სიკვდილისა - სიყვარულით დამთრგუნველი!

 

     ალბათ კარგია როცა ყველაფერი ძველებურად კარგადაა, ჩიტები ჭიკჭიკებენ, ქუჩაში ხალხი დადის, მაცივარი სავსეა პროდუქტებით, ლამაზი სახლი, საყვარელი ადამიანი და ტკბილი ძილი. თუმცა ზოგს არა აქვს სახლი, არც საყვარელი ადამიანი, არც მაცივარია გადავსებული, მაგრამ ერთი მდგომარეობაცა და მეორეც მონოტონური, ყოველდღიური ცხოვრების მაგალითია და მეტი არაფერი.  იცხოვრო ისე როგორც ყველა ცხოვრობს - ნიშნავს იმოძრაო სიცოცხლიდან სიკვდილისაკენ. 

   ადამიანის შესაძლებლობები შუზღუდავია, გრანდიოზულია, უკიდეგანოა.

   ადამიანები ცხოვრობენ ისე თითქოს ვალდებულნი არიან როგორმე სამარემდე  მიაღწიონ. კაცობრიობას ჩააგონეს, რომ მაქსიმუმი რისი მიღწევაც თითოეულ ინდივიდს შეუძლია, ეს არის კარგი ოჯახი ან მდიდრული სიცოცხლე გართობითა და დროსტარებით. სინამდვილეში კი კაცობრიობას მიზანი წაართვეს - სიცოცხლის აზრი!

   თითოეული ადამიანის სიცოცხლის მიზანია - მიაღწიოს ქრისტეს ცნობიერებას!!!    ქრისტეს ცნობიერება - სიყვარულის ცნობიერებაა!!! 

  ადამიანებო! თქვენ იმისათვია არ იბადებით დედამიწაზე რომ გაერთოთ, ისიამოვნოთ, მოიხმაროთ, ისარგებლოთ, უაზროთ გამრავლდეთ, გაანადგუროთ. საკუთარი უმეცარი ცხოვრებით დააუძლუროთ სხეული და საწოლში გარდაიცვალოთ. არც იმისათვის მოდიხართ ამ ქვეყნად რომ ერთმანეთი გააწამოთ, დათგრგუნოთ, დაჩაგროთ, სასოწარკვეთამდე მიიყვანოთ.  თქვენთვის სიცოცხლე იმიტომ არ მოუციათ, რომ იდეურ მონობაში ამყოფოთ მასები.

  სადღეისოდ უამრავი ადამიანი შეგნებულად თუ შეუგნებლად ცდილობს იაროს სულიერ გზაზე. ზოგი მედიტირებს ყიველდღიურად, ლოცვებს კითხულობს, ეკლესიაში დადის, კრისტალებს ატარებს, ხვდება და ესწრება  გურუს ლექციებს, დადის იოგაზე, ვარჯიშობს ტაი - ჩი - ს, კითხულობს ლიტერატურას, ხვდება თანამოაზრეებს და ა.შ.  თითოეულ მათგანს გონია, რომ სულ უფრო ახლოსაა და წინ მიიწევს სულიერ გზაზე. სინამდვილეში კი ისინი ადგილიდან არ იძვრიან. მხოლოდ ის, ვინც სიყვარულს კულტივირებს, ზრდის და ამკვიდრებს საკუთარ თავში, ვისაც სიყვარულის არსი ესმის და იყენებს მას ღვთის სასუფევლის დასამკვიდრებლად საკუთარ თავში, ვინც ცდილობს შეიყვაროს მტერი და მოყვარე, არ გამოვიდეს სიყვარულის მდგომარეობიდან რთულ სიტუაციებშიც კი, არ განრისხდეს და გაბოროტდეს, არ განიკიტხოს, არ აღელდეს, არ იმსჯელოს სიყვარულის გარდა არაფერზე, მხოლოდ ასეთი ადამიანი დგას და მტკიცედ მიიწევს სულიერ გზაზე ქრისტეს ცნობიერებისაკენ!!!   

    სიყვარულის ცნობიერება, ქრისტეს ცნობიერება - არის გზა სიცოცხლე და ჭეშმარიტება!!!  

   ქრისტეს ცნობიერება ამარცხებს  სიკვდილს, ავადმყოფობას, არასწორ ურთიერთობებს, გაჭირვებას, მტრობას, სიძულვილს!!!

  ღმერთმა ადამიანის სხეული შექმნა იმისათვის რომ საკუთარი ნაწილი ჩაედო მასში. სხეულს აცოცხლებს დაბადებისას მასში შესული ღმერთის(სიყვარულის) წილი.  რაც უფრო იზრდება ადამიანი მით უფრო შეგნებულად ზრდის ის აგრესიას და ამცირებს სიყვარულს. სხეული გათვლილია სიყვარულის ენერგიაზე, ღმერთის სუფთა ენერგიაზე. სიყვარული სუფთა, უმაღლესი ხარისხისა და ვიბრაციის მქონე ენერგიაა. თუ ადამიანის სხულში მუდმივად მოძრაობს სიყვარულის ენერგია მაშინ ის არ ბერდება და არ ავადდება! მაგრამ თუ ცნობიერება არჩევანს უფრო მდაბალი ხარისხის ენერგიაზე(გაღიზიანება, აგრესია, მრისხანება და ა.შ.) აჩერებს, მაშინ სხეული ვერ უძლებს ასეთ გადატვირთვებს და მისი გენეტიკა ირღვევა. როგორც წესი ეს პროცესები თავს იჩენს ხოლმე უკვე 20 - 25 წლის ასაკში.  სიბერე და ავადმყოფობა სიყვარულის ნაკლებობას მოაქვს, კანონის დარღვევის შედეგია!!!  სიბერე არაა ბუნების კანონი - ის კანონის დარღვევის შედეგია!

   თქვენ შეიძლება იკითხოთ, მაშინ რატომ ბერდებიან ცხოველები და მცენარეები? პასუხი მარტივია - ისინიც ხშირად არიან აგრესიულ მდგომარეობაში. ამ პლანეტაზე ყველაფერი მტაცებლურ იერზეა "გადაწყობილი". კი მაგრამ ვინ ზემოქმედებს ჩვენი პლანეტის თითოეულ ორგანიზმზე ასე მიზანმიმართულად? ვინ გვასწავლის  მთელი 300 000 წელია არასწორ პრიოიტეტებს?, ვინ აიძულებს ცხოველებსა და მცენარეებს ჩავარდნენ უარყოფით მდგომარეობებში და რაში სჭირდებათ ეს?

   ალბათ თქვენ ფიქრობთ, რომ  ეს ყველაფერი ზღაპარია, მონაგონია, სიცრუეა და მეტი არაფერი. ეს ყოველივე ასე ჩანს როცა ამაზე ვინმე გესაუბრება, ან წიგნში კითხულობ, ან მაგალითად ამ საიტზე ხვდები ასეთ ინფორმაციას, მაგრამ თუ ოდესმე ხედვის უნარს შეიძენთ და შეეცდებით გაარკვიოთ თუ რა ხდება ფიზიკური მხედველობის მიღმა, მაშინ აღმოაჩენთ რომ ჩვენ მარტონი არა ვართ, რომ ჩვენს ენერგიას უკვე დიდი ხანია საკვებად იყენებენ არაორგანული და ორგანული არსებები რომელთა შესახებაც არაფერი გვსმენია.

    ეს არსებები უკვე დიდი ხანია სიყვარულს განუდგნენ. მათ საკვებად მხოლოდ უარყოფითი, აგრესიული, ტანჯვითა და ტკივილით შეფერილი ენერგია სჭირდებათ. მაგრამ ასეთი ენერგია ბუნებაში არ არსებობს თავისთავად, მისი მიღება მხოლოს სიყვარულის ენერგიის დეგრადირება - გარდაქმნით შიძლება.

  მაგრამ როგორ უნდა გარდაქმნა  სიყვარულის ენერგია უფრო მდაბალ და აგრესიულ ენერგიად?  ამის გაკეთება მას შეუძლია ვინც იღებს სიყვარულის ენერგიას და  საკუთარი შეხედულებისამებრ იყენებს მას. ზუსტად ამ პარამრტრებით შეირჩა დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი არსებები!   არსებებმა რომლებმაც კაცობრიობა დაიმონა, ტროას ცხენის მსგავსად, ადამიანის შიგნით მოათავსეს ენერგეტიკული ბლოკი, რომელიც ბლოკავს(ხურავს) ჰიპოფიზს. ეს ბლოკი ყოფს ერთმანეთისაგან თავის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს, რითაც მიიღწევა მსჯელობის - განსჯის - განკითხვის ეფექტი! ხოლო ეს ეფექტი არ უშვებს ენერგიას მესამე ბეჭდის ზემოთ, რითაც სასიცოცხლო ენერგიის გარეშე ტოვებს ჰიპოფიზს! იმისათვის რომ ჩადგმულმა ბლოკმა მთელი დატვითვით დაიწყოს ფუნქციონირება საჭიროა სექსუალური ცენტრისა და ემოციური ცენტრის აქტიურობა.

   მხოლოდ ქრისტეს - სიყვარულის ცნობიერება ხსნის - შვიდივე ბეჭედს!

   როდესაც გაიხსნება მეშვიდე ბეჭედი, ჰიპოფიზი, - სიკვდიკის ჰორმონი გაქრება თქვენი სხეულიდან. სადღეისოდ სიკვდილის ჰორმონი თითოეულ თქვენთაგანშია. ის თქვენს სხეულში იმ დროიდანაა, როდესაც ქალებს დაეწყოთ მენსტრუაცია, ხოლო მამაკაცებს ღამის პოლუციები. ამ დროიდან თქვენი ცხოვრება წავიდა სიბერისაკენ, რადგან სიკვდილის ჰორმონი შეუჩერებლივ გამოიყოფა ჰიპოფიზის მიერ. ზუსტად ისაა პასუხიმგებელი მეოთხე ბეჭედის - ტიმუსის გაშრობაზე და დაპატარავებაზე.

   სექსუალური აქტივობა, აზრები, წარმოდგენები და ასე შემდეგ აღაგზნებს მეორე ბეჭედს(სექსუალური ცენტრი), ასეთი აღგზნება ადრე თუ გვიან იწვევს აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას, ან უკიდურეს შემთხვევაში ღამის პოლუციებს. ამ დროს ხდება სასიცოცხლო ენერგიის გამოდინება ადამიანის სხეულიდან და შესაბამისად გიპოფიზში მიდის სიგნალი იმის შესახებ რომ ორგანიზმი ტოვებს საკუთარ მემკვიდრეს, ხოლო თვითონ მზადაა თვითლიკვიდაციისათვის. 

  ქვეცნობიერის მიერ, გამრავლება, აღიქმება როგორც უკიდურესი ნაბიჯი, რომელსაც მხოლოდ იმ შმთხვევაში მიმართავს ინდივიდი, როდესაც თვითონ არ შსწევს უნარი შეასრულოს ღვთიური გეგმა და შსაბამისად "ქმნის" საკუთარ შემცვლელს, რათა მან განახორციელოს ღვთიური გეგმა. თვითონ კი მზადაა დატოვოს ფიზიკური სამყარო. ასეთი იმპულსის მიღებისას ჰიპოფიზი დაუყოვნებლივ გამოყოფს სიკვდილის ჰორმონს, რითაც უშვებს თვითლიკვიდაციის პროგრამას. შედეგად ხდება თიმუსის მიერ აქტივირებული მუდმივი სიცოცხლისა და თვითაღდგენის გენეტიკური პროგრამის შეჩერება, რაც იწვევს თიმუსის უფუნქციობას, რაც თავისთავად იწვევს მის გამოშრობასა და დაპატარავებას. ადამიანი ბერდება და კვდება.

   თიმუსი დღეგრძელობის ორგანოა ადამანის სხულში. მას მეოთხე ბეჭედი ეწოდება. ბავშვის თიმუსი პატარა მსხლის ზომისაა. დიდ ადმიანისა კი - კაკლის გულის ან მარცვლისოდენაა. საბოლოოდ როდესაც ის იმდენად პატარავდება რომ თითქმის უხილავი ხდება - ადამიანის სხული კვდება.

   თიმუსის გახსნით ჩერდება სიკვდილის ჰორმონის გამოყოფა. მის ნაცვლად გამოიყოფა სხვა ჰორმონი, რომელიც ააქტიურებს თიმუსს(მეოთხე ბეჭედი). თიმუსი იზრდება და საკუთარი ჰორმონებით მოქმედებს ფიზიკური სხეულის უველა უჯრედზე. ასეთი სახით ხდება ორგანიზმის მუდმივი ახალგაზრდობის პროცესის გაშვება.

   აქ ჩნდება კითხვა: კი მაგრამ როგორ გავხსნათ ჰიპოფიზი?  ჰიპოფიზის გასახსნელად საჭიროა მას მიეწოდოს საკმარისი რაოდენობის ენერგია - ზუსტად ის ენერგია რომელიც სექსუალური აქტის, მენსტრიაციისა თუ ღამის პოლუციების დროს გადმოედინება ადამიანის სხეულიდან.  ჰიპოფიზი რომ გახსნილ მდგომარეობაში დავიკავოდ მუდმივად, საჭიროა მუდმივად ვკვებოდ იგი სასიცოცხო ენერგიით. 

   მაშასადამე პიველი საკითხი გაირკვა, ანუ უკვე მოიძებნა ენერგია იმისათვის რომ გავხსნათ ჰიპოფიზი, დარჩა გასარკვევი მეორე საკითხი, როგორ მივაწოდოთ ჰიპოფიზს სასიცოცხლო ენერგია?

   ძველ წიგნებში წერია, რომ მეორე ბეჭედი სამუდამოდ უნდა დადუმდეს! მდუმარების ხიდის "ანტარგჰარანა" - ს ის ნაწილი უნდა აშენდეს, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს მეორე მესამე და მეოთხე ბეჭდებს. სასიცოცხლო ენერგია, საჭირო მდუმარების პირობებში, დაიძვრება მეორე ბეჭედიდან, და თუ მდუმარება დახვდა, გაივლის მესამე ბეჭედსაც და მიაღწევს სიცოცხლის კარიბჭეს(მეოტხე ბეჭედი).

   ანუ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ თუ ადამიანი არ აღაგზნებს სექსუალურ ცენტრს სექსით, სექსუალური და ეროტიული ფილმებითა და აზრებით, თუ ხდება ისეთი პროდუქტების მკაცრი შეზღუდვა როგორიცაა, შაქარი, ტკბილეული, ალკოგოლი, თამბაქო, კოფეინი, ხოცეული, მაშინ მეორე ბეჭედი ნელ ნელა სიჩუმეში იძირება.

    შემდეგი ნაბიჯია - მესამე ბეჭდის დადუმება. მესამე ბეჭედი ემოციებს განაგებს. მისი სიჩუმე მიიღწევა ემოციების და განცდების ტოტალური კონტროლით ანუ სიმშვიდით. განცდების გაკონტროლება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ მსჯელობა - განსჯა - განკითხვის  თავსმოხვეულ თვისებას გავაუქმებთ! სიყვარულის გარეშე მსჯელობის ფენომენს თავს ვერ დავაღწევთ!

  ანუ მოლკედ რომ ვთქა ტიმუსის გაზრდა ხდება ორ ეტაპად, პირველი ეტაპი არის სექსუალური ცენტრის "გაჩუმება" სწორი ცხოვრების წესით და ემოციური ცენტრის დადუმება სიყვარულის პრაქტიკით, ხოლო მეორე ეტაპი იწყება მაშინ როდესაც გულის ცენტრი უკვე აქტიურია სიყვარულის პრაქტიკისა და ხიდის ფუნქციონირების გამო, და გულის ცენტრი მასთან ხიდის შედეგად გადაცემულ სასიცოცხლო ენერგიას აგზავნის გირჩისებრ ჯირკვალში, აქედან უკვე ხდება ჰიპოფიზის გახსნა და იწყება თიმუსის ზრდის მეორე და საბოლოო ეტაპი.

   სიყვარული ამარცხებს სიკვდილს და ბოლომდე შლის ჰიპოფიზთან(კეფის არეში) მოთავსებულ ენერგეტიკულ ბლოკს.

 G.K

 ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია         გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე      სიყვარულის გავრცელება    ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა       სიყვარული   გრძნობები   ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი   კანონი კანონის შესახებ   სტალკერი    მამოძრავებელი ძალა   კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა   ცნობიერება სხეული და სიყვარული

 

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©