სტრესის ზღვარი (ტრანსფორმაცია)

 

 

    თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს გადამეტებული აქტიურობა ქმნის სტრესულ გარემოს ცნობიერებისათვის. ლოგიკა ყოველთვის მიდის ფატალურ დასკვნებადე, რადგან მხოლოდ ერთ რიგში განალაგებს მოვლენებს და წრფივად აღითქვავს დროს. ლოგიკის ტყვეობაში მყოფი ადამიანისათვის ნებისმიერი ქმედება, ცვლილება, მოულოდნელობა, შეუსაბამობა, მოლოდინი, მოსალოდნელი, მოკლეთ ყოველივე რაც ხდება გარე სამყაროში - სტრესია მისი ცნობიერებისათვის. ადამიანის აზროვნება ყოველთვის თვლის: ითვლის დანაკლისს, მომავალ შანსებს, შესაძლებლობებს, გამორჩენას, მოგებას, წაგებას, სხვა ადამიანების რეაქციას, შესაძლებლობებს, მათ კონკირენტუნარიანობასა და ა.შ. ანუ ის მუდმივად დაძაბულია, ბრძოლაშია, ზღვარზეა.  თანამედროვე ადამიანისათვის უკვე სიტყვა პასუხიც კი უდიდესი სტრესია, რადგან არავინ ლაპარაკობს გულახდილად და შესაბამისად ნებისმიერი სიტყვა პასუხი ფარული ბრძოლაა.

      ნებისმიერი არსებას შეუძლია გამოავლინოს მით მეტი შესაძლებლობა, ნიჭი და უნარი რაც ნაკლებია მისი ცნობიერი, თუ ქვეცნობიერი სტრესი.  ანუ რაც მეტია სტრესი მით შეზღუდულია არსების უნარები, ნიჭები და შესაძლებლობები. არსებობს სტრესის მიჯნა რომლის იქითაც სიკვდილია, მაგრამ აგრეთვე არსებობს მიჯნა, რომლის იქითაც ღვთის სასუფეველია. სტრესი უკუპროპორციულია სიყვარულისა და პირიქით. რაც ნაკლებ სტრესს განიიცდის ადამიანი დროის ერთეულში, მით მეტია მისი სიყვარულის ხარისხი, ხოლო რაც უფრო ხშირია სიყვარულის განცდა, მით ნაკლებია სტრესი. სიყვარული ალოგიკურია, არ ემორჩილება ლოგიკას, შლის და ანგრევს მას. ლოგიკა მტაცებლური ელემენტია. თუ ადამიანი განიცდის სიყვარიულს, ის არ ითვლის. თუ ადამიანი ითვლის ის არ განიცდის სიყვარულს. ზეაქტიური ლოგიკის ადამიანებს არ სჯერათ სიყვარულის, მისი არსებობის, მისი პრაქტიკულობისა და ქმედითუნარიანობის, ამიტომ როგორც წესი ისინი არასოდეს დაიჯერებენ სასწაულს. ასეთი ადამიანები უდიდესი სტრესის ქვეშ ცხოვრობენ.

      ჩვეულებრივი ადამიანის ნებისმიერი ურთიერთობა სხვა ადამიანთან სტრესია, რადგან ხშირად არ ემყარება სიყვარულს, კეთილ ნებას, პირიქით, იგი ფარული ბრძოლაა, კონკურენციაა, თვალთმაქცობაა, ტყუილია, ფარული აგრესიაა. საზოგადოდ ასეთი ადამიანის აზროვნება, შინაგანი დიალოგი, ოცნებები, მოლოდინი, წარსული მოკლებულია სიყვარულს და სტრესის განუწყვეტელი წყაროა. როდესაც ასეთი ადამიანი დგება სულიერ გზაზე და ავტომატურად იღებს მაძიებლის სტატუსს, იგი ცდილობს შეიძინოს რაიმე ოკულტური, განსაკუთრებული უნარი, დაინახოს ენერგია, ისწავლოს ფიზიკური სხეულის დატოვება და  ა.შ.  ასეთი მაძიებელი ვერ ხვდება, რომ მისი განსაკუთრებული უნარების გამოვლენას სწორედ, რომ მისი სტრესის არსებული ზღვარი უპირისპირდება და ზღუდავს. საკმარისია სტრესის არსებული ზღვარი დაბლა დაიწიოს გარკვეულ მიჯნამდე, რომ მისი განსაკუთრებული უნარები(რომლებიც მას ყოველთვის თან სდევდა) დაიწყებენ გამოვლენას ამ ზღვარის მიჯნის დაწევის პარალელურად. მაშასადამე სიყვარულის პრაქტიკა უდიდესი სტრატეგიული ნაბიჯია და ამიტომ მას ევოლუციის რეაქტორი ეწოდება. სტრესის პირობებში ორგანიზმი დეგრადირებს, ხოლო სიყვარულის ენერგეტიკაში სწრაფად აღდგება და ევოლუციონირებს.

       ნებისმიერი აზრი, წარმოსახვა, შთაბეჭდილება, გრძობა თავისი შინაარსით ან სიყვარულს შეიცავს და შესაბამისად აძლიერებს მას, ან პირიქით შიშს, აგრესიას, ტყუილს შეიცავს და შესაბამისად  აძლიერებს ამ უკანასკნელთ. პირველს მოაქვს ევოლუცია, მოერეს დეგრადაცია და ინვოლუცია.

       როგორც წესი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ აზროვნებას, ქმედებას, რეაქციებს მოაქვს სტრესი, ჩვეული უარყოფითი წარმოდგენები და შთაბეჭდილება გრძნობანი. ამიტომ მუდმივად უნდა ეცადოთ გაექცეთ ყოველდღიურ რუტინას, ერთფეროვნებას, ჩვეულ რიტმსა და მარშუტს. ამას ტრანსფორმაციის ხელოვნება ჰქვია! სტალკერები ყველაზე ხშირად მიმართავენ მას. და მაინც რა შეიძლება შევცვალოთ?

- ყველაფერი:  ქცევა, სიტყვა პასუხი, რეაქცია, მოქმედება, სტილი, აზროვნება, ოცნება, შთაბეჭდილება, წარმოსახვა, გრძნობა. როგორც უკვე მიხვდით დინებას მოაქვს ტრადიციული რუტინა, აგრესია, ტყუილი, უარყოფითობა, ერთფეროვნება, ერთგვაროვანი რექციები, ამიტომ საჭიროა ხელოვნური ტრანფორმაციის გზაზე დადგომა, ყოველწამიერი ჩარევა საკუთარ ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში, აზროვნებაში, გრძნობებში, წარმოდგენებში, ქცევებში, რეაქციებში, მათი ტრანფირმირება სტრესიდან სიყვარულამდე!

       ტრანსფორმაცია მოითხოვს  შრომას, ნებისყოფას, სიმამაცეს.  სტალკერი არასოდეს გავს სხვა ადამიანებს, იგი გამოირჩევა თავისი რეაქციებით, მოულოდნელობით, არაერთგვაროვნებით, სწრაფი ცვლილების უნარით, მოქმედებით(და არა მოქმედებაზე ლაპარაკით). 

       მაგალითად:  ვთქვათ თქვენ ყოველთვის ბრაზდებით როდესაც ორჯერ ზედიზედ გეკითხებიან ერთი და იგივეს. ეს ყოველთვის გაგდებთ სტრესულ გარემოში, იმიტომ რომ ამ დროს ყოველთვის ბრაზდებით. რა თქმა უნდა ეს მომენტი და ტრადიციული საქციელი(რეაქცია) თავისით არ აღმოიფხვრება და ვერც მხოლოდ ამ გვერდის წაკითხვით მოგვარდება, მომდევნო ჯერზე თქვენ ალბათ ისევ გაბრაზდებით როდესაც ვინმე როჯერ იკითხავს ერთი და იმავეს, მაგრამ მიუხედავად თქვენი ტრადიციული რეაქციისა თქვენ გეძლევათ შანი გააცნობიეროთ ის ფაქტი, რომ ჩვეულებრივ მოიქეცით და სრესში ჩააგდეთ საკუთარი თავი და შეიძლება სხვა ადამიანიც, როგორც კი ამას მიხვდებით დგება სიმამაცის ჯერი, ანუ დაუყოვნებლივ ტრანსფორმირებას უწევთ საკუთარ არასწორ(უკვე მომხდარ) რეაქციას, უკან ბრუნდებით ადამიანთან და საპირისპირო რეაქციას ამჟღავნებთ! აქ ყველა ხერხი კარგია დაწყებული ბოდისის მოხდიდან, დამთავრებული საჩუქრის მირთმევით(როგორც ამას ინდიელები აკეთებდნენ ნებისმიერი დიალოგის დაწყების წინ). მთავარია სტრესი გარდაქმნათ სიყვარულათ. ბოლოსდაბილოს ეს შეგიძლიათ აზრობრივადაც გააკეთოთ, ესეც ხომ არასტანდართული აზრობრივი რეაქცია იქნება, აზრობრივი სტრესის სიყვარულად ტრანფორმაციის  რეაქცია! 

       არ დაივიწყოთ, რომ არასოდეს არაა გვიან უკან დაბრუნდეთ და სტრესის ტრანფორმირება მოახდინოთ. არასოდეს იყოთ ერთგვარი, ძველებური, სტანდარტული, სტრესის მომგვრელი - მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანი!!!  იყავით უფრო მეტი ვიდრე ადამიანი, იყავით - ზეადამიანი!!!

G.K.

 

 

ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია         გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე      სიყვარულის გავრცელება   ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა       სიყვარული    გრძნობები  ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი   კანონი კანონის შესახებ   სტალკერი    მამოძრავებელი ძალა   კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა   ცნობიერება სხეული და სიყვარული    იერარქიის მეთოდიკა  რჩევები მაძიებელთათვის გარდამავალი ეტაპი კეთილი ნების არსი   ურთიერთობათა ხელოვნება მსახურება  ღვთიური სიყვარულის ექვსსაფეხუროვანი ჩამოდინება  მედიტაცია   რეფლექტური მედიტაცია ქრისტეს მეორედ მოსვლის მოსამზადებლად  იესომ თქვა(1)  იესომ თქვა(2)   იესომ თქვა(3)  იესომ თქვა  (4)სიზმრის იოგა(გაკვეთილი1)   (გაკვეთილი 2)

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©