ყველა უფლება დაცულია
შეპყრობილნი - 2 (ამონარიდი ჩემი წიგნიდან "მაგიური პასები") ასებობს გიგანტური მახეები რომლებსიც თითქმის ყველა ებმევა. ერთერთი ასეთი მახეა სექსი! ამ მახეში თითქმის ყველაა გაბმული. ეს პირველი მახეა რომელიც შემპყრობლებმა ოდესღაც(მრავალი ასეულობით ათასი წლის წინ) დაუგეს ადამიანს. ის სადღეისოდ კიდევ უფრო წარმატებით მუსაობს ვიდრე ადრე, რადგან სადღეისოდ მისი რეკლამირება ზენითტშია აყვანილი, ლამის ცხოვრების მიზნადაა ქცეული. ამ განხრით დაწერილია უამრავი წიგნი, გადაღებულია ფილმები, იდგმება სპექტაკლები, გამოდის ჟურნალები, სავსეა ინტერნეტ საიტები და ა.შ. ამას ისინი მრავალსაფეხუროვან მახეს უწოდებენ. სადღეისოდ უბრალო მახეები აღარ არსებობენ ისინი ყველა მრავალსაფეხუროვანია. ხანდახან მათ წრიულ მახეებსაც უწოდებენ. მიუხედავად ყველაფრისა ადამიანთა ზოგიერთი ჯგუფის ყურადღება მაინც მიიქცია სულიერებამ და დღის წესრიგში დადგა ამ მიმართულებით სერიოზული მახის დაგება. თუ კარგად დააკვირდებით აღმოაჩენთ მახეს რომელსაც "ტანტრა" ეწოდება. თვით ეს სწავლება საწყისი ფორმით სუფთაა და საჭირო , თუმცა ზოგიერთმა ადამიანმა(შეპყრობილმა) დაწერა უამრავი წიგნი, რომლებშიც გადმოცემულია ამ სწავლების სექსუალური ინტერპრეტაცია, ვითომ და განსაკუთრებული სექსის საშუალებთ შესაძლებელია თავისუფლებისა და სულის მოპოვება. ასეთი ინტერპრეტირება ძალზედ მისაღები აღმოჩნდა იმ ადამიანთათვის ვინც ეძებდა გზას სექსის სიამოვნებაც შეენარჩუნებინა და თან სულიერ გზაზეც ევლო. ამ კატეგორიის ადამიანები წარმატებით გაებნენ ამ მახეში. ანდა ავიღოთ თანამედროვეობისათვის შექმნილი მეორე დიდი მახე: სადღეისოდ ეგრეთწოდებულ "მასწავლებელთა" დიდი ნაწილი, რომლებიც ადამიანთა განსაკუთრებიდ დიდ მასებთან მუშაობენ პროპაგანდას უწევენ სწავლებებს რომელთა მთავარი მიზანი ადამინები დააწმუნონ იმაში, რომ სულიერება ბუნებრივი რამაა, რომ არაფრის კეთება არაა საჭირო ამ მხრივ, უბრალოდ უნდა მოეშვა ძიებასა და ათასგვარ მედიტაციებს, მხოლოდ უნდა დაელოდო და გასხივოსნებაც მოვა. რომ ეს ეგრეთწოდებული გასხივოსნება "მასწავლებლის" საუბარს მოჰყვება, ან ხელის დადებით და შეხებით გადადის. ერთადერთი უნდა იარო შეკრებებზე, უსმინო "მასწავლებლის" საუბრებს და ის თითონ გადაგიყვანს იმ სიხშირეზე სადაც ყველაფერს მიხვდები, რომ მცდელობა და ძიება არაა საჭირო, ყველაფერი უცებ მოდება თავის დროზე. მილიონობით ადამიანი დაყვება ასეთ გურუებს მთელ მსოფლიოში სადღეისოდ. ეს მახეც წარმატებით მუშაობს. აუკვე არაფერს ვამბობ ისეთ მახეებზე რომლებიც ეხება ალკოგოლისა და შაქრის, ტკბილეულობისა და ყავა თამბაქოს პროპაგანდას, ოჯახის შექმნის აუცილებლობას. როგორც ზემოთ აღვნიშნე არსებობს გიგანტური მახეები, მაგალითად ფული, თვით ფული არც ბოროტებაა და არც ჭუჭყი, ის მხოლოდ ინსტრუმენტია. ჰოდა შემპყრობლებიც სათავისოდ იყენებენ ამ ინსტრუმებტს, მისი საშუალებით(შეპყრობილი ადამიანების საშუალებით) ისინი აფინანსებენ სექსის, სიამოვნების, სმა ჭამის, აგრესიის, ძალადობის, არასწორი იდეებსა და საკუთარ მახეების პროპაგანდას. მაგრამ ჭეშმარიტმა მოსწავლეებმა იციან, რომ ფული წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული ჭეშმარიტების გასავრცელებლად და თავისუფლების მოსატანად, და ამ შემთხვევაში ის სიყვარულის ინსტრუმენტია, იგი ავრცელებს და აფინანსებს ჭეშმარიტების ქადაგებასა და პროპაგანდას. ანუ თუ ამ ინსტრუმეტს გამოვიყენებთ ჭეშმარიტების გასავრცელებისათვის მაშინ ის არამარტო მოემსახურება კაცობრიობას, არამეტ ხელს შეუწყობს თითოეული ადამიანის შინაგან ცვლილებას და განწმენდას, მათ შორის შემპყრობელთაგან განთავისუფლებასაც. როგორც უკვე ხედავთ შემპყრობლები აკონტროლებენ და მართავენ ადამიანთა გონებას, ხოლო ეს უკანასკნელნი კი აკონტროლებენ ისტრუმენტებს რათა არ მოხდეს ჭეშმარიტების გაჟონვა და გავრცელება! თუ კარგად დააკვირდებით ეს ყოველივე მიმართულია იქითკენ რომ კაცობრიობამ ვერ აღმოაჩნოს მისი შემპყრობლები და დარჩეს მხოლოდ საკვებად! ჩვენით იკვებება მთელი ცივილიზაცია და მათ მხოლოდ წვალების, წამების, ძალადობისა და უარყოფითად ორიენტირებული ენერგია სჭირდებათ. სინამდვილეში მათი მახეები ადამინებში შემომავალი ღვთიური ენერგიის გარდაქმნის მექანიზმებია, მისი დისკვალიფიკაციისა და მათთვის ვარგის საკვებად გარდაქმნის საშუალებაა.
კითხვა: ხომ ვერაფერს მასწავლით რომ ადვილად გაუმკლავდე "სხვებს"? პასუხი:ესეიგი: ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია ადვილად, ერთი ორი რაღაცის შეცვლით და გამოსწორებით. ბევრი მწერს აი ეს მჭირს და ხო ვერაფერს მასწავლი რომ მოვაგვარო მოკლე დროში და ა.შ. მემგონი ადამიანები ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან სად არიან და რა სჭირთ. ჩვეულებრივი ადამიანი ძველი აღთქმის პერსონაჟია, მონაა რომელიც ფარაონს აძლევს ყველაფერს და მისთვის შრომობს! მას სიცოცხლე უნარჩუნდება იმიტომ რომ იმუშაოს და კვებოს "სხვები". განა ეს მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს ერთი ორი რაღაცის შეცვლით? თავისუფლება მიიღწევა გმირობის ტოლფასი შრომით საკუძთარი თავის ტრანსფორმაციისათვის. "სხვები იმიტომ არიან ჩვენს შიგნით რომ ჩვენი ზემოთა ცენტრები გაჩერებულია. პერიმეტრი არ კონტროლდება სინათლის ცენტრების მიერ რომლებიც გულის და თავის არეშია განლაგებული. ეს ცენტრები რომ გაუშვა და აამოძრაო მათ ენერგია უნდა მიაწოდო. სადღეისოდ მთელ ენერგიას სექსუალური ცენრი და მზის წნული მოიხმარს. ესეიგი ენერგიის სექსუალური დანახარჯები და ემოციური გადამეტებები, რეაქციები უნდა მკვეთრად შევზღუდოთ რათა ენერგიამ განაგრზოს გზა ზემოტა ცენტრებისაკენ. გარდა ამისა გულის ცენტრი უნდა გაუშვათ ავამუშაოთ მთელი სიმძლავრით რათა მან შექმნას მიზიდულობა და აიტაცოს სექსუალური ცენტრის ენერგია გულამდე, ეს ენერგია შემდეგ უკვე ავტომატურად გადაიტყორცნება გირჩისებრ ჯირკვალში. მარხვა და სიტკბო ალკოგოლის შეზღუდვა აუცილებელი რათა ჩავაქროთ სექსუალური ცენტრი და ა.შ. როგორც ხედავთ ეს ყოველივე მოითხოვს ცხოვრების წსის შეცვლას და ძლიერ ასკეტიზმს!!! დისციპლინის გარეშე არაფერი გამოვა, ნებისყოფის გარეშე ავერაფერი მიიღწევა. კონკრეტულად ეს ყველაფერი უნდა გააკეთო და თანაც მთელი ცხოვრების მანძილზე რათა ერთხელაც მიაღწიო სრულ თავისუფლებას - "სხვისი" გონების დიქტატისაგან!!! G.K.
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
|
2010 © |