სიყვარულის მცველი

 

         ადრე თუ გვიან ნებისმიერი მაძიებელი და მოსწავლე წყვეტს სტაბილურობაზე ზრუნვას. ეს იმიტომ ხდება რომ ის ნელ ნელა ხვდება, რომ სინამდვილეში სტაბილურობაზე ზრუნვა ამცირებს სიყვარულს. სტაბილურობას შეიძლება მრავალი მხარე და სახე გააჩნდეს, მაგალითად სტაბილური პრაქტიკა, გარემო, მდგომარეობა, ურთიერთობა, ჯანმრთელობა, სიცოცხლე, სიუხვე, სამსახური, წინსვლა, სიამოვნება, გართობა და ა.შ. 

                თუ ადამიანი სტაბილურობას იცავს ის აუცილებლად კარგავს სიყვარულს, მაგალითად თუ მოსწავლე იცავს პრაქტიკის სტაბილურობას მაშინ ის ბრაზობს და გამოდის წყობილებიდან ყოველთვის როდესაც ეს სტაბულურობა იღვევა, იგივე შეიძლება ითქვას გართობაზე სამსახურზე და ა.შ.  ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ მოსწავლე არ უნდა ცდილობდეს ხელი შეუწყოს ყოველდღიურ პრაქტიკას, არა რა თქმა უნდა, მეტიც მან ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისათვის, ყველაფერი გარდა ერთისა: - არასოდეს არ უნდა დათმოს სიყვარული, ანუ არასოდეს არ უნდა გამოვიდეს წყობილებიდან, აღელდეს, ხმას აუწიოს იმის გამო, რომ უცებ პრაქტიკას რაიმე დაემუქრა. ასეთი რამ მაშინ ხდება თუ პრაქტიკაზე უფრო ბევრს ფიქრობს მოსწავლე ვიდრე სიყვარულზე. სიმშვიდე, სიტუაციაში როდესაც რაიმე მოულოდნელი ხდება, გეგმა იშლება, სტაბილურობას საფრთხე ემუქრება, სიამაყე ილახება, ვინმე ჯიუტობს, შეგნებულად იტყუება, ცდილობს დაგამციროს, ზიანი მოგაყენოს, მაშინაც კი როდესაც სიკვდილი მზადაა თქვენი სიცოცხლე აქვე დაასრულოს, -  წარმოადგენს სიყვარულის მაღალი დონის მაჩვენებელს.

                პარადოქსი იმაშია, რომ როდესაც სიყვარულს იცავ ყველაფერი ჭეშმარიტად კარგადაა! ხოლო როდესაც სტაბილურობაზე ზრუნავ, სტაბილურობა მოჩვენებითია და ისიც სხვა რაიმეს ხარჯზე. მოსწავლეების ყველაზე ფართოდ გავრცელებული შეცდომა ისაა, რომ ისინი ძალიან ღიზიანდებიან მაშინ, როდესაც ვინმესა ან რაიმეს გამო გამოდიან წყობილებიდან და კარგავენ სიყვარულს. ასეთ დროს ისინი გულში ან სიტყვიერად საყვედურობენ სხვა ადამიანებს, რომ ისინი შეგნებულად აკეთებენ ამას და არ აცლიან სულიერ ცხოვრებას.

              დაიცვა სიყვარული ნიშნავს იყო სიყვარულის, მშვიდ მდგომარეობაში, არ გაღიზიანდე იმაზეც კი, რომ უკვე გაღიზიანდი, ან ისევ გაღიზიანდი.  ეძებო დამნაშავე ნიშნავს დატოვო სიმშვიდე და სიყვარული, დატოვო ღმერთი. იყო ღმერთთან ნიშნავს შეინარჩუნო სიმშვიდე და სიყვარული მაშინაც კი თუ სიკვდილმა უკვე აღმართა თავის მახვილი, და ვინ იცის ასეთ შემთხვევაში შეძლებს კი ის დაუშვას იგი, ან თუ დაუშვა იქნება კი ეს დასასრული!   ნუ გავიწყდებათ ღმერთი ყოლისშემძლეა! თუ სიცოცხლის სტაბილურობაზე ზრუნავთ ეს ღმერთთან გაშორებთ, მაგრამ თუ სიყვარულსა და სიმშვიდეს იცავთ, თქვენ ღმერთით იმოსებით.

               მოსწავლეს ყოველთვის ახსოვს სიყვარული. იგი მუდმივად ახსენებს საკუთარ თავს სიყვარულის პირველადობას. მაგალითად სანამ ვინმეს დაელაპარაკება მანამდე ახსენებს საკუთარ თავს, რომ ამ საუბრის რეალური მიზანი და შედეგი არის სიყვარული. ანუ საუბრისას მინიმუმ არ უნდა დაარღვიოს საკუთარი და მოსაუბრის სიმშვიდე, ხოლო მაქსიმუმ უნდა გადაიყვანოს საკუთარი თავიცა და მოსაუბრეც სიყვარულის მდგომარეობაში. საიტკენაც არ უნდა იყოს მიმართული საუბარი, რის მიღწევასაც არ უნდა ცდილობდეთ საუბრით, არასოდეს არ უნდა დაგავიცყდეთ რომ ეს რაღაც სიყვარულზე მაღლა არ უნდა იდგეს, ანუ რაც არ უნდა თქვას მოსაუბრემ არ უნდა გაღიზიანდეთ, და თუ გაღიძიანდით, ყოველთვის შეგიძლიათ დაუბრუნოთ საკუთარ თავს სიმშვიდე და სიყვარული, უკიდურეს შემთხვევაში აზრობრივად მაინც. 

               მოსწავლემ კარგად უნდა შეიგნოს, რომ თავის დაცვა არ ხდება აგრესიით, ეს შეუძლებელია,  შეიძლება მოგეჩვენოთ რომ აგრესიით ბრძოლა მოიგეთ, მაგრამ ეს მოჩვენებითია, რადგან "ომს" აგებთ.  სიყვარული არის გრავიტაცია და შესაბამისად ის განსაზღვრავს ორ სხეულის მოძრაობის, ურთიერთგადაადგილებისა და ურთიერთობის ხარისხს.

G.K.

 

 

 

ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია         გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე      სიყვარულის გავრცელება   ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა       სიყვარული    გრძნობები  ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი   კანონი კანონის შესახებ   სტალკერი    მამოძრავებელი ძალა   კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა   ცნობიერება სხეული და სიყვარული    იერარქიის მეთოდიკა  რჩევები მაძიებელთათვის გარდამავალი ეტაპი კეთილი ნების არსი   ურთიერთობათა ხელოვნება მსახურება  ღვთიური სიყვარულის ექვსსაფეხუროვანი ჩამოდინება  მედიტაცია   რეფლექტური მედიტაცია ქრისტეს მეორედ მოსვლის მოსამზადებლად  იესომ თქვა(1)  იესომ თქვა(2) სიზმრის იოგა(გაკვეთილი1)   (გაკვეთილი 2)

 

 

 

 

 

 

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©