სიდჰების სწავლება (პასუხი კითხვებზე)
კითხვა: – შესაძლებელია თუ არა სიკვდილისაგან თავის დაღწევა? სიდჰის პასუხი: – ადამიანის სხეული ვითარდება ინდივიდუალური უჯრედისაგან, რომელიც წარმოადგენს სხეულის მიკროსკოპულად პატარა ერთეულს. ზრდისა და მრავალჯერადი დაყოფის შედეგად ამ უჯრედის პაწაწინა ბირთვიდან ვითარდება ადამიანის მთელი სხეული, რომელიც უამრავი უჯრედისაგან შედგება. უჯრედთა სხადასხვა ჯგუფები ასრულებენ მხოლოდ მათთვის მახასიათებელ ფუნქციებს, მაგრამ მთლიანობაში ყველა მათგანი ინახავს იმ ინდივიდუალური უჯრედის თვისებებს, რომლისგანაც წარმოიქმნენ. ინდივიდუალურ უჯრედს შეიძლება უწოდოთ ცხოველური სიცოცხლის საწყისი ნაპერცკალი. მას გააჩნია მუდმივი ახალგაზრდობის თვისება. მაგრამ მაინც რას წარმოადგენენ კოლექტიური უჯრედები რომელთაც სხეულს უწოდებენ? კოლექტიური უჯრედები ვითარდებიან ინდივიდუალურიდან, ინარჩუნებენ რა მის ინდივიდუალურ თვისებებს, კერძოდ კი, სიცოცხლის ფარულ ცეცხლს, – სამუდამო ახალგაზრდობას. როგორც უკვე იცით, კოლექტიური უჯრედები, ანუ სხეული, იცავენ ინდივიდუალურ უჯრედს მიწიერი ცხოვრების მოკლე პერიოდის განმავლობაში. ადამიანი ბუნებრივად არ არის მიდრეკილი სიკვდილისა და სიბერისაკენ; იგი შეიძლება დაიღუპოს მხოლოდ უბედური შემთხვევის გამო. მის სხულში, ანუ მის კოლექტიურ უჯრედებში, არ მიმდინარეობს სიბერის პროცესები; არაფერს არ ძალუძს ინდივიდის პარალიზება. გამოდის რომ სიკვდილისაგან თავის დახსნა შესაძლებელია. დაავადება – ეს უპირველეს ყოვლისა უ–ჯანმრთელობაა, სიმშვიდის ანუ სანტის, სულის მხიარული ნეტარების დაკარგვაა, რომელიც ცნობიერების საშუალებით მთელ სხულში აისახება. თუ სხეულის ტონუსს სწორად დავიჭერთ, მაშინ სხეული ნებისმიერი ინფექციის, გრიპისა და ჭირის მოგერიებას შეძლებს. სიდჰებს არ ეშინიათ მიკრობების და არასოდეს არ ხდებიან ავად! დაიმახსოვრეთ: ახალგაზრდობა – ეს არის სიყვარულის ღვთიური თესლი, რომელის ჩათესილია ადამიანის ღვთიურ სხეულში. ახალგაზრდობა – ეს ღვთაებაა ადამიანის შიგნით; ახალგაზრდობა – ეს სულიერი ცხოვრებაა, ლამაზი ცხოვრება. სიცოცხლე და სიყვარული მხოლოდ სიცოცხლემ იცის და იგი უსასრულო სიცოცხლედ იწოდება. სიბერე არა–სულიერია, სასრული, მახინჯი, იგი არ არსებობს. სიმახინჯეს რომელსაც სიბერე ეწოდება იწვევენ შიშები, მწუხარება და ტანჯვა. სილამაზეს, რომელიც ახალგაზრდობად იწოდება, იწვევენ სიხარული, იდეალი და სიყვარული. თქვენ უნდა შეიძინოთ ახალშობილის ცნობიერება. მუდმივი ახალგაზრდობა – ჭეშმარიტი, ღთიური სიყვარულის გამოვლინებაა. უნდა ისწავლოთ ბავშური სიცილი. ღიმილი რომელიც გულიდან მოდის, – ეს სულიერი მოდუნებაა. ნამდვილი ღიმილი ჭეშმარიტად მშვენიერია, ეს მხატვრული ქმნილებაა "შინაგანი უკვდავი მმართველის". ქრისტეს ცნობიერების შეძენა, მისი რეალიზება, შესაძლებელია ჩენი საკუთარი ცნობიერებით ანუ აზრობრივი ქმედებით. აზროვნების პროცესში ჩვენ შეგვიძლია გარდავქმნად და განვავითაროდ არა მარტო ჩვენი სხეული, არამედ ჩვენი ცხოვრების პირობებიც. ვიძენთ რა ქრისტეს ცნობიერებას საკუთარ თავში, ჩვენ სამუდამოდ ვემშვიდობებით სიკვდილს და ყველა იმ ცვლილებას რომელიც მას უკავშირდება. ალბათ მიხვდით, რომ მე თქვენ სიდჰების სწავლებას გადმოგცემთ. ეს ყველაზე ძველი სწავლებაა; მისი სიძველე ათასწლეულებს ითვლის. ყველა სასწაულს(მათ შორის სხეულებრივი უკვდავების სასაწაულსაც), ახდენს არა გარე მოკვდავი პიროვნება. არსებობს სხვა, ჭეშმარიტი, ღრმა პიროვნება. თქვენ მას ღმერთს ეძახით. ეს შინაგანი ღმერთია, ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელიც ჩემით მოქმედებს. თავისთავად, მოკვდავ პიროვნებას არ შეუძლია სასწაულების მოხდენა. მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც მე მთლიანად ვთავისუფლდები გარეგანისაგან და ვაიძულებ ილაპარაკოს და იმოქმედოს შინაგანმა ჭეშმარიტმა "მე ვართ", როდესაც ვიწყებ დიადი ღვთიური სიყვარულის გამოსხივებას, – მხოლოდ მაშინ შემიძლია მოვახდინო ყველა სასწაული. თუ თქვენში მიედინება ღვთიური სიყვარული, არაფერს არ შეუძლია შეგაშინოთ ან მოგაყენოთ ზიანი.
კითხვა: – სად არის ღვთის სასუფეველი? სიდჰის პასუხი: – ღვთის სასუფეველი ეს ცნობიერების ნაკვეთია, რომელშიც შიშვლდება ყველა საიდუმლო. ადამიანები, რომელთაც მიაღწიეს ცნობიერების ამ მდგომარეობას, უკვე გავიდნენ სასრულის საზღვერებიდან, მაგრამ შეუძლიათ დაბრუნება, საუბარი და იმ ადანიანების დარიგება ვისაც შეუძლია გაგება. მათ შეუძლიათ მოგვევლინონ სხეულით იმიტომ, რომ იმდენად დახვეწეს საკუთარი სხეულები, რომ თან მიაქვთ ისინი სადაც მოისურვებენ. მათ შეუძლიათ დაბრუნდნენ მიწაზე, ინკარნაციული(გარდასხეულება) ჯაჭვის გვერდისავლით. ყველა ადამიანი გარდაცვალების შემდეგ გადადის ახალ სხეულში და ბრუნდება დედამიწაზე. ეს სხეული თავიდანვე სულიერია, სრული და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მის შენახვაზე. ადამიანები, რომლებიც ტოვებენ სხეულს და სულში ცოცხლობენ, ხვდებიან, რომ საჭიროა ისევ შეიძინონ სხეული, რათა სრულქმნან იგი.
კითხვა: – თქვენ მიაღწიეთ ღვთის სასუფეველს? სრულყავით საკუთარი სხეული? სიდჰის პასუხი: – მე მეხუთე თაობა ვარ. ჩემი ოჯახის თითოეულმა წევრმა შეძლო თავი დაეღწია სიკვდილისათვის. მათ საკუთარი სხეული თან წაიღეს, მაგრამ ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაბრუნება. ყველა ჩემ ნათესავს, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან, იმ სამყაროში გადასვლისას, თან მიჰქონდათ საკუთარი სხეულები. მათ იმდენად სრულყვეს საკუთარი სულიერი სხეული, რომ გააცნობიერეს სიცოცხლის და ღმერთის ღრმა სულიერი არსი და დაინახეს სიცოცხლე ისეთი როგორსაც მას ხედავს ღმერთი. შემდეგ მათ მიეცათ უფლება უმაღლეს ცოდნაზე, და, შეიძინეს რა ღვთის სასუფეველი, ეხლა მათ შეუძლიათ დაეხმარონ ყველა მსურველს. (ისინი არასოდეს ჩამოდიან ამ სასუფევლიდან, რადგან ყველას, ვინც მას აღწევს, აქ ჩამოსვლის ყველანაირი სურვილი უქრება). მათ იციან რომ სიცოცხლე მუდმივი პროგრესი და წინ მოძრაობაა; უკანდასაბრუნებელი გზა არაა, თუმცა არც არავინ მიილტვის დაბრუნებისაკენ. თითოეული ჩვენგანი მზადაა დახმარების ხელი გაუწოდოს ყველას, ვინც მიილტვის სინათლისაკენ. ცნობიერების ამ მდგომარეობის მიღწევისას, ჩვენ გვამოძრავებს ერთადერთი მიზანი – დავეხმაროთ ყველას, ვისაც ეს ჭირდება. ჩვენ ვესაუბრებით და ვმოძღვრავთ ადამიანებს, რომელთაც გაიფართოვეს ცონობიერება საკუთარი ძალებით ან სხვების დახმარებით. თქვენს სამუშაოს არავინ შეასრულებს თქვენს ნაცვლად, და რა თქმა უნდა, არავინ წაგიყვანთ თან სასუფეველში. თუ გადაწყვიტეთ საქმეს მოკიდოთ ხელი მაშინ – იმოქმედეთ. თქვენ მხოლოდ ასე შეძლებთ საკუთარ ძალებში თავისუფლებისა და თვითდარწუნების მოპოვებას. თუ ყველანი, იესოს მსგავსად, გააცნობიერებენ, რომ სხეული სულიერია და დაუშლელი, და დაიმკვიდრებენ საკუთარ თავში ამ ცნობიერებას, ჩვენ შევძლებთ ყველა თქვენგანთან საუბარს და გაუზიარებთ ჩვენ ცოდნას უამრავ ადამიანს. ჩვენ ვიცით რო თითოეულ თქვენგანს შეუძლია იგივეს მიღწევა, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, ანუ ყველა თქვენგანს შეუძლია ნებისმიერი ცხოვრებისეული ამოცანის დაძლევა; და ყოველივე, რაც ადრე გეჩვენებოდათ მიუღწევლად და იდუმალად, მალე ელემენტარული აღმოჩნდება. მე ვერ ვხედავ ვერანაირ სხვაობას ჩვენსა და თქვენს შორის. თქვენ რომ ქრისტეს ეძებდეთ თითოეულ ადამიანში, მიხვდებოდით, რომ ქრისტე, ანუ ღვთიური ხარისხი, ყველაფერს თან ახლავს(ყველაფერშია). ჩვენი სწავლება მხოლოდ მაშინ შეძლებს თქვენს შთაგონებას, როდესაც დაუკავშირდებით თქვენს ზედამხედველს(დამრიგებელს) და გააფართოვებთ საკუთარ ცნობიერებას იმდენად, რომ შძლებთ ჩვენს ხილვასა და ჩვენთან საუბარს. თუ ადამიანმა იცის, რომ არის რაღაც რისი ფლობაც მას შეუძლია, მაგრამ ჯერ ვერ ფლობს, მაშინ ის მიაღწევს მას. ასე ხდება წინსვლა. ღვთიური ცნობიერება შთააგონებს ამ იდეას ადამიანურ ცნობიერებას და ადამიანი იწყებს გაგებას, რომ წინ მას ყოველთვის ელოდება ახალი. კითხვა: – ღმერთის რომელ ატრიბუტს თვლით ყველაზე ძირითადად? სიდჰის პასუხი: – სიყვარული! ღმერთის სამოთხეში, ანუ ჩვენი სულის სიღრმეში, იზრდება სიცოცხლის ხე, და სიყვარული – ყველაზე ფასეული, ყველაზე ძვირფასი სრულყოფილი და ციცხალქმნილია მის ნაყოფთა შორის. ადამიანებმა, რომელთაც განჭვრიტეს სიყვარულის ჭეშმარიტი ბუნება, მას თვლიან უდიდესად, სამყაროში არსებულ სხვა ყველაფერთან შედარებით. სიყვარული ადამიანის გულის ნებისმიერ მოთხოვნას პასუხობს. ეს უდიდესი მკურნალი ძალაა. სიყვარულის ღვთიური პრინციპი უკუაგდებს ყველა დარდს, დაავადებას, ყველა უსიამოვნებასა და გასაჭირს. სიყვარული – ეს მუდმივი, უსასრულო, უცვლელი ღმერთია. სიყვარული ასრულებს თავის საკუთარ კანონს, თავისი სრულყოფილი სამუშაოს შედეგი გამოჰყავს და ხსნის ქრისტეს ადამიანის სულში. სიყვარული სულის სრულყოფილი ნაყოფია. თუ კაცობრიობას სურს იაროს ქრისტეს გზით, იგი უნდა დაიმუხტოს სიყვარულის ნაკადით, რომელიც დიადი ყველგანმყოფი სიცოცხლისაგან მოედინება. გიყვარდეს ნიშნავს – ღმერთის უკიდეგანო ოქროს საგანძურთგან მისასვლელი გზა გახსნა. თუ ჩვენ გვიყვარს, ჩვენ არ შეგვიძლია არ გავცეთ, ხოლო გაცემა – ნიშნავს მიღებას. ამაში მდგომარეობს სიყვარულის კანონი. კითხვა: კი მაგრამ რა უნდა გავცეთ თუ არაფერი გვაქვს? სიდჰის პასუხი: საქმეც ისაა, რომ სიყვარლის მდგომარეობაში ყოფნისას ადამიანი გასცემს თავისუფალ ენერგიას, ხოლო სამაგიეროდ იღებს იმას რაც ყველაზე ძალიან უნდა! ანუ რაც მეტია გაცემა მით მეტია შემოსავალი! ეს ეხება ფინანსებს, სწორ ურთიერთობებს, ჯანმრთელობას, ახალგაზრდობას, სიცოცხლის ხარისხსა და ხანგრძლივობას და ა.შ. ადამიანები უნდა მიეჩვიონ მიაღწიონ საწადელს სიყვარულის საშუალებით და არა სხვების ექსპლუატაციით, ყაჩაღობით, ტყუილით, გამოძალვითა და ძალადობით. ეს იმდენად მარტივია რომ არავის არ სჯერა! იყო შეგნებულ კავშირში ღმერთთან(სიყვარულთან) – ნიშნავს იბანაო სიუხვეში რომელიც არსოდეს გამოილევა! ღმერთის კანონი(სიყვარული) ყოველთვის იყო და დარჩება უცვლელი. თუ ჩვენ ვცხოვრობთ მასთან შეთანხმებულად ის ხდება ჩვენი ძირითადი ქვაკუთხედი, რომელზეც ჩვენ ვაშენებთ საკუთარ ჯანმრთელობას და ბედნიერებას, სიმშვიდეს და კეთილდღეობას, საკუთარ მიღწევებს და წარმატებებს. თუ ჩვენ მივყვებით ღმერთის კანონს, ჩვენ არაფერი ცუდი არ შეგვემთხვევა. ჩვენ არ გაგვიჭირდება არაფერი და არასოდეს დაავადდებით! ადამიანები ეჭიდებიან ხან ერთ ხან მეორე საგანს, იმედოვნებენ რა იპოვონ დაკმაყოფილება ან სიმშვიდე რაიმე შეზღუდული, ადამიანური სურვილების შესრულებისას. ისინი ეძებენ და იღებენ ერთი მეორის მიყოლებით, მაგრამ მუდმივად რჩებიან დაუკმაყოფილებელნი. ერთს არ ყოფნის სახლი და მიწა; მეორეს – სიმდიდრე; მესამეს – ცოდნა. ჩვენ გაგვეხსნა, რომ ადამიანი ფლობს ამ ყოველივეს საკუთარ თავში. ჩვენს უდიდეს ოსტატს იესოს უნდოდა, რომ ეს ყველას გაეგო. რვენ ძალიან გვიყვარს იესო. მან იმდენს მიაღწია, ის მშვენიერია, ის გამარჯვებულია! ჩვენ გვიყვარს ყველა ვინც მიაღწია ცნონიერების ამ მწვერვალებსა და სიმაღლეებს. ჩვენ გვიყვარს ისინი არამარტო მათი მიღწევებისათვის, არამედ იმისათვისაც რომ ისინი არიან. იესომ ყველა საკუთარი აზრი მიმართა საკუთარი არსების ცენტრალურ ნაწილზე ანუ ქრისტეზე. ქრისტე ანუ ცენტალური ნაპერწკალი, ანუ ღმერთი, რომელიც სუფევს თითოეულ ჩვენგანში, ანთებულ იქნა იესოში იმის დამამტკიცებლად, რომ სული მართავს მატერიალურ სხეულებს და ადამიანებს სისხლისა და ხორცისაგან. აი რატომ მოახდინა იესომ ამდენი დიადი ქმედება, დანარჩენში ის არაფრით არ განსხვავდება თქვენგან. ჩვენ ყველა ვფლობთ ზუსტად იგივე ძალას, როგორსაც ის. თქვენ ფიქრობთ რომ, ის იყო ღმერთის ერთადერთი შვილი, და ჩვენ – მხოლოდ ღმერთის მონები ვართ. ეს ასე არაა. იესომ მოახდინა ყველა თავისი ქმედება მხოლოდ იმიტომ, რომ გააღვივა საკუთარ თავში ღმერთის ნაპერწკალი, რომლითაც ღმერთმა დაასაჩუქრა ყველა არსება, და მუდმივად იმყოფებოდა ცნობიერ კავშირში თვითონ უფალთან, სიცოცხლის, სიყვარულისა და ძალის პირველსაწყისთან. იესო ისეთივე ადამიანი იყო როგორც თქვენ. ის იტანჯებოდა, მას ცდიდნენ და აცდუნებდნენ. თქვენც იტანჯებით ცდუნებათაგან. მას სჭირდებოდა სწავლა, თქვენც გჭირდებათ სწავლა, და თქვენ ეხლა სწავლობთ. ის მიდიოდა ცდისა და შეცდომების გზით, თქვენც ამ გზით მიდიხართ. მას უნდა გამოევლინა სიმამაცე, თქვენც უნდა გამოავლინოთ იგი და, მოიკრიბოთ მთელი ძალა და უთხრათ საკუთარ თავს: "მე მივაღწევ წარმატებას, იმიტომ რომ ვიცი: ჩემში ცხოვრობს ქრისტე". ჩვენ გვესმის, რომ იესო გახდა ის, რაც ის გახდა, მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით საკუთარ თავში, და რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია ამის მიღწევა. იესო – ჩვენი სრულყოფილი უფროსი ძმაა. იესოს შეეძლო თავი დაეღწია გოლგოთასაგან. რომ მოენდომებინა საკუთარი ძალის გამოყენება მტრები ხელს ვერ ახლებდნენ, მაგრამ მან იცოდა რომ შეუძლია სიკვდილის დამარცხება, და უნდოდა ეჩვენებინა მათთვის, ვინც უყვარდა, რომ მათაც შეუძლიათ იგივე; ამიტომ მან აირჩია გოლგოთა, რათა მათ დაენახათ, და რომ დაინახავდნენ – ერწმუნათ. კითხვა: – ბევრი უდიდესი მასწავლებელი თვლიდა რომ სურვილები უნდა დაითრგუნოს, რას იტყვით ამის შესახებ? სიდჰის პასუხი: – იესო ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ თუ თქვენ კმაყოფილნი ხართ, ესეიგი, თქვენ შეჩერდით მიღწეულზე. დაიღლება რა მიწაზე ფორთხვით, ადამიანი ეცდება აფრინდეს; და ის იწყებს კანონის(სიყვარულის) გამოვლინების ძევნას, რომელიც მას დღევანდელ შეზღუდულობებზე აამაღლებს. მიხვდება რა ამ კანონის არსს, ადამიანი იძენს უნარს გადაადგილდეს სადაც უნდა, მიუხედავად დროისა და სივრცისა. შეეცადო აისრულო სურვილი მარტომ, ღმერთის(სიყვარულის) დახმარების გარეშე, – ეს სიგიჟეა. ღმერთის ძალა და სუბსტანცია მასში შედის ვინც ყოველწამიერად სიყვარულის კონონით აღაგზნებს საკუთარ თავს. როდესაც სიყვარული მიედინება ცნობიერებაში, მას ეხმიანება მთელი ორგანიზმი; თითოეული მისი უჯრედი სიყვარულისაგან თრთის. სხეული გამოხატავს ჰარმონიას; სამშვინველი იწყებს ნათებას; გონება სხივოსნდება; აზრი ხდება მახვილი, მანათობელი, ცოცხალი და ზუსტი; სიტყვა ხდება პოზოტიური, სწორი და კონსტრუქციული; სხეული ახლდება, იწმინდება და ცოცხლდება; საქმეები წესრიგში მოდის, ხოლო ყველა საგანი იღებს საჭირო მდგომარეობას. ცხოვრებისა და სიცოცხლის ყველა სხვა გზა გარდა სიყვრულისა, ძნალია და არაბუნებრივი! კითხვა: – რა უნდა ქნას ჩვეულებრივმა ადამიანმა იმისათვის რომ შეძლოს თქვენთან საუბარი? სიდჰის პასუხი: – იმისათვის რომ თქვენ შეძლოთ ჩვენთან საუბარი, თქვენ უნდა აამაღლოთ საკუთარი ცნობიერება(შეცნობის უნარი) ქრისტეს ცნობიერებამდე. როდესაც თქვენ მზადა ხართ აღიქვათ ჩვენი დარიგებები, ჩვენ, თქვენ მოგევლინებით ინტუუციის სახით ან საკუთარი ფიზიკური სხეულით. კითხვა: – რაში შეიძლება სიყვარულის სუბსტანციის გამოყენება? სიდჰის პასუხი: – ეს ძალა(სუბსტანცია) მუდმივად თქვენს ხელთაა. მოხმარების სიმარტივით ის აღემატება ელექტოობას და ორთქლს. როდესაც ადამიანი ისწავლის მის გამოყენებას, იგი მიხვდება, რომ ყველა სხვა სახის ენერგია და გადაადგილების საშუალება – მხოლოდ სუროგატებია, მისი სასრული გონების მიერ მოგონილი. ადამიანი, დაჯილდოვებულია რა თავისუფალი არჩევანით, ჩვეულებრივ ირჩევს ყველაზე ძნელ გზას; იგი არ ცნობს ღმერთის შვილობის საკუთარ უფლებებს და არ სარგებლობს ღმერთის ქონებით. მაგრამ ბოლოსდაბოლოს მიდის დასკვნამდე, რომ უნდა არსებობდეს და აუცილებლად არსებობს უკეთესი გზა. საბოლოოდ ის რწმუნდება, რომ არის ერთი გზა – ღმერთის(სიყვარულის). სწორედ აქ ის საკუთარი გამოცდილებით იგებს, რომ – ღმერთს სიცოცხლე, სიუხვე და თავისუფლება მოაქვს! კითხვა: – თუ ფლობთ რაიმე ძველ ჩანაწერებს? სიდჰის პასუხი: – რა თქმა უნდა ჩვენ გაგვაჩნია ყველაზე ფასეული ხელნაწერების საცავი. ამ დოკუმენტთასგან ზოგიერთი იმ დროისაა, როდესაც ადამიანი პირველად გამოჩნდა დედამიწაზე. ისინი ნააკალებმა, ანუ წმინდა ძმებმა შეადგინეს, ჯერ კიდევ ადამიანის სამშობლოში. წმინდა ძმები ბირმიდან მოვიდნენ და ნაგების მასწავლებლები იყვნენ. მანუსკრიპტები ამტკიცებენ, რომ ამ ადამიანების წინაპრები სურია სიდდხანტას(უძველესი ვედა) ავტორები იყვნენ. სურია სიდდხანტა – უძველესი ნაშრომია ასტრონომიის შესახებ. ის 25000 წლის წინაა დაწერილი; უძველესი ვედები დაწერილია 45 000 წლის წინათ. ეს მანუსკრიპტები ატლანტების მანუსკრიპტების კოპიოებია. კითხვა: - ქრისტიანულ დოქტრინაზე რას იტყვით? სიდჰის პასუხი: – ქრიტიანული დოქტრინის შემქმნელებმა ყურადღება გადაატანინეს იესოს მიმდევრებს ღვთიური ძალის(სიყვარულის) პრაქტიკული გამოყენებიდან და შესწავლიდან, სხვა უფრო არამნიშვნელოვან დეტალებზე! მათ შეცვალეს მისი სწავლება მოციქულების უფრო გვიანი განმარტება ინტერპრეტირებებით. მათ ვერ გააცნობიერეს, რომ კანონი, რომელზეც დგას ეს სწავლება – ზუსტი მეცნიერებაა, რომლის დაუფლება თითოეულ ჩვენგანს შეუძლია და რომელსაც ჩვენ შევიცნობთ საკუთარი გამოცდილებით. დასავლეთის მცხოვრებთა უმეტესობა ეთაყვანება იესოს, როგორც კერპს, და ამაშია მათი მთავარი შეცდომა. კერპს კი არ უნდა ვცეთ თაყანი არამედ იდეალს; არ უნდა შევიქმნათ კერპი; იესო – რეალური, ცოცხალი ადამიანია, ის ეხლაც ჯერ კიდევ ცხოვრობს ისევ იმ სხეულში, რომლითაც ჯვართ აცვეს. ის ცოცხალია და თქვენთან საუბარიც კი შეუძლია. ადამიანთა უმრავლესობა უშვებს უდიდეს შეცდომას, რადგან თვლის, რომ იესოს ცხოვრება დამთავრდა ტანჯვითა და წამებით ჯვარზე, და სრულიად ივიწყებს იმას, რომ მისი ცხოვრების უმეტესი წილი მოდის აღდგომის შემდგომ დროზე. დღეს როგორც არასდროს მას შეუძლია ასწავლოს და განკურნოს. თქვენ გიხსნიან: რომ იესო იმყოფება რაღაც ადგილას რომელსაც "ზეცა" ეწოდება, სადაც ხვდებიან სიკვდილის შემდეგ. მაგრამ არის კი ეს ჭეშმარიტება? თუ კარგად დააკვირდებით შეამჩნევთ მის სხეულზე ძველ ნაიარებს რომლებიც უკვე დიდი ხანია შეხორცდა! ადამიანები "გაავსეს" ცრუ რწმენებითა და სწავლებებით, ამიტომ მათ არ სურთ იესოს ცოცხლად ხილვა, რადგან ამ შემთხვევაში მთელი მათი მსოფლმხედველობა დაინგრევა და დაიშლება. კითხვა: - და მაინც როგორ ახსნით ზეადამიანთა ასეთ ძლევამოსილებას? სიდჰის პასუხი: – პირობითად ადამიანი შეიძლება შევადაროთ წყლის წვეთს, ხოლო ღმერთი ოკეანეს. თავისთავად წყლის წვეთი – არაფერია, მაგრამ ოკეანესთან ერთობაში ის იზიარებს მის ძალაუფლებას. ოკეანის მიერ წარმოქმნილ ტალღას ზურგს უმაგრებს წყლის წარმოუდგენელი მასა. წვეთის დაკარგვა არანაირად არ აისახება ოკეანის ძლევამოსილებაზე, მაგრამ თითონ წვეთისათვის სხვაობა გრანდიოზული იქნება. ერთობა მიიღწევა სიყვარულით. არც მიწაზე და არც ცაზე არ არსებობს უფრო დიდი ძალა, ვიდრე სუფთა სიყვარული. ვისაც არ გააჩნია ცოდნა სიყვარულის შესახებ მან არაფერი არ იცის და ვერც სიდჰი ვერ გახდება ვერასოდეს! დაიმახსოვრეთ – ნებისმიერი გრძნობა მკვდარია თუ ის არ ამაღლდა სიყვარულამდე. განა სხეულს შეუძლია უკვდავება თუ იგი მკვდარ გრძობებს განიცდის. ასეთი ამაღლებით მიიღწევა ოსტატობა!
ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელება ა ღ დ გ ო მ ა ღვთის სასუფეველირ რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარული პლუტონი შემდეგი ნაბიჯი კანონი კანონის შესახებ სტალკერი მამოძრავებელი ძალა კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული
![]() ![]() |
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |