სულიწმინდა და აზროვნება

 

ამონარიდი ჩემი წიგნიდან - "შეხვედრები წმინდანებთან"

 

    როგორც ალბათ უკვე შეამჩნიეთ თითოეული ჩვენთაგანი მუდმივად აწარმოებს შინაგან დიალოგს. ანუ ჩვენ აზრობრივად მუდმივად ვესაუბრებით საკუთარ თავს. ადამიანს გონია, რომ ეს საუბარი კონფიდენციალურია, დაფარული, მხოლოდ საკუთარ თავში გამხელილი, ამიტომ ეს შინაგანი დიალოგი ხშირად შეიცავს გამოუთქმელ აგრესიას, შურს, გაბოროტებას, სიამაყეს, განადგურების და დასჯის წყურვილს, სამაგიეროს გადახდისა და სხვისი მოკვდინების ჟინს. ბევრ ადამიანს გონია რომ ეს უბრალო აზრობრივი საუბარია საკუთარ თავთან და არავიზე და არაფერზე არ მოქმედებს, ამიტომ ისინი მთელი სისასტიკით უსწორდებიან  მტრებს - "საკუთარ აზრობრივ სამყაროში".

    ხშირად "უსასტიკესი" შინაგანი დიალოგი გააჩნიათ იმ ადამიანებს ვინც რეალურად "ბუზსაც კი არ აწყენინებს". საზოგადოება მათ "წესიერ ადამიანებს" ეძახის. ასეთი ადამინების აზრობრივი, გრძნობითი და წარმოდგენითი განცდები, არ შეესაბამება გარეგან მოქმედებებსა და რეაქციებს! სხაგვარად რომ ვთქვათ მათ გააჩნიათ ფარული და დიდი აგრესია!

    არსებობენ ადამიანები რომელთა აზრები წარმოდგენები და გრძნობები ისეთივე აგრესიულია როგორც მათი მოქმედებები და გარე რეაქციები. ასეთი ადამიანების აგრესია ღიაა და დაუფარავი.

   არსებობენ ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანები ვინც  იღებს გარე სამყაროს ისეთად როგორიც ის არის, ამიტომ ისინი არ განიხილავენ მომხდარს ხელმეორედ აზრობრივად და აზრობრივად არ ებრძვიან "მტრებს".  ასეთი ადამინები ჯანმრთელები არიან, აქვთ სწორი ურთიერთობები და ფინანსურად არ უჭირთ, მათი არჩევანი ყოველთვის პატიებასა და სიყვარულზე ჩერდება, ასეთ ადამიანებს არ სჩვევით განკითხვა, მათ უბრალოდ უყვართ მიუხედავად ყველაფრისა. ხოლო ყველა დანარჩენი კატეგორიის ადამიანებს ფინანსურად უჭირთ, ავად ხდებიან და შედიან არასწორ ურთიერთობებში რათა იშოვონ ფული და სიმდიდრე არაკანონიერი გზით!

    რადგან ადამიანები ყოველდღიურ სამყაროს აბსოლიტურ მატერიალურ რეალობად აღიარებენ, მათი გონება ვერ ხვდება თუ რა კავშირი შეიძლება ქონდეს გარე სამყაროში მომხდარ მოვლენებსა და სიტუაციებს - შინაგან აზრებთან და გრძნობებთან!

    სიზმარხილვის ხელოვნება რომ არა, სამყაროს ილუზიური(ის მხოლოდ სიზმარია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ბუნების აღქმა შუძლებელი იქნებოდა.

    ეთერულ სამყაროში ცნობიერად ხშირი სტუმრობა ადრე თუ გვიან გვარწმუნებს იმაში, რომ ყოველდღიური რეალობა მხოლოდ ეთერული სამყაროს ერთ ერთი ქვედონეა და მეტი არაფერი.

   ეთერული სამყაროს ყველაზე ძლიერი თვისებაა მისი სწრაფი ცვალებადობა. იგი სრულყოფილად ემორჩილება აზრის წარმოდგენისა და გრძნობის ზემოქმედებას. ნებისმიერ დროს შეიძლება შეკრიბო და გაფანტო ეთერი ისე რომ შექმნა ნებისმიერი სიტუაცია, მოვლენა, სხეული, არსება, სამყარო. ეთერი ძალიან მოძრავია. ფაქიზი წონასწორობის გარეშე მის მიერ შექმნილი ფორმის შენარჩუნება შეუძლებელია.

    აზრები თავს უყრის ეთერის დიდ მასებს, წარმოდგენა აკეთებს მის ფორმირებას, ხოლო გრძნობა ავლენს ფორმირებულ ეთერს და ხდის მას ხილულს და შეგრძნებადს. რადგან ნებისმიერი ფიზიკური სხეული შექმნილია ეთერისაგან, ამიტომ ჩვენს აზრებს, წარმოდგენებსა და გრძნობებს, აბსოლიტური ძლევამოსილება გააჩნიათ ნებისმიერ ობიექტზე, სიტუაციასა და გამოვლინებაზე.

   ეთერი ცვალებადია, ანუ იგი მოძრავია და ძნელად ინარჩუნებს ფორმას, სწორედ ამიტომ ნებისმიერი ქმნილება, წონასწორობის დაკარგვის(შეუთანხმებლობის) პირობებში ნელ ნელა იშლება. ასე იშლება ჩვენი სხეული (სიბერე და დაავადებანი), საგნები, ცნობიერება, სიტუაცია, რეალობა და სხვა!

   ალბათ ხშირად გსმენიათ გათვალვის, წყევლისა და ჯადოების შესახებ. ნებისმიერი ამ ფენომენთაგანი ეყრდნობა აზრს წარმოდგენასა და გრძნობას. ანუ საკმარისია ადამიანმა იფიქროს ვინმეს  შესახებ ცუდი, რომ სიტუაცია გადალაგდება ისე, რომ ამ უკანასკნელის საქმეები ცუდად წავა. რაც უფრო დიდი ენერგია აქვს იმ ადამიანს ვინც ცუდი თვალით(ცუდი აზრებით, ცუდ მომავალს უსურვებს სხვა ადამიანს) უყურებს სხვას, მით დიდ მაორგანიზირებელ ზემოქმედებას ახდენს ის ეთერზე(სიტუაციაზე). 

   ეთერის თითოეული ნაწილაკი ფრაქტალია. ანუ თითოეულ ნაწილაკში დაუყოვნებლივ აისახება ყველა ის ცვლილება რომელიც განიცადა თითოეულმა მისმა ნაწილაკმა ცალცალკე და ერთად!  ანუ როგორც არ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ აზრებით გრძნობებითა და წარმოდგენით გარე სიტუაციაზე, სამყაროზე, ადამიანზე, საგანზე ეს ყოველივე აუცილებლად დაუყოვნებლივ აისახება ჩვენს სხეულზე, ცნობიერებაზე, სიტუაციაზე, ურთიერთობებზე, ბედზე, აწმყოსა და მომავალზე!

   ნებისმიერ სიტუაცია იქმნება "სხეულების" მონაწილეობით, აქედან გამომდინარე ნებისმიერი სიტუაცია არის ეთერის მაორგანიზირებელი თვისების შედეგი.

   თვითოეული ადამიანის ცნობიერება ასევე შექმნილი "ობიექტია" და ამავე კანონებს ექვემდებარება.

   არსებობს მაგნიტური, ელექტული და შემათანხმებელი ძალები.

   ელექტრული ძალა ფანტავს ეთერს. მაგნიტური კრიბავს, ხოლო შემათანხმებელი ძალა - ათანხმებს მაგნიტური და ელექტრული ძალების მოქმედებას ისე, რომ მიღებულ იქნეს ეთერული ნაწილაკების სასურველი განლაგება( ფორმა) და იგი ან არ გაიფანტოს, ან არ შეიკუმშოს.

   სწორედ მაგნიტურ ძალას ეწოდება - სული წმინდა(მატერიის ფუძე და დამცველი, ქალური ასპექტი).

   ნებისმიერი მატერიალური ობიექტი არის ელექტრული, მაგნიტური და შემათანხმებელი ძალების სამება. ანუ მარტო ერთი მათგანი ან ორიც კი, ვერ შექმნის და გამოავლენს მატერიალურ ობეიქტს, ამისათვის საჭიროა სამება.

   ცნობიერებაც მუშაობს ამავე პრინციპით, ანუ ნებისმიერი აზრის მოსაზიდად საჭიროა მაგნიტური ძალა, მეორე მხრივ რაიმე აზრის განსაგდებად საჭიროა ელექტრული ძალა, ხოლო რაიმე აზრის შესანარჩუნებლად საწიროა შეთანხმებულობის ძალა. რამოდენიმე აზრის ერთმანეთთან დასაკავშირებლად საჭიროა სამივე ძალა, გნსაკუთრებით კი შემათანხმებელი.

   ნებისმიერი მედიტაცის პროცესი უკავშირდება ამ სამი ძალით მანიპულირებას.

   ადამიანები სამწუხაროდ ქაოტურად აზროვნებენ, ძალზედ ხშირად მიმართავენ აგრესიულ, უარყოფით, უკმაყოფილო აზრებსა და გრძნობა - წარმოდგენებს. სიწმინდის ხარისი გამოიხატება შინაგანი აზრებისა და გრზნობების, ემოციების სისუფთავეში. რამდენადაც  მეტია უპირობო სიყვარულის შემცველი აზრები, მით უფრო წმინდაა - სული!!! არ არსებობს პირობა რის გამოც შეიძლება შეიძულო ვინმე ან რამე!!!

G.K.

ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია         გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე      სიყვარულის გავრცელება   ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა       სიყვარული    გრძნობები  ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი   კანონი კანონის შესახებ   სტალკერი    მამოძრავებელი ძალა   კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა   ცნობიერება სხეული და სიყვარული

  

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©