ყველა უფლება დაცულია
შთანთქმა თუ გაცემა!(ამონარიდი ჩემი წიგნიდან "შეხვედრები წმინდანებთან")"თუ ადამინები ისწავლიან გასცენ სიხარულით, იქნება ეს სიყვარული, ფული, მსახურება თუ რაც არ უნდა იყოს, ისინი გახსნიანს კარს ისეთი განუზომელი სიუხვისაკენ, რომ მათ აღარ დარჩებათ არავითარი სურვილი გარე გამოვლინებაში." მეუფე სენ-ჟერმენი ნებისმიერი ადამინი ან შთანთქვს და ამყარებს ენერგიას, ეცემა! - ან გამოასხივებს ენერგიას და ფაქიზდება, მაღლდება. შთანთქმა ჩანს როგორც სიბნელე, სიმყარე, სიმძიმე, ხოლო გაცემა როგორც ნათება, სიმსუბუქე, სიფაქიზე. ადამინთა აურის ფერები მუდამ იცვლება, ხან ბნელდება ხან ნათდება. მაგრამ გარდა ცვალებადი ნათებისა, აურას გააჩნია მუდმივი ფერების მასივებიც. ამ მასივებს დიდი ინერცია აქვთ, მათი ნათების შეცვლას დიდი დრო ჭირდება. ადამიანი გამუდმებით ასხივებს ან შთანთქავვს ენერგიას, მაგრამ ყველა ჩენგანი საერთო ჯამში ან გამომსხვივებელია ან მშთანთქმელი. ენერგია ჩვენი ღვთიური "მე" დან მოედინება ყოველწამიერად და როდესაც ის პიროვნულ დონეზე ჩამოდის, პიროვნება წყვეტს როგორ მოექცეს ღვთიურ ენერგიას, უფრო ხშირად ის აგდებს ღვთიური ენერგიის ხარისხს, მის აქტიურობას, სისუფთავეს, ანუ მოკაშკაშე სინათლეს გარდაქმნის უფრო ბნელ "მასად". ასე წარმოიქმნენ შავები და თეთრები. როდესაც ვაკვირდები მძიმე ავადმყოფებს ჩანს რომ ყველა მათგანი მშთანთქმელია! როგორც წესი ამ ადამიანებს რთული ცხოვრება აქვთ გამოვლილი, ბევრი პრეტენზია, უკმაყოფილება, ჯავრი და ბოღმა დაუგროვდათ. ისინი ძალზედ ხშირად უბრუნდებიან საკუთარი განვლილი ცხოვრების მიმოხილვას, იმ ადამიანების განსჯას რომლებიც მათ ცუდად მოექცნენ, ნაწყენი არიან ცხოვრებაზე, ღმერთზე, ახლობლებზე და ა.შ. ანუ ყოველწამიერად უმაღლესი "მე" დან მომავალ სუფთა ღვთიურ ენერგიას ისინი გარდაქმნიან ჯავრად, უკმაყოფილებად, წყენად, განკითხვად და ა.შ. ასეთ ადამიანს რომ ვაკვირდები, თითქოს ერთი დიდი შავი ხვრელია, სადაც ჩადის ენერგია და უკვალოდ იკარგება. ესეთი ადამიანები შთანთქავენ გრშემო მყოფთა ენერგიას, იწოვენ მას. ნებისმიერი ადამიანი ქვეცნობიერად გრძნობს ვისთანა აქვს საქმე, მშანთქმელთან თუ დონორთან. როგორც წესი ადამიანები არ ეკარებიან მშთანთქმელებს, ცდილობენ დიდი ხნით არ გაჩერდნენ მათთან ახლოს, არ უყვართ ისინი, აგრესიულადაც კი იქცევიან მათ მიმართ ყოველგვარი გარეგანი მიზეზის გარეშე. ასეთი აგრესიული ქცევისათვის შინაგანი მიზეზი არსებობს და მას - წართმეული ენერგია ეწოდება. ენერგია ზედმეტი არავის აქვს. თითქმის ყველა არსება განიცდის ენერგეტიკულ კრიზისს. ენერგიის წართმევა, აღება შთანთქმა არ შეიძლება!!! ეს წარმოქმნის კარმას, უმიზეზო აგრესიას და ა.შ. ხშირად, ვისაც შინაგანად ენერგიას ართმევენ, გარეგნულად მოძალადედ ჩანს, რადგან ის უმიზეზოდ ესხმის თავს იმ დამიანს ვინც მას ენერგიას ართმევს. ისეც ხდება რომ მშთანთქმელი ადამიანები ხშირად გარეგნულად კარგად იქცევიან, წესიერად ცხოვრობენ, იღიმებიან კიდეც ხშირად, მაგრამ გულში ბევრი დაძაბულობა და უკმაყოფილება უგროვდებათ. შედეგად ისინი ან ადრე კვდებიან დაავადებებისაგან, ან ხშირი უმიზეზო სიტყვიერი ან ფიზიკური აგრესიის მსხვერპლი ხდებიან. ნებისმიერი აგრესია, უკმაყოფილება, ჯავრი, ნერვიულობა, დეპრესია, განსჯა, განკითხვა იწვევს ჩაბნელებას, შავი ხვრელის ეფექტს. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ხდება ენერგიის მშანთქმელი. ვიზეც არ უნდა იფიქროს ადამიანმა ცუდათ, უკმაყოფილოდ, გნკითხვით - ყველა მათგანს ის ართმევს ენერგიას. ნებისმიერი ადამიანი ქვეცნობიერად, წამიერად ხვდება ვინ დგას მის წინაშე - მშანთქმელი თუ დონორი. მშთანთქმელებს როგორც წესი უარს ეუბნებიან სამსახურში მიღებაზე, სხვადასხვა თხოვნებზე, ერთობლივ საქმიანობაზე, მათ გვერდით გაჩერება არავის უნდა, მათ არ უმართლებთ, ბედი არ სწყალობთ, ფინანსრად უჭირთ, ჯანმრთელობა ღალატობთ, ურთიერთობები ეშლებათ და ა.შ. მთვრალი და ფხიზელი ადამიანებიც კი ხშირად უმიზეზოდ თავს ესხმიან მშთანთქმელებს, შეურაწყოფას აყენებენ მათ. თუ ადამიანს არ უყვარს მთვრალი და განსჯის, განიკითხავს მთვრალებსა და სიმთვრალეს მაშინ ასეთი რამ ხშირად შეიძლება დაემართოს, თანაც სულ უფრო ხშირად ჩავარდება მთვრალი ადამიანის კომპანიაში. ესეიგი ნებისმიერი ჩვენგანი საკუთარი შინაგანი აზრობრივ გრძნობითი მდგომარეობიდან გამომდინარე ხან მშთანქმელია, ხან დონორი. დონორებს ყოველთვის უმართლებთ. მათ ბედი სწყალობთ. ხელი ემართებად. ფინანსები არ აკლიათ. ყველა "დამთხვევა" მათ სასარგებლოდ ხდება. ავად იშვიათად ხდებიან. ურთიერთობებში უმართლებთ და ა.შ. დონორი ადამიანი გულში წყენას არ იდებს, ის ბავშვივითაა, თუ ვინმემ აწყენინა მეორე წუთში აღარ ახსოვს. კარგ ხასიათეა ხშირად, უმიზეზოდ უხარია, კარგად ფიქრობს ადამიანებზე, უყვარს ისინი უმიზეზოდ. მის თავში ხშირად კარგი აზები ტრიალებენ, სიყვარული არ ტოვებს მათ გულს. ასეთი ადამიანია აურა ნათელია. ვისაც ხედვა შეუძლია ის ხედავს რომ დონორი ადამიანი გამუდმებით გასცემს ენერგიას. ყოველთვის როდესაც ის ვინმეზე სიყვარულით ფიქრობს, კარგს ფიქრობს, ამ ადამიანისაკენ მიემართება არაორიენტირებული, სუფთა, თავისუფალი ენერგიის წილი რომელის გამოყენებაც ნებისმიერ რამეში შეუძლია ადრესატს საკუთარი შეხედულებისამებრ. ადრესატი ამას ცნობიერად ვერ ხედავს და ხვდება, მაგრამ ქვეცნობიერად ის ძალზედ მადლიერია დონორის და ფიზიკურად შეხვედრის დროსაც კი რატომღაც კარგად ექცევა დონორს(თუმცა თვითონ შეიძლება ბნელი იყოს და აგრესიული). სამყაროში ბალანსი არასოდეს ირღვევა. თუ ადამინი მშთანთქმელია მაშინ შთანთქმული ენერგიის სანაცვლოდ მას უმცირდება ფინანსები, ჯანმრთელობა, ურთიერთობები, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ა.შ. დონორი ადამიანს გაცემული ენერგიის სანაცვლოდ ეზრდება ფინანსები, ჯანმრთელობა, ურთიერთობები, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ა.შ. ენერგიის გაცემა ხდება სიყვარულით! ხოლო შთანთქმა უკმაყოფილებით, განკითხვით - უსიყვარულობით! პრობლემები რომლებიც ასე უხვად აქვთ ადამინებს ფინანსებში, ჯანმრთელობაში, ურთიერთობებში, სიცოცხლის ხარისხში და ხანგრძლივობაში სწორედ შთანთქმის და ჩაბნელების შედეგია. შთანქმის მდგომარეობა ვლინდება გარეგნულ ქმედებებშიც, ასეთ ადამინებს არ უყვართ ფულის გაცემა, მატერიალურად დახმარება, მათ უჭირთ რაიმეს გაღება თუ სარგებელს არ მოელიან. ისინი ფიქრობენ რომ არ გაცემით შეძლებენ დაგროვებას, მაგრამ ასეთ რეჟმში ცხოვრების დროს ხშირად ხდება მოულოდნელი რამეები და ისინი იძულებული არიან გასცენ, დაკარგონ. სიყვარულის პრაქტიკა სუფთა ენერგიის გაცემის პრაქტიკაა - რომელიც ბნელს ანათებს, მტაცებელს დონორად აქცევს, გაჭირვებულს ამდიდრდებს, ავადმყოფს აღადგენს და კარგადმყოფად ხდის, ურთიერთობები სწორდება და იზრდება, სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, ბედი უკეთესი ხდება, სიცოცხლის ხარისხი ბევრად უმჯობესდება და ა.შ. ასევე ფიზიკურ დონორად აქცევს ადამინს სიყვარულის გავრცელებბაში შეტანილი პერიოდული წვლილი. ნაწილობრივ სწორედ ამიტომაც შეიქმნა ეს ანგარიში. შინაგანად და გარეგნულად ადამიანებმა უნდა ისწავლონ გაცემა!!!
G.K.
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
|
2010 © |