ურთიერთობათა ხელოვნება
შეიძლება გარკვეული ანალოგიის გავლება ადამიანურ მსახურებასა და ელექტრულ ნაკადს შორის. დენი შეიძლება მიედინებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი უზრუნველყოფს ენერგიით რაიმეს საკუთარი თავის გარდა. ეგოიზმი მომენტალურად ფანტავს ძალას, ისევე როგორც მოკლე ჩართვა, და თუ ის საკმაოდ ძლიერია, მაშინ ასევე მომენტალურად შეუძლია დაბლოკოს ძალის მთლიანი ნაკადი... თითოეული ჩვენგანი ჩართულია ურთიერთობათა რთულ ქსელში: ინდივიდუალურ, ჯგუფურ, საზოგადოებრივ, ნაციონალურ და საერთაშორისო. ისინი შეიძლება მივაკუთვნოთ ადამიანის "ჰორიზონტალურ" ურთიერთობებს თავის თანამოძმეებთან და გარემოსთან. ურთიერთობათა ჰორიზონტალური სისტემა წარმოადგენს კონტაქტის, კავშირისა და გავლენის საშუალებას. ის არის სხვა და სხვა დონეზე ენერგიის მატარებელი: ფიზიკურზე, ემოციონალურზე, მენტალურზე... სწორი ურთიერთობები შეიძლება განისაზღვროს როგორც ურთიერთობები, რომლებიც ხელს უწყობენ ყველა ინდივიდუალური და ჯგუფური ერთეულის მაქსიმალურ ევოლუციურ ზრდას ამ სისტემის შიგნით. .. მაგრამ ადამიანი ურთიერთობათა სხვა "ვერტიკალური" სისტემის ნაწილიც არის, რომელიც მას სულიერი გათვითცნობიერებულობის დონეებთან, ღმერთთან და სულიერ სამყაროსთან აკავშირებს. კონტაქტი ვერტიკალურ სისტემასთან ხორციელდება სიცოცხლითა და ცოდნით, საკუთარ თავში ყველაზე მაღალზე სწორებით. ლოცვა, მედიტაცია და რეფლექტური აზროვნება - აი არსებული საშუალებები სულის "ვერტიკალური" სიცოცხლის დაბადებისა და მხარდაჭერისათვის. შემოქმედებითი სიცოცხლე, რომელიც მოიცავს სულის ან შინაგანი სულიერი ბუნების დინამიურ გამოვლინებას, ადამიანური ურთიერთობების სამყაროში, მოგვიწოდებს სწორი ბალანსისაკენ "ვერტიკალურ" და "ჰორიზონტალურ" ურთიერთობათა სისტემებს შორის, სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორებს შორის. სულის ვერტიკალური ცხოვრებისადმი უყურადღებობას მივყავართ, სტატიკურ, გაკრისტალებულ, შთაგონების გარეშე ურთიერთობებთან და მოქმედებებთან ყოველდღიურ ცხოვრებაში. სუბიექტურზე ანუ "ვერტიკალურზე" ზედმეტმა კონცენტრირებამ, რომელიც არანაირ შესაძლებლობას არ იძლევა რათა სწორედ გამოოიხატოს მატერიალურ სამყაროში, შეიძლება მიგვიყვანოს ზედდმეტად აგზნებულობამდე, მცდარი იდეების გაფეტიშებამდე, არარეალურობამდე და მასიურ ფანატიზმამდე, რომელიც არც თუ ისე იშვიათია იმ ადამიანებში რომელთაც კეთილი განზრახვები გააჩნიათ, განსაკუთრებით გაუწონასწორებელ მაძიებლებში. სწორი ბალანსი "ვერტიკალურსა" და "ჰორიზონტალურ" სიცოცხლეს შორის მიიღწევა მაშინ, როდესაც ინდივიდუუმს შეუძლია გააწონასწოროს საკუთარი ბუნების ძალები საკუთარი ფსიხე-ს შიგნით. ასეთი ბალანსის სიმბოლოსა და აგრეთვე ახალ საუკუნეში კეთილი ნების მამაკაცებისა და ქალბატონების მიზანს წარმოადგენს, ტოლგვერდა ჯვარი. როგორც კი ბალანსი მიიღწევა, სულის ცეცხლს ეძლევა შესაძლებლობა შთააგონოს და გააჯეროს ყოველდღიური სამყარო, დამიანური ურთიერთობების ბრძნულად დარეგულირებულ სისტემაში. J.K
ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელება ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარულის პრაქტიკა სიყვარული გრძნობები ატომი "ნუს"– ი პლუტონი შემდეგი ნაბიჯი კანონი კანონის შესახებ სტალკერი მამოძრავებელი ძალა კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული იერარქიის მეთოდიკა რჩევები მაძიებელთათვის გარდამავალი ეტაპი კეთილი ნების არსი |
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |