ყველა უფლება დაცულია

სიყვარულის მოქმედება

 

 ეს სტატია დაწერა ჩემმა მეგობარმა G.A, მე  მას ვთხოვე დაეწერა რომელიმე შემთხვევა საკუთარი ცხოვრებიდან სიყვარულის მოქმედების თვალსაჩინოებისათვის. როგორმე უნდა მიხვდეთ როგორ მოქმედებს სიყვარული, ეს გადამწყვეტია!

 

 

     სიყვარული რომ უნივერსალური ძალაა და უამრავი სასწაულის მოხდენა შეუძლია, ვრწმუნდები ყოველი პრაქტიკის შემდეგ. ბოლო დროს გამწვავებული პოლიტიკური ვითარების და სახელმწიფო მმართველების არგესიული ნაბიჯების გამო, ჩემში თანდათან აგრესია მატულობდა და როგორც ადრე, ამ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნამ შესაბამისი რეალობაში აღმომაჩინა. აგრესია, რაც უფრო მეტი ადამიანის მიმართ, ან სახელმწიფო და სასულიერო მაღალ იერარქიის მიმართ არის მიმართული, მით უფრო სწრაფად ხდება უარყოფითი სცენარის რეალიზება. ეს უკვე არაერთხელ გამოვცადე საკუთარ თავზე. ამჟამადაც ასეც მოხდა. მოვლენებამდე რამდენიმე ხნით ადრე სიზმარი ვნახე გამაფრთხილებელი. ღრმა ანალიზს არ მივცემივარ და დაველოდე მოვლენების განვითარებას. ერთ მშვენერ დღესაც შედეგმაც არ დააყოვნა: დამირეკეს ჩემი სამსახურის ოფისიდან და შემატყობინეს, რომ ჩვენს ორგანიაზაციას დაფინანსება შეუწყვიტა სახელმწიფომ. ეს ნიშნავდა რომ ყველა დავრჩით მოულედნელად სამსახურის და ფულის გარეშე. ოფისმა განმიმარტა, რომ ბოლო თვის ანაზღაურებას როგორღაც გამისტუმრებდნენ და შემდგომში კონტრაქტით გათვალისწინებულ ფინანსურ ვალდებულების შესრულებას ვერ შესძლებდა. ჩემთვის რა თქმა უნდა საკმაოდ არასასიამოვნო სიახლე იყო. გამოდის რომ დაგეგმილი შვებულება და დასვენება კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა. დასვენებას ვინ ჩივის, როცა უმუშევარი დავრჩი და ოჯახი სარჩენი მყავს. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, ასე უცებ, ერთი ხელის მოსმით დავრჩით ფინანსური შემოსავლის გარეშე მე და ჩემი ოჯახი. წინ მელოდებოდა გაურკვევლობა და შიში მომავლისა. ამ მდგომარეობაში ყველა ცდილობს რომ თავის თავს უშველოს და რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალებული გამოვიდეს არსებული ვითარებიდან. დავიწყე ფიქრი იმაზე თუ როგორ უნდა დამემტკიცებინა ოფისითვის ჩემი უფლებები. ფინანსური ზარალის ანაზღაურების ყველა იურიდიული ასპეკტის შესწავლას შეუდექი, რომ მზად ვყოფილიყავი ოფისში არასასიამოვნო საუბრისთის. ყველა დანარჩენი თანამშრომლებიც კანონით განკუთვნილი თავიანთი უფლებების დაცვას შეეცდებოდნე რა თქმა უნდა(რამდენიმემ უკვე დამირეკა და გამოხატა თავიანთი უკმაყოფილება). გამოდის რომ ჩემი ქმედება ამ შემთხვევაში არაფრით არ განსხვავდებოდა ყველასაგან და მეც ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკით ვიმოქმედებდი. ეს კი გამოიწვევდა მორიგ უკმაყოფილებას და პრეტენზიებს, შედეგად კი აგრესიის ზრდას როგორც ჩემი, ისე ოფისის მხრიდან.

    გადვწყვიტე არა-ჩვეულებრივი-სიყვარულის ლოგიკიდან გამომდინარე მემოქმედა და დავიწყე სიყვარულის ენერგიის გაგზავნა იმ ადამიანებზე, ვისგანაც დამოკიდებული იყო ჩვენი სამსახურის ბედი. მე უკვე აღარ ვფიქრობდი საკუთარ თავზე, ვფიქრობდი ყველა თანამშრომლის ბედზე და სიყვარულის მდგომარეობაში ვლოცულობდი ყველასთის, ჩვენი სამსახურის და კომპანიის კეთილდღეობისთვის და მივენდე სიყვარულს, ღმერთს. აღარ განვიცდიდი შეშფოთებას და შიშს არაფერზე. იმ დღესვე დავურეკე გენერალურ დირეკტორსს და გამოვთქვი მწუხარება და სინანული მოვლენების ასეთ განვითარებაზე და პირიქით იქით გავამხნევე ისინი. ორი-სამი დღის შემდეგ მესიზმრება სიზმარი: "ვიმყოფებოდი სამსახურში და მუშაობის პროცესში ვიყავი. ამ დროს შემოვიდნენ ოფისის წარმომადგენლები, მოსალმების შემდებ მითხრეს: „- წამობრძანდით ბ-ნ გ.!...ჩვენ თქვენთან საქმიანი წინადადება გვაქვს, რომელიც მხოლოდ თქვენთვის არის განკუთვნილი და მუშაობის განსაკუთრებულ პირობებს შეეხება“. რა თქმა უნდა დამაინტერესა მათმა წიდადებამ და გავყევი".

   დილით როდესაც გავიღვიძე, რატომღაც სიზმარი გამახსენდა და ის იყო ჩემი ოჯახისთვის უნდა მომეყოლა რომ ოფისიდან დამირეკეს. ოფისის ერთერთი უფროსი თანამშრომელი აღმოჩნდა (მანამდე დაფინანსების შეწყვეტის შესახებ რიგითმა თანამშრომელმა შემატყობინა), ამიხსნა რომ გარკვეული სასიამოვნო ცვლილებეია: „ - რომ ჩვენმა უფროსმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია, რომ ჩვენი საქმიანობიას რაღაც ნაწილის დაფინანსება აღედგინათ ჩვენთვის, მხოლოდ რამოდენიმე ადამიანს შეეხო ეს განსაკუთრებული პირობები, მათ შორის შენც ხარო".  წარმოიდგინეთ რამხელა სიხარულის შეგრძნება დამეუფლა. სიხარულისგან ვხტოდი და ვყვიროდი, აღტაცებას ვერ ვმალავდი. ერთის მხრივ თითქოსდა მოსალოდნელია ის, რომ სიყვარული სასწაულს მოახდენდა და მეორეს მხრივ არ ველოდი რომ ასეთი სახით განვითარდებოდა მოვლენები. მე უკვე შერიგებული ვიყავი იმას, რომ მალე მომიწევდა ახალი სამსახურის ძებნა. მაგრამ....., ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ ასე სწრაფად და ასეთი სახით განვითარდებოდა მოვლენები. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ უპირობო სიყვარულს სასწაულების მოხდენა შეუძლია.

     ასე რომ  ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდები და დღესაც განვაგრძობ მუშაობას. ორი დღის შემდეგ გავედი სამსახურში და მას მერე ყურადღებით ვადევნებ თვალს ჩემს ემოციურ ფონს და აზრებს, ცნობიერების მდგომარეობას , რომ კიდევ არ აღმოვჩნდე მსგავსს რეალობაში. პასუხისმგებლობა საკუთარ რეალობაზე ყველამ უნდა გავაცნობიეროთ და მენტალურ - ემოციურ ჰიგიენაზე უნდა ვიზრუნოთ. სიყვარული კი გასაღებია ჩვენი ბედნიერებისა და კეთილდღეობის.

G.A.

საწყისი გვერდი

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

 

  2010     ©