ყველა უფლება დაცულია

 

წინააღმდეგობათა გადალახვა

 

 

      "წინააღმდეგობათა და იმის გადასალახავად რაც მათ თან სდევს, საჭიროა ნების ინტენსიური გამოყენება ჭეშმარითების ერთერთი ასპექტის მიმართ".

     

             სულიერ გზაზე ადამიანს უამრავი წინააღმდეგობა ხვდება და ხანდახან მაძიებელს  ეჩვენება რომ მათი გადალახვა შეუძლებელია.  წინააღმდეგობები შეიძლება იყოს: რთული ფეთქებადი ხასიათი, გადამეტებული მიდრეკილება სიამოვნებებისადმი, ფინანსური სიდუხჭირე, რთული კარმიული ოჯახი, რთული ურთიერთობები, მძიმე დაავადებანი და სხვა მრავალი.

            ზოგიერთი მაძიებელი ხშირად იმეორებს თავისთვის, რომ მისი მდგომარეობა სხვაა, უფრო მძიმეა, უფრო რთულია და ამიტომ იგი ჯერ ვერ გაყვება სულიერ გზას. სხვებისავით კარგი საწყისი მდგომარეობა რომ ქონდეს მაშინ ისიც მიაღწევდა დიდ შედეგებს სულიერ გზაზე. ასეთი სახის მსჯელობა ეფუძვნება სრულ უმეცრებას და უცოდინრობას. რაჯა იოგას ზემოთ მოყვანილი აფორიზმი გვეუბნება, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობის და მისი თანამდევი პრობლემების გადალახვა შესაძლებელია ნების ინტენსიური გამოყენებით - თუ მას ჭეშმარიტების ერთერთ ესპექტს მოვდებთ.

           მაგალითად: როგორც უკვე აგიხსენით, რაჯა იოგას საფუძველს, მის ცენტრალურ პოზიციას, ერთერთ ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს სიყვარულის გრძნობა.  გამოდის რომ თუ ნებას ინტენსიურად გამოვიყენებთ რათა საკუთარ თავში ხშირად გამოვიწვიოთ სიყვარულის გრძნობა(ჭეშმარიტების ასპექტი), მაშინ ყველა წინააღმდეგობა და მათი თანამდევი მოვლენები გადაილახება. 

         მხოლოდ პრაქტიკოსებმა იციან, რომ სიყვარულის გრძნობის ხშირი გამოწვევის პრაქტიკა ხსნის სიღარიბის პრობლემას, აწესრიგებს და აღადგენს ჯანმრთელობას, აწესრიგებს ურთიერთობებს, არბილებს ფეთქებად ხასიათს, ზღუდავს გადამეტებულ მიდრეკილებას სიამოვნებებისადმი(აყავს რა ენერგია ქვედა ცენტრებიდან ზემოთ), აწესრიგებს ურთიერთობებს რთულ კარმიულ ოჯახში(შედეგად ოჯახი აღარ ეწინააღმდეგბა მაძიებლის სურვილს იაროს სულიერ გზაზე) და ა.შ. 

        ესეიგი მაძიებლის ყველაზე პრაქტიკული ნაბიჯია ნების მიმართვა სიყვარულის გრძნობის გამოსაწვევად - რითაც ფაქტიურად ყველა წინაარმდეგობა ბათილდება და ეხსნება მის ცხოვრებასა და ბედს. მოკლეთ რომ ვთქვათ სიყვარულის საშუალებით ხდება ყველა წინააღმდეგობის თავისთავადი მოგვარება და გადალახვა.  მაძიებელი და მოსწავლე ნელნელა ხვდება თუ რატომ არის სიყვარული ჭეშმარიტება და უკვე ვეღარ წარმოუდგენია საკუთარი სიცოცხლე და ყოფა სიყვარულის ინტენსიური პრაქტიკის გარეშე. 

       სიყვარულის გრძნობის გამოწვევას ჭირდება ყოველდღიური ინტენსიური პრაქტიკა. როგორც წესი მაძიებლები საკუთარ ნებას ახალახალი ინფორმაციის ძიებაში უფრო ფლანგავენ ვიდრე სიყვარულის გრძნობის კვალვდაბრუნებაში. მოსწავლეები უფრო მეტად არიან ჩახედულნი სიყვარულის პრაქტიკის ყოვლისშემძეობაში და ამიტომ ისინი უფრო მეტ დროს უთმობენ სიყვარულის პრაქტიკას.  

       ადრე თუ გვიან ყველა მოსწავლე ხვდება, რომ სწორედ სიყვარულის მდგომარეობის კვლავდაბრუნებაა ის სულიერი გზა რომელსაც ისინი ასე გაფაციცებით დაეძებდნენ ამდენი წლის მანძილზე!

G.K.

საწყისი გვერდი

 

Анализ сайта онлайн

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

 

  2010     ©