შეხვედრები
როგორც უკვე მოგეხსენებათ ახლოვდება დრო სიყვარულის გავრცელების საქმეში შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად. ეს ნაბიჯი წარმოადგენს - შეხვედრებს დაინტერესებულ ადამიანებთან. ამ შეხვედრების მიზანია ადამიანებს გადაეცეთ ინფორმაცია სიყვარულის პრაქტიკულობის შესახებ. სწავლება სიყვარულის შესახებ არ ერევა არც რელიგიურ და არც პოლიტოკურ ცხოვრებაში, იგი მხოლოდ ამახვილებს ყურადრებას სიყვარულის პრაქტიკულ ასპექტებზე. ყველას თავისი გზა აქვს, შეხედულებები, გამოცდილება, მისწრაფერბა, ეს შეხვედრები მათთვისაა ვინც თვლის, რომ სიყვარულის სწავლებაში არის რაღაც ისეთი, რაც გამოადგება უფრო მეტი ჰარმონიისა და სრულყოფის მიღწევაში და ამიტომ ცდილობს ჩაუღრმავდეს მას. შეხვედრები სავარაუდოთ რომელიმე დარბაზში წარიმართება, კითხვა პასუხის რეჟიმში. სცენაზე იდგება ორი სკამი. კითხვის მქონე ადამიანი ამობრძანდება სცენაზე და დასვავს სიყყვარულის პრაქტიკის გარშემო მისთვის საინტერესო კითხვას. შემდეგ მეორე ამობრძანდება, მესამე და ა.შ. ეს მანამდე გაგრძელდება სანამ ან კითხვვების მქონე ადამიანების რიცხვი არ ამოიწურება ან ამ საქმიანობისათვის გამოყოფილი დრო არ დასრულდება. რა თქმა უნდა შევეცდები ყველას უპასუხო. შეხვედრები წარიმართება კეთილი ნების(სიყვარულის საწყისი სტადია) ფონზე, ანუ არავითარი დაწესებული გადასახადი არ იქნება, მხოლოდ გასასვლელთან იდგება შესაწირი ყუთები და სურვილის შესაბამისად შესაძლებლობა გექნებათ სიყვარულის გავრცელების საქმეს შესწიროთ ნებისმიერი თანხა, ან არ შესწიროთ, თუ ასეთი სურვილი არ გექნებათ. ეს სრული თავისუფლება და ურთიერთობის სწორი ფორმაა. მე არავითარ ვალდებულებაში არ ვიგდებ თავს თქვენს წინაშე და ამიტომ ნებისმიერ დროს შემიძლია ავდგე და წავიდე თუ ამას მიკარნახებენ გრძნობები, ისევე როგორც ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია დაუყოვნებლივ დატოვოს დარბაზი. როგორც უკვე აგიხსენით თავში - "სიყვარულის გავრცელება" , ამ ყველაფერს კიდევ ერთი დანიშნულება აქვს: - ადამიანებმა უნდა ისწავლონ გაცემა - სულიერების დაფინანსება, რათა იგი გაძლიერდეს და განვითარდეს. ურთიერთობის ეს ფორმა უნდა გავრცელდეს და დაინერგოს როგორც ერთერთი ყველაზე სრული სახე. შეწირული თანხა მოხმარდება დარბაზის ქირის გადასახადებსა და სახვა საჭირობებს რათა სიყვარულის შესახებ ცოდნა მივიდეს ადამიანებამდე! მე ურთიერთობა მაქვს სხადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ხალხთან, დღემდე ძირითადათ მხოლოდ ზოგიერთი მათგანის შემოწირულობის გამოისობით არსებობს ეს საიტი და მე მაქვს თავისუფალი დრო რათა მასზე ვიზრუნო. ქართველებმა ისევე როგორც ყველა სხვა ნაციამ უნდა ისწავლოს სულიერების დაფინანსება რათა ეს "დარგი" განვითარდეს და გაძლიერდეს, როგორც სიყვარულის გავრცელებისა და გამოხატვის კიდევ ერთი ინსტრუმენტი. როგორც წესი ადამიანები თვლიან, რომ ძალზედ ბევრი იციან და სასწავლი უკვე აღარაფერია, რომ თვითონ შეუძლიათ იქით ასწავლონ ნებისმიერს. ეს მხოლოდ ეგოს გამოვლინებაა, წიგნიერი ცოდნით აღჭურვილი ეგოიზმი და სიამაყე. ამ კუთხით ყველაზე ცუდი მდგომარეობა საქართველოშია. სხვა ნაციები უფრო თავმდაბლობით გამოირჩევიან(ყოველშემთხვევაში ასეთ სურათს ვაწყდები ყოველთვის საზრვარგარეთ ჩატარებულ სემინარებსა და შეხვედრებზე), იქ ძალზედ იშვიათია სურათი როდესაც ვინმე წამოხტება დარბაზიდან და გაბრაზებული იწყებს საკუთარი თვალთახედვის დაცვასა და სხვებზე თავმოხვევას, ან შედის გაუთავებელ კამათში წამყვანთან ან სხვა ადამიანებთან. მე მინახია როგორ ტოვებენ სავსე დარბაზს ჩუმად, რამოდენიმე ადამიანი, ვისაც არ მოსწონს ან ვინც არ იზიარებს ზოგიერთ იქ გაჟღერებულ მოსაზრებას, მაგრამ ისინი ძალზედ იშვიათად ყვირიან ადგილებიდან და შედიან კონფლიქტში. აი სწორედ ამიტომ ვეძახი მე მათ "რბილ" ხალხს! სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყვი ჩვენ საზოგადოებაზე და მითუმეტეს ეზოთერულ საზოგადოებზე. სწორედ ესაა კიდევ ერთი ფაქტორი რომელიც განსაზღვრავს - თუ რამდენად მზადაა ხალხი სულიერი განათლების მისაღებად. როგორც წესი საზღვარგარეთ ასეთ შეხვედრებზე თითქმის მთელი დარბაზები ივსება(დიდია ინტერესი). საქართველოში ჯერჯერობით საწინააღმდეგო სურათს ვაწყდებით. თუ არ არის მოთხოვნა - მიწოდება ვერ იარსებებს! ასე რომ ვნახოთ რა სურათს ვიხილავთ ამჯერათ..... უფრო დაწვრილებით, ინფორმაციას, დროსა და ადგილის შესახებ დამატებით შეგატყობინებთ ............... სადღეისოდ შეხვედრები ჩატარებულია სტამბულში და ოდესაში, იგეგმება კიევში. თუ ვიმეს აქვს სურვილი ფართი გამოყოს ან შემოწირულობის სახით გადასცეს რაჯა იოგას სკოლას, სიამოვნებით მივიღებთ ასეთ დახმარებას.
G.K.
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |