ყველა უფლება დაცულია

უცვლელი

 

 

     "იოგა არის მენტალური სუბსტანციის აზრო ფორმების  სახეცლილებათა პროცესის შეჩერება"  - ასეთი განმარტება აქვს ერთ ერთ ძველ წიგნში იოგას.   როგორც წესი მოსწავლეები კარგად ვერ აცნობიერებენ თუ რისი თქმა უნდოდა უდიდეს იოგს როდესაც ამ ფრაზას გვიტოვებდა. ეს სიტყვები ეხება რაჯა იოგს რომელიც მოწოდებულია ადამიანს დაეხმაროს გახდეს ღვთიური ენერგიის იდეალური გამტარი, სრულყოფილი ინსტრუმენტი, იდეალურად აწყობილი საკრავი, რომელიც სრულყოფილ მელოდიას უკრავს უმაღლესი ენერგიის ზემოქმედებით. 

             ეს ფრაზა მოუწოდებს ადამიანს მიაღწიოს იოგას(შერწყმის ეფექტს) და იგი მეტწილად ეხება ინტერპრეტირების შეჩერების პროცესს. ნებისმიერი მოსწავლესათვის უდიდესი გამოწვევაა მიიღოს მოვლენები და სიტუაციები ისეთად როგორიც ის არის!

            მაგალითად:  ადამიანი ხედავს დიდი ზომის ძაღლს, რომელიც მისკენ მიდის ნელი ნაბიჯით. ამ დროს ადამიანი იწყებს სიტუაციის ინტერპრეტირებას, ფიქრობს რომ ძაღლი საკმაოდ დიდია, უპატრონოა, შეიძლება ცოფიანია, შესაძლოა საკბენად მორბის და ა.შ. აზრო ფორმების ამ მიმართულებით ცვლილება იწვევს შიშს, ემოციურ არამდგრადობას, ღელვას, რასაც თან სდევს დიდი ენერგიის მობილიზება თავდასაცავად, ადრენალინის გამოყოფა და ა.შ. ადამიანს უჩნდება ცუდი განწყობა ძაღლის მიმართ, გადადის აგრესიულ მდგომარეობაში, და შესაძლებელია თვითონ პირველმა შეუტიოს ძაღლს შიშის გამო.  როგორც ამ მაგალითიდან ჩანს ძაღლის შემჩნევიდან, ადამიანმა უამრავჯერ სახეუცვალა ძაღლის აზრო-ფორმას: - ჯერ იყო უბრალოდ ძაღლი, მერე დიდი ძაღლი, მერე საშიში ძაღლი, ცოფიანი ძაღლი, საკბენათ მომართული ძაღლი და ა.შ. საწყისი აზროფორმის სახეცვლილებანი იწვევენ სიმშვიდის დაკარგვას,  ენერგიის ფუჭ კარგვას და ერთიანობის(ძაღლის ადამიანისა და გარემოს სრულყოფილი ღვთიური ერთიანობის დაყოფას მტრად და მოყვარედ), მეუფების მდგომარეობის დაკნინებას.

           იოგი შეჩერდებოდა უბრალოდ ძაღლის აზროფორმაზე და აღარ უცვლიდა მას სახეს. შედეგად მისი სიმშვიდე არ დაირღვეოდა და აგრესია და შიში არ იჩენდნენ თავს!  

           მენტალი არადისციპლინირებულია, ის არაა მიჩვეული დამორჩილებას და ყოველთვის თავის ნებაზე იქცევა. მაგრამ ამის გამოსწორება შეიძლება, თუ ნელ ნელა მენტალს ვასწავლით ახალ წესებს. ანუ მივაჩვევთ მას შეჩერდეს  - პირველ აზრო ფორმაზე

           როდესაც წარმოიშობა ნებისმიერი აზროფორმა, მას გაჩნია ორი პოლარობა, ასეთი და ისეთი, მაღალი და დაბალი, კეთილი და ბოროტი, თეთრი და შავი, წინა და უკანა, ნათელი და ბნელი, აღმავალი და დაღმავალი, და ა.შ. იმისათვის რომ ამ პოლარობებს არ მივცეთ გამოვლენისა და ბრძოლის დაწყების შანსი, საჭიროა ისინი შევარიგოთ საწყისშივე, ანუ საწყის აზროფორმას შეუნარჩუნოთ მთლიანობა, არ მივცეთ უფლება დაიშალოს - ასეთად და ისეთად!  ნებისმიერი ინტერპრეტირება დაშლილი აზროფორმის ნაწილთა ჭიდილია. 

          როგორც უკვე ვიცით, სიყვარული აერთებს საწინააღმდეგო პოლარობებს, იმპულსებსა და აზრო ფორმებს, შედეგად ვიღებთ მთლიანობას, ერთიანობას, შერწყმას! ამრიგად სიყვარული სპობს შიშს, ინტერპრეტირებას, პიროვნულობას, ეგოიზმს( ინტერპრეტირების შედეგი) და ა.შ.

          თუ ადამიანი სიყვარულის მდგომარეობაშია, სიყვარულზე მედიტირებს, მაშინ მას უყვარს ყველა და ყველაფერი, ესეიგი ის არ ყოფს სუბიექტებსა და ობიექტებს ასეთებათ და ისეთებად, საშიშად და არასაშიშად, მისი ყურადღება არ გამოყოფს ძაღლს როგორც რაიმე სასიშს, არამეტ ხედავს მას როგორც სიყვარულის განცდის კიდევ ერთ მორიგ "ობიექტს" და სიყვარულს უწილადებს მას. 

         ძაღლი ისეთივე ილუზიაა როგორც ყველაფერი სხვა ჩვენს გარშემო, ამიტომ ნებისმიერი ობიექტისა და სუბიექტის "თმის ღერის ჩამოვარდნაც" კი ჩვენი აზროვნების, გრძნობებისა და წარმოსახვა შთაბეჭდილებების შდეგია! არც ობიექტებს და არც სუბიექტებს ჩვენს გარშემო არ გააჩნიათ საკუთარი ბუნება! ისინი მხოლოდ პროექციაა, სიზმარია - ილუზია!  რადგან სიზმარი(ილუზია) მხოლოდ ჩვენი გრძნობების გაშლილი, ხილული, ხელშესახები ვერსიაა, ამიტომ სიყვარული ავლენს საუკეთესო შინარსის სამოთხისეულ სიზმრებს, სუბიექტებსა და ობიექტებს!  ვისაც ყურები აქვს გაიგოს!!!

 

საწყისი გვერდი

 

 

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

 

  2010     ©