ყველა უფლება დაცულია

 

 

სულის შემეცნება

 

      "სულის შემეცნებისათვის წინააღმდეგობებს წარმოადგენენ: სხეულის აშლილობა, გონებრივი ინერცია, კითხვების არასწორი დასმა, უზრუნველობა, სიზარმაცე, არჟინიანობის არარსებობა, ცრუ აღქმა, კონცენტრირების უუნარობა, მედიტაციური მდგომარეობის დამყარების უუნარობა".

      

            სხეულის აშლილობა - ეს ტერმინი მიუთითებს იმაზე, რომ თუ ფიზიკური სხეული ცუდ მდგომარეობაშია, ავადაა, გადაღლილია, გამოფიტულია და ა.შ. მაშინ ეს ყოველივე დაუყოვნებლივ აისახება შინაგან მდგომარეობაზე და შეუძლებელს ხდის სულზე(სიყვარულზე) კონცენტრირებას. ფიზიკურ სხეულს მოფრთხილება და მოვლა სჭირდება. მოფეთხილება აუცილებელია რადგან მისი მდგომარეობა პირდაპირ მოქმედებს ყურადღებისა და ენერგიის მოძრაობის მიმართულებასა და გადანაწილებაზე. ნებისმიერი დისონანსი ფიზიკურ სხელში, ყურადღებას მიმართავს სხეულისაკენ და არა სულისაკენ. სხეულის მოვლა მოიცავს ჰიგიენას, სწორ ვარჯიშს, დასვენების რეჟიმს, სწორად კვებას, სხეულის სურვილების მოთოკვას, სწორ აქტივობას.  

           ჰიგიენა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში სხეული ვარდება დისკომფორტში და ითხოვს ზედმეტ ყურადღებას, იზრდება დაავადების საშიშროება, ენერია დიდხანს რჩება გადაუნაწილებელი და ა.შ.  

           სწორი ვარჯიში აუცილებელია რათა ფიზიკური სხეულის "ნაწილები" მუდმივად დავაფიქსიროთ სწორ მდებარეობაში და თითოეული მათგანს მივაწოდოთ საჭირო რაოდენობის პრანა. ფიზიკური სხეულის "ნაწილების" სწორი ურთიერთგანლაგება ხელს უწყობს პრანის მიმღები ცენტრების(ელენთა, ბეჭებსშორისი ცენტრი და ა.შ.) გამართულ მუშაობას. მაგალითად; არასწორი ხერხემალი ადგილს უცვლის ბეჭებშორისი ცენტრის "განლაგებას", რაც თავის მხრივ რამდენჯერმე ამცირებს მიღებული პრანის რაოდენობას.  ადამიანის სხეულს უნდა შეეძლოს არამარტო მიიღოს საჭირო რაოდენობის პრანა, არამეტ სწრაფად გადაანაწილოს იგი, პრანის ნაკადთა ასაჩქარებლად და სხეულის გამტარობის გასაზრდელად სასურველია - სწორი ვარჯიში.

           დასვენების რეჟიმი აუცილებელია ფიზიკური სხეულისათვის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მისი "ნაწილების" ურთიერთგანლაგების სწორი ფორმები ირღვევა, სხეული განიცდის პრანის ნაკლებობას, იფიტება ენერგეტიკულად და ა.შ. სწორი დასვენება პირველ რიგში ეხება ძილის საერთო დროს დღე ღამის მანძილზე, შემდეგ უკვე აქტივობის სწორ ფორმებსა და ხანგრძლივობას. როდესაც სხეული იღლება, მაშინ უკვე დიდი ტვირთი აწვება ნერვებს, რაც იწვევს მათ დისფუნქციას(გამტარებლობის შემცირებას).

           სწორად კვება გამწყვეტი მომენტია, რადგან იგი მოქმედებს დასვენებისა და აქტივობის რეჟიმებზე, ვარჯიშზე და ა.შ. ის რაც მისაღებია ჩვეულებრივი ადამიანისათვის, მოსწავლისათვის მიუღებელია. საკვები უნდა იყოს სუფთა, რაოდენობრივად შესღუდული და გადანაწილებული დროში. მუცლის ამოვსება არასასურველი და მავნეა. კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლი, ნარკოტიკი, სიგარეტი, ყავა. შემდეგ უკვე თანდათანობით შეზღუდვას უნდა დაექვემდებაროს შაქარი, ტკბილეული, ხორცეული, მარილიანი, პური, საფუარი.

          სხეულის სურვილებში პირველ რიგში იგულისხმბა სექსი! სექსის მოთხოვნა ბუნებრივია ფიზიკური სხეულისათვის, თუმცა ეს სურვილი ნელნელა უნდა შეიცვალოს უფრო მაღალი რანგის მქონე ფაქიზ სხეულთა სურვილებით.  აქ "მოთმენის" პოლიტიკა არ გამოდგება, რადგან უბრალოდ მოთმენის დროს სურვილი სულ უფრო იზრდება, თანაც აზრობრივად მუდმივად ამ თემის გარშემო ტრიალი, მაშინ როდესაც ფიზიკურად სექსი არ არსებობს, ძალზედ საშიშია სექსუალური ცენტრის გარშემო არსებული ორგანოებისათვის. გამოსავალი იმაშია რომ სურვილი სექსისადმი შევცვალოთ უფრო მაღალი - სულიერი სურვილებით და აზრებიც მივმართოდ სულიერი სურვლებისაკენ. ანუ მოვახდინოთ ტრანსფორმაცია და არა დათგრგუნვა.  როდესაც ადამიანი ოჯახდება, ის ფაქტიურად ურთულეს მდგომარეობაში იგდებს თავს, რადგან იმ შემთხვევაში თუ მეუღლე არ იზიარებს მის შეხედულებებს შეზღუდული ოდენობით სექსის შესახებ(რაც ძალზედ იშვიათია), მაშინ ამ პირობის დაცვა მისთვის შეუძლებელი იქნება და შედეგად მისი შანსები გახდეს მიღებული მოსწავლე და იაროს უმაღლესი ევოლუციის გზით - ნულს გაუტოლდება!  ასე რომ როგორც უკვე მიხვდით, მოსწავლება ცხოვრების ასკეტურ სტილს მოითხოვს და სწორედ ამიტომაა რომ ბევრი ადამიანი უარს ამბობს მასზე!

         სწორი აქტივობა ეხება სხეულის მიერ შესრულებული სამუშაოს სწორად მიმართვას. სხეული სულის ინსრუმენტია, რომელიც სწორად უნდა ვმართოდ და გამოვიყენოთ.

 

        გონებრივი ინერცია:  გონება როგორც წესი ინერტულია, რაც იმაში გამოიხატება რომ იგი ერთი მიმართულებით, ერთნაირად აქტიურია და ეწინააღმდეგება სხვა სახის(არაჩვეულ) აქტიურობას. გონებას ურჩევნია ერთფეროვანი, უკვე ჩვეული აქტიობა, რადგან ამას ინერციით აკეთებს და ძალა არ ადგება. მოკლეთ, მას გააჩნია დიდი ინერცია და საჭიროა მისი დაძლევა და ჩვენთვის საჭირო მიმართულებით გააქტიურება, ანუ მისი მომართვა აგრესიიდან - სიყვარულისაკენ!

        კითხვების არასწორი დასმა: ხშირად ადამიანი იმ კითვებს არ სვავს რაც მას ჭეშმარიტებამდე მიიყვანს, ამის მიმზეზი სიამაყეა, რომელიც ხელს უშლის ადამიანს დაუშვას, რომ ის ცოდნა რომელიც მან ამ წუთამდე შეიძინა, და რომელსაც ასე ეთაყვანება - ფუჭია და არაფრისმთქმელი, რომ იგი ყოვლისმცოდნე ეზოთერი კი არ არის, დიდი სულიერი მიღწევებით, არამეტ ჩვეულებრივი ადამიანია გადაჭარბებული წარმოდგენით საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე! მხოლოდ ამის გაცნობიერების შემდეგ ეძლევა მას საშუალება დასვას სწორი კითხვები!

        უზრუნველობა:  კაცობრიობის უდიდესი ნაწილი უზრუნველად ცხოვრობს(სულიერებასთან მიმართებაში), მათ ეს საკითხი საერთოდ არ აინტერესებთ, თითქოს იგი სულ არ არსებობს, ანუ ასეთი დამოკიდებულებით ისინი უარყოფენ სულს და უდიდეს აქცენტს აკეთებენ მატერიაზე. საკმაოდ ბევრია ისეთ ადამიანთა რიცხვიც ვინც ვითომ ზრუნავს საკუთარ სულიერ ევოლუციაზე(სულზე), მაგრამ სინამდვილეში ძალიან "მსუბუქად" უყურებს ამ საკითხს და რაღაც მოდის მსგავსს ტენდენციათ მიაჩნია, და მხოლოდ ერთეულები - ნამდვილად ზრუნავენ საკუთარ სულზე!

        სიზარმაცე:  ყველა ადამიანი ზარმაცია, მაგრამ მოსწავლე ნელნელა ეჩვევა სწორი მიმართულებით ძალისხმევას. სიზარმაცე უნდა გადაილახოს რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარ ცოდნასა და მიღწეცას არ ექნება ადგილი.

        არაჟინიანობის არარსებობა: ჩვეულებრივ ადამიანებს გააჩნიათ დიდი ჟინი ისეთი საკითხების მიმართ როგორიცაა განცხრომა, სექსი, მუცელღორობა, სიმთვრალე, ნარკომანია, ძალაუფლება და ა.შ. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რათა მიაღწიონ საწადელს ზემოთ მოყვანილ საკითხებში რაც დამღუპველია მათი ხორცისა და სულისათვის.

        ცრუ აღქმა: ჩვეულებრივი ადამიანი ეყრდნობა რა არასწორ მსოფლმხედველობასა და ცრუ სწავლებას, ყველაფერს აღითქვავ არასწორად, პიროვნულად, საკუთარ თავთან მიმართებაში. მისი ყურადღების ფოკუსი მატერიაა და არა სული. ის ვერ ხვდება, რომ სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ მატერიასთან დაკავსირებულ საკითხებშიც კი მას არა აქვს დიდი მიღწევები. სული განაგებს მატერიას და არა პირიქით. ცრუ აღქმის პირობებში ადამიანი არჩევს მისთვის, მასზე მორგებულ სწავლებებსა და მეთოდებს, ისეთებს რომლებიც მისგან დიდ ძალისხმევასა და ცვლილებებს არ მოითხოვენ. ასეთი ადამიანი უარყოფს ყველაფერს რაც აიძულებს მას შეცვალოს საკუთარი თავი, აღიაროს რომ სულისაკენ მიმავალი გზა სიყვარულზე და პიროვნულობის გაუქმებაზე გადის! ასეთ ადამიანს არ უნდა სერიოზული ტრენინგი, იგი მხოლოდ სწრაფი შედეგებისაკენ მიილტვის - ოღონდ მცირე ძალისხმევის ხარჯზე სურს ამის მიღწევა.

        კონცენტრირების უუნარობა: ჭეშმარიტი კონცენტრირება შეუძლებელია შესაბამისი ცხოვრების წესის გარეშე. ცხოვრების ჩვეულებრივი წესი მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას ყოვედღიურ რუტინაზე, ერთფეროვნებაზე, სულისათვის "მკვდარ" საკითხებსა და სიტუაციებზე. ასეთი ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია ყურადღების კონცენტრირება დამატებით კიდევ რამეზე, იმიტომ რომ მისი ყურადღება მთლიანად ჩართულია ყოველდღიურ ცხოვრებაში. გამოსავალი იმაშია, რომ ადრე თუ გვიან მაძიებელმა უნდა დაიწყოს საკუთარი ცხოვრების გადალაგება, დალაგება იმ მიმართულებით, რომ მისი ყოველდღიურობა სულ უფრო შეესაბამებოდეს სულის მოთხოვნებს და არა სოციალურს. ტყეში წასვლა და გამოქვაბულში ცხოვრება საჭირო არაა(ეს მხოლო არასწორი შეხედულებების შედეგია), მაგრამ გარკვეული ასკეტიზმის გარეშე არაფერი გამოვა. მოსწავლე აკეთებს ერთ არჩევანს და ყველა დანარჩენს უსაბამებს მას.  ამას სხვაგვარად თანმიმდევრულობა ეწოდება.

       მედიტაციური მდგომარეობის დამყარების უუნარობა: როგორც წესი მაძიებლებისათვის უცხოა ხანგრძლივი, დაუღალავი პრაქტიკა. ხანგრზლივი პრაქტიკა არის, ყოველდღიური, მრავალსაათიანი კვლავდაბრუნება სასურველ მდგომარეობაში. სასურველ მდგომარეობაში დაბრუნებას ჭირდება შესაბამისი აზრების, წარმოდგენებისა და გრძნობების დაბრუნება! ასე რომ მედიტაციური მდგომარეობა - კვლავდაბრუნებას ეყრდნობა!   როგორც წესი მაძიებლები ინერტულად ვარდებიან თავისთავადად წარმოშობილ შინაგან მდგომარეობებში და არც კი ცდილობენ გადავიდნენ სასურველ მედიტატიურ მდგომარეობაში. ასეთი ინერციით ვერასოდეს ვერ შეძლებენ შედეგების მიღწევას. ასე რომ გამოიღვიძეთ და სწორად წარმათეთ საკუთარი ძალისხმევა.....

G.K

საწყისი გვერდი

 

        

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

 

  2010     ©