ყველა უფლება დაცულია

 

უპირობო სიყვარული

 

 

    გიყვარდეს უპირობო, ღვთიური სიყვარულით - ნიშნავს გიყვარდეს წარსულის გამოცდილების მიუხედავად. არ შეხედო წარსულს, გიყვარდეს წარსულის ლოგიკის მიღმა. ღვთიური სიყვარული ჩვენში შემოდის ყოველწამიერად, მაგრამ აღვიქვავთ რა აწმყოს - წარსულის ჭრილში, შვენ ვცვლით სიყვარულს - "უარყოფით"! უყურებთ ადამინს და ვასკვნით(წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე) - ეს ადამინი მატყუარაა, ბოროტია, ცუდია ..... შეიძლება მისი პიროვნება მართლაც ბოროტია, მაგრამ ეს არ არის მიზეზი რათა შევცვალოთ ღვთიური სიყვარული საკუთარ თავში - ზიზღით ....... სიყვარულზე უარის თქმით ჩვენ უარს ვამბობთ საკუთარ ღვთიურ, ყოვლისშემძლე უკვდავ, უხვ, მარადიულ ბუნებაზე...... არსებობს კი რაიმე მიზეზი, რის გამოც ჩვენ შეიძლება განვიცადოთ უფრო მდაბალი გრძნობა, აზრი და წარმოსახვა ვიდრე სიყვარულია? - არამც და არამც!!! არ არსებობს არანაირი მიზეზი იმისათვის, რომ ჩვენ უარყოთ ღმერთი, ჩვენი ღვთიური, ყოვლისშემძლე ბუნება და თავი ჩავიგდოთ უმწეო, დუხჭირ, უსუსურ, მხოლოდ ადამინურ, ან ცხოველურ მდგომარეობაში..... დიახ, ადამინი რომელიც ემორჩილება საკუთარ მატყუარა პიროვნებას შეგნებულად გატყუებთ, ანუ "ცუდს" გიკეთებთ, მაგრამ თქვენ უყურებთ მას და ერთი წამითაც არ უნდა დაივიწყოთ სიყვარული, არ დაეთანხმოთ პიროვნების შემოთავაზებებს, სურვილებს, ქმედებას, შეეწინააღმდეგეთ, - მაგრამ გიყვარდეთ ღმერთი მასში...... მუდამ შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ გიყვართ ეს ადამინი, მოექეცით მას ისე თითქოს ის სრულყოფილია, თითქოს ემორჩილება პიროვნებას კი არა, არამეტ ღმერთს, რომელიც მისი ნამდვილი ბუნებაა. ღმერთი უარს ამბობს მის ძალადობრივ მორჩილებაზე, რადგან იმდენად უყვარს საკუთარი შვილი, რომ უპირობოდ აძლევს მას არჩევანის უფლებას!!!   აირჩიოს ვის მოუსმინოს, ვის ემსგავსოს, ვისი მემკვიდრე იყოს!!! 

    ტყუილი, ძალადობა, იძულება .... არის არჩევანის წართმევა, რაც სიყვარულის სიმცირის შედეგია.... პიროვნება მუდამ იტყუება, ძალადობს, იყენებს იძულებას, გამოუვალ მდგომარეობას... მაგრამ ჩვენ სხვაგვარად უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ უნდა გვიყვარდეს, უმიზეზოთ, ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე.... წარსულის გამოცდილებას არ უნდა მივცეთ უფლება გამოგვიყვანოს ღმერთის მემკვიდრეობიდან(სიყვარულიდან) ... რადგან ესაა ჩვენი სასუფეველი.... ღვთის სასუფეველი რაღაც განყენებული არაა, ის ჩვენს შიგნითაა.....

     რა საჭიროა გამოხატო სიბრაზე როდესაც შეგიძლია გამოხატო სიყვარული?   განა არსებობს მიზეზი რომელიც საკმარისია რათა სიყვარული სიბრაზით შევცვალოთ?  ვიყოთ მხოლოდ ადამინი და არა ღვთის შვილი?  უმწეო და არა ძლევამოსილი?  სიბრაზეში არ არის ძლევამოსილება, რადგან ის პიროვნების ატრიბუტია, ასეთი სისუსტე ყოვლად უცხოა ღმეთისათვის....  ტყუილი სისუსტეა და ის უცხოა ღმერთისათვის... ძალადობა უკიდურესი სისუსტეა და ის უცხოა ყოვლისშემძლესათვის....

     კაცობრიობა მიეჩვია, მას ასწავლეს, რომ თითოეული მათგანი მხოლოდ ადამინია, ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელიც ერთხელ იბადება და ემორჩილება კაცობრიობის ბედს. ჭამს, მრავდება, იღებს სიამოვნებას, სტკივა, ავადდება ბედება და კვდება - აი, ის პროგრამა რომლის მორჩილებასაც ასწავლიან ყველას.  ამ სქემაში არსად ჩანს უპირობო სიყვარული!!!  თქვენ ეთანხმებით ამ პროგრამას?  მისი მიზანია ადამინებს ისე მოექცნენ როგორც ცხოველთა ჯოგს...      ესეიგი რა გამოდის?  ვიღაც მუდამ აწარმოებს მოლაპარაკებას, პროპაგანდისა, და კარგად დამუშავებული იდეოლოგიის ხარჯზე აწარმოებს მოლაპარაკებას ჩვენს პიროვნებასთან, რათა ცხოველურ დონეზე დიყვანოს ჩვენი მისწრაფებანი, აზროვნება, და გრძნობა ემოციები... დაიმონოს ღმერთის შვილი, ჩააგდოს იგი უმწეო მდგომარეობაში და დაცემული ენერგიების წყაროდ აქციოს.... წყაროდ რომელიც სიკვდილამდე გამოკვებავს მას....  ამ იდეოლოგიის მიზანია მიაძინოს თქვენი ღვთიური ბუნება, დაფაროს ის ყოველდღიური მტვრით, ვიდრე საუკუნოვანი მიწის ქვეშ არ მოექცევა იგი...  რატომ ეთანხმებით ამას?  გამოფხიზლდით!  არ დაეთანხმოთ ძალადობას, პროპაგანდას, ახალ ამბებს რომელიც ტელევიზიით გადაიცემა ყოვლდღიურად, რადგან ეს "ახალი" ამბები სხვა არაფერია თუ არა - ერთი დიდი ნეგატივი, აგრესია, შიში....... არ დაეთანხმოთ მეგობარს რომელიც საკუთარი ცხოველური სიამოვნებების შესახებ გიყვებათ ყოველდღე, ჭორაობს ცხოვრებაზე, ტანსაცმელზე, ოჯახურ ურთიერთობებზე, ჭამაზე, გათხოვებაზე, სექსზე და მუცელღორობაზე...... არ დაეთანხმოთ, მაგრამ გიყვარდეთ..... არ დაეთანხმოთ ნიშნავს არ გახდეთ ნეგატიური, მოწყენილი, დეპრესიული, ცხოველური ემოციებით შეპყრობილი.... არ გაიზიაროთ მისი ცხოველური ენთუზიაზმი.....  არ გაცვალოთ სიყვარული - შემოთავაზებულ მდაბალ ემოციებზე ..... დაინახეთ ღმერთი ადამინში და არა მისი პიროვნება, რომელიც მუდამ ცდილობს დაგითანხმოთ სიმდაბლეზე, მუდამ ავრცელებს ტყუილს, სიხარბეს, შურს, განკითხვას და ძალადობას.... რატომ არის ამდენი ძალადობა ჩვენს საზოგადოებაში? იმიტომ რომ ის პიროვნულია, ეგო-ს იდეებზე გაზრდილი, გაჟღენთილი არასწორი იდეოლოგიითა და მსოფლმხედველობით.... 

   სად არის გამოსავალი?   - მხოლოდ უპირობო სიყვარულში!

   იდეოლოგია უნდა ეფუძვნებოდეს სიყვარულს, კეთილ ნებას, სიხარულს, გაცემას, რაინდობას, ერთობას, მთლიანობას, ძმობას ....  გიყვარდეს შეფასების გარეშე, წარსულის გამოცდილების დავიწყებით, როგორც ახლად დაბადებულს - ახლად დაბადებული ......

 

 

 

 

საწყისი გვერდი

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

 

  2010     ©