ყველა უფლება დაცულია სიყვარულის პრაქტიკა
მაშ ასე: – იმისათვის რომ ღვთის სასუფეველი დაიმკვიდროს ადამიანის სულმა, სამშვინველმა და სხეულის თითოეულმა უჯრედმა საჭიროა რაც შეიძლება ხშირად დაუბრუნდეთ სიყვარულის მდგომარეობას, მანამ სანამ მთლიანად ამ სიყვარულად არ გადავიქცევით. არიული რასა მენტალურადაა ორიენტირებული ამიტომ საჭიროა გონება ჩავრთოთ დაბრუნების პროცესში ძალზედ აქტიურად და თუ აქამდე შინაგანი დიალოგი ხელს გვიშლიდა ღმერთთან კავშირში, ეხლა ის ჩვენს სამსახურში უნდა ჩავაყენოთ. ტექნიკა მეტად მარტივია: უნდა გავაკეთოდ ან შევიძინოთ პატარა კრიალოსანი, რომელიც არ იქნება შავი ან მუქი ფერის თვლებისაგან ასხმული. უნდა იყოს ნათელი ფერის. დღის და ღამის ნებისმიერ დროს როდესაც კი გცალიათ(ტრანსპოტში მგზავრობისას, სეირნობისას, ადამიანებთან დიალოგის დროსაც კი, ტელევიზრის ყურებისას და ასე შემდეგ) აზრობრივად გაიმეორეთ სიტყვა სიყვარული და განიცადეთ ის, შესაბამისად კრიალოსანის ერთი თვალი გადაადგილეთ. თვითონ სიტყვა სიყვარულს ძალიან მაღალი ვიბრაციები აქვს, ამიტომ მისი გამეორება იწვევს წამიერად სიყვარულის განცდას. მართალია მომდევნო წამს ადამიანი ისევ ამოვარდება ამ მდგომარეობიდან მაგრამ ამ სიტყვის შემდეგი გამეორებისას ისევ უბრუნდება მას. მრავალჯერადი გამეორებისას მთელი დღის მანძილზე, ადამიანი სულ უფრო და უფრო ხშირად განიცდის სიყვარულს, მიუხედავად იმისა თუ რა ხდება გარე სამყაროში. ზოგს ეს პრაქტიკა უკეთესად გამოსდის როდესაც ყურადღება გამეორებისას - მკერდის ცენტრისაკენ გადააქვს. რა თქმა უნდა საჭიროა ყურადღება მივაქციოთ სიტვა სიყვარულის შინა–არსს რათა უკეთ განვიცადოთ იგი. ადამიანს რომელსაც კრიალოსანი უჭირავს და ამ სიტყვას იმეორებს(განიცდის) აზრობრივად, ხშირად სახეზე ოდნავ შესამჩნევი უნებლიე ღიმილი დასთამაშებს, ეს ღიმილი მისი სწორი მდგომარეობის მანიშნებელია. ეს პრაქტიკა იმდენად მარტივია რომ მისი არ სჯერად და შესაბამისად არც აკეთებენ. ხოლო ის უმცირესნი რომელთაც მე ის ვასწავლე(მთელი მსოფლიოს მასშტაბით) და ვინც მიჰყვება ამ პრაქტიკას ყოველდღიურად – უდიდესი შედეგებს მიაღწიეს როგორც პირად ცხოვრებაში ასევე სულიერი და ოკულტური განხრით. მოგეხსენებათ თითოეულ ჩვენთაგანს ხშირად გვიწევს ქუჩაში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაადგილება. ეს დრო აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ სიყვარულის განცდისათვის. მაშ ასე: – საჭიროა ყურადღება მივმართოდ ნებისმიერი უცნობი ან ნაცნობი ადამიანის მიმართ რომელიც სიარულისას ჩვენი თვალთახედვის არსეში ხვდება და განვიცადოთ მის მიმართ სიყვარულის გრძნობა. ამ გრძნობის გამოსაწვევად შეგვიძლია აზრობრივად წამოვთქვათ სიტყვა "სიყვარული", ან "მიყვარხარ". საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყურადღებით მოვავლოთ თვალი ყველა იქ მყოფს და აზრობრივად ვუთხრათ მათ – "მიყვარხართ" და განვიცადოთ სიყვარული მათ მიმართ. ქუჩაში უამრავი ადამიანი დადის და მაშასადამე ძალიან ხშირად შეგვიძლია გამოვიწვიოთ სიყვარული საკუთარ თავში. მე ხშირად საცხოვრებელ კორპუსებსაც კი უყურებ ხოლმე და განვიცდი სიყვარულს ყველას მიმართ ვინც იქ ცხოვრობს. მთავარია რაც შეიძლება ხშირად აანთოთ საკუთარი თავი სიყვარულით რათა სულიწმინდას მისცეთ საშუალება დაალაგოს თქვენი ჯანმრთელობა, საქმეები და ურთიერთობები ისე რომ თქვენი სანუკვარი სურვილები ასრულდეს. გარკვეული დროის შემდეგ(ზოგისთვის ეს რამოდენომე დღეა ან კვირაა, ზოგისათვის ერთი თვე) თქვენ შეამჩნევთ, რომ ნელ ნელა ჯანმრთელობა უკეთესდება, საქმეები ლაგდება, ურთიერთობები სწორდება და სიუხვე(განცდილი სიყვარულის პროპორციულად) მოედინება თქვენსკენ. სადღეისოდ უამრავი ადამიანია
უმუშევარი და გაჭირებული ფინანსების სიდუხჭირის გამო. ისინი ეძებენ სამსახურს,
სესხულობენ ფულს, ზოგი მუშაობს ძალიან დაბალ ხელფასზე(როგორც იტყვიან წელებზე ფეხს
იდგავს) და ა.შ. ყველა მათგანს გონია რომ საკუთარ შრომისუნარიანობაზე და მარიფათზეა
დამოკიდებული მათი ფინანსური მდგომარეობა და ამიტომ "ტყავიდან ძვრება" რათა მეტი
შემოსავალი ქონდეს. ამ თემაზე მე მქონდა საუბრები იესოსთან და მან ამიხსნა, რომ
შემოსავლის რაოდენობა პირდაპირპროპორციულია განცდილი სიყვარულისა. მან დამანახა რომ
ჩემი ფინანსური კეთილდღეობა არაა დამოკიდებული მთავრობაზე, ეკლესიაზე, გავლენიანი
ნათესავების არსებობაზე, შემთხვევითობაზე არამედ მხოლოდ სიყვარულის მდგომარეობაზე
და განცდაზე. ხალხი უამრავ ცუდ საქციელს იდენს იმის გამო რომ ფული იშოვონ და ჰგონიათ
რომ სხვა გზა არა აქვთ – მაგრამ ისინი მწარედ ცდებიან, სხვა უფრო მარტივი გზა
არსებობს და ყოველთვის არსებობდა – ეს გზა სიყვარულის განცდაა. უამრავი მორწმუნე
ადამიანი ეგრეთწოდებული მრევლი სიდუხჭირემ მიიყვანა ეკლესიაში. ინტუიციურად სწორი
გადაწყვეტილებაა იმიტომ რომ ღმერთი სიყვარულია და მათი გასაჭირიდან გამოსავალიც
აქაა. თუმცა ბევრი მათგანი წლების მანძილზე ესწრება წირვა ლოცვას და მაინც ვერაფერი
გამოუსწორდათ. რა თქმა უნდა სასულიერო პირნი ქადაგებენ და მოძღვრავენ მრევლს, მაგრამ
მათ სიტვას ძალა არა აქვს, რადგან ჭეშმარიტება არც მათ შეუცნიათ. ისინი ცდილობენ,
მაგრამ არ გამოსდით. უნდათ დაეხმარონ, მაგრამ არ იციან. საუკეთესო შემთხვევაში
სჯერათ იმის რასაც იძახიან, მაგრამ იმას არ იძახიან რაც გამოსადეგია – უბრალოდ მეტი
არ იციან. ბიბლიაში აღწერილია ის მომენტი როცა მებადურები ცდილობდნენ თევზი
დაეჭირათ, მაგრამ მიუხედავად დიდი მცდელობისა ვერაფერი დაიჭირეს. შემდეგ მათთან
მივიდა იესო და სთხოვა კიდევ ერთხელ ეცადათ, მეთევზეები შეეპასუხნენ კიდეც და
უთხრეს რომ მთელი დილაა შლიდნენ ბადეს და ვერაფერი დაეჭირათ და ამ ერთხელ რაღაზე
გადაეგდოთ ტყუილა ბადე წყალში, პასუხად იესომ მიუგო, რომ ნავის მეორე მხარეს
გაეშალათ ბადე(თუმცა მანამდე ორივე მხარეს ისროდნენ ბადეს მარა ვერაფერი დაიჭირეს).
მოკლეთ გადააგდეს ბადე და მას უამრავი თევზი ამოყვა როცა აკეცეს. ეს მომენტი ერთ
ერთ სასწაულად ჩათვალეს მებადურებმა. სინამდვილეში კი მარტივი რამ მოხდა. იესო
სიყვარულის მდგომარეობაში იყო და როდესაც მას გაუჩნდა სურვილი ბადეს თევზი
ამოყოლოდა - სულიწმინდამ ეს აუსრულა, წამის მეათედში უამრავი თევზი მოცურდა ნავთან და
ამოყვა ბადეს! იესომ იმიტომ შეძლო მებადურთათვის შეუძლებელი, რომ მათზე მეტი
სიყვარული ჰქონდა განცდილი! G.K. საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამიანებს თეორიული მონახაზი, ხოლო პრაქტიკული შესაწავლის მსურველებისათვის ტარდება პრაქტიკა კვირაში სამჯერ დარბაზში, მსურველებმა მომწერეთ ფეისბუკზე პირადში. https://www.facebook.com/giorgi.olmek
ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელება ა ღ დ გ ო მ ა რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარულის პრაქტიკა სიყვარული კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
|
2010 © |