ყველა უფლება დაცულიასიყვარულის გარშემო
მე მინდა თითოეულმა თქვენგანმა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა: - რამდენი ადამინი ბრუნავს თქვენი სიყვარულის გარშემო? რამდენი ადამინი გრძობს თავს კარგად თქვენს გვერდით? რამდენია აღფრთოვანებული თქვენი სულგრძელობით, რაინდობით, კეთილშობილებით? რამდენ ადამინს აქვს თქვენი იმედი, იმიტომ რომ თქვენ ყოველთვის ყველასათვის დგახართ? ბოლოს როდის იდექით ვინმეს გვერდით? ნამდვილი მეგობრობის საიდუმლო სიყვარულშია ... მაშ დასვით კითხვა რამდენი ჭეშმარიტი მეგობარი გყავთ? თუ არცერთი, ან ერთი ორი, მაშინ თქვენი სიყვარული მოიკოჭლებს... ხშირად გამიგია გამონათქვამი რომ ნამდვილი მეგობარი ბევრი არ შეიძლება ყავდეს ადამინს... კი ეს მართალია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაურთავთ, რომ ნამდვილად უხვი სიყვარულის მქონე ადამინები ცოტანი არიან.... ნამდვილი მეგობარი ის არ არის ვისთანაც სვამთ ან ერთობით. არც ის არის ვინც მხარს გიჭერთ იმიტომ რომ მერე თქვენ დაუჭიროთ მხარი.... ნამდვილი მეგობრები ერთმანეთს ყველაზე ღრმა განცდებს და თავგადასავლებს უზიარებენ ... საკუთარ ღრმა გამოცდილებას .... გამოცდილებას რომელიც "წესით" მარტო მათია და საკრალური .... ეს უნებურად ხდება.. და სწორედ ეს აახლოვებს მათ... ადამიანებს სიყვარული იზიდავს, გულწრფელი, უშიშარი, რაინდული, უმწიკლო, სიყვარული მიუხედავად ყველაფრისა.... ასე იქმნება ჯგუფი ადამინებისა რომლებიც ერთად კარგად გრძნობენ თავს..... "ჯგუფი" ოკულტური სიტყვაა და ის სულთა ერთობას აღნიშნავს.... ასეთი სულები მონათესავე სულებია, მათ მოსწონთ ერთად მოგზაურობა, ერთად ყოფნა, ერთმანეთის ორბიტაზე ტრიალი, ურთიერთობა და სიყვარულის გაზიარება... ამის ზუსტად ახსნა ძნელია ... მაგრამ განდობილებმა იციან რაზეც ვსაუბრობ..... განდობილს ყოველთვის ჰყავს გარკვეული ჯგუფი ადამინებისა რომლებიც მის გარშემო ტრიალებენ, ვისი ხმის გაგონებაც უზომოდ უხარია ყოველთვის, რაღაც ღრმა და უკიდეგანო აახლოვებს მას საკუთარ ჯგუფთან.... ზოგიერთ ჰგონია რომ ძალზედ გაუმართლა რომ ასეთი მეგობრები ჰყავს, მაგრამ როდესაც წინ მიიწევს სულიერ გზაზე გაიხსენებს, რომ ისინი ყოველთვის მისი მეგობრები იყვნენ უთვალავი ცხოვრებების მანძილზე.. და რომ კი არ გაუმართლა არამეტ ეს კანონზომიერებაა და რომ მათ ერთმანეთი იზიდავს.... მიუხედავად იმისა რომ ათიათასობით წელია მოგზაურობენ სიცოცხლიდან სიცოცხლეში, მათ ჯერ კიდევ ძველებურად იზიდავთ ერთმანეთის გვერდით "დგომა".... როდესაც განდობილი კიდევ უფრო წინ მიდის ის ხვდება რომ თვითონ იზიდავს ისეთ ადამინებს და მიიზიდება მათ მიერ, რომლებიც მიილტვიან სიყვარულისაკენ, სიმშვიდისაკენ, რაინდობისაკენ, გულწრფელობისაკენ, უმწიკვლოებისაკენ, თავგადასავლებისაკენ რომელთა მთავარი ხიბლი ერთმანეთის გვერდით ყოფნისას მიღებული განცდებია, ერთობის განცდა, ურთიერთ სულთა სილამაზის განჭვრეტა და აღქმა.... ბოლოს კი ის ხვდება რომ ნებისმიერი ადამინი შეიძლება გახდეს მისი მეგობარი, ნებისმიერი ვისაც დაანახვებს საკუთარ სულიერ სილამაზეს, ღვთიურ "გეომეტრიას" რომელიც სიყვარულზე იგება და სინათლეს ასხივებს... ნებისმიერი - ვინც მასში ხედავს უკიდეგანოდ მონატრებულ, დროის მიღმა მყოფ, ბრძენ, მზრუნველ, უსაზღვრო სიყვარულით აღსავსე, ერთობით ანთებულ დიად სულს.... სინამდვილეში ეს ადამინები ღმერთის გარშემო იკრიბებინ, რადგან ერთადერთი "მაგნიტი" ის არის .. თვით მეგობრობაც კი ღმერთის გამოვლინებაა... ნებისმიერი, ოჯახი, გუნდი, ადამინები სამსახურში და ა.შ. ან ერთ მძლავრ ჯგუფად იკვრებიან, მათ ერთმანეთში არსებული სიყვარული აერთიანებთ და მაშინ ისინი სასწაულ საქმეებს ახდენენ, ან უბრალოდ იტანენ ერთმანეთს და ვერასოდეს ვერაფერ ღირებულს ვერ ქმნიან.... ლიდერი ის არის ვისაც ყველაზე მეტი სიყვარული აქვს.... გუნდი მაშინ იმარჯვებს როდესაც მათ სიყვარული აკავშირებს ერთმანეთთან.... ერი მაშინაა უძლეველი და დაცული თუ ადამინებს სიყვარული აერთიანებთ .... ნებისმიერი სხვა გრძნობით შექმნილი, ნებისმიერი ერთობა, სუსტია და არაფრისმომტანი.... სწორი ურთიერთობის გეომეტრია სიყვარულის კანონებს ეფუძნება, თუ ამ კანონებს არღვევ ურთიერთობისას მაშინ სიყვარულის "გეომეტრიის" არაფერი გაგეგება და შენს მიერ აგეული ურთიერთობა ვერასოდეს მიიღებს საკრალურ სახეს.... საკრალური გეომეტრიის გარეშე კი არაფერი იქმნება და ნარჩუნდება .... სწორი გეომეტრია სამოთხეა, არასწორი კი ჯოჯოხეთი.... G.K.
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
|
2010 © |