდება, რომ ყველაფერი გართულდა უკიდეგანოდ, რომ მისგან ითხოვენ რკინის დისციპლინას, ყოველდღიურ დაუღალავ თავგანწირულ შრომას, პასუხისმგებლობას თითოეულ სიტყვაზე და მოქმედებაზე, ღამეც კი არ აძინებენ ნორმალურად რადგან სიზმრებშიც კი ვარჯიშია საჭირო, ბოლოს და ბოლოს მისგან ითხოვენ სიყვარულს, სიყვარულის ხელოვნურ კულტივირებას, ეს ხომ აღმაშფოთებელია!!! ამ ყველაფრის გამგონი და დამნახავი მაძიებელი გარბის ამ გაუგებარი ადამიანისაგან, გარბის შორს და უკანმოუხედავად, გარბის ლანძღვა გინებით ხშირად. ის თავის თავს არწმუნებს, აღარასოდეს მოუსმინოს ასეთ ადამიანს.... მაგრამ რაღაც მაინც იზიდავს მას უკან, ისევ იქ, სადაც ამხელა მოთხოვნები წარუყენეს. ვიღაცა მის შიგნით ბედავს და ეუბნება, რომ ეს ერთადერთი შანსია გაიგოს, , მიაგნოს, აღმოაჩინოს - გაცოცხლდეს! დიდი შინაგანი ჭიდილის შემდეგ ის ისევ ბრუნდება ამ არა-ნორმალურ ადამიანთან. ისევ ისმენს, რომ თურმე გარშემო ყველაფერი ისე არაა მას რომ ეგონა და ისმენს განმარტებებს თუ რატომ არ არის ყველაფერი წესრიგში. ეს საშინელებაა, ეს სიმართლე ვერ იქნება, შეუძლებელია ყველაფერი ასე ცუდად იყოს და მისგან ასეთ გმირობას ითხოვდნენ ამ პირობებში. ცოტა ხანს უსმენს და ისევ გარბის, გარბის შორს და თითქოს უკანმოუხედავად. მაგრამ გასაქცევი არსად აქვს, გარშემო არავინ არაფერი იცის, მხოლოდ ეს გადარეულია ერთი ვინც რაღაც განსხვავებულს ეუბნება და მოითხოვს მისგან, შინაგანი ხმა კი არ ჩუმდება და მოუწოდებს რომ დაბრუნდეს, კიდევ ერთხელ სცადოს, ეს უნდა გააკეთოს, სხვა გზა არ არის! კი მაგრამ მას ხომ სექსს უკრძალავენ, საყვარელ ტკბილეულს უკრძალავენ, უქმად საუბარს და საყვარელ მეგობრებთან უაზროდ გართობასაც კი ეცილებიან ეს როგორ უნდა გადაიტანოს ? იქნებ ის ადამიანი გიჟია და იქაც არაფერი გამოვიდეს და ეს ყოველივეც დაკარგოს? .... დრო გადის და ხვდება, სხვა გზა მაინც არ არის, ჩვეულ ყოფაში ვერ დარჩება, ასე ვეღარ გააგრძელებს, ბოლო შანსი უნდა გამოიყენოს, ბოლომდე უნდა გაიგოს რა უნდა იმ გადარეულ ადამიანს. ეს ფიქრები არ არსვენებენ და ისევ ბრუნდება გადარეულთან... მაგრამ ამჯერად ამ ადამიანის სიტყვები არც ისე ცუდად ჟღერს, ხანდახან კი ეჩვვენება რომ თითქმის ჭეშმარიტებაა... ნეტა რა დააშავა ასეთი, რომ ამ ორ უკიდურესობას შორის უწევს არჩევანის გაკეთება... ამასობაში მის მიმართ მოთხოვნები მკაცრდება, სულ უფრო მეტ შრომას ითხოვენ, თავისუფალი დრო თითქმის აღარ რჩება, ვეღარც ძველ მეგობრებს ხვდება, ღრეობაც არ შეიძლება, სექსის სიამოვნებაც აუკრძალა საკუთარ თავს ამ გადარეულის რჩევით, ტკბილეულსაც კი აღარ ჭამს, ღამით სიზმრებს დასდევს, ცხრა საათზე იძინებს რომ არაფერი გამორჩეს არცერთი სიუჟეტი, ეს რა ცხოვრებაა ფუიიიი... ისევ იზრდება უკმაყოფილება, მართალია ხანდახან ძალიან ცოტა ხნით ნეტარება მოდის, ბავშვივით გრძნობს თავს, შინაგანი სიმშვიდე ეუფლება, ერთი ორი საინტერესო ხილვაც კი ნახა. დრო გადის, თანდათან მისი ფიქრები იქითკენ იხრება, რომ ამ გადარეულს ყველაფერი ვერ ეცოდინება ხანდახან ცოტა ტკბილის ჭამაც შეიძლება, ათასში ერთხელ სექსიც შეიძლება, ხორცის ჭამაც თვეში ერთხელ დასაშვებია, ცოტა ალკოჰოლიც არ აწყენდა.... ამ ყველაფრის მერე ისევ მიმზიდველი ხდება ძველი ცხოვრება, ეს რა ქნა, ლამის ამ ყველაფერს ხაზი არ გადაუსვა, ლამის ცხოვრებას აცდა ..... ისევ გადაწყვეტს წავიდეს, გაიქცეს .......უბრუნდება ძველ ცხოვრებას, თავს კარგად გრძნობს მაგრამ ისევ ხვდება, რომ ეს ყოველივე ყალბია, მკვდარია, უმიზნო, არაფრისმომცემი, უაზრო, არც თავი აქვს და არც ბოლო, რუტინაა და მოსაწყენი... იქ კი იმ გადარეულთან ორი ხილვა მაიც ჰქონდა, ამ ხილვებში უფრო მეტი გაიგო ვიდრე მთელი თავისი უაზრო ცხოვრების მანძილზე...ვაი თუ სული მართლა არსებობს, თუ ეს ამდენი ადამიანები ცდებიან საკუთარ უმეცრებაში, იქ იმ გადარეულთან რაღაც არის მნიშვნელოვანი, ჭეშმარიტი, შეუფასებელი, ნამდვილი.... ამდენი ხანი გავიდა, მიუხედავად ამდენი აკრძალვისა და იქ დაღვრილი ოფლისა, გული მაინც იქით მიუწევს... ღმერთო ეხლა რაღა უნდა ქნას... სადღა უნდა დაემალოს ამ ყველაფერს, რაღა აიფაროს ფარად? ეხლა ღა ხვდება რას ნიშნავს - სულის ძახილი.... ამას წერტილი უნდა დაესვას, ან ერთი აირჩიოს ან მეორე, ასე სირბილი აღარ შეიძლება ორი ბატონის მსახური ვერ იქნება... თუ დაბრუნდება აღარასოდეს წამოვა, რაც არ უნდა მოხდეს, ბოლომდე გაარკვევს, საკუთარ ხილვებს გაჰყვება და აღარასოდეს უღალატებს...... ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ მას უკვე აღარ ეცოდება საკუთარი თავი, მას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს.... ის გადაწყვეტს ერთხელ და სამუდამოდ - იყოს ცოცხალი! - მუდამ !
G.K.

საწყისი გვერდი

 საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამიანებს თეორიული მონახაზი, ხოლო პრაქტიკული შესაწავლის მსურველებისათვის ტარდება პრაქტიკა კვირაში სამჯერ დარბაზში, მსურველებმა მომწერეთ ფეისბუკზე პირადში.

https://www.facebook.com/giorgi.olmek

 

 

 

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

 

  2010     ©