სიყვარული არის კანონი
თუ შენ ბოლომდე არ განთავისუფლდი ცრუ რწმენისაგან – ჩემი დარიგებანი მათ საბოოლოოდ გაანადგურებს. სისწრაფე, რომლითაც ეს გასუფთავება მოხდება, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მყარია და მუდმივია კავშირი საკუთარ ღვთიურ "მე"– ს თან. მეუფების, ან განდობის, მიღწევა ყველა ძალაზე და მატერის მოქცევა, დამოკიდებულია, ჯერ ერთი, იმაზე, აღიარებთ თუ არა საკუთარ ღვთიურ "მე" – ს, მეორე, შეგიძლიათ თუ არა მიუხედავად გარემოებისა შეინარჩუნოთ საკუთარი გრძნობები სრულ სიმშვიდეში; მესამე, ერიდებით თუ არა ყველა ცდუნებას ცრუ ძალებისაგან. ვისაც უნდა რომ განდობილად იწოდებოდეს, ვისაც მიაჩნია რომ გააჩნია ხელისუფლება, მან უნდა მუდმივად დაიჭიროს საკუთარი ემოციები ცნობიერების თვალყურის ქვეშ. შინაგანი სიძნელეები ალბათ შემდგომაც იქნება, მაგრამ თქვენ ისწავლით სიმშვიდით შეხვდეთ მათ, სულიერად არ დაეცეთ არცერთ შემთხვევაში. დასავლეთის ხალხს თავის უმრავლესობაში ახასიათებთ იმპულსურობა, ამაღლებული ემოციურობა, ამიტომ საკუთარის თავის ფლობის მეცნიერებას ისინი რთულად ეუფლებიან. ემოციების სფეროში იმალება მძლავრი ენერგია. ის კონტოლის ქვეშ უნდა იყოს მუდმივად, უნდა გავუფრთხილდეთ და საქმეში ჩავთოდ მხოლოდ ცნობიერი ხელმძვანელობით და რაღაც გონიერის მისაღწევად. სანამ ენერგიის ხარჯი არ მოექცევა კონტროლის ქვეშ, პიროვნებას არ შუძლია წარმატებულად წინ წაიწიოს განვითარების გზაზე . მოსწავლეები ხშირად მეკითხებიან: არსებობს თუ არა ჭეშმარიტების მიღწევის გზაზე ისეთი წერტილი, სადაც უკვე აღარ არის საჭირო აფრიმაცია(სიყვარულის პრაქტიკა)? აფრიმაცია, რომელიც გულიდან მოდის, იწვევს სრულად მიღებას იმის ჭეშმარიტებისა, რაზეც მიმართულია აფრიმაცია. აფრიმაციის(სიყვარულის პრაქტიკა) მიზანია – გარე ცნობიერების იმდენად სრული კონცენტრირება ჭეშმარიტებაზე, რომ მან გრძნობათა მხარდაჭერაც მოიპოვოს, რამეთუ გრძნობათა საშუალებით ხდება ღვთიური ენერგიის სრული გამონთავისუფლება, რომელიც ავლენს ჭეშმარიტებას . იყენებთ რა მუდმივად აფრიმაციას, ბოლოს აღწევთ წერტილს, რომლის მიღმაც ღეშმარიტება გეხსნებათ იმდენად სრულად, რომ აფრიმაცია ხდება უკვე თითქოს თავისთავად..... წარსულ დროებაში კაცობრიობა საყოველთაოდ ავლენდა სრულყოფას. მიღებულია ითქვას, რომ მაშინ ადამიანები ცხოვრობდნენ სამოთხეში, ედემში(ე – დემი, ე – დონი, რაც ნიშნავს – ღვთიური სიბრძნე). მაგრამ როგორც კი შემოქმედებითი ცნობიერება ანუ გონების გარე აქტიურობა გახდა ფიზიკური გრძნობების მსახური, იქვე ღვთიური სიბრძნე – ცნობიერების ყოვლისმხილველი მოქმედება – დაიბინდა, და ადამიანური სიცოცხლის კოსმიურმა ღვთიურმა გეგმამ დაიწყო გადაწევა სულ უფრო იქით და იქით ადამიანთაგან. ბოლოსდაბოლოს ადამიანებმა დაივიწყეს რა არის სრულყოფა, და დაკარგეს ფორმაზე ბატონობა. ადამიანმა მთელი ყურადღება თავის ქაოტურ გრძნობებზე გადაიტანა, დაივიწყა რა სრულიად ღმერთი, და მიიღო ის, რაც ასე ძლიერ სურდა, რაზეც ასე ჯიუტად ფიქრობდა. ადამიანი განზრახ და ცნობიერად განუდგა სრულყოფასა და ძალას, რომლითაც შექმნისას იგი დააჯილდოვა მამამ. ადამიანმა არჩია საკუთარი სამყაროს შექმნა, რომელიც სავსეა საჭიროებებით, შეზღუდულობებითა და ყოველგვარი არეულობებით. განუდგა რა მთლიანს, მან გააიგივა თავი ნაწილთან. არასრულყოფილება – აი შედეგი! ადამიანი არასწორად განაგებს თავისუფალი ნების ღვთიურ ძღვენს, საიდანაც გამომდინარეობს ყველა მისი უბედურება. ის შემდგომაც განწირულია იცხოვროს იმ უბედურებების წრეში რომელიც თვითონვე შექმნა, იმ დრომდე, სანამ, ნებისყოფით, გონების გარე აქტიური მისწრაფებით, ისევ არ მიმართავს ღვთიურ საწყისს – ღმერთს, ყოველი არსებულის დიად სათავეს. როდესაც ის კვლავ მიმართავს ღმერთს, მაშინ გაიხსენებს საკუთარ საწყის სახეს, და მაშინ – თუ აირჩევს გზას, რონელიც მიდის დიადთან, კოსმიურთან, – შეიძლება, ისევ გდაიბრუნოს საკუთარი თავი. იესოს მოსვლა ნიშნავდა, რომ მოცემულ იქნა კოსმიური მცნება – გამოვიყენოთ ღვთიური სიყვარულის ძალა ყველა დანარჩენ ადამიანურ საქმიანობაში. ქრისტეს დაბადება, განსხეულება, მიწიერ ბავშვად არის კაცობრიობისადმი ღვთიური სიყვარულის გამოხატულება მისი ისტორიის ყველაზე ბნელ პერიოდში. მან ისევ გამოავლინა კოსმიური ღვთიური ჩანაფიქრი და გახსნა მომდევნო საუკუნეებისათვის – კანონი. სენ – ჟერმენი
ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელება ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარულის პრაქტიკა სიყვარული გრძნობები ატომი "ნუს"– ი პლუტონი შემდეგი ნაბიჯი კანონი კანონის შესახებ სტალკერი მამოძრავებელი ძალა კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული |
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |