სიზმრის იოგა

(გაკვეთილი 2)

 

          პირველ გაკვეთილზე ჩვენ გავეცანით გახსენების ელემენტარულ პრაქტიკას, ამჯერად უფრო შორს წავალთ და განვიხილავთ სიზმარმხილველის კვების დაძინებისა და წყვწტილი ძილის რეჟიმებს. დავიწყოთ იქიდან, რომ სიზმარმხილველი იკვებება მცირე ულუფებით და ხშირად. შამბალის წმინდა მეომრის მუცელი არსოდეს არ არის გადავსებული!  წმინდა მებრძოლი არ კლავს და არ იკვებება სხვის მიერ მოკლული ცოცხალი ორგანიზმების გვამით. სიზმარმხილველს კატეგორიულად ეკრძალება ნებისმიერი ალკოგოლური სასმელის მიღება, უმცირესი დოზითაც კი, აგრეთვე არასოდეს არ უნდა მიიღოს ყავა, მცენარე ჩაის ჩაი და ყველი. კატეგორიულად ეკრძალება თამბაქო და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოწევა ან მიღება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იმაში მდგომარეობს, რომ სიზმარმხილველმა  უნდა მიიღოს საკვები დაძინებამდე, იდეალურ შემთხვევაში, 6 საათი ადრე(დასაშვებია 5 საათით ადრეც), ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

            სიზმარხილვის პრაქტიკა შეუძლებელია, თუ მოსწავლე ხარჯავს სექსუალურ ენერგიას, რადგან სწორედ სექსუალური ენერგიაა ის თავისუფალი წყარო რასაც იყენებს სიზმარმხილველი დამატებითი უნარების შესაძენად. თუ სექსუალური ენერგია არ გროვდება - სიზმარხილვა შეუძლებელია.

              შემდეგი პროცედურა რომელსაც იცავს და ასრულებს ყველა  სიზმარმხილველი წარმოადგენს ძილის წყვეტას ერთი ღამის მანძილზე მინიმუმ სამჯერ. თითო გამოღვიძება გრძელდება მინიმუმ 40 წუთი და ამ ხნის მანძილზე მოსწავლე რაც შეიძლება მეტად აქტიურია, ანუ იმდენად ფხიზლდება, რომ უნდა უჭირდეს ისევ დაძინება. წყვეტა კეთდება ყოველ 2-3 საათში. ყველა სიზმარმხილველი ზრდის ძილის საეთო დროს რამოდენიმე საათით, ეს აუცილებელია წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლეს ძილი დააკლდება. ანუ სიზმარმხილველმა უნდა დაიძინოს არაუგვიანეს საღამოს 8 საათისა, ნუ შეიძლება 9 ზეც(ეს იმ შემთხვევაში თუ დილას ადრე არ დგება). მე ხშირად საღამოს 6 ან შვიდ საათზეც ვიძინებდი. სიზმარმხილველი შეგნებულად გადადის ასეთი ცხოვრების წესზე. ზოგიერთი ფიქრობს რომ დაწვება საღამოს 11 საათზე ან 12 საათზე და მაინც შეძლებს სიზმარხილვის პრაქტიკას, მაგრამ ეს შეუძლებელია - ჩვეულებრივი მეთოდებით არაჩვეულებრივი შედეგები არ მიიღწევა. გამოსაღვიძებლად  შეგიძლიათ გამოიყენოთ მაღვიძარა, შემდეგ თანდათან ის აღარ იქნება საჭირო. სიზმრის მახსოვრობისა და გაცნობიერებისათვის განსაკუთრებით პროდუქტიულია მესამე გამოღვიძების პერიოდი, ისე თუ მეთხე გამოღვიძებაც იქნება, ის კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება. ანუ ყოველ 2-3 საათშჲ ვიღვიძებთ ვფხიზლდებით და ისევ ვიძინებთ. ყველაფერს რასაც ვიხსენებთ გამოღვიძების დროს დაწვრილებით ვწერთ სიზმრის დღიურში.

           მოსწავლე ვალდებულია ისწავლოს ცნობიერ მდგომარეობაში დარჩენა მას შემდეგ, რაც სხეული იძინებს. ჩვეულებრივი ადამიანის გონება ითიშება ჩაძინების მომენტში, გადადის გაუცნობიერებელ პასიურ მდგომარეობაში. მოსწავლის შემთხვევაში კი გონება არ ითშება, სხეული იძინებს ხოლო გონება არ წყვეტს ფუნქციონირებას იგი გადადის ეთერულ სხეულში. იმისათვის რომ სხეული აივსოს ენერგიით საჭირო არაა გონების გათიშვა, მხოლოდ მისი გადატანაა საჭირო სხვა სხეულში(ამჯერად ეთერულში). 

           როგორც უკვე ვიცით არსებობს დიდი და მცირე ციკლები მაგალითად: დღისით ადამიანს გონება ხან ძალიან აქტიურია ხან პასიურობს, ეს არის მცირე ციკლი, ღამით ადამიანის გონება ითიშება დილამდე და დღისით უკვე ისევ აქტიურია მთელი დღე, ეს არის საშუალო ციკლი და ბოლოს გვაქვს დიდი ციკლი - სიკვდილის დროს ითიშება ადამიანის ცნობიერება დიდი ხნით და მხოლოდ შემდეგი დაბადებისას ისევ ხდება აქტიური.  ცნობიერება არ იშლება ციკლების მოქცევა მიქცევის დროს, ის უბრალოდ გადადის აქტიური მდგომარეობიდან პასიურში და პირიქით. დღისით ჩვენი მახსოვრობა, მიუხედავად ციკლებისა, უწყვეტია, რადგან ცნობიერების პასიური მდგომარეობა შედარებით მცირე ხანს გრძელდება, ღამის გათიშვის შემდეგ, დილით, შეიძლება გვახსოვდეს სიზმარის(ღამე რა გადაგვხდა) ფრაგმენტი,ან არ გვახსოვდეს, ანუ მახსოვრობა აღარაა უწყვეტი, რაღაც პერიოდი ამოვარდა, რა გადაგვხვდა ამ პერიოდში არ ვიცით, იმიტომ რომ ცნობიერება გათიშული იყო(პასიურ მდგომარეობაში იყო), და ბოლოს ფიზიკური სიკვდილის დროს ცნობიერება ითშება(გადადის პასიურ მდგომარეობაში) საკმაოდ დიდი ხნით და სწორედ ამიტომ შემდგომი დაბადებისას არ გვახსოვს ვინ ვიყავით წინა ცხივრებაში(ცნობიერების წინა აქტიურობის დროს), რას ვაკეთებდით, რა ცოდნა და გამოცდილება შევიძინეთ. ესეიგი გამოდის, რომ ჩვეულებრივ ადამიანს არა აქვს უწყვეტი მახსოვრობა დიდ ციკლებში, საშუალო ციკლებში და მხოლოდ ძალიან მცირე ციკლების დროს ინარჩუნებს უწყვეტ მახსოვრობას.

          სიზმრის იოგა, თავიდან აღადგენს უწყვეტი მახსოვრობის საშუალო ციკლს, ხოლო შემდეგ დიდ ციკლსაც. უწყვეთი მახსოვრობის მცირე ციკლი შესაბამება პიროვნებას(личность), საშუალო ციკლი სამშვინველს(душа), ხოლო დიდი ციკლი სულს(дух), ასე რომ სიზმარხილვის პრაქტიკით, ჩვენ ნელ ნელა აღვადგენთ უწყვეტ მეხსიერებას სულის ციკლამდე! ასეთი ცნობიერება უკვდავია დროსა და სივრცეში!

         მეორე გაკვეთილი მეტად მნიშვნელოვანია და ამ იოგის მიმდევართ გირჩევთ კარგად შეისწავლოთ იგი და დანერგოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში!!!

G.K

 

ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია         გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე      სიყვარულის გავრცელება   ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა       სიყვარული    გრძნობები  ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი   კანონი კანონის შესახებ   სტალკერი    მამოძრავებელი ძალა   კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა   ცნობიერება სხეული და სიყვარული    იერარქიის მეთოდიკა  რჩევები მაძიებელთათვის გარდამავალი ეტაპი კეთილი ნების არსი   ურთიერთობათა ხელოვნება მსახურება  ღვთიური სიყვარულის ექვსსაფეხუროვანი ჩამოდინება  მედიტაცია   რეფლექტური მედიტაცია ქრისტეს მეორედ მოსვლის მოსამზადებლად  იესომ თქვა(1)  იესომ თქვა(2) სიზმრის იოგა(გაკვეთილი1)

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©