სტალკერი
(ამონარიდი ჩემი წიგნიდან სტალკინგი)
სიკვდილი მაშინ მოდის როცა სიყვარული მთავრდება! ვისაც სიყვარული ამოძრავებს ის უკვდავია! ყველაფერი ისე არაა როგორც ჩანს და არც სხვანაირად! ატლანდთა ოქროს ფირფიტა
თითოეული ჩვენთაგანი მუდმივად ეწევა შინაგან დიალოგს საკუთარ თავთან. ასეთი დიალოგის შენარჩუნებაზე მიდის მთელი თავისუფალი ენერგია. საკუთარ "თავში" აზრობრივად ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ და გამოვთქვამთ ათასნაირ პრეტენზიას, დამოკიდებულებას, წყენას, განვსჯით ამა თუ იმ ადამიანს, ზოგჯერ საკუთარ თავსაც, განვიკითვავთ, უწყრებით ვინმეს ან რამეს და ვალაგებთ გეგმებს. ამ ყოველივეს იწვევს, და ეს ყოველივე იწვევს – სიყვარულის კანონის დარღვევა. სიყვარულს მოაქვს წონასწორობა. ამ მდგომარეობაში ადამიანი ყველაფერს იღებს ისე როგორც არის. განსჯა იწყება მხოლოდ მაშინ თუ ადამიანი უკმაყოფილოა, გამოდის წონასწორობის – სიყვარულის მდგომარეობიდან. თუ ადამიანი სიყვარულის მდგომარეობაშია ის მხოლოდ მოქმედებს ყოველგვარი განსჯისა და განკითხვის, "პირადი აზრის" გარეშე. თუ სიყვარული მთავარი მდგომარეობაა და ადამიანი მუდმივად ზრუნავს რათა არ ამოვარდეს ამ მდგომარეობიდან, მაშინ იგი დაუყოვნებლივ აფიქსირებს ნებისმიერი განსჯის, განკითხვის, "უკმაყოფილო" აზრის წარმოქმნის მომენტს და ხვდება რომ ეს აზრი მარტო იმიტომ წარმოიშვა რომ იგი უკმაყოფილოა, ანუ არღვევს კანონს(სიყვარულის – წონასწორობის მდგომარეობას). ეს იმას ნიშნავს, რომ არის რაღაც რაც მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სიყვარული(კანონი). ბეჯითი მოსწავლე აფიქსირებს ასეთ მომენტს და დაუყოვნებლივ გადაიტანს ყურადღებას სიყვარულზე, აღადგენს წონასწორობას(სიმშვიდეს) და ისევ ემორჩილება კანონს. ადამიანი გამუდმებით ფიქრობს წარსულსა და მომავალზე. ეს აზრები გამოწვეულია უკმაყოფილებით. ზოგი საკუთარი თავითაა უკმაყოფილო, ზოგი სხვა ადამიანით, ზოგი მოსალოდნელით და ა.შ. ის ვინც სიყვარულის მდგომარეობაშია, არ ახდენს მოვლენებისა და სიტუაციების ინტერპრეტირებას. ის უფლებას აძლევს სამყაროს იყოს ისეთი როგორიც არის. მოსწავლე მოქმედებს ადამიანებისა და ხალხის საკეთილდღეოდ მაგრამ არ ებრძვის მათ!!! მოსწავლე მოქმედებს დღისით და ღამით მაგრამ არასოდეს არღვევს კანონს, რადგან უყვარს ყველა და ყველაფერი და არასოდეს არის უკმაყოფილო. ყველას გონია, რომ მოსწავლე ყველაფერს აკონტროლებს და უდიდეს ძალებს ეჭიდავება. სინამდვილეში კი მოსწავლის თავი "ცარიელია" ის მხოლოდ მოქმედებს კანონის ფარგლებში ანუ სიმშვიდით. გაბრაზება, სიძულვილი, ზიზღი, განსჯა, განკითხვა, შური, გაღიზიანება – წონასწორობის, სიმშვიდის, სიყვარულის დაკარგვის შედეგია. ყველა ვინც არღვევს კანონს(სიყვარულის მდგომარეობა), კარგავს წონასწორობასა და სიმშვიდეს – ბერდება, ავადდება, ღარიბდება და კვდება. ღმერთი სიყვარულია. ყოველთვის როდესაც ღიზიანდებით – თქვენ უარყოფთ ღმერთს. წონასწორობისა და სიმშვიდის დაკარგვა სიყვარულის დაკარგვის შედეგია – ღმერთის უარყოფის აქტია. მაშასადამე კანონით მცხოვრები ადამიანი მხოლოდ დამკვირვებელია, იგი არ ერევა მიმდინარე მოვლენებში ემოციებით, განსჯით, განკითხვით, გაღიზიანებით, შურით, სიძულვილით, გაბრაზებით, აგრესიით. ის მოქმედებს ყოველგვარი ინტერპრეტირების გარეშე. განსჯა(მსჯელობა, განკიტხვა, აზრობრივი დისკუსია) ამცირებს სიყვარულს, ყოფს ადამიანებსა და მოვლენებს – კარგზე და ცუდზე, მარცხენაზე და მარჯვენაზე, ქალზე და კაცზე, თეთრზე და შავზე, კეთილზე და ბოროტზე, გენიოსზე და სულელზე და ა.შ. ანუ გონება მსჯელობის შედეგად გამოყოფს სიძულვილის ობიექტს – რაც დაუშვებელია. ანუ განსჯა არღვევს კანონს!!! კრიალოსანი პრაქტიკა ძალიან კარგია, მაგრამ არსებობს პრაქტიკის მეორე მხარეც რომელიც იდეალურად ავსებს და ხარიხობრივად ერთი ოქტავით ამაღლებს სიყვარულის ძალას. ამ პრაქტიკის მთელი არსი იმაშია, რომ დააფიქსირო შინაგანი, აზრობრივი ან გარეგანი, სიტყვიერი მსჯელობა – განსჯა და დაუყოვნებლივ შეწყვიტო იგი!!! ნელ ნელა ასეთ პრაქტიკას შინაგან მდუმარებაში შეყავს ადამიანი, რადგან როგორც თვითონ მოსწავლე ხვდება მისი შინაგანი დიალოგის ლომის წილი სწორედ მსჯელობასა და განსჯას უკავია. ამ პრაქტიკას სტალკინგი ეწოდება და იგი დიდ ყურადღებას მოითხოვს. სტალკერი ინარჩუნებს მუდმივ სიმშვიდეს საკუთარი მსჯელობა–განსჯის აღკვეთით. იმისათვის რომ გაბრაზდე ჯერ უნდა იმსჯელო–განსაჯო, გამოყო "დამნაშავე" ობიექტი. ეს მსჯელობა ხშირად წამის მეათედში, ხან კი საათების მანძილზე მიმდინარეობს. სტალკერი ამჩნევს რა მსჯელობა განჯის მცდელობას დაუყოვნებლივ აღკვეთავს მას და შედეგად იბრუნებს სიმშვიდეს. სიმშვიდის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ბევრი სიყვარული აქვს. მაშასადამე სტალკერი არ აკონტროლებს გარემოსა და მოვლენებს, ის , მხოლოდ საკუთარ მსჯელობა – განსჯას აღკვეთავს, ზღუდავს, ამცირებს მინიმუმამდე და ბოლოს მთლიანად უარს ამბობს მასზე – როგორც მავნე ჩვევაზე. სტალკერი დაუყოვნებლივ აღკვეთავს მსჯელობას მომხდარის შესახებ, აგრეთვე აღკვეთს მოსახდენის შესახებ აზროვნებას, მან იცის, რომ მსჯელობას კანონის დარღვევამდე ვივყავართ. სტალკერის მოქმედება თავისუფალია მსჯელობისაგან. ასეთი მოსწავლე ღმერთისაგან მიღებულ ენერგიას არ აბინძურებს საკუთარი შეხედულება - მსჯელობით. იგი იდეალური გამტარია. G.K.
ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელება ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარულის პრაქტიკა სიყვარული გრძნობები ატომი "ნუს"– ი პლუტონი შემდეგი ნაბიჯი კანონი კანონის შესახებ კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |