ყველა უფლება დაცულია

 

სხვისი შეცდომები

ამონარიდი ჩემი წიგნიდან  " საუბრები წმინდანებთან"

 

შეხვედრები ქრისტესთან

 

(სულიწმინდას სწავლება)

    ეგო ყოველთვის ძალზედ დიდ ყურადღებას იჩენს სხვა ადამინების ეგოს მიერ დაშვებული შეცდომების მიმართ. თითოეული ადამიანის ეგო საკუთარ ვალდებულებად თვლის სხვა ადამიანების გამოსწორებას. ეგოს მიზანია ჭკუა ასწავლოს ახლობელ და უცხო ადამინებს, საკუთარი ადგილი მიუჩინოს მათ, საკადრისი პასუხი გასცეს, გამოასწოროს ისინი ......  გამოსწორების იდეა ყველაზე ხშირი საზრუნავია თითოეული ადამინის ეგოს სიაში...  ეგო-სათვიოს იმაზე უფრო სასიამოვნო არაფერია ვიდრე გამოასწოროს ახლობელი ადამიანი. 

        ეგო-ს საყვარელი საქმიანობაა შენიშვნების მიცემა. ეს ერთერთი მნიშვნელოვანი მოქმედებაა ეგო-სათვის რათა გამოსწორების გზაზე დააყენოს ახლობელი ადამიანი... ძირითადად ყველა კომფლიქტი შენიშვნებით იწყება.... ეგო არავის პატიობს შენიშვნას, მაგრამ ამავე დროს თავად უხვად გასცემს მათ.. ასეთი მოქმედებების გარეშე ეგო-ს არსებობას აზრი ეკარგება...   

         ეგოს უამრავი შეცდომა აქვს დაშვებული, ის ხომ მთლიანად ასეთი შეცდომების შედეგია...  სხვის შეცდომებს ჩვენი ეგო აღიქვავს სწორედ საკუთარი შეცდომების უხვი  გამოცდილების ფონზე. ანუ მიაჩნია რა საკუთარი თავი შეცდომების ბუდედ, იგი დაკავებულია იმით რომ სხვა ადამიანშიც აღმოაჩინოს ისინი, აბა მარტო თითონ ხომ არ იქნება "დამნაშავე"! სხვისი შეცდომების დაფიქსირება აძლიერებს ჩვენივე ეგო-ს, ჩვენს ეგო-ში დაცული შეცდომების გროვას აცოხლებს და აღვიძებს.  რაც უფრო მეტად ცდილობს ადამიანი ვინმეს გამოსწორებას, მით უფრო ძლიერდება მისი ეგო....

       არჩევანი ყოველთვის მარტივია: საკუთარ ყურადღებას ჩვენ ვაჩერებთ ჩვენი მოძმის ჭშმარიტ ღვთიურ ნაწილზე რომელიც სუფთა სიყვარულია, ან, მის შეცდომებზე!!!  თუ ყურადღება ჩერდება მოძმის შეცდომებზე, არასწორ მოქმედებებსა და საუბარზე, მაშინ ხდება მათი დაშვება, სერიოზული აღქმა, ავტომატურად ეს იწვევს საკუთარი შეცდომების დაშვებას, მათზე ყურადღების გამახვილებას. სერიოზული დამოკიდებულებით სხვისი შეცდომების მიმართ, ხდება მათი დაშვება მიღება საკუთარ რეალობაში.... ანუ ამ ყველაფრით ჩვენ ვამრავლებრთ, უშვებთ და ვაძლიერებთ შეცდომებსა და საკუთარ ეგო-ს. 

       ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს, რომ ასეთი ადამინი არის ეგო-ს მიმდევარი. ის უსმენს ეგოს ხმას, იღებს მას მასწავლებლად, მოძღვრად, და იქცევა მისი კარნახით, ხდემა მისი ინსტრუმენტი! ეგო-ისტი ადამინის ცხოვრება სავსეა გაუტანლობით, სიძულვილით, კაპრიზებით, სამართლიანობისათვის ბრძოლით, სხვისი გამოსწორების მცდელობით, შეხლა შემოხლით, წყენით და ა.შ.

       როგორ დავაღწიოთ თავი ეგო-ს? 

       ამისათვის საჭიროა უსმინოთ სული წმინდას, მივყვეთ მას და მოვიქცეთ როგორც ის!

       სული წმინდამ იცის, რომ ეგო მოკლებულია ყოველგვარ აზრს. სულიწმინდა სრულ იგნორს უკეთებს ეგო-ს. სული წმინდასა და ეგოს  შორის არ არის არვითარი კომუნიკაცია. შეცდომებს უშვებს ეგო, რადგან ეგო მოკლებულია ყოველგვარ აზრს, ამიტომ სულიწმინდა არც კი ცდილობს ეგოს გაგებას. ეგო მოქმედებს უაზროდ, ამიტომ მისი ანალიზი, გაგება და ა.შ. უაზრობაა. სულიწმინდა არავითარ ყურადღებას არ აქცევს ეგო-ს, არ რეაგირებს მასზე, სერიოზულად არსდროს აღიქვავს მას. შედეგან ის არ ეწევა ეგო-ს ქმედებათა ინტერპრეტირებას, არ რეაგირებს მათზე, არ აქცევს მათ არანაირ ყურადრებას. სულიწმინდა არსდროს მიანიშნებს შეცდომებზე, არსდროს ეუბნება ადამიანს რომ ის დამნაშავეა, უვარგისია, რაიმე არ გამოსდის, შეგნებულად ჩადის ბოროტებას და ა.შ.  

       ყოველ ჩვენგანში არის სული წმინდა. სული წმინდა არის ღმერთის ნაწილი. ის არსდროს არ ცდება, არ ჩადის ბოროტებას, შეცდომებს და ა.შ.  აი სწორედ ამ ნაწილს აღიქვავს ჩვენი სული წმინდა სხვა ადამიანებში!!! სწორედ ამ ნაწლზე რეაგირებს იგი!!!  ჩვენ თუ ყურს უგდებთ სულიწმინდას, ვართ მისი ინსტრუმენტი, მაშინ ჩვენ არ ვაქცევთ არანაირ ყურადრებას მოძმის შეცდომებს, მის ეგოისტურ ქმედებებს, არამეტ ვხედავთ მასში სული წმინდას და ვრეაგირებთ წმინდაზე!

      ადამიანი განიკითხავს და სჯის მხოლოდ მას ვისშიც ხედავს შეცდომებს, ეგო-ს!!! მაგრამ ეს არასდროს ხდება თუ ადამიანი ხედავს მხოლოდ სული წმინდას.... ამიტომ სული წმინდას მიმდევარი ადამიანი არასოდეს სჯის, არ განიკითხავს, არ ადარებს ერთ ადამიანს მეორეს, სხვის ქმედებას საკუთარს, ის ხომ წმინდა სულს ხედავს მხოლოდ, წმინდა სული კი უმწიკვლოა!!!

      მაშასადამე სხვისი შეცდომები არაფერში გვჭირდება, მათზე ყურადღების გადატანა და მათი სერიოზულად აღქმა მითუმეტეს. გამოსწორების ერთადერთი გაზა არის სხვისი შეცდომების სრული იგნორირება, მათი არ დაშვება საკუთარ რეალობაში! თუ ვინმეს გამოსწორება გინდათ, მისი განკუნრვა, მაშინ დაინახეთ მასში მხოლოდ სული წმინდა და არავითარი შეცდომები. სული წმინდას ვერ განიკითხავ, ვერ განსჯი, ვერ დასჯი - ის ხომ სრულყოფილია, წმინდაა, სუფთაა - არაფერია განსაკითხი!!!  ასე იშლება ჩვენი ეგო, შეცდომები, კარმა!!!

     თუ სხვაში ხედავ შეცდომებს, ვინც არ უნდა იყოს ის სხვა, რეაგირებ ამ შეცდომებზე როგორც რეალურზე, შენ რეალურს ხდი მათ შენთვის!!! ეს კი უკვალოდ არ ჩაივლის!!! იმიტომ რომ შენ აირჩიე არასწორი მასწავლებელი(ეგო), რომელსაც არ გააჩნია არცერთი საღი აზრი!!!  

     როგორც ხედავ - გამოსყიდვა აქვეა, ის დაუყოვნებლივ ხდება როგორც კი ყურადღებას მოაცილებ შეცდომებს და გადაიტან  მას სრულყოფაზე!!! შეცდომების დამნახავი და სხვების გამოსწორების სურვილით შეპყრობილი ადამინი ეგო-ს მიმდევარია. სანამ ეს სურვილი არსებობს ეგო მას არასდროს გაუშვებს! სული წმინდა ვერ ხედავს შეცდომებს, არასრულყოფილებას, უღმერთობას. მისი მზერა ღმერთზე, მის სიწმინდესა და სრულ - ყოფაზეა შეჩერებული.

     სულიწმინდის მიმდევარი ადამინი მკურნალია. ის კურნავს საკუთარ მოძმეებს - ხედავს რა მათში ასეთივე წმინდა სულს. იგი ვერ ხედავს შეცდომებს, არ აღიქვავს მათ სერიოზულად და შესაბამისად არ სჯის და განიკითხავს ადამიანს. ის არ რეაგირებს ეგო-ზე, მის ქცევაზე და სიტყვებზე, საქმეებზე.  სულიწმინდა გვასწავლის უყურო  განკითხვის გარეშე საკუთარ თავს, სწავლობ რა უყურო განკითხვის გარეშე ყველაფერს.

G.K.

 საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამიანებს თეორიული მონახაზი, ხოლო პრაქტიკული შესაწავლის მსურველებისათვის ტარდება პრაქტიკა კვირაში სამჯერ დარბაზში, მსურველებმა მომწერეთ ფეისბუკზე პირადში.

https://www.facebook.com/giorgi.olmek

 

საწყისი გვერდი

 

 

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

 

  2010     ©