სიყვარული (კითხვა პასუხი)
კითხვა: რა მიიღწევა სიყვარულით? პასუხი: ყველაფერი რისი მიღწევაც უნდა ადამიანს.
კითხვა: როგორ მოქმედებს სიყვარული ფიზიკურ სხეულზე? პასუხი: თქვენ უნდა იცოდეთ, რომ სხეული ცოცხალია იმიტომ რომ ადამიანს გააჩნია სიყვარულის რაღაც მინიმალური რაოდენობა. სიყვარულს სხვაგვარად შეიძლება შეთანხმებულობის ხარისხიც ეწოდოს. ჩვენი სხეული უამრავი უჯრედისა და ორგანოს შეიცავს და მისი ციცოცხლე მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი თუ ისინი შეთანხმებულად მუშაობენ. რაც უფრო მეტია შეთანხმებულობის ხარისხი მით ჯანმრთელი და ახალგაზრდაა სხეული.
კითხვა: მოგეხსენებათ დღეს საქართველოში უამრავი გაჭირებული ადამიანია, რითი დაეხმარება მათ ეს სიყვარული? პასუხი: როდესაც ადამიანი განიცდის სიყვარულს, ყველაფერი ლაგდება მის სასიკეთოდ, ანუ რაც უფრო ხშირად განიცდის ადამიანი სიყვარულს მით უფრო მასშტაბური სასიკეთო გეგმები ხორციელდება. განსაკუთრებით ეს შესამჩნევია ფულად სახსრებთან დაკავშირებით. ფული ერთგვარი "ლაკმუსის ქაღალდია" და მისი რაოდენობა სიყვარულის რაოდენობაზე მიუთითებს(თუ რა თქმა უნდა ადამიანი არ იპარავს ფულს). შეუძლებელია სიყვარულმა მოიმატოს და ფინანსებმა არა, ან ასევე შეუძლებელია სიყვარულმა მოიმატოს და ჯანმრთელობამ არა, აგრეთვე არასოდეს ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ სიყვარულმა მოიმატოს და ურთიერთობები არ გამოსწორდეს. ასე რომ სწორედ სიყვარულის რაოდენობა(და არა სხვა რაიმე) განსაზღვრავს ფინანსებს, ჯანმრთელობას და სწორ ურთიერთობებს – ანუ სიცოცხლის ხარისხს!
კითხვა: თქვენ გინდათ თქვათ, რომ მე ეხლა სახლში ვზივარ უმუშევარი და სიყვარულის პრაქტიკას თუ დავიწყებ სამსახურს ვიშოვი? პასუხი: მე მინდა ვთქვა, რომ რამდენითაც გაიზრდება სიყვარულში ყოფნის დრო, იმდენი ლარი მოემატება თქვენს პირად პიუჯეტს. სამსახურსაც იშოვით და სხვა უარავი სასწაულის მოწმე გახდებით. მოვა დრო როცა უკვე აღარ შეგეშინდებათ მომავლის, რადგან მტკიცედ და საკუთარი გამოცდილებით გეცოდინებათ, რომ ფული ყოველთვის უხვად მოვა თქვენთან თუ სიყვარულზე იზრუნებთ. მე უამრავჯერ შევხვდი იესოს(სხეულს გარეთ ყოფნისას) და მან ამიხსნა ქრისტიანობის ჭეშმარიტი აზრი. მანამდე მეც სულ სხა წარმოდგენა მქონდა ქრისტიანობაზე და იესოზე, მაგრამ იესომ თითქმის შეუძლებელი შეძლო, მან ამიხსნა, და გამაგებინა ის, რისი გაგებაც და დაჯერებაც ასე ძალიან გამიჭირდა. მან მითხრა რომ ჭეშმარით ქრისტიანს, იმას ვისაც ესმის სიყვარულის და სულიწმინდის სწავლება, ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდ დროს ატარებს სიყვარულში – არ უნდა ჰქონდეს ვალები, არ უნდა იყოს გაჭირებული და არ უნდა აწუხებდეს დაავადებები. ეს სრულიად შეუძლებელია! სიყვარული ანთავისუფლებს! აი ეს სწავლება მოიტანა იესომ – მას ხალხის განთავისუფლება უნდოდა. კითხვა: კი მარა თანამედროვე ქრისტიანობა სულ სხვა რამეს ქადაგებს, მაშ ვის დაუჯეროთ? პასუხი: ერთხელ იესომ ორჭოფობა შემამჩნია სიყვარულის პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებით და მითხრა: – "სცადე რას აგებ, და თუ ეს ყოველივე სიმართლეა, მაშინ.... მაშინ შენ განთავისუფლდები ამქვეყნიური ბორკილებისაგან, აღარ იქნები იძულებული იეშმაკო, მოიტყუო, განრისხდე, არავისი და არაფერი აღარ შეგშურდება, არ შეგეშინდება მომავლისა და წარსულის, ავადმყოფობისა და უსახსრობის, სიკვდილისა და ძალადობის, არასწორი ურთიერთობებისა და კომფლიქტების. განა ეს ყველაფერი არ ღირს იმათ რომ სცადო".
კითხვა: ნუ არ ვიცი ეს ყველაფერი რაღაც არ შეესაბამება სიყვარულს, განა ამ ყველაფრის გარეშე არ უნდა გვიყვარდეს? პასუხი: რა თქმა უნდა – უნდა გიყვარდეს, მაგრამ სწორედ იმიტომ არ აფასებენ სიყვარულს და არ ცდილობენ განიცადონ იგი რაც შეიძლება ხშირად, რომ არ იციან მისი პრაქტიკული ყოვლისშემძლეობის შესახებ. ადამიანები ცდილობენ იშოვონ ფული ტყუილით, ყაჩაღობით, მლიქვნელობით, სხვისი ექსპლუატაციით, საკუთარი ოფლით, წალებზე ფეხის დადგმით, საკუთარი სხეულითაც კი – მაგრამ არა სიყვარულით. რატომ არ იყენებენ სიყვარულს? განა ეს უფრო ადვილი არაა ვიდრე მოიტყუო, იშრომო გროშებისათვის დღე და ღამე და მიუხედავად ამისა სიღარიბეში იცხოვრო, იყაჩაღო ან კიდევ რაიმე. განა უფრო ადვილი არაა გიყვარდეს – ვიდრე არ გიყვარდეს?
კითხვა: განა ყველაფერი ბრძოლით არ მოიპოვება, ბრძოლა თუ სიყვარული – რა ავირჩიოთ? პასუხი: ყველაფერი მხოლოდ სიყვარულით მოიპოვება! მეომარი საკუთარ თავში სიყვარულის გასაღვიძებლად მოქმედებს. უძველეს მანუსკრიპზე წერია – "კი არ იბრძოლო, გ ი ყ ვ ა რ დ ე ს"! სიყვარულში მოვიპოვებთ, ბრძოლაში ვკარგავთ! გარშემო ყველა ერთმანეთს ებრძვის, ცდილობენ მსუქანი ნაჭერს ჩასჭიდონ პირი, ცდილობენ მოიპარონ, მოატყუონ, წაართვან .... და ვისაც ეს არ შეუძლია ის სიღარიბეში კვდება. ასე მხეცები იქცევიან. თქვენი აზრით განა ესაა ღმერთის შექმნილი სამყარო და კანონები? თქვენ გგონიათ ასეთად შეიქმნა ქვეყანა და ამ კანონებს ემორჩილება ღვთის სასუფეველი? არავითარ შემთხვევაში – ეს სიცრუეა! ეს კანონები თავს მოხვეულია, ჭეშმარიტება დამალული, თავისუფლება და უბრალოება წართმეული, ღმერთის შვილი დამონებული. არა, ჯაჭვები არსად ჩანს, მხოლოდ უკიდეგანო, უიმედო შრომა და გაუსაძლისი ყოფა, წართმევა და მოვალეობა რომლის შესრულებაც არავის ძალუძს. ბრძოლა, აგრესია და დაპირისპირება – რომელიც ცხოველურ ინსტიქტებს აღვიძებს. თუ ადამიანს დაუმალავ რომ სიყვარულით შეუძლია ყველაფრის მიღწევა, ის ეცდება სხვა გზებით მიაღწიოს – ეს სხვა გზები, ბორკილებია, რომელიც დღითი დღე მძიმდება და სამარისაკენ მიათრევს ღმერთის შვილს.
კითხვა: თქვენ თუ დაგიჯერებთ, გამოდის რომ აფსურდული ცხოვრებით ვცხოვრობთ! ყველაზე მეტად გვჭირდება სიყვარულის შესახებ ცოდნა და პრაქტიკა, ჩვენ კიდევ ყველაფერს ვსწავლობთ სიყვარულის პრაქტიკის გარდა და თუ ასეა როგორ აპირებთ ამ მდგომარეობის შეცვლას? პასუხი: სადღეისოთ მსოფლიოში მუშაობს განდობილთა და მიღებულ მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფი, მათი მიზანია მსოფლიო პროპაგანდის საინფორმაციო წყაროების საშუალებით ადამიანებამდე მიიტანონ ცოდნა სიყვარულის პრაქტიკული ყოვლისშემძლეობის შესახებ. ის პროპაგანდა რომელიც უკვე ასწლეულებია მიმდინარეობს არასწორ, მონურ ან ცხოველურ, პრინცოპებს უწევს რეკლამირებას, ამიტომ კაცობრიობის ცხოვრების წესი და პირობები მტაცებლურია და სრულიად ეწინააღმდეგება ქრისტეს პრინციპებს. პრობლემა იმაშია, რომ ადამიანები აფინანსებენ ყველაფერს, მათ შორის იმ დამღუპველ პროპაგანდასაც რომელიც მონურ ფსიქოლოგიას უნერგავს კაცობრიობას. ხალხი მიჩვეულია დახარჯოს ფული ტკბილეულში(რომელიც სექსუალურად აღაგზნებს და აგრესიის ცენტრს აღვიძებს), ცხოველურ საკვებში(რომელსაც თან ახლავს აგრესიის, სექსისა და სიკვდილის ინფორმაციები), თამბაქოში, ყავაში, ნარკოტიკში(რომლებსაც ცხოველურ დონეზე დაყავთ მისი სხეული და ფსიქიკა), გართობის ინდუსტრიაში(რომელიც ხშირად ისევ ამ ცრუ პრინციპების პროპაგანდას ეწევა), მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და ..... ა.შ. ანუ ადამიანები აფინანსებენ ტკბილეულს, თამბაქოს, ყავას, ნარკოტიკს, გართობისა და შოუ ინდუსტრიას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს და .... ა.შ. ის რაც ასე უხვად ფინანსდება – ვითარდება და ძლერდება. ეხლა დაფიქრდით აფინანსებს თუ არა რომელიმე თქვენთაგანი სიყვარულის(ჭეშმარიტების) სწავლებას და მის გავრცელებას? დებთ თუ არა ფინანსებს(თუგინდ ძალიან მცირეს) "სულიერებაში" ? რა თქმა უნდა არა! სწორედ ამიტომაა სიყვარულის სწავლება დასული რამოდენიმე ადამიანის ურთიერთობის უმცირეს მასშტაბებზე. მხოლოდ ერთეულებამდე აღწევს ქრისტეს ჭეშმარიტი სწავლება სიყვარულის გამანთავისუფლებელი ყოვლისშემძლეობის შესახებ. ამიტომაა, რომ ადამიანთა უმრავლესობა ასწლეულების მანძილზე იბადება, ისე ცხხოვრობს და კვდება შრომაში და ტანჯვაში, რომ მათ შანსიც კი არა ქვთ ეზიარონ "უხვ, ნეტარ სიცოცხლეს"(როგორც ამას იესო იტყოდა). ერთ მშვენიერ დღეს ვინმემ რომ ერთი ხელის მოსმით ყველაფერი შეცვალოს – ადამიანები ვერაფერს ისწავლიან, ვერ გაივლიან საკუთარი ცნობიერებისა და სხეულთა ტრანსფორმაციის გზას. და თუ ეს ყოველივე არ ეცოდინებათ, ისევე სწრაფად დაუბრუნდებიან ცხოველურ ინსტიქტებსა და რეაქციებს, როგორი სისწრაფითაც მოიშორეს ისინი. მტკიცე შედეგების მისაღწევად, საჭიროა, რომ ადმიანებმა საკუთარი ნებითა და არჩევანის უფლებით დაიწყონ სიყვარულის შესახებ ინფორმაციისა და ცოდნის გავრცელების დაფინანსება. ანუ ეს მათი შეგნებული არჩევანისა და ცხოვრების სტილის ცვლილების დემონსტრირება იქნება. ასეთი ცვლილება გააძლიერებს სიყვარულის შესახებ პრაქტიკული ცოდნის გავრცელებას და საშუალებას მისცემს ხალხს არჩევანი გააკეთონ ერთი მხრივ: სიყვარულის მიერ შემოთავაზებულ ნეტარებას, თავისუფლებას, სიუხვეს, ჯანმრთელობასა, უკვდავებას, სწორ ურთიერთობებსა და მეორე მხრივ: ძველ, მონურ, დამოკიდებულ, მტაცებლურ, ტანჯვა წამებითა და არასწორი ურთიერთობებით გაჟღენთილ სიცოცხლეს შორის. ასეთი სახით ადამიანები თვითონ შეცვლიან საკუთარ სამყაროს და მიღწეული შედეგები ათასწლეულების მანძილზე გაჰყვებათ თან. აი ამ მიზნებისა და ამოცანების გადაჭრას ემსახურება სიყვარულის გავრცელება. ამ ფონდის დაარსებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ადამიანებმა ვერ გააცნობიერეს, რომ ფონდი არამარტო ზრუნავს სიყვარულის პრაქტიკული მოხმარების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე არამედ ეხმარება ადამიანებს ისწავლონ "სულიერების" დაფინანსება.
კითხვა: მაინც რა სამუშაოების ჩატარებას ისახავს მიზნად პროექტი - სიყვარულის გავრცელება რათა გაავრცელოს სიყვარულის შესახებ პრაქტიკული სწავლება? პასუხი: გადმორიცხული თანხებით მოხდება სიყვარულის შესახებ ცოდნის და პრაქტიკის გავრცელება შემდეგი საშუალებებით: 1 – ინტერნეტ სივრცეში შესაბამისი მიმართულებისა და სწავლების გამავრცელებელი საიტების, რადიოსა და ტელევიზიის დაარსება. 2 – სასწავლო ცენტრების გახსნა და ფუნქციონირება. 3 – სიყვარულის შესახემ ინფორმაციისა და პრაქტიკული ცოდნის გამავრცელებელი ჟურნალ გაზეთების დაარსება. 4 – სატელევიზიო სიუჟეტებისა და შესაბამისი გადაცემების დაარსება და ფინანსირება. 5 – უახლესი(სიყვარულისა და სულიწმინდის პრინციპზე მოქმედი და ზეადამიანების მიერ მოწოდებულ ცოდნაზე დამყარებული) სამედიცინო აპარატურის კონსტრუირება და დანერგვა ფართო მოხმარებაში. 6 – სიყვარულის შესახებ უნიკალური წიგნების თარგმნა, ბეჭდვა და გამოცემა. 7 – სიყვარულის პრაქტიკის მეშვეობით ქრისტესთან ადამიანთა დიდი მასების სულიერი კონტაქტი რაც საბოლოოდ მისი დაბრუნებით(მეორედ მოსვლით, გამოჩენით ჩვენს შორის) დაგვირგვინდება! აი ის მოკლე გეგმა, რის განხორციელებასაც ცდილობს პროექტი - სიყვარულის გავრცელება. ეს ყოველივე განხორციელებადია, თუ ადამიანები ისწავლიან "სულიერების" ფინანსირებას – გაცემას რათა მიიღონ! კიდე ვიმეორებ: – საქმე აქ მხოლო ფულად სახსრებში არაა, იერარქიის მაღალ წევრებს ხელი მიუწვდებათ უდიდეს სიმდიდრეებე(რადგან მათი სიყვარული გრანდიოზულია), მაგრამ ამ სიმდიდრეების გამოჩენითა და მათ მიერ მსგავსი ფონდების დაფინანსებით ადამიანები ვერ შეიცვლებიან! საჭიროა ხალხმა ისწავლოს "სულიერების" დაფინანსება და აი მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. დღეისათვის დედამიწაზე საკმარისზე მეტი სახსრებია რათა არ იყვნენ მშიერ მწყურვალნი და უდიდესი მასშტაბებით მიმდინარეობდეს სიყვარულის გავრცელების დაფინანსება, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანებს არ უყვართ გაცემა – და ეს თვისება უნდა აღმოიფხვრას!
კითხვა: თქვენთვის ვინ არის ქრისტე? პასუხი: უფროსი ძმა, იერარქიის თავკაცი, ზეადამიანი, ღმერთის შვილი, ის – ვინც განჭვრიტა სიყვარული!
კითხვა: ეკლესიაში ასწავლიან, რომ ქრისტე ღმერთია, თქვენ რას იტყვით ამის შესახებ? პასუხი: ქრისტე წოდებაა – სიყვარულის ოდენობის გამომხატველი. ვინც შესაბამისი(გრანდიოზული) რაოდენობის სიყვარულს აგროვებს ის ხდება ქრისტე. ქრისტე თითოეულ ადამიანში იბადება მაშინ, როდესაც ის ცდილობს სიყვარულის სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილებები. ამ დროს ხდება ისე, რომ რაღაც გარეგანი გარემოებანი ცდილობენ დაბადებისთანავე გაანადგურონ სიყვარული(მოკლან ყველა ახალდაბადებული), თუ ადამიანი ახერხებს დაიცვას სიყვარულის პაწაწინა "არსება"(მეორედ დაბადება, პირველი განდობა), მაშინ იგი აგრძელებს სიყვარულით ცხოვრებას და გარკვეული, დიდი, დროის მანძილზე აგროვებს იმდენ სიყვარულს, რომ უკვე ემოციურ–ასტრალურ(წყალი) სხეულს იმორჩილებს და მისი ემოციები მხოლოს სიყვარულს ემსახურება, სწორედ ამ დროს შეიძლება ითქვას რომ შინაგანი ქრისტე უკვე 30 წლისაა და მან მიიღო წყლით კურთხევა(მეორე განდობა). ამის შემდგომ ყველაფერი დანარჩენი უკვე სწრაფად ხდება და ყველა შემდეგ განდობას ადამიანი უკვე იმავე ან შემდეგ ცხოვრებაში იღებს. ანუ ადამიანი მორიგეობით იმორჩილებს ყველა საკუთარ სხეულს და მათი საშულებით სიყვარულს(ღმერთს) გამოხატავს. ანუ ქრისტე არის წოდება რომელიც ღმერთის გამოხატვის ხარისხს აღნიშნავს! იყო ქრისტიანი ნიშნავს იარო ქრისტეს გზით და გახდე ქრისტე! სრულიად უაზრობაა ერთი მხრივ თქვა, რომ ქრისტიანი ხარ და მერე დააყოლო რომ ქრისტე ერთადერთია. ასევე უაზრობაა თქვა რომ ის არ იყო ჩვენნაირი და, რომ ის ღმერთია ამიტომ ჩვენ ვერასოდეს გავხდებით ქრისტეები. როდესაც ვინმე გეუბნებათ ასეთ ფრაზებს მას სამი მიზანი და მიზეზი აქვს: უცოდინრობა, შიშის დათესვა, დამორჩილება!
კითხვა: ღმერთი მართლა სჯის ცოდვილებს? პასუხი: არასოდეს! ღმერთი სიყვარულია, ის არასოდეს და არავის არ სჯის. ღმერთს უყვარს თითოეული ადამიანი, ყველაზე ცოდვილიც კი. სიყვარული და დასჯა(ცხოველური რეაქცია) ორი ურთიერთგამომრიცხავი მოვლენაა. როდესაც ერთი ადამიანი მეორეზე იძახის, რომ ვინც მას აწყენინებს ღმერთი დასჯის, ეს მისი გამოცხადებული განზრახვაა და აღნიშნავს მხოლოდ ერთს – ეს ადამიანი აპირებს დასაჯოს საკუთარი მტერი ღმერთის(სიყვარულის) სახელით. თუ ეს ადამიანი იძახის, რომ ვინც მას ცუდი გაუკეთა ვერავინ ვერ გაიხარა და ყველა ღმერთმა დასაჯა, მაშინ სინამდვილეში საქმე გვაქვს ენერგეტიკულად ძლიერ პიროვნებასთან რომელსაც აზრობრივი შეტევა მიაქვს მოწინააღმდეგეზე და ამარცხებს მას. სამყარო სიზმარია, ამიტომ აზრი წარმოდგენა და გრძნობა აქ გადამჭრელ როლს თამაშობს. ღმერთი სიყვარულია!
კითხვა:
მე პირადად აბსოლუტურად გეთანხმები სიყვარულის
პრაქტიკის მნიშვნელოვნებაში, მაგრამ მაინც მინდა ერთი რამ დავაზუსტო როდესაც ჩვენ
ვიყენებთ სიყვარულის პრაქტიკას ჩვენი პირადი მიზნების დასაკმაყოფილებლად ეს
ყველაფერი გავს ჩვეულებრივ მაგიას (მაგების უმრავლესობას არც ღმერთი აინტერესებთ და
არც სამყარო მათი მთავარი მიზანი პირადი ინტერესის ან პირადი შესაძლებლობების
განხორციელება განვითარებაა).
პასუხი:
თქვენ თუ გესმით ამ ფრაზის -
"თქვენ კი უწინარეს ღვთის სასუფეველი ეძიეთ და მისი სიმართლე სხვა ყოველივე
შეგემატებათ" შინა-არსი ეს კითხვა უადგილოა!
კითხვა: მაშინ არცერთი წმინდანი ქრისტიანი სიყვარულის მატარებელი არ ყოფილა, რადგან უარყოფთდნენ ამქვეყნიურ სიმდიდრეს და მზად იყვნენ მსოფლიოს მთელი ფული და ოქრო სასუფეველზე გადაეცვალათ... გამოდის ჭეშმარიტება არ ცოდნიათ, სიყვარულის ფორმულა კი მათთვის უხო ყოფილა? პასუხი: ქრისტიანი წმინდანები იყვნენ სიყვარულის მატარებელნი და აგროვებდნენ სოყვარულს, მაგრამ სიმდიდრეზე უარს ამბობდნენ, შესაბამისად მათ არ ჰქონდათ მატერიალური სიმდიდრე. ოქროს და ფულს სასუფეველზე ვერ გადაცვლის ვერავინ, რადგან სასუფეველი იქაა სადაც სიყვარულია! დგევანდელი მილიონრებიდან ბევრი წინა ცხოვრებაში წმინდანი იყო და ფულზე უარს იძახდა. მათ დააგროვეს სიყვარული და ამ ცხოვრებაში(როდესაც უარს აღარ იძახიან – უამრავი ფული აქვთ). რა თქმა უნდა აქ მე არ ვგულისხმობ ყაჩაღობით, მოტყუებითა და ძარცვით ნაშოვნ ფულს. წმინდანები ასე არ იქცევიან! ადამიანთა უმრავლესობა დილიდან საღამომდე ზრუნავს ფულზე, საკვებზე, ჯანმრთელობაზე, ურთიერთობებზე და დრო აღარ რჩება სიყვარულისათვის – ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ისინი ვერ შოულობენ ფულს, არა აქვთ მრთელი ჯანი, მათი ურთიერთობები არსწორი და აგრესიულია. ეს იმიტომ ხდება რომ ადამიანები ერთმანეთს ვერ უკავშირებენ სიმდიდრეს და სიყვარულს, ჯან – მრთელობას და სიყვარულს, სწორ ურთიერთობებს და სიყვარულს. მე გეუბნებით რომ თუ უპირველეს ყოვლისა სიყვარულზე იზრუნებთ ყველაფერი გექნებათ – სიმდიდრე, ჯანმრთელობა, სწორი ურთიერთობები, სიცოცხლე და ა.შ. თქვენ მეუბნებით რომ იმიტომ არ უნდა ვაგროვოთ სიყვარული რომ სიმდიდრე გვქონდეს(სინამდვილეში კი ამბობთ, რომ თქვენ არა გაქვთ იმდენი სიმდიდრე რამდენიც გწადიათ, მაგრამ გაქვთ ბევრი სიყვარული(ანუ ეს ჩვეულებრივი სიამაყეა – არ გინდათ აღიაროთ რომ სიყვარულის ნაკლებობას განიცდით)). ფიქრობთ, რომ სიმდიდრე დისკრედიტირებს სიყვარულს. ღმერთი სიყვარულია, სიმდიდრეს ღმერთი გვაძლევს როდესაც ჩვენ სიყვარულის გზაზე ვდგევართ. უნდა გაიგოთ და დაიჯეროთ რომ ჩვენ ყველანი ღმერთის შვილები ვართ, მამას(ღმერთს) ჩვენ ძალიან უყვარვართ და ნებისმიერ ჩვენს სურვილსა კა "კაპრიზს" გვისრულებს, ოღონდ კი ვაღიაროთ საკუთარი თავი მის შვილებათ და გავყვეთ მამის(სიყვარულის) გზას!!! მამის, ღმერთის აღიარება სიყვარულით ხდება! შუძლებელია ღმერთის შვილს რაიმე უნდოდეს და ის ვერ მიიღოს. შეუძლებელია ღმერთის შვილი გაჭირვებული, დაავადებული იყოს როდესაც მას ჯანმრთელობა და სიმდიდრე სწყურია, შეუძლებელია ღმერთის შვილმა სიკვდილი ვერ დაამარცხოს – როდესაც მას სიცოცხლე უნდა. დადის თქვენამდე ის სიტყვები რასაც მე ვწერ, თუ უკვე იმაზე ფიქრობთ როგორ დაიცვათ საკუთარი სიამაყე და რა სიტყვებით მიპასიხოთ? ფული, ჯანმრთელობა, ურთიერთობები და სიცოცხლე საშუალებაა რათა გამოვხატოთ და გავავრცელოთ სიყვარული. რაც უფრო მეტი გვაქვს სიყვარული მით მეტი საშუალება გვეძლევა!
G.K
ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელება ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარულის პრაქტიკა კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |