ყველა უფლება დაცულია

 

ტამპლიერების წვრთნის არსი

 

ამონარიდი ჩემი წიგნიდან  -  "საუბრები წმინდანებთან "

 

 

 

 

        ფაქიზ პლანზე არსებობს ტამპლიერების და როზენკრეიცერების ორდენები, მაგრამ მათი წევრები ფიზიკურ პლანზეც არიან განსხეულებულნი...  ორდენში მიღება ხდება ფაქიზ პლანზე, ფიზიკური სხეულის ძილის დროს, როდესაც მოსწავლე სხეულს გარეთაა.... ორდენის წევრები აკვირდებიან ზოგიერთი მოსწავლის აზროვნების, ქცევის და ინფორმაციის დამუშავების გეომეტრიას, ნებისა და გონებრივი აქტიურობის ეფექტური შერწყმის მცდელობას სიყვარულის მეშვეობით, აქედან გამომდინარე არჩევენ კანდიდატებს, ხვდებიან მათ ფაქიზ პლანზე და სთავაზობენ ორდენს და სრული ტრეინინგის გავლას, წვრთნას - სწორი აზროვნების გეომეტრიის ათვისებაში..... (ამ საკითხის შესახებ მოკლეთ მხოლოდ ამის თქმაა შესაძლებელი).....

      წვრთნა წარმოადგენს თავისებურ ალქიმიას, ანუ მუტაციის ხელვნებას, როდესაც მეტალი(ჩვეულებრივი ადამინის, ცხოველური იდეებითა და ძალადობით განმსჭვალული აზროვნება და იდეები) გარდაიქმნება ოქროდ, სრულყოფილ სუბსტანციად(ღვთიურ ცნობიერებად)..... 

      ტრეინინგის მიზანია პიროვნება ჩაანაცვლოს სული წმინდით(ღვთიური აქტიურობით, ინტელექტის სწორი მოქმედებით) რათა ენერგიამ სწორი გეომეტრიით იმოძრაოს ადამინის სხვადასხვა სხეულში მდებარე ერთი ენერგეტიკული ცენტრიდან მეორემდე, გაერთიანდეს და შევიდეს ხელხემლის ცენტრში არსებულ სულიერ, ცენტრალურ არხში რათა ამაღლდეს თავის არემდე და დაუბრუნდეს საკუთარ ღვთიურ სიწმინდეს და ხარისხსს... გარდაიქმნას სინათლედ ... სიკეთედ .... სიყვარულად.....

      ასეთი წვრთნის შედეგად ცხოველური ადამინი იბრუნებს საკუთარ ღვთიურ სახეს და შესაძლებლობებს....

      მე თვითონ გავდივარ ამ ტრეინინგს და ვგრძნობ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მზადაა იმუშაოს საკუთარ თავზე რათა "შავი მეტალისაგან" მიიღოს მბრწყინავი და უჟანგავი "ოქრო".....

     ტამპლიერების ორდენის ზოგიერთი ფორმულა(სწორი აზრები და იდეოლოგია - მე უკვე დავდე ფესბუკზე), ისინი ქრისტეს მიერაა ჩამოყალიბებული და სიყვარულის სწავლებას ეხება პირდაპირ....... აგრეთვე საიტზეც..... ამ განყიფილებაში მე თავს მოუყრი ტამპლიერების ორდენის ძირითად იდეურ ბირთვს, საწვრთნელ ფორმულებს, თვითსრულყოფაზე მიმართულ ფრაზებს..... თითოეული ასეთი ფრაზა(ფორმულა) არის თვითსაწვრთნელი საშუალება.....

      ზოგიეთი თქვენგანი გაივლის სრულ წვრთნას დიდი სულიერი მისწრაფებიდან, დისციპლინისაგან და ღვთიური ნებიდან გამომდინარე. თქვენ გეყოფათ თქვენში უკვე არსებული სიყვარული რათა სწორად აღიქვად აქ მოყვანილი ინფორმაცია, გამოიყენოთ იგი და შეცვალოთ საკუთარი აზროვნების, წარმოდგენის, შთაბეჭდილების და გრძნობის გეომეტრია.... შეადნოთ ერთმანეთს მიწისა და ცის ენერგია და შეიყვანოთ ის ცენტრალურ არხში სიყვარულის მეშვეობით..... დაასრულოთ პიროვნების, ეგო-ს დიქტატი და შეხვიდეთ ცათა სასუფეველში, ღმერთის სამრფოში - ახლად დაბადების შედეგად.... შვათ საკუთარ თავში ქრისტე, დაიცვათ იგი, გაზარდოთ, და გამოხატოთ ... იხსნათ საკუთარი თავი და შეასრულოთ მხსნელის მისია საკუთარი ოჯახის, შემდეგ მეგობრების და ბოლოს მთელი კაცობრიობის მასშტაბით....

    ზოგიერთი თქვენგანი გაივლის ნაწილობრივ წვრთნას, ზოგიც უბრალოდ გაეცნობა აქ წარმოდგენილ ინფორმაციას და გაეღიმება, იფიქრებს, რომ ეს ყოველივე უკვე იცის და აქ ახალი არაფერია....  ყველას თავისი გზა აქვს.... გირჩევთ თავი არ მოიტყუოთ და ეგო-ს ყოვლისმცოდნე ამპარტავნებას ნუ დაეყრდნობით... იცოდე გზა და გაიარო იგი ერთი და იგივე არ არის!!!

    მაშ ასე: გავეცნოთ პირველ ფორმულას:

      ცოდვა არის - სიყვარულის არ ქონა (სიმცირე).....

     ადამინი რომელიც განიცდის სიყვარულის სიმცირეს(იმიტომ რომ ღვთიურ სიყვარულის ყოვეწამიერ ნაკადს ის გარდაქმნის პიროვნული ინტერპრეტირების ეგო-ისტურ ქაოსად) ფიქრობს მუდმივ თავდაცვაზე, თვითგადარჩენაზე, სხვაზე გამარჯვებაზე, კონკურენციაზე, დასწრებაზე, წართმევაზე, მოტყუებაზე, დაჩაგვრაზე, გამოყენებაზე, თავდასხმაზე...

      პიროვნება მუდამ აწარმოებს მოლაპარაკებას რათა შექმნას შინაგანი ილუზია ადამინის აზრთა ნაკადში, წარმოდგენაში, წარმოსახვაში გრძნობებში - რომ არსებობს ხვალინდელი დღე, მომავალი, შემდეგი ცდა, გადავადება, მერე .... ამიტომ აუცილებელია არაა პირდაპირ ეხლა, აწმყოში, აქვე გიყვარდეს.... გამოხატო სიყვარული, იფიქრო სიყვარულზე, აწარმოო იგი საკუთარ აზრებში, აამაღლო თითოეული უსიყვარულო(სიყვარულ გამოცლილი) აზრი და წარმოდგენა, გრძნობა - ღვთიურ სიყვარულამდე... ადამინი უსმენს საკუთარ პიროვნებას და იქცევა ამ რჩევების შესაბამისად.... ფიქრობს რომ ყველაფერი წინაა, ხვალ უკეთ იქნება, ოღონდ ეხლა არა .... კარგია ეს ყოველივე, მაგრამ მერე ოდესმე დაუბრუნდება.... ოღონდ არა ეხლა.. .....   დრო ფარავს "ოქროს", მას მტვერი ედება, იფარება, მიწის ქვეშ ექცევა და იმარხება.....

    - რაში მდგომარეობს წვრთნის ამ ფორმულის ათვისება?

    - არ გადადოთ!!! პირდაპირ ეხლა, აწმყოში დაიწყეთ სიყვარულის წარმოება საკთარ თავში, მიმოიხედეთ გარშემო რამდენი ადამინია, უთხარით მათ აზრობრივად - მიყვარხარ.... დაივიწყეთ ყველაფერი გარდა სიყვარულისა, არ გადახვიდეთ წარსულში ან მომავალში, დარჩით აწმყოში და გამოხატეთ სიყვარული აზრობრივად და გრძნობით თქვენს შიგნით, პირდაპირ ეხლა... მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება თქვენს თავს, ნუ ეცდებით გათვალოთ რა მოხდება ხვალ წარსულზე დაყრდნობით, ხვალ რაც მოხდება ის მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული რას განიცდით პირდაპირ ეხლა..... იმოქმედო აწმყოში, მომავალზე ან წარსულზე დაყრდნობით, დიდი "სისიულელეა"...... ასე მხოლოდ ეგო იქცევა და ღუპავს საკუთარ თავს.... 

    ოკულტურ ენაზე, მდგომარეობას, როდესაც ადამინი მუდმივად ცდილობს გადადოს საკუთარი ხსნა, სიყვარულის წარმოება, წარსულის ან მომავლის გავლენით, მათზე დაყრდნობით - ეწოდება ძილი....   თქვენ ყველას გძინავთ!!!

    - პირველი ფორმულა არის გამოფხიზლება, გამოღვიძბის დასაწყისი, სიფხიზლე - სიყვარულის მიმართ!!!

 

    გ ა ი ღ ვ ი ძ ე თ ! ! !

 

საწყისი გვერდი

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

 

  2010     ©