სიყვარულის სხეული

(ევოლუცია)

 

 

       მაშ ასე, ეხლა შევეცდები აგიხსნათ ის, რაც არც ისე ადვილი გასაგებია, მაგრამ მე მაქსიმალურად ვეცდები საჭირო სიტყვები მოვნახო რათა თქვენ გააცნობიეროდ ფიზიკური სხეულის ხარისხისა და შესაძლებლობების მუდმივი კვლავწარმოქმნის პროცესი.

              გრძნობები, აზრები, წარმოდგენები, შთაბეჭდილებანი წარმოქმნიან წრიულ ენერგეტიკულ ველებს და მერეს მხრივ თვითონაც წარმოადგენენ ამ ველების მოქმედების შედეგს. ფსიქიური ენერგია წარმოქმნის უამრავ ენერგეტიკულ, მბრუნავ ველს, სხეულის შიგნით და მის გარშემო. ნებისმიერი აზრი, მისი გრადაცია, შინაარსი, წარმოდგენა, შეგრძნება წარმოქმნის უამრავ სხვადასხვა ველს. ამ ველებს გენერირებენ გრძნობები, წარმოდგენები, შთაბეჭდილებები, აზრები.  ველი სხვაგვარად რომ აღვწეროთ, ფაქიზი ცეცხლისა და სინათლის ქარბორბალაა, რომელსაც კონცენტრირებას უწევს სივრცის ნივთიერება(მატერია). ცეცხლი და სინათლე ილექება განსაკუთრებული ფორმის, ხარისხისა და თვისებების მქონე მატერიაზე, გარდაიქმნება რა მატერიის ელემენტარულ ნაწილაკებად. ამ ყოველივეს მე აღვწერ ადამიანის ენერგეტიკულ ველსა და მატერიალურ სხეულთან მიმართებაში.

              განსაკუთრებული თვისებების მქონე მატერიას წარმოადგენს სასიცოცხლო ცენტრი - ტალამუსი. ტალამუსის გარშემო მბრუნავი დიდი და მცირე ენერგეტიკული ველები, ცეცხლისა და სინათლის მბრუნავი ქარბორბალა იზიდავს სულ უფრო ახალ და ახალ ველებს რომლებიც ცენტრირდებიან ამ ორგანოზე. როგორც ორთქლი ილექება ცივი ფანჯრის მინაზე, და გარდაიქმნება წყლის წვეთებად, ასევე მოძრავი ცეცხლი და სინათლე კონცენტრირდება  ადამიანის სიცოცხლის ცენტრზე - ტალამუსზე, როგორც პრანა(ორგანიზმის საკვები არე), ის რასაც ადრე ყველგანშემღწევ "სომას" უწოდებდნენ. ეს ფაქიზი ნივთიერება ენერგეტიკული არხების "ნადისა" და ნერვიული სისტემის მიერ გადაიტანება ორგანიზმის ყველა კუთხე კუნჭულში, რითაც ხდება ორგანიზმის სასიცოცხლო კვება.

              ნერვიულ ცენტრებსა და კვანძებში მეორადად ხდება პრანას დაჯგუფება და ამ ადგილების ენერგიის გენერაციით სინთეზირდება ატომები და მოლეკულები, აგრეთვე ორგანიზმისათვის საჭირო რთულ ნივთიერებანი, რომლებიც ვრცელდება მთელ ორგანიზმში მოძრავი ძალებით და ანაცვლებს საკუთარი თავით დრომოჭმულ მოლეკულურ სტრუქტურებს. ასეთი სახით ხდება ორგანიზმის შეუწყვეტელი განახლება და ადამიანის ინდივიდუალობის კონსტრუირება.

             ელემენტარული ნაწილაკების სინთეზის ხანგრძლივობა ერთ ფუნქციონალურ ატომად საშუალოდ შეადგენს ცხრა თვეს. ატომური ცვლა ორგანიზმში ასევე შეადგენს, პროცესის ხანგრძლივობის მიხედვით, ცხრა თვეს, ანუ  ფუნქციონალური ატომი მოლეკულურ ნაერთში ჩანაცვლდება ახლად წარმოქმნილით მხოლოდ ცხრა თვის შემდეგ. ეს პროცესი მიმდინარეობს უწყვეტად და მუდმივად.

             ანუ მარტივად რომ აგიხსნად, ის, რასაც ჩვენ აურას ვეძახით, სინამდვილეში წარმოადგენს მბრუნავი ენერგეტიკული ველის, ცეცხლისა და სინათლის წრიულ ნაკადს, რომელიც ფიზიკური სხეულის გარშემო ბრუნავს. ეს ველი წარმოიქმნება კოსმოსიდან მომავალი სუფთა ენერგიის ათვისების მცდელობის შედეგად. როგორც უკვე ვიცით ადამიანი მუდმივად მსჯელობს, განიცდის, გრძნობს, აზროვნებს, ოცნებობს, გააჩნია შთაბეჭდილებები და წარმოსახვები. ეს ყოველივე დაუყოვნებლივ ხდება მისი სხეულის გარშემო მოძრავი ველების შინა-არსი, ანუ სუფთა, ღვთიური სტრუქტურის მქონე წრიული ველები იძენენ, ამ მომენტში,ადამიანის გრძნობების, წარმოდგენებისა და აზრების შესაბამის არსს. ასეთი არს-შეძენილი, მბრუნავი, ცეცხლი და სინათლე(ველი) ცენტრირდება და მიიზიდება სასიცოცხლო ცენტრის ტალამუსის მიერ, სადაც იგი იღებს პრანას სახეს და ენერგეტიკული არხებისა და ნერვიული სისტემის მიერ გადაიტანება ფიზიკური სხეულის ნებისმიერ წერტილამდე. ამ გადაადგილების დროს იგი გაივლის სხვა ჯირკვლებს(სასიცოცხლო ცენტრებს) სადაც მოხდება პრანას მეორადი სტრუქტურირება, დალექვა პირველად მატერიად - "სომა", და ამ მატერიის შემდგომი გარდაქმის შედეგად წარმოიქმნება ატომარული სტრუქტურა, რომელსიც ანაცვლებს სხეულის იმ ატომებს, რომლებმაც საკუთარი არსებობის ვადა ამოწურეს. ეს პროცესი მიმდინარეობს უწყვეტლივ და გამუდმებით.

            ეს ყოველივე იმიტომ აღვწერე, რომ ყურადღება მიაქციოთ ერთ, მეტად მნიშვნელოვან მომენტს: ახლად წარმოქმნილ ატომებს გააჩნიათ ის თვისებები, უნარები და შესაძლებლობები, რაზეც ფიქრობდა ადამიანი მათი სინთეზირების(წარმოქმნის) მომენტში. ანუ ჩვენი ფიზიკური სხეული იმ შესაძლებლობების, ნიჭებისა და უნარების მატარებელია რაზეც ფიქრობს ადამიანი. თუ ადამიანი ქაოსურად აზროვნებს მაშინ მისი სხეულიც ასეთივე ქაოსურ ხარისხსა და შესაძლებლობებს ფლობს, მაგრამ თუ ადამიანი მიზანმიმართულად აზროვნებს, გრძნობს და განიცდის, მაშინ მის სხეულიც გარკვეული დროის შემდეგ იძენს შესაბამის ნიჭებს, შესაძლებლობებს, უნარებს, ძალებს და ა.შ.

            თითოეულ ახლადწარმოქმნილ, მატერიის ელემენტარულ ნაწილაკსა თუ ატომს, შინა-არსის სახით თან ერთვის მისი არსებობის, სიცოცხლისა და ფუნქციონირების ხანგრძლივობის პროგრამა. ეს შინა-არსი განისაზღვრება იმით, თუ რაზე ფიქრობდა ადამიანი ნაწილაკის წარმოქმნის მომენტში. თუ ადამიანი განმსჭვალულია რწმენით მისი სხეულის სასრული ბუნების შესახებ, მაშინ ყველა ახლადწარმოქმნილი ატომი იცოცხლებს, იარსებებს, იფუნქციონირებს სწორედ ამ რწმენის შესაბამისი შინა- არსის ფარგლებში, ანუ მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

             დაკვირვებებმა აჩვენა, რომ სიყვარულის პრაქტიკის, განცდის დროს წარმოქმნილი ელემენტარული მატერიალური ნაწილაკებისა და ატომების არსებობის დრო რამდენიმე ათეულჯერ აღემატება სხვა ყველა დანარჩენს. თუ სიყვარულის განცდა ღრმაა და სრულყოფილი, მაშინ ამ დროს წარმოქმნილი ატომები არასოდეს იშლება! ანუ სიყვარულის ღრმა პრაქტიკის დროს სინთეზირებული ნაწილაკები არასოდეს დაიშლებიან დროსა და სივრცეში.

             სიყვარული არის შეთანხმებულობის ხარისხი, გრავიტაცია! სიყვარულის გრძნობის დროს წარმოქმნილი ატომები არასოდეს იშლება, რადგან ისინი მუდმივად ინარჩუნებენ წონასწორობას საკუთარი თავისა და გარემოს მიმართ. ღმერთი არის სიყვარული და ის მუდმივად არსებობს. თუ ჩვენ საკუთარ სხეულს, გარკვეული დროის განმავლობაში ჩავანაცვლებთ ელემენტარული ნაწილაკებით, ატომებითა და რთული სტრუქტურებით რომლებიც იქნებიან ღვთიური(სიყვარულის) ბუნებისა, სტრუქტურისა და შინა-არსის მატარებელნი, მაშინ ისინი არასოდეს დაიშლებიან და მუდმივად განაგრძობენ ფუნქციონირებას.

            სიყვარულის შინა - არსით, ბუნებრივი ჩანაცვლების შედეგად, განახლებულ ფიზიკურ სხეულს ეწოდება - სიყვარულის სხეული. ასეთ სხეული მაქსიმარულად უწყობს ხელს სიყვარულის შეგრძნებას, განცდას, პრაქტიკას, მისი წინააღმდეგობა სიყვარულის მიმართ ნულის ტოლია.  ასეთი სხეული არასოდეს მოკვდება.

             ადამიანი მუდმივად, აზროვნებს, განიცდის, გრძნობს, ამიტომ მისი სხეულიც გამუდმებით იძენს ახალ ატომებს რომელთაც განსხვავებული უნარები აქვთ. ჩვეულებრივ ადამიანს ხშირად აგრესიითა და დაძაბულობით გაჟღენთილი სხეული აქვს. ასეთ სხეულს დიდი წინაღმდეგობა გააჩნია სიყვარულის პრაქტიკის მიმართ. სხეულის კვლავწარმოქმნა მუდმივად მიმდინარეობს და იგი წარმოადგენს ჩვენი ყოველდღიური რუტინის გან-ხორციელ-ების შედეგს. ასეთი სხეული უვარგისია სულიერი მიზნებისათვის.

            სიტყვები თუ სწორად სევარჩიე, თქვენ უკვე უნდა მიმხვდარიყავით, რომ აზროვნებასა და განცდა შთაბეჭდილებებს უდიდესი როლი ენიჭებათ სხეულის ხარისხის, ძალებისა და უნარების გაუმჯობესება განვითარებაში. ანუ ევოლუციის საკითხი პირდაპირ კავშირშია აზროვნების სისუფთავესა და მიმართულებასთან. ამიტომ თუნდაც სიტყვა სიყვარულის შინაარსობრივი, აზრობრივი გამეორება ხანგრძლივი დროის მანძილზე ყოველდღიურად მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფიზიკური სხეულის ხარისხს, ცვლის მის შესაძლებლობებს(სიცოცხლის ხანგრძლივობას), ჯანმრთელობის ხარისხს, შეუვალს ხდის მას დაავადებებისათვის და ა.შ. იდეალურ შემთხვევაში ასეთ სხეულს გააჩნია შეთახმებულობის უდიდესი ხარისხი, ის იმდენად დიდია, რომ სხეულს იძენს ლევიტაციის უნარსაც კი. თუმცა ღა ამას მთელი სხეულის, სიყვარულის უნარის მქონე ნაწილაკებით ჩანაცვლება ჭირდება.

            მოკლეთ რომ ითქვას ევოლუცია ხორციელდება სიყვარულის გენერაციით აზროვნების პროცესში რომელიც თანდათან სხეულდება!

 

         ატომებს შეიძლება ქონდეთ ან იდეალური(ზედმიწევნით გაწონასწორებული) სტრიქტურა, ან არაიდეალური(გარკვეული დროის  ფუნქციონარობაზე ) გათვლილი სტრიქტურა.  არსებობს ერთი იდეალური ატომი რომელსაც ღმერთის ატომს ეძახიან, ის არასოდეს იშლება, ხოლო ყველა დანარჩენი ატომი მისი ასლია, ოღონდ ეგაა, რომ მათი შინა - არსი იდეალური არაა(ანუ აბსოლიტურ სიყვარულს არ ეფუძვნება), ეს იმიტომ ხდება რომ მათი წარმოქმნის პროცესში ადამიანი არ აზროვნებდა  მოქმედებდა და ფუნქციონირებდა იდეალურად(სიყვარულის მდგომარეობაში). ღმერთის ატომი არასოდეს იშლება, ის ადამიანს თან მიყვება ყველა ინკარნაციაში. ყველა დანარჩენი ატომი მას იცავს, ისინი მისი ზუსტი ასლია, გარდა შინა-არსისა. ანუ შინა არსიც თუ იგივე იქნება ისინიც უკვდავნი იქნებიან. ღმერთის ატომის შინა არსი არის - სიყვარული. ეს მომენტი პირველად ქრისტემ აღმოაჩინა ოდესღაც და აზროვნების შესაბამისი დახვეწითა სრულყოფით გახდა სიყვარულის ოსტატი. აქედან გამომდინარე მისი სხეულის ყველა ატომი მოლეკულა და ა.შ. გახდა ღვთიური ბუნების მატარებელი. ჰოდა ის დღემდე აქაა ჩვენს შორის საკუთარი ღვთიური სხეულით!  
      უკეთესად რომ გაიგოთ რას ნიშნავს ატომის მუდმივობა მოკლეთ გეტყვით: უხეშად რომ აღვწეროთ ატომს გააჩნია ბირთვი და ელექტრონი(ერთი ან რამოდენიმე)  რომელიც ბრუნავს ბირთვის გარშემო. ატომის სტრუქტურა იმ მზის სისტემის ანალოგია რომელშიც იგი წარმოიშვა. ბირთვსა და ელექტრონს საპირისპირო მუხტები გააჩნიათ. ელექტრონი მუდმივად მიიწევს ბირთვისაკენ, ხოლო ბირთვი ცდილობს პირიქით განიზიდოს იგი. ხოდა ეს პროცესი იწვევს ელექტრონის მოძრაობას ბირთვის გარშემო. თუ ბირთვის მუხტი ძალიან გაიზარდა ელექტრონი მოცილდება ბირთვს და ატომი დაიშლება, ხოლო თუ მისი მუხტი მეტად შემცირდა მაშინ ელექტრონი დაეცემა ბირტვს და ატომი დაიშლება. ესეიგი ატომმა რომ მუდმივად იარსებოს უზუსტესი ბალანსი უნდა იყოს ბირთვსა და ელექრონს შორის რათა ელექტრონმა მუდმივად იმოძრაოს ბირთვის გარშემო. ატომის შინა -  არსი(მუხტი) განსაზღვრავს, რა დაცილებით მოძრაობს ელექტრონი ატომის გარშემო და რამდენ ხანს გასტანს ეს!

G.X.

 

 

ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია         გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე      სიყვარულის გავრცელება   ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა       სიყვარული    გრძნობები  ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი   კანონი კანონის შესახებ   სტალკერი    მამოძრავებელი ძალა   კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა   ცნობიერება სხეული და სიყვარული    იერარქიის მეთოდიკა  რჩევები მაძიებელთათვის გარდამავალი ეტაპი კეთილი ნების არსი   ურთიერთობათა ხელოვნება მსახურება  ღვთიური სიყვარულის ექვსსაფეხუროვანი ჩამოდინება  მედიტაცია   რეფლექტური მედიტაცია ქრისტეს მეორედ მოსვლის მოსამზადებლად  იესომ თქვა(1)  იესომ თქვა(2) სიზმრის იოგა(გაკვეთილი1)   (გაკვეთილი 2)

            

      

 

 

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©