თვითკონტროლი და კანონი

   ისწავლე არასოდეს გიკვიდეს რამე და არასოდეს იყო იმედგაცრუებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად გექნება ტკივილის განცდა.  საკუთარ თავში, ყველა ძალაზე, სრული თვითკონტროლი– უტოლდება მეუფებას. ამავე დროს ეს საჩუქარია მათთვის, ვინც მიდის სინათლის გზით, რამეთუ მხოლოდ საკუთარი ადამიანური არსის გამოსწორებით მიიღწევა მეუფება.

    მუდამ გახსოვდეს: უფლება ითავკაცო, ხელისუფლება, შეუძლებელია წაართვა მხოლოდ მათ, ვინც თავიდან მორჩილებას სწავლობს, იმიტომ რომ ის, ვინც ისწავლა დაემორჩილოს ერთიანის კანონს, ხდება არსება პირველმიზეზი, ხოლო პირველმიზეზი – ეს სიყვარულია. ამგვარი სახით ის რეალურად, გაიგივებით, ხდება ერთიანის კანონი. დააკვირდი, რომ არცერთი არასრულყოფილი(არაწესიერი) აზრი არ გამოვიდეს შენგან, ნება არ მისცე დამანგრეველ სიტყვას მოსწყდეს შენს ბაგეებს, ხუმრობითაც კი. დაიმახსოვრე, რომ შენ ურთიერთობ იმავე ძალასთან, რომელიც დაუღალავად მოქმედებს უსასრიულობაშიც. შენ პასუხს აგებ იმაზე, საითაა მიმართული ეს ძალა.

   ქრისტე მოგვევლინა, რათა გაეხსნა ჭეშმარიტება: – შეგნებული მეუფებას თითოეულმა ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს ჯერ კიდევ აქ, მიწაზე . ქრისტემ აჩვენა ამაღლებული მეუფის ხელისუფლება და დაამტკიცა: თითოეულ ადამიანს შეუძლია იმდენად სრულად მოახდინოს საკუთარი ღვთიური "მე" – ს მობილიზება, რომ შეძლოს შეგნებულად მართოს ყოველივე თავის გარშემო.

  სიყვარულის, სინათლის და სრულყოფის  დიდი ამაღლებული მეუფეები, რომლებიც განაგებენ სინათლის გავრცელებას კაცობრიობაში მისი დაბადების სათავედან მოყოლებული, არ არიან ვინმეს წარმოსახვის ნაყოფები. ისინი იმდენად რეალურები, ხილვადი და შეგრძნებადი არიან და იმდენად განმსჭვალულნი არიან სიყვარულით, სიბრძნითა და ძალით, რომ ადამიანებს რჩებათ მხოლოდ მოწიწებით დახარონ თავი. ისინი შრომობენ ყველგან სამყაროში, სრული თავისუფლებით და უკიდეგანო ძლევამოსილებით აკეთებენ ბუნებრივად იმას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანი თვლის ზებუნებრივად.

    ისინი – არიან ისეთი ძლევამოსილების მფლობელნი და ისეთი ძალის გამგებელნი, რომლიც ბინდავს  გარე სამყაოში მცხოვრებთა წარმოსახვას. ისინი კაცობრიობის მეურვეები და მისი მოძღვები არიან. მატერიალურ სამყაროში სხვადასხვა პროფილის მასწავლებლები ხელმძღვანელობენ ადამიანის განვითარებას ბავშობიდან ზრდასრულ ასაკამდე, ხანდახან კი მიყავთ ის შემდეგაც, ამზადებენ რა განსაკუთრებული მისიისათვის. ასევე სრულყოფის დიდი მეუფეები არსებობენ იმისათვის, რათა ასწავლონ ადამიანებს გააფართოვონ საკუთარი ცნობიერება, გამოიყვანონ იგი ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობების საზღვრებს გარეთ. ანვითარებს რა საკუთარ თავში ზებუნებრივ უნარებს, ადამიანი დროთა განმავლობაში გამოდის, ..ჩვეულებრივი განზომილებიდან და ამაღლებული მეუფის ხელმძღვანელობით ცნობიერად გადადის ღვთიურ რაიონში.

   ამაღლებული მეუფე – ეს ისაა, ვინც თვითცნობიერების ძალისხმევით დააგროვა საკუთარ თავში იმდენი სიყვარული და ძალა, რომ შეძლო გაერღვია ყველა ადამიანური შეზღუდულობების ბადე, გახდა თავისუფალი და მიიღო უფლება ისარგებლოს ძალებით, რომლებიც ბევრად დიდია ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანური შესაძლებლობები...

   გამოსხივების საშუალებით ანუ სინათლის გადმოდინებით, რომელიც სინამდვილეში მისი ღვთური სიყვარულის გასხივსნებული არსია, ამაღლებულ მეუფეს შეუძლია დაეხმაროს მათ ვინც საჭიროებს მათ ზრუნვასა და დამოძღვრას.

  როდესაც მოსწავლე ხვდება ამ სინათლის  ნათებაში, მისი საკუთარი  შინაგანი სხეულები(აქ ვგულისხმობ მის ემოციურ, მენტალურ და კაუზალურ სხეულს) იწოვენ მეუფის გასხივოსნებულ არსს, და სინათლე ამ სხეულთა შიგნით ინთება როგორც ნაპერწკალი, რომელიც გადადის აალებაში.

   ეს გასხივოსნებული არსი არის სამყაროს უმაღლესი ძალა, რადგან მისით იხსნება ყველა კვანძი და მისით დგინდება სრულყოფილი წონაწორობა ყველა გამოვლინებაში. ამაღლებული მეუფის სხეულიდან შეუჩერებლივ გამოდიან გასხივოსნებული არსის სხივები, რომლებიც მიწის ყველა ბნელ ადგილებს ანათებენ. ....

     გამოსხივება, რომელსაც ამაღლებულები უგზავნიან კაცობრიობას, არის ცნობიერად ამოტანილი ენერგია. ისინი აძლევენ მას გარკვეულ ხარისხსს და მიმართავენ გარკვეული შედეგის მისაღწევად. ასეთი სახით ისინი წამიერად ავრცელებენ თავის დამცავ საფარს ათასობით და ათიათასობით ადამიანზე, ადგილზე, საგნებსა და მოვლენებზე, რომლებიც აქ მიწაზე, შეპყობილნი არიან თვითდავიწყებით.

    უძღვნიან რა საკუთარ თავს ასეთი სახის მოქმედებას, ამაღლებული მეუფეებს ძალუძთ შეიცვალონ ის სხეულები, რომლებშიც ისინი სხეულდებიან, ისევე ბუნებრივად, როგორც ადამიანი იცვლის ტანსაცმელს, რამეთუ უჯრედოვანი სტრუქტურა ყოველთვის იმყოფება ცნობიერების კონტროლის ქვეშ და თითოეული ატომი ემორჩილება მეუფის ნებას. ამაღლებულებს უფლება აქვთ გამოიყენონ იმდენი სხეული რამდენიც სურთ, თუ ამას მოითხოვს საქმე. მათ უნარს შეკრიბონ და გაფანტონ ატომური სტრუქტურა პრაქტიკულად საზღვარი არა აქვს. მათ შეიძლება უწოდოთ ყოვლისშემძლე მანიფესტატორები, რამეთუ ბუნების ძალები, რომლებსაც ოთხი ელემენტი შეიცავს, მთლიანად ემორჩილებიან და ემსახურებიან მათ.

სენ – ჟერმენი

 

ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია      გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე  სიყვარულის გავრცელება      ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა       სიყვარული   გრძნობები    ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი   კანონი კანონის შესახებ   სტალკერი    მამოძრავებელი ძალა  კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა  ცნობიერება სხეული და სიყვარული

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©