სიზმრის იოგა

(გაკვეთილი პირველი)

 

       მაშ ასე:  ამჯერად წარმოგიდგენთ რაჯა იოგის კიდევ ერთ განხრას - სიზმარხილვის პრაქტიკას!  სიზმარხილვის პრაქტიკა მოდის ატლანტების დროიდან, მას საფუძვლად უდევს ცოდნა იმის შესახებ,  რომ ნებისმიერი რეალობისა და სამყაროს ბუნება ილუზორულია, სიზმარია, ზმანებაა!  ჩვეულებრივი ადამიანი ამას არასოდეს დაიჯერებს, მაგრამ მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გამოიკვლიონ ეს საკითხი და შეადარონ ყოველდღიური რეალობა, სხვა რეალობებს.

    მე  მინდა გამოვყო სიზმარხილვის ერთი ასპექტი რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა არიული რასისათვის, საუბარი მაქვს იერარქიის გაკვეთილებზე რომლებსაც სიზმარმხილველები იღებებ ეთერულ პლაზე არსებულ აშრამებში ღამ ღამობით. ეს გაკვეთილები უნუკალურია, ცოდნა რომელიც ამ აშრამებში გადმოიცემა განსაკუთრებულია და მიწიერ წიგნებში არ წერია. ამიტომ სიზმარმხილველები რომლებიც იერარქიის გაკვეთილებს ესწრებიან ძალიან ფართო, ღრმა და ფუნდამენტურ, უძველეს ცოდნას იძენენ,  ოდესღაც მათ ამაღლების რიტუალიც გაემხილებათ!

     ეს მოკლე შესავალი, ეხლა კი გაკვეთლი პირველი:

      პირველი გაკვეთილი, რომელიც მთელი ცხოვრება მიყვება მოსწავლეს, ეხება სიზმრების მახსოვრობას. სულ თავიდან მოსწავლე სწავლობს სიზმრების გახსენების ტექნიკას, რომელიც ძალზედ მარტივია ერთი შეხედვით. ამ ხელოვნების დასაუფლებლად საჭიროა მოსწავლე მიეჩვიოს სიზმრების დაწვრილებით ჩაწერას. დაწვრილებით დაწერის დროს ადამიანი იძულებულია გაიხსენოს უმნიშვნელო დეტალებიც კი, ჩაიწეროს საკუთარი შეგრძნებები, ყველაფერი რაც კი გაახსენდება, სიზმარში განცდილი თითოეული ნიუანსი. მხოლოდ წლების შემდეგ აფასებს ნამდვილად მოსწავლე ასეთ ჟურნალს, რადგან ერთ დროს უმნინიშვნელოდ მიჩნეულ ჩაწერილ სიზმრებში დიდ სიბრძნეს ხედავს. თვითონ გახსენების მომენტი არ არის წამიერი, ანუ ადამიანთა უმეტესობა გაახელს თვალებს, წამიერად დააფიქსირებს რო არ ახსოვს სიზმარი, წამოხდება საწოლიდან და იწყებს საკუთარი საქმეების კეთებას. ასეთი გახსენება არაფრის მომცემია. მოსწავლეები გაიღვიძებენ თუ არა ცდილობენ გაიხსენონ სიზმარი, თუ არაფერი არ ახსოვთ, უბრალოდ წვანან და "სიცარიელეში" ცდილობენ რაღაც გრძნობა მაინც დაიჭირონ ან კიდევ მცირე გამონათება ნაგლეჯი ფრაგმენტი, ასე გრძელდება 15-20 წუთი მაინც. ხშირად ისე ხდება რომ სიცარიელედან ერთი ან რამოდენიმე სიზმრის ფრაგმენტი გამოცურდება ხოლმე და მოსწავლეც გაკვირვებული და გახარებული ჩაეჭიდება ამ ფრაგმეტს და ცდილობს უფრო მეტი გაიხსენოს, მოივლის რა რამოდენიმეჯერ ფრაგმენტს თავიდან ბილომდე აზრობრივად. შემდეგ იგი დაწვრილებით იწერს მას და იქვე მიანიშნებს რომ თავიდან არაფერი ახსოვდა, მაგრამ შემდეგ არაფრისაგან უცებ ეს ფრაგმენტი გაიხსენა!  როცა კი არ უნდა გაეღვიძოს მოსწავლეს მისი ფირველი აზრი, საფიქრალი არის სიზმრის გახსენება. როდესაც მეთვითონ ვიწყებდი ამ პრაქტიკის შესწავლას ჩემი პრობლემა ის იყო, რომ არც ერთ დილას არაფერი არ მახსოვდა, მაგრამ მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი ხოლმე, იმას უბრუნდებოდი აზრობრივად თუ რა შეიძლებოდა მენახა სიზმარში და როგორ ჩავწვდომოდი ამას. ხანდახან ისეც მომხდარა რომ ასეთ მცდელობის გამოისობით, შუადღისას ხელის დაბანის დროს უცებ გამხსენებია, რომ სიზმარშიც ხელს ვიბანდი და იქ კიდევ ვიღაც იყო და ა.შ. ანუ მხოლოდ შუადღისით გამახსენდა სიზმრის ფრაგმენტი. ასე რომ გახსენება წუთიერი მცდელობა არაა, არამეტ ის ხშირად მთელი დღე გრძელდება. ასე რომ მოსწავლე მუდამ მედიტირებს გახსენებაზე!

      ვინც პირველ გაკვეთილს არ ისწავლის მას სიზმარხილვა გაუჭირდება!

 

ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია         გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე      სიყვარულის გავრცელება   ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა       სიყვარული    გრძნობები  ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი   კანონი კანონის შესახებ   სტალკერი    მამოძრავებელი ძალა   კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა   ცნობიერება სხეული და სიყვარული    იერარქიის მეთოდიკა  რჩევები მაძიებელთათვის გარდამავალი ეტაპი კეთილი ნების არსი   ურთიერთობათა ხელოვნება მსახურება  ღვთიური სიყვარულის ექვსსაფეხუროვანი ჩამოდინება რეფლექტური მედიტაცია იერარქიული მიზნებისათვის ფულის მოსაზიდად

    

   

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©