ყველა უფლება დაცულია

 

შეპყრობილნი

(ამონარიდი ჩემი წიგნიდან "მაგიური პასები")

 

        ნებისნიერი თქვენგანი ხშირად ხედავს გაბრაზებულ ადამიანს, რომელიც გაშმაგებით ცდილობს აგრესიული მოქმედებით დაამტკიცოს და დაიცვას საკუთარი სიმართლე. დედამიწა ბრძოლის ველს ჰგავს, სადაც მიმდინარეობს ბრძოლა პიროვნებებს, ოჯახებს, კლანებს, ორგანიზაციებს, ნაციებს, სახელმწოფოებს, რელიგიებსა და იდეებს შორის. იღვრება სისხლი, ისმის ტანჯვა და გოდება, საბრძოლო ყოჟინა და დამარცხებულის გმინვა. სათითაოდ რომ ჰკითხო, ყველა ცალცალკე მართალია, სიმართლე ყველას თავისი აქვს, თუმცა შედეგი ყოველთვის ერთია - შეტაკება, ბრძოლა, ტკივილი და სიკდილი.

            ერთხელ ერთმა ბრძენმა თქვა: - "არაფერი არ ღირს ამ ქვეყნად იმად, რომ თუნდაც ერთ ადამიანს ატკინო გული!"

    ხშირად მესმის ფრაზები: - არ მინდოდა მაგრამ მაინც ვერ შევიკავე თავი, უცებ ავფეთქდი, ჩემს თავს პირობა მივეცი მაგრამ მაინც გავცეცხლდი, გავგიჟდი, გონება დამებინდა, გადამეკეტა, შემომელახა და ა.შ. ანდა მაგალითად: - ასეა საჭირო, ეგენი უნდა გაანადგურო, მაგათგან უნდა დავიცვა ხალხი, საკადრისი პასუხი უნდა მივაგო, ეგენი ადამიანები არ არიან, არავითარი დანდობა და ა.შ. ზოგიერთი ხვდება რომ ცუდს აკეთებს, მაგრამ მაინც მიდის ამაზე, ზოგი კი სიცოცხლის ბოლომდე იმართლებს საკუთარ თავს და მუდამ დარწმუნებულია აგრესიულ ქმედებათა აუცილებლობაში. 

            ძირითადი ენერგეტიკული ცენტრები განლაგებულია ხერხემლის გასწვრივ.  რაც უფეო ზემოთაა ცენტრი მით უფრო მეტია მისი მნიშვნელობა, ჩართულობა და ზეგავლენა. თუ ქვემოთა ცენტრები უმეტესად(მდორე ბრუნვისას) აკონტროლობენ ძირითადად ფიზიოლოგიურ ქმედებებსა და ფუნციებს, ზემოთა ცენტრები განაგებენ ნებას, აზროვნებას, სინთეზს, აზრთა კავშირებსა და წყობას, მოტივსა და განზრახვას.

            იმისათვის რომ მხოლოდ სულმა მართოს სხეული, საჭიროა ყველა ცენტრის აქტიური მოძრაობა(ბრუნვის სიჩქარე).  თანამედროვე საშუალოსტატისტიკური ადამიანის ცენტრები იმდენად მდორედ მოძრაობენ რომ ამის შემჩნევა თითქმის შეუძლებელია, ფიზიკური და ემოციური ფუნქციების ზედამხედველი ცენტრები ხშირად ზეაქტურია რაც იწვევს თავში განლაგებული ცენტრების სრულ უმოძრაობას.

           კი მაგრამ რას ნიშნავს უმოძრაო ცენტრი? - პირველ რიგში იმას რომ მრავალი ფუნქცია, შესაძლებლობა და უნარები - უბრალოდ არ მუშაობს, ნიჭები და რწმენა გამქრალია, არის მხოლოდ ხორცი, მატერია და კბილთა ღრჭიალი. ასეთ ადამიანს სჯერა რომ რაიმეს მიღწევა მხოლოდ ფიზიკური ძალისხმევით, პირადი ძალისხმევითაა შესაძლებელი. ასეთი ადამიანი მარტოა და გაბოროტებულია - სამყაროს წინაშე!

          დაბალა განლაგებული აქტიური ცენტრების მქონე  ადამიანს სჩვევია ფიზიკური ძალადობა, ტყუილი, თვალთმაქცობა, შური, სიამაყე, აგრესიულობა, მდაბალი საქციელი! მისი ხასიათი ხშირად იცვლება, ხდება უმართავი, აგრესიული, ძალადობრივი, ეშმაკური(მატყუარა), ეს განსაკუთრებით შესამჩნევია როდესაც ის ძლიერ თვრება ან ბრაზდება! 

           ჩემი ხედვიდან გამომდინარე დავინახე, რომ ეჭვიანობა, შური, ბოღმა, აგრესია, ძალადობრივი ქმედებანი სიტყვით ან საქციელით აღიძვრება სადღაც იქ, ადამიანს მიღმა და უძრავი, გაჩერებული ზემოთა ცენტრის გავლით აღწევს ადამიანის გონებაში. თავიდან ეს რაღაც შემთხვევითობა ან ერთეული ანომალია მეგონა, მაგრამ მრავალი წლის დაკვირვების შემდეგ აღმოვაჩინე საშინელი სურათი - ადამინთა უმრავლესობა ვერ არჩევს საკუთარ აზრებსა და მიზნებს, "გარედან", გაჩერებული ცენტრების გავლით შემომავალი აზრებისა და მიზნებისაგან! მაშინ პირვალად დავინტერესდი კი მაგრამ რა მოედინება ამ არხებით? რა სახის ენერგია შემოდის "უცხოთაგან" ადამიანის გაჩერებულ ცენტრებში?  

           პირველი რაც აღმოვაჩინე ეს იყო - ეჭვი! არ ვიცი როგორ ავხსნა მაგარამ ვიღაცა ჩვენს მიღმა, უცებ ეჭვს ქვეშ აყენებს მოვლენებს, საგნებსა და პიროვნებებს. იწვევს გაორებასა და ეჭვს იქ სადაც ყველაფერი წესით ნათელი უნდა იყოს. ერთი მხრივ როდესაც ასეთ ადამიანს უყურებ ის თითქოს აზროვნებს და აანალიზებს მისთვის საინტერესო ან საჭირო მოვლენას, მაგრამ მას ნელნელა ეპარება ეჭვები. თავიდან ის ერთი ორჯერ უკუაგდება ამ არასწორ და საწინააღმდეგო აზრებს, მაგრამ რადგან მისი ზედა ცენტრები უმოძრაოა - მას გარედან მომავალი აზრები საკუთარი ჰგონია. ეს დამოუკიდებელი აზროვნების ილუზიაა.

           როდესაც ზემოთა ცენტრები გაშვებულია, აქტიურია და სწრაფად ბრუნავენ მაშინ ადამიანი ვერტიკალური სხივით უკავშირდება საკუთარ ღვთიურ საწყისს, რომელიც ფიზიკური სხეულის ზემოთ ხუთი ან ექვსი მეტრის მოშორებით მდებარეობს. ასეთ შემთხვევაში გარეშე ჩარევა შეუძლებელია, და თუ მაინც მოხდა მაშინ ზუსტად მუშაობს გარჩევის ცენტრი და აფიქსირებს გარე ჩარევას, ადამიანი ხვდება რომ ეს მისი აზრი არაა, რომ ასეთი აზრი არ შეესაბამება ღვთიურ სტანდარტებს და უკუაგდებს მას დაუყოვნებლივ! რაც უფრო სწრაფად ბრუნავენ დიაფრაგმის ზემოთ და თავის არეში განლაგებული ენერგეტიკული ცენტრები, მით უფრო შეუძლებელია გარედან ჩარევა!

           როგორც გავარკვიე გარე ძალის მიერ ყოველ ასეთი ჩარევას შედეგად მოსდევს კონფლიქტი, ან საკუთარ თავთან ან სხვა ადამინთან. კონფლიქტი სახეს უცვლის ღვთიურ ენერგიას და ამდაბლებს მის ვიბრაციებს, გარდაქმნის ენერგიას მუქ მასად, რაც იწვევს მისი ნათების სიკაშკაშის ჩაქრობას და ჩამუქებას.

           თავიდან მეგონა რომ ეს რაღაც ამოუხსნელი მოვლენა იყო, მაგრამ მერე თანდათან მივხვდი, რომ სინამდვილეში ვიღაცა გარე ძალა - ადამიანის ნათებით იკვებება! როდესაც თვით ის არსებები გავარჩიე, რომლებიც ასეთ მანიპულაციებს ატარებენ, მასინ ყველაფერს მივხვდი. ისინი ბნელი ჩრდილებივიტ გამოიყურებიან, დიდი ბნელი ცრდილები. მათი სხეული ბნელია და ჩამქრალი, სულ თუ ჩაქრა დაიღუპებიან.

           ადამიანებში სინათლე მათი ღვთიური მედან მოედინება. ამ არსებებში კი ეს ღვთიური მე არსად ჩანს. მათი ღვთიური მეს ძიებამ ძალზედ გამიტაცა. ვერაფრით გამეგო რა ხდებოდა მათ თავს? 

           ამ საიდუმლოს ამოხსნა ისევ ზოგიერთ ადამიანზე დაკვირვებით შევძელი. არმოჩნდა რომ იმ ადამიანების ღვთიური მე, რომელნიც უხეშები, აგრესიულები, მატყუარები და მოძალადეები არიან, იმდენად შორდება მათ ფიზიკურ სხეულს, რომ მისი დანახვა თითქმის შეუძლებელია.  ასეთი ადამიანი მალე იღუპება.

          ხოდა ამ არსებებმაც იპოვეს გამოსავალი, რადგან მათი ღვთიური მე იმდენად ადშორდა მათ, რომ სინათლის მიღება შეუძლებელია, ხოლო უსინათლოდ ისინი აუცილებლად დაიღუპეიან, იმისათვის რომ არ დაიღუპნონ ისინი სხვა შედარებით(მათთან შედარებით) უფრო ნათელ არსებებს ართმევენ სინათლეს! და ეს არსებები ჩვენ ვართ.

         ყველაზე საშინელება კი ის იყო, როდესაც აღმოვაჩინე რომ ისინი მათზე კიდევ უფრო ბნელ არსებას გაურბიან და ჩვენს პლანეტაზე იმალებიან ადამიანთა შორის.

G.K.

სასწყისი გვერდი

 

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

 

  2010     ©