ყველა უფლება დაცულია
შეპყრობილობა - მიზეზი - კავშირებიფრანცისკო კანდიდო ხავიერი ამონარიდი
რამოდენიმე წუთის შემდეგ, მისი(სულიერი ინსტრუქტორი) თანხლებით, მე აღმოვჩნდი დიდ საავადმღოფოში, სადაც ჩვენ ვიდექით განსაკუთრებული ავადმყოფის წინ, რომელიც უნდა გაგვეკურნა. დატანჯული და ფერმკრთალი, ის შეერთებული იყო ჩვენი პლანის საცოდავ არსებასთან(შემპყრობელი), დამცირებისა და ტანჯვის მდგომარეობაში. გაუნძრეველი, მაგრამ ავადმყოფი გამოხატავდა ძლიერ ნერვულ დაძაბულობას, ვერ ამჩნევდა რა თავისი ფიზიკური თვალებით საშინელი შესახედაობის თანამგზავს. ისინი, თითქოს, განუყოფლად იყვნენ დაკავშირებულნი ერთმანეთთან, უამრავი ძალზედ ფაქიზი ძაფებით, რომლებიც ურთიერთ გადაბლანდული იყვნენ, დაწყებული მკერდის არედან და თავის ჩათვლით, გავდნენ რა ორ ტუსაღს, ერთ ფლუიდურ გალიაში. ნათელი იყო, რომ ერთის აზრები ცხოვრობდნენ მეორის ტვინში. ტანჯვებსა და გრძნობებს, როგორც ჩანს ერთმანეთს გადასცემდნენ მათემატიკური სიზუსტით... დაშოკილი ვადევნებდი თვალს მათი მენტალური ვიბრაციების საერთო ნაკადს. მე მინდოდა ამ ფენომენის კომენტირება, მაგრამ კალდერარო(ინსტრუქტორი), მიხვდა რა ჩემს განზრახვას მირჩია: - დაათვალიერე ჩვენი განსხეულებული ძმის ტვინი. მე ვკონცენტრირდი ამ დელიკატური აპარატის დაკვირვებაზე, გადავაწყე რა ჩემი ვიზუალური შესაძლებლობები შინაგან ანალიზზე. ... განცვიფრებულმა, მე პირველად აღვნიშნე, რომ ნათება, რომელიც ტვინიდან მოდიოდა იყო სხვადასხვა ბუნების... მე აღმოვაჩინე, რომ შუბლის არე იყოფოდა სინათლის იმპულსებით სამ მკვეთრ ნაწილად. შუბლის არის წილში ფაქტიურად ოქროსფერი ნათება იყო. დაწყებული თავის ტვინიდან და დამთავრებული ზურგის ტვინით, სინათლე იკლებდა. ... მე უკვე დავათვალიერე თავის ტვინი როდესაც ინსტრუქტორმა მირჩია: - შენ დაათვალიერე კომპანიონის ტვინი, რომელიც მიბმულია მყარ სხეულზე; ეხლა კი დაათვალიერე იგივე ორგანო უსხეულო მეგობრისა რომელიც პირდაპირ მოქმედებს მასზე. არსება, რომელიც ვერ აცნობიერებდა ჩვენს იქ ყოფნას, საკუთარი უხეში ვიბრაციების გამო, რომელშიც ის იმყოფებოდა, მთელ ყურადღებას უთმობდა ავადმყოფს, როგორც ბუ საკუთარ მსხვერპლს... ................. მასწავლებელმა მრავალმნიშვნელოვანი ჟესტი გააკეთა და განაგრძო: დაახლოებით ოცი წლის წინ, ამ მეგობარმა მოკლა ფიზიკური სხეული თავისი ეხლანდელი მწვალებლისა.... ისინი ერთად მუშაობდნენ ერთ დიდ ქალაქში, რკინის ნაკეთობაღა ქარხანაში. მკველი მუშაობდა მსხვერპლის დაქვემდებარებაში ბავშობიდან მოყოლებული, და მიაღწია რა სრულწლოვანებას მოითხოვა პატრონისაგან, რომელიც მისი ზედამხედველი იყო მთელი ამ დროის მანძილზე, ჰონორარი მთელი ამ დროის მანძილზე მუშაობის გამო. პატრონმა კატეგორიული უარით უპასუხა, მოიმიზეზა რა ის დაღლილობა, რომელიც მას ჭირდა უვლიდა რა ქვეშემრდომს მთელი ამ დროის მანძილზე... ნაცვლად ამისა პატრონმა შესთავაზა საუკეთესო ადგილი საქმიან რაიონში, სოლიდური პროცენტით, მაგრამ არცერთ კაპიკს არ გადაიხდიდა წარსულის სანაცვლოდ..... დაიწყო კამათი, შეურაწყოფები, აგრესიის ვიბრაციებმა აანთეს ახალგაზრდა კაცის ტვინი, რომელმაც გაცხარების აფეთქებისას მოკლა ის. მაგრამ სანამ გაიქცეოდა, ის მივიდა სეიფთან, გააღო, აიღო ფულის გარკვეული რაოდენობა და მიიმალა... ყველაფერი ისე გააკეთა რომ პოლიციამ ვერ შეძლო ამ დანაშაულის გახსნა........ მან შეძლო ადამიანების მოტყუება, მაგრამ ვერ შეძლო საკუთარი თავის მოტყუება. მოახდინა რა საკუთარი აზრების კონცენტრირება შურისძიებაზე, გარდაცვლილმა არსებამ(პატრონი) დაიწყო მისი შეუპოვარი დევნა. ის მიეწება მის ფიზიკურ სხეულს.... მკვლელი ყველაფერს აკეთებდა რათა მცირედით მაინც შეემსუბუქებინა მუდმივი თავდასხმები შემპყრობელისაგან(პატრონი).... მან ჩადო ფული მატერიალურ საქმიანობაში, სურდა რა თავდავიწყება, თავით გადაეშვა ასეთ საქმიანობაში და ფულიც იშოვა, ტიტულოვანი ბანკირი გახდა, მაგრამ დაინახა რა, რომ დიდი ფინანსისტის ცხოვრება ვერ ამშვიდებდა ვერც მის შეშფოთებას და ვერც გაუსაძლის ტანჯვას, მან იქორწინა, რადგან აღარ სწამდა რომ თავად შეეძლო საკუთარი შინაგანი ემოციების დამშვიდება. მან იქორწინა სულერად სუფთა ახალგაზრდა ქალიშვილზე და გაუჩნდა 5 შვილი. რჩეული მეუღლის სულიერ კლიმატში, მან შეძლო რაღაც დოზით კვლავ აღედგინა წონასწორობა, თუმცა მისი მსხვერპლი არ უშვებდა მას არცერთი დღით. ამიტომ მალე ყველაფერი ისევ დაბუნდა.... თხრობის ამ მომენტში კალდერარომ შეწყვიტა საუბარი. ის შეეხო თავის ტვინის ქერქის ზონას და განაგრძო: - დამნაშავე გონი, გარშემორტყმული მსხვერპლის მუდმივი თანდასწრებით, რომელიც მის მეხსიერებას აშფოთებდა, ბოლოსდაბოლოს დაფიქსირდა ტვინის შუა რაიონში, იმიტომ რომ ტკივილი სინდისის ქეჯნისაგან არ აძლევდა მას საშუალებას ადვილად მიწვდომოდა უმაღლეს სფეროებს სულიერი სხეულისა, სადაც ყველაზე ღირსეული პრინციპები ქმნიან ღმერთის ცნობიერების გამოვლენის საკურთხეველს... ცხოვრობდა რა მენტალურად, პრაქტიკულად მუდმივად, შუა ზონაში, მას შეეძლო ეგრძნო ცოტაოდენი სიმშვიდე მხოლოდ მოქმედებისას, მუშაობისას, ნებისმიერი საქმისას თუნდაც ეს ქაოტური საქმიანობა ყოფილიყო. შედეგად ის წვებოდა დასაძინებლად სრულიად გამოფიტული ფიზიკური დაღლილობისაგან, დგებოდა რა მეორე დილას დათრგუნულ მდგომარეობაში და დაღლილი გამუდმებული ორთაბრძოლისაგან თავის უხილავ მდევრთან ძილის დროს. ამის შედეგად მან გამოიწვია შეუთანხმებლობა, დისონანსი საკუთარ სპირიტუალურ სხეულში, რომელიც განევრცო მის მამოძრავებელ სისტემაზე, შეიტანა რა ორგანიზმში ქაოსი. ...... მე ვეღარ შევიკავე თავი და კითხვები დაუსვი ინსტრუქტორს: - რატომ არ ეხმარება ის პაციენტს გასხივოსნებული სიტყვებით? ავადმყოფი მე მომეჩვენა ძალზედ დათრგუნულად, მაშინ როდესაც მისი მდევარი უკვე აგრესიულად გაიმართა. რატომ არ უნდა შევაჩეროთ უხეში ხელი რომელიც, ემუქრება ამ უბედურს? უფრო სამართლიანი არ იქნებოდა ხელი შეგვეშალა შემპყრობელისათვის? ინსტრუქტორმა მშვიდად მომისმინა და მიპასუხა: - ჩვენი საუბარი და გასხივოსნებული სიტყვები არაფრის მომტანი იქნებოდა ანდრე, იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია გვიყვარდეს ისინი ისე, თითქოს ისინი ჩვენი ძმები ან შვილები ყოფილიყვნენ. ჩვენთვის, ოდნავ წინ წასულ მოაზროვნეთათვის, ისინი მხოლოდ უბედური ადამინები არიან და მეტი არაფერი... - მან გაიხედა უახლოესი დიდი კარისაკენ და დაამატა: - ჩვენი და, სიპრიანა, დახმარების ჯგუფის ორიენტირი, რომელთანაც მე ვთანამშრომლობ, მალე აქ იქნება. რამოდენიმე წუთი გავიდა, რომლის დროსაც მსხვერპლმა და მისმა მადევარმა ერთმანეთში მწარე სიტყვები გაცვალეს.... ამ დროს ვიღაც გამოჩნდა კარის ზღურბლზე. ო! ეს იყო დახვეწილი ქალბატონი, საშუალო ასაკის, რბილი და ფაქიზი თვალების სინათლით. მე აღელვებით მოვიხარე ცედი მის წინაშე. კალდერარო ოდნავ შეეხე ჩემს მხარს და ჩამჩურჩულა ყურში: - ეს ჩვენი და სიპრიანაა, ღვთუური ძმური სიყვარულის მატარებელი, რომლისთვისაც ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია.
სიყვარულის ძალა
წარგზავნილი მოვიდა და მოგვესალმა ჩვენ. მან დაათვარიელა სიტუაცია და მიმართა ინსტრუქტორს: - გილოცავთ იმ დახმარებას, რომელიც თქვენ აღმოუჩინეთ ჩვენს უბედურ ძმებს, ეხლა ჩვენ გადავალთ დახმარების ფინალურ ეტაპზე. - ო, დაო, ცოდნას ისეთი მცირი შესაძლებლობები აქვს იმასთან შედარებით რისი გაკეთებაც სიყვარულს შეუძლია, - წარმოთქვა ინსტრუქტორმა... სიპრიანა მიუახლოვდა ამ ორ უბედურს და მოემზადა ლოცვისათვის. თანდათან სიპრიანა სულ უფრო მშვენიერი ხდებოდა. ღვთიური სხივები, რომლებიც უხილავი რეზერვუარიდან მოდიოდნენ, მოიცვეს ის, მთლიანად გარდაქმნეს რა მისი გარეგნობა. რამოდენიმე წამში მანათობელი შარავანდი გარს აკრავდა მას, და მე ვიგრძენი უდიდესი მოწიწება მისი სიწმინდის მიმართ. მისი თვალებიდან, მკერდიდის არედან და ხელებიდან გამოდიოდა რბილი და სუსტი ნათება, რომლიც არ ვნებდა ჩემი თვალების ბადურას. მან გაიწვდინა ხელები ამ ორი უბედურის მიმართ, გარშემოარტყა რა მათ თავისი სიყვარულით გაჯერებული მაგნეტიზმი, და მე, აღელვებით, შემეძლო დამენახა, ამ ფაქიზი ქალბატონის ძალამ როგორ დაიწყო მათი ვიბრაციული ველის შეცვლა.............. სიჩუმეში, სიპრიანა მიუახლოვდა ორივე მთგანს და თვალებს ზემოთ შუბლის არეში შეეხო: ამ დროს დავინახე რომ ორივე მათგანი ძლიერ შეკრთა. ..... დავინახე რომ მსხვერპლი განთავისუფლდა ფიზიკური სხეულიდან და მათ ორივემ დაიწყეს ჩვენი დანახვა.... გაკვირვებისაგან და ნერვიულობისაგან მათ ყვირილი ატეხეს... ავადმყოფი მუხლებზე დაეცა და ქვითინი ატეხა, ხოლო შემპყრობელი, დაბნეული და თავგზააბნეული ისევ ფეხზე დარჩა, თითქოს ეს დალოცვილი მოქმედება მის მიმართ არ ხდებოდა. - მე კაცი მოვკალი! - წარმოთქვა ავადმყოფმა... წარგზავნილი სახეზე მოეფერა ავადმყოფს, რომელსაც ცრემლები ჩამსდიოდა და უპასუხა: - მე ვიცი. სიპრიანა ჩუმად იდგა მათ წინაშე, მერე კი ხმამაღლა წარმოთქვა: - რატომ დაანგრიე შენი ძმის სიცოცხლე პედრო, რა უფლება გქონდა რომ შეწყვიტე ღვთიური ჰარმონია? .... შენ გეგონა რომ აღადგენდი სამართლიანოობას შენი საკუთარი ხელებით, თუმცა სინამდვილეში შენ მხოლოდ განავრცე შენი დამანგრეველი სიბრაზე. ჩემო შვილო... შენ მოიშორე მეგობრის ფიზიკური სხეული, მაგრამ იმ ტრაგიკული დღიდან ....შემნ ჩაგესმის შენი ღვთიური სინდისის ხმა, რომელიც იმეორებს ძველ კითხვას: "კაენ რა უყავი შენ ძმას?" .... შენ დაარღვიე შენი ძმის სიმშვიდე და შედეგად დაკარგე საკუთარი. შენ გაანადგურე მისი ფიზიკური სხეული, მაგრამ სეირნობ მისი თანდასწრებით, რომელიც შენს სხეულზეა მიჟაჭული როგორც მძიმე ტვირთი..... საკუთარი თავის შიშით, იგრძენი რა თავი დამნაშავედ ყველა დონეზე, შენ დაიწყე საფარის ძებნა სწრაფად შესრულებულ მექანიკურ სამუშაოში; .... შენ მიაღწიე მაღალ სოციალურ საფეხურს ადამიანებში, სადაც მიუხედავად ყველაფრისა, შენ ყოველ ჯერზე გრძნობდი საკუთარ თავს სულ უფრო მოწყენილად და სასოწარკვეთილად... პედრო, როგორ მოხდა რომ შენ არ მიმართე წმინდა ლოცვას? .... მაგრამ არასოდეს არ არის გვიან აამაღლო შენი გული და გაამრთელო დაჭრილი ცნობიერება. ..............მეგობარო, ჩვენი ხმა ღაღადებს არა იმიტომ, რომ ვცემოთ შენს სულს, რომელიც ისედაც უბდურია, და ისედაც უამრავჯერ დასაჯა საკუთარი თავი. ჩვენ მოვედით შენთან რათა ხელი შეუწყოთ შენს განახლებას.... პედრო, საფუძველი ღვთიური ქმნილებისა გაკეთებულია განუზომელი სიყვარულით. ჩვენ ვიმყოფებით აქ იმიტომ რომ გისურვებთ შენ სიკეთეს, ვცდილობთ ავამაღლოთ შენი ცნობიერება მუდმივი სიცოცხლის უკედეგანო ველებამდე. შენ გვეძახდი ჩვენ. შენ გახსენი სული განმანახლებელი ენერგიებისათვის და ჩვენ ყველანი შენი ძმები ვართ. ბევრი ჩვენთაგანიც თავის დროზე მოხვედრილა მკველობის მწუხარე და ბნელ დაბლობებზე; მაგრამ ჩვენ ვჩერდებით ამ გზაზე, უარს ვამბობთ დანაშაულზე... ამოგვყავს საკუთარ თავში პატიება და მორჩილება, ჩენ ვგებულობთ რომ მხოლოდ სიყვარული გვიხსნის და გვამთლიანებს მუდამ და ყოველთვის... გაიხსენე შენი საჭიროებების შესახებ, შეაჩერე მწუხარებისაკენ მიმავალი შენი გზა, გადახედე შენს დამოკიდებულება და აიღე საკუთარ თავზე ახალი ვალდებულებები ღვთიური სამართლიანობის წინაშე. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სიპრიანამ გახსნა თავისი ხელები დედობრივი გრძნობით გულში ჩასაკრავად და წარმოთქვა: - ადექი და მოდი ჩემთან. მე შენი სულიერი დედა ვარ ღმერთის სახელით. გაბრწყინებული, ცრემლებით სავსე თვალებით, ავადმყოფი ადგა ფეხზე, და ბავშვივით წარმოთქვა: - ვიქნები კი მე ამ მოწყალების ღირსი? - რატომ არ უნდა იყო ღირსი, შვილო ჩემო? ჩვენს თხოვნაზე მამა არ გვპასუხობს დადანაშაულებით. ჩვენ ვახლოვდებით შენთან მისი სახელით. ამის წარმოთქმა იყო და მან ჩაიკრა გულში ავადმყოფი; გულში ჩაკვრაში იყო იმდენი სიფაქიზე, რომ შეილებოდა ეფიქრა ადამინს, რომ დედა იკრავდა თავის შვილს გულში დიდი ხნის განშორების შემდეგ. ავადმყოფმა თავი დაადო სიპრიანას, გამოხატა რა უდიდესი ნდობა მის მიმართ და ბავშვივით აქვითინდა: - ციურო დედავ, აქამდე არავის არ უსაუბრია ჩემთან ასე დედამიწაზე. მისი მომჯობინება უკვე სახეზე იყო.. სიპრიანამ დაამატა: - შენ უნდა დაამშვიდო შენი გონება, გადაეცი ღმერთს ყველა შენი საფიქრალი და და ის რაც გაშფოთებს. ეჭირა რა პედრო მკერდში ჩაკრული დედობრივი სიყვარულით, სიპრიანა გაემართა შემპყრობელისაკენ. შეპყრობელი ელოდა მას, გამართული, მუქარის პოზაში, თუმცა ღა ამ სიტყვებმა მასზეც იმოქმედა. სიპრიანა მიუახლოვდა მას გაწვდილი ხელის მანძილზე და უთხრა მორჩილებით: - რას აკეთებ, კამილლო, დაგიხურია რა კარი თანაგრძნობისათვის? მტანჯველმა, გამოამჟღავნა რა გაუგებარი სიცივე, უხეში რეაქცია გამოხატა: - აბა რა უნდა ქნას ისეთმა მსხვერპლმა, როგორიც მე ვარ, თუ არა უმოწყალოდ ეჯავრებოდეს? - ეჯავრებოდეს? - მშვიდად შეუბრუნა კითხვა სიპრიანამ. - შენ იცი ასეთი ურთიერთობის მნიშვნელობა? მსხვერპლთ, რომელნიც მიუწვდომელნი არიან პატიებისა და გაგებისადმი, აქვთ თვისება გადააჭარბონ გულქვობითა და სიბრაზით იმას, რაც თვითონ გადაიტანეს, იწვევენ რა საშინელებასა და თანაგრძნობას..... მსხვერპლის მდგომარეობა არ განიჭებს სიწმინდეს: შენ იყენებ მას, რათა დათესო შენს გზაზე ნგრევისა და სიღარიბის, სიბნელისა და სიფიცხის თესლი. კი პედრომ დაგჭრა შენ, თავისი სიგიჟის მომენტში, საკუთარი ახალგაზრდობის ილუზიებში დაკარგულმა, მაგრამ შენ - ადამიანმა ფრთხილმა და დაფიქრებულმა, ოჯახის მამამ, ვერ მონახე შენს გონებაში ერთი ნატეხიც კი ძმური სიბრალულისა, რათა გეპატიებინა მისთვის. აი უკვე ოცი წელია შენ ღვრი შენს გარშემო კობრის შხამს ტურის პოზაში.... საით მიდიხარ ჩემო შვილო შენ - შენი საშინელი გრძნობებით? მსხვილი ცრემლები ჩამოსცვივდა სიპრიანას თვალებიდან. კამილლო მერყეობდა ქედმოუხრელობასა და ნორმალურ მდგომარეობასთან დაბრუნებას შორის. შემდეგ სცენა შეიცვალა, ჩვენ აღმოვჩნდით ერთერთ სახლში, სადაც რომელიღაცა ქალბატონი ქსოვდა ოთახში ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. ისინი მშვიდად საუბრობდნენ. - დედა, - თქვა ყველაზე პატარამ, - სად არის ნენეკო? - ის წავიდა სამსახურში და სელიტრა? - კოლეჯში. და მარკინოსი? - ისიც. მე მინდოდა რომ ყველანი ყოფილიყვნენ აქ, სახლში.... რატომ? - გაიღიმა რა იკითხა დედამ. იცი დედა, იმიტომ რომ მამისთვის ვილოცოთ. შენ შეამჩნიე გუშინ, საღამოს, რა მოწყენილი და ნაღვლიანი იყო მამა? რაღაც აღელვებამ გაირბინა ახალგაზრდა ქალის თვალებში, რომელმაც, მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ხმით უპასუხა: - მივენდოთ ღმერთს, ჩემი შვილო. ექიმმა გვირჩია სიმშვიდე და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს იმოქმედებს. ქალმა საკუთარი ჭკვიანი მზერა მიაპყრო ბავშვს და უთხრა: - წადი გილერმო, ითამაშე, წადი...... ქალი წამოდგა და გვერდით ოთახი გავიდა რათა ცრემლები არ დაენახვებინა ბავშვებისათვის.. სიპრიანამ მიმართა კამილლოს: - განვაგრძოთ. მართლაც, ჩვენმა მეგობარმა ფიზიკური სიცოცხლე წაგართვა რითაც, გამოიმუშავა მტკივნეული ვალი; მაგრამ განა ხმა ამ ბავშვისა, რომელიც ერთგულია თავისი ლოცვისა, არ არხევს შენს გაყინულ სულს? ეს სახლი, დამნაშავე პედრომ ააშენა ახალი პედროსათვის... ის გაუძლურებამდე მუშაობს აქ რათა გამოსწორდეს კანონთან მიმართებაში. ესმის რა ის საშინელი პასუხისგებლობა, რაც მას დაყდა თავს, იმ დარტყმით რაც მან შენ გაუაზრებლად მოგაყენა, მან შეაბა საკუთარი სხეული და სული მოუწესრიგებელ და დაუსრულებელ მოქმედებაში, ანგევს რა თავის სასიცოცხლო ცენტრებს. ფიზიკურ სხეულში ორმოცდაათი წლის სიცოცხლის შემდეგ, ის უკვე ავლენს დაუძლურების ნიშნებს. თუ მან ჩაიდინა სერიოზული შეცდომა, მან ყველაფერი ქნა იმისათვის რომ აღმდგარიყო კეთილშობილი და სასრგებლო ცხოვრებისისადმი. მან დაიცვა თავისი ცოლი შეუღლების ინსტიტუტით, მან მისცა თავშესაფარი ხუთ ბავშვს, ეცადა რა დაეყენებინა ისინი წესიერ გზაზე კეთილშობილი შრომით. და რა გააკეთე შენ? აი უკვე ოცი წელია, რაც შენ ზრდი მხოლოდ ერთ განზრახვას - გაანადგურო ის. ეხლაც კი შენი ტანჯვა გამოწვეულია სამაგიეროს გადახდის სურვილით. .... მიხედავად ყველაფრისა კამილლო, ჩვენი ენერგიული სიტყვები არ ჟღერს როგორც მოუსყიდავი მსაჯულის განაჩენი. შენ, უპირველეს ყოვლსა, ჩვენი ძმა ხარ, ჩვენი პატივისცემის და სიყვარულის ღირსი. ჩვენი აქ ყოფნის მიზეზია შენი დახმარება. შეილება შენ უარი თქვა ჩვენს დახმარებაზე, მაგრამ ჩვენ გვჯერა შენი განახლების. თავის დროზე ჩვენც ვიყავით ფატალურ მდგომარეობაში, სადაც შენ თვითონ შეიყვანე საკუთარი თავი. ჩვენ დიდი ხნით ვრჩებოდით შხამიანი კობრის მდგომარეობაში, საკუთარ თავზე კონცენტრირებულნი, ველოდით რა მომენტს რათა გაგვენადგურებინა ან დაგვეჭრა. მაგრამ ყოვლადშემწე ღმერთმა გვასწავლა ჩვენ, რომ ჭეშმარიტი თავისუფლება - ეს ისაა, რომელიც იბადება სრულყოფილი მორჩილებიდან ღმერთის უმაღლესი კანონისადმი(სიყვარული), და რომ ერთადერთს სიყვარულს გააჩნია საკმარისი ძალაუფლება, რათა იხსნას, აამაღლოს და გამოისყიდოს. სიპრიანას სიტყვებში იმდენი გრძნობა იდო, რომ აქამდე გულქვა კამმილოს ცრემლები წასკდა. მან თითი გაიშვირა პედროსაკენ და წარმოთქვა: - მე მინდა ვიყო კეთლილი, მაგრამ მაინც ვიტანჯები! მე მახრჩობს საშინელი ტანჯვა. უყურებდა რა, თუ როგორ გულამოთქმით ტიროდა კამილლო, სიპრიანამ წარმოთქვა: - იტირე, გაანთავისუფლე შენი თავი! სინანულის ტირილს აქვს სასწაული ძალა დაჭრილი სულისათვის. სიპრიანამ გულში ჩაიკრა კამილლოც და ასე ორივეს ერთად იხუტებდა დედობრივი სიყვარულით, თითქოს მათი დედა ყოფილიყოს.. ისინი კი ტიროდნენ სინანულის ცრემლებით. ... Ф.К.Х.
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
|
2010 © |