ყველა უფლება დაცულია
რამოდენიმე დღის წინ ასეთი შინა არსის წერილი მივიღე.
გადავწყვიტე თლიანად გამომექვეყნებინა ეს წერილი და ავტორის
მიერ ნათარგმნი ჩემი რუსული სტატია. მოხარული ვარ და მადლობელი
დახმარებისათვის. დიდი მადლობა ამ წერილის ავტორს!!!
ვარ თქვენს რუსულენოვან და ქართულენოვან ვებ-გვერდებზე
გამოქვეყნებული სტატიების ხშირი მკითხველი. ზოგჯერ ვსტუმრობ თქვენს
ფორუმსაც.
მოგესალმებით, თქვენს რუსულენოვან ვებ-გვერდზე მომეწონა ერთი სტატია სახელწოდებით "Право на ошибку". ჩემდა სამწუხაროდ ქართულ ენაზე ამდაგვარი სტატია არ არსებობს. თავს უფლება მივეცი და იგი ქართულად გადავთარგმნე (იხ. დანართი). მსურს გთხოვოთ, თქვენს ქართულენოვან ვებ-გვერდზეც გამოაქვეყნოთ. რა თქმა უნდა შესაბამისი გადამოწმების, შესაძლო შეცდომების შესწორების და რედაქტირების შემდეგ. საუკეთესო სურვილებით
LM
შეცდომის უფლება
მე ვაკვირდები ადამიანებს, რომლებიც ჩემს ნაწერს, წერილებს, კომენტარებს კითხულობენ და ვხვდები, რომ უმეტეს წილ, მათ არც თუ ისე კარგად ესმით, თუ მაინც როგორ უნდა რეაგირებდენ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. არ ვაპირებ ყოველი შესაძლებელი სიტუაციის ცალცალკე განხილვას, მაგრამ განზრახული მაქვს მოგცეთ სწორი ქმედებისა და აზროვნების გაგება! ყოველი ჩვენგანი მუდმივად რეაგირებს ამა თუ იმ სიტუაციაზე, ქმედებაზე, სიტყვაზე, მინიშნებაზე და ა.შ. მაგრამ ყოველთვის სწორია კი ჩვენი რეაქციები და საჭიროა კი საერთოდ ჩარევა? მაშ ასე, ყოველ სიტუაციაში ჩვენ შეგვიძლია რეაგირება - ან როგორც ადამიანი, ან როგორც ღმერთკაცი! მოსწავლეები სწავლობენ ღმერთკაცისებრ რეაგირებას, ჩვეულებრივი ხალხი კი ხშირად ადამიანის რეაქციას ირჩევენ. არსებობს რეაქციის კიდევ ერთი ტიპი - მხეცის რეაქცია, მაგრამ მას მე აქ არ განვიხილავ, რამეთუ ეს ჩვეულებრივი ადამიანისათვისაც კი მიუღებელია! მაშ ასე: ერთსა და იმავე სიტუაციაზე ჩვეულებრივი ადამიანი რეაგირებს როგორც მოსე, ის ცხოვრობს ძველი აღთქმის კანონებით - „თვალის წილ თვალი, კბილის წილ კბილი“, მაგრამ მოსწავლე სწავლობს იმავე სიტუაციაზე ქრისტესავით (განდობილი) რეაგირებას და ის ახალი აღთქმის კანონებით ცხოვრობს! ქრისტეს ორი სახის ურთიერთობა ჰქონდა, ერთის მხრივ ურთიერთობდა ღმერთთან, მეორეს მხრივ ურთიერთობდა ადამიანებთან. იგივე შეიძლება ითქვას მოსეზეც და ჩვეულებრივ ადამიანზეც. ჩვეულებრივი ადამიანი უფრო მეტად ურთიერთობს ადამიანებთან და ამიტომ უფრო მეტად ადამიანურია ვიდრე ღვთაებრივი. მოსეს ჰქონდა ურთიერთობა ღმერთთან, მაგრამ არასაკმარისად ხშირი, იმისათვის, რომ ყოფილიყო ნამდვილად ღვთაებრივი. ქრისტე კი არასოდეს ტოვებდა სიყვარულის მდგომარეობას და ამიტომ ღმერთთან მაშინაც კი ურთიერთობდა, როდესაც ადამიანებს ესაუბრებოდა. მაგრამ ეხლა ჩვენ გვაინტერესებს ყოველი მათგანის, სხვადასხვა სიტუაციაზე რეაქციის მოდელი. თუ კარგად დავაკვირდებით შევამჩნევთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს. მოსე რეაგირებისას, მუდმივად ერეოდა სიტუაციაში „ადამიანების გამოსწორების“ მიზნით! ის სჯიდა, „როდესაც ეს საჭირო იყო“, ის ასამართლებდა და დასჯით თვითონ აღასრულებდა სამართალს! მეორეს მხრივ იესო არასოდეს არ სჯიდა, არ იყო განმსჯელი, არ განიკითხავდა, არ ადანაშაულებდა. ის მხოლოდ უხსნიდა და კეთილ რჩევებს აძლევდა! მხოლოდ და მხოლოდ გზას აჩვენებდა! ის უფლებას აძლევდა ადამიანებს შეცდომები დაეშვათ, თუკი ეს მათი არჩევანი იყო! იესომ მათ მისი ჯვარცმის ნება მისცა! ჩვეულებრივი ადამიანი მუდამ ცდილობს განიკითხოს, განსაჯოს და დასაჯოს. თუ მას აქვს ძალაუფლება, მაშინ ამას სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით აკეთებს, თუ არა, მაშინ სჯის სიტყვით, აზრობრივად, ცილისწამებით და ა.შ. ჩვეულებრივი ადამიანი არ აძლევს სხვა ადამიანებს შეცდომების დაშვების უფლებას! ის განსაკუთრებით თავის ახლობლებს არ აძლევს შეცდომების დაშვების საშუალებას. ის არ პატიობს შეცდომებს (როგორც მოსე არ პატიობდა) და სჯის ახლობლებს აზრებში, სიტყვებით, ძალის და ეშმაკობის მეშვეობით! მაშ ასე რას ვასკვნით: - რეაქციის სრულყოფილი ფორმა არის მშვიდი დამკვირვებელი სიყვარულის მდგომარეობაში, რომელიც „ცათა სასუფევლის კარებზე“ მითითებით ტაქტიან რჩევას იძლევა, მაგრამ რჩევა მიიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგრძნობა ღმერთისკენ მიმავალ გზაზე დახმარების მოთხოვნილება! ყველა სხვა შემთხვევასი ის უბრალოდ დამკვირვებელია სიყვარულის მდგომარეობაში, რომელსაც იმდენად უყვარს ადამიანები, რომ მათ თავისუფალი ნების უფლებას, შეცდომის დაშვების უფლებას უტოვებს. შეცდომა, არასწორი ქმედება არ არის ბოროტება - ეს სწავლის პროცესია. თუ ადამიანისათვის თვითშემეცნების სხვა ხერხები მიუღებელია, მას ტკივილის ეს გზა რჩება, მაგრამ ეს ყოველთვის მისი არჩევანი, მისი ნებაა. მოსწავლე ყოველთვის აგვარებს პრობლემებს, აღწევს მიზანს, ასწავლის პირადი მაგალითის მეშვეობით - კეთილი ნებით, სიყვარულის მდგომარეობაში და სიყვარულის დახმარებით! ჩვეულებრივი ადამიანი პრობლემის ამოსაგვარებლად, მიზნის მისაღწევად, თითქმის ყოველთვის იყენებს „გამოსასწორებელ“ ზომებს - ძალას, ეშმაკობას, მენტალურ, ან ფიზიკურ ძალადობას. ჩვეულებრივი ადამიანის რეაქცია ნებას და არჩევანის უფლებას ართმევს და თითქმის ყოველთვის მიდის კონფლიქტამდე. მიიღო ყველაფერი რაც ხდება სიყვარულით - ესაა ჭეშმარიტი მოსწავლის სწორი რეაქცია! იერარქიის მოსწავლეს ესმის, რომ სიცოცხლე, სხეული, ჯანმრთელობა, ფული, ურთიერთობები - მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის გამოვლენის და გავრცელების „ინსტრუმენტებია“! ჩვეულებრივი ადანამიანი კი ამ ინსტრუმენტებს დასჯისათვის (ხშირად აზრობრივ დონეზე), იმ ადამიანზე ძალადობისათვის იყენებს, ვინც (როგორც მას მიაჩნია) არასწორ ნაბიჯებს დგამს და არასწორად იქცევა. ამგვარად ის აგრესიას და სიძულვილს ამჟღავნებს და ავრცელებს. საბოლოო ჯამში ყოველი მოსწავლე აბსოლუტურად მშვიდ დამკვირვებლად იქცევა, რომელიც კეთილ რჩევებს იძლევა და მსურველებს ჭეშმარიტ გზას მიასწავლის. ის უფლებას აძლევს სიტუაციას უბრალოდ თავისი დინებით განვითარდეს, არ გამოჰყოფს დამნაშავეებს და არ სჯის მათ, არ ერევა მოვლენებში. ის ყველაფერს აძლევს ყოფნის, მოხდენის, სვლის ნებას. საჭირო ადამიანები პოულობენ მას და უსმევენ საჭირო შეკითხვებს! ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება შეიძლება, ძველ აღთქმაში აღწერილი ებრაელი ხალხის ცხოვრებასა და ძიებებს შევადაროთ. ჩვეულებრივი ადამიანი გზის დასაწყისში მხოლოდ ფარაონის (პიროვნების) მონაა, თანდათან ის თავისი მდგომარეობით უკმაყოფილო ხდება და იწყებს მონობიდან განთავისუფლების გზების ძიებას. ჩნდება სამართლიანობის ცნება და მიმდინარეობს ბრძოლა მაგიის მეშვეობით. ხშირად ამ პერიოდში მაძიებლები სწავლობენ სხვადასხვა ტიპის მაგიურ და ეზოთერულ წიგნებს. მათი შესწავლისას ისინი თანდათანობით მიდიან გარკვეულ მსოფლმხედველობამდე და დიდი ზეწოლით ფარაონისგან თავისუფლებას ითხოვენ, ებრძვიან მას თავისი მსოფლმხედველობის გაფართოებით და იმის მტკიცებით, რომ ცხოვრების უკეთესი ხარისხი შესაძლებელია მონობის გარეშე. მართალია ასეთ წიგნებში ინფორმაცია დაბალი ხარისხისაა და ამის გამო მაძიებლები ბევრ შეცდომას უშვებენ (აგრესიის სასარგებლოდ), მაგრამ თანდათანობით მათ მაინც უყალიბდებათ უფრო წინწასული მსოფლმხედველობა სამართლიანობის სასარგებლოდ. ამ ეტაპზე ადამიანი იწყებს ბრძოლას და მართალია მან არ იცის ბრძოლის სწორი წესები და ამიტომ ხშირად მიმართავს სასჯელს ღმერთის და ზენა ძალების სახელით (ფარაონის დასჯა), მაგრამ შებრძოლების შესაძლებლობა უკვე ნამდვილი აღმოჩენაა მისთვის. განვითარების ამ ეტაპზე ადამიანის რეაქცია - ეს არის ბრძოლა და დასჯა სამართლიანობის საბაბით! გარკვეული დროის შემდეგ პიროვნება ცოტათი ასუსტდებს ჩაჭიდებას და ადმიანი იწყებს აღთქმული ქვეყნის ძიებას. იგი მას ეძებს „გაუგებლობის უდაბნოში“ ორმოცი წლის მანძილზე. ამ დროის მანძილზე ის რისხდება იქ სადაც „სამართლიანობა ითხოვს“ რისხვას და აქებს იქ სადაც სამართლიანობის თანახმად უნდა შეაქო. ასეთი რეაქციებით სარგებლობდა თვით მოსე და სწორედ ასეთი „მოძველებული“ რეაქციების გამო ვერ შეაბიჯა აღთქმულ მიწაზე. ეს მიწა იუდეველებმა დაიმკვიდრეს, ახალგაზრდებმა - მათ, ვისაც შეეძლოთ ყოფილყვნენ კეთილი იქ, სადაც ამას სამართლიანობა ითხოვდა და იქაც, სადაც სამართლიანობის თანახმად უნდა განრისხებულიყვნენ. ანუ ამ ეტაპზე მაძიებლები სწავლობენ კეთილი ნებისა და სიკეთის გამოვლენას არა სამართლიანობის შესაბამისად, არამედ საყოველთაოდ ნებისმიერ სიტუაციაში. თანდათანობით ის იწყებს სიყვარულის პირველი ჩანასახების ჩაწვდომას და მასში იბადება ყრმა, მესია, მხსნელი, ქრისტეს ცნობიერება. ყრმის დაბადება (ქრისტეს ცნობიერება), მაძიებლის შიდა პლანებზე აღინიშნება პირველი განდობის რიტუალით და იგი ხდება იერარქიის მიღებული მოსწავლე. ამ ეტაპზე მოსწავლის პიროვნება ცდილობს გაანადგუროს ყველა ყრმა (ეჭვის მეშვეობით გაანადგუროს სიყვარულში და მის პრაქტიკულობაში რწმენა) და ეს დიდი „ომია“. მაგრამ მოსწავლეს უკვე ესმის, რომ „პიროვნების ამ ქმედებაზე“ მას მხოლოდ ერთი რეაქცია უნდა ჰქონდეს - სიყვარული. თუმცა ხშირ შემთხვევაში მას ეს არ გამოსდის. მას ესმის, რომ გარემომცველი ადამიანები ცდილობენ გადაარწმუნონ იგი - რომ არ იაროს უზენაესი ევოლუციის გზით. ის ამაზე ხშირად გაღიზიანებით რეაგირებს, ნაწყენდება, ზოგჯერ განიკითხავს, მაგრამ ყოველთვის აცნობიერებს, რომ ეს არასწორი რეაქციაა და ცდილობს პოსტფაქტუმ გამოასწოროს იგი სიყვარულის დანერგვით. ამ ეტაპზე მისი ერთადერთი საზრუნავია - სიყვარულით რეაგირება!!! მოსწავლე არა მხოლოდ ნერგავს სიყვარულს, არამედ ასევე იკველვს მის ზემოქმედებას გარე და შიდა სამყაროზე, რეალობაზე. ამ ეტაპზე იგი ამჩნევს, რომ რაც უფრო მეტია სიყვარული, მით მაღალია სიცოცხლის ხარისხი! იგი იკვლევს სიყვარულს როგორც მეცნიერი და ოკულტისტი-პრაქტიკოსი. თანდათან ხვდება, რომ ყველაფერი ცხოვრებაში და თვით ცხოვრებაც წარმოიშობა სიყვარულისგან და დამოკიდებული არის მასზე! მანამდე იგი ყველაფრისათვის ძალის, ეშმაკობის, პირფერობის, აგრესიის, სასჯელის მეშვეობით იბრძოდა, მიზნისკენ შემდგომი ნაბიჯების გათვლებს აკეთებდა და ა.შ. ახლა იგი სწავლობს იმას, რომ ყველაფერი თვითონ მოდის მის ხელებში - თუ იგი გამოიმუშავებს, ავრცელებს და ავლენს სიყვარულს. ჩვეულებრივი ადამიანი (რომელიც, როგორც სხვა ყველა, ოდესღაც მხეცი იყო) თავისი ადამიანური ინკარნაციის დასაწყისში, ხშირად აზროვნებს როგორც მტაცებელი, ხროვის ცხოველი, რომელიც საზრდოს ძიებაში დაძრწის, მზადაა წაგლიჯოს, შეიტყუოს, დაჭრილს დაედევნოს და „ცოცხლად“ შესანსლოს! მაგრამ დროთა განმავლობაში, როდესაც უზენაესი ევოლუციის გზაზე დადგება, იგი „მგლიდან“ „ბატკნად“, ღვთის კრავად გადაიქცევა!!! ამ „ადგილიდან“ ამაღლებამდე მოსწავლე სრულჰყოფს მის უნარს სიყვარულისა! G.K. საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამიანებს თეორიული მონახაზი, ხოლო პრაქტიკული შესაწავლის მსურველებისათვის ტარდება პრაქტიკა კვირაში სამჯერ დარბაზში, მსურველებმა მომწერეთ ფეისბუკზე პირადში. https://www.facebook.com/giorgi.olmek
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
|
2010 © |