ყველა უფლება დაცულია სექსუალური ენერგია (ნაწყვეტი ჩემი წიგნიდან "ფლობის ბეჭედი")
ადამიანთა გადამეტებული ფანატიზმის გამო დიდი მასწავლებლები ხშირად ერიდებიან კატეგორიულობის გამომხატველი ტერმინების გამოყენებას, როცა საქმე სექსუალურ ენერგიასა და სექსს ეხება. თითოეულმა მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ სექსი გასართობი საშუალება არაა და არც სიამოვნების წყაროა! სექსი მხოლოდ გამრავლებისათვის საჭირო აქტია, რათა სულებს მივცეთ საშუალება ხელახლა განსხეულდნენ. თანამედროვე ოჯახებში სექსი ვალდებულებაა ან სიამოვნების საშუალება. ხშირი სექსი იწვევს სექსუალური ცენტრის ჰიპერაქტიურობას, ვიბრაციების დაცემას, იმუნიტეტის და დამცავი შრის განადგურებას, ენერგეტიკული ცენტრების დაუცველობას, სხეულისა და ცნობიერების სიბერესა და დეგრადირებას, იღვიძებს ცხოველური ბუნება, აგრესია, მხეცური საწყისი, აქტიურდება კარმის ყველაზე მძიმე და უარყოფითი შრეები, იღვიძენბენ წინა ცხოვრებების "ცოდვები" და შესაბამისი დაავადებანი, ფსიქიკა იძენს უმართავობის სინდრომს, ძლიერდება ეჭვიანობა და ფობიები. ადამიანის სხეული და ენერგეტიკა ივსება წარსულის აჩრდილებითა და პარტნიორის საგვარეულო ანაბეჭდებით, ძლიერდება მოსალოდნელი აღსასრულის(სიკვდილის) შიში. არსებობს მოარული აზრი იმის შესახებ, რომ სექსისაგან დიდხანს თავის შეკავება იწვევს დაავადებებს. ეს აზრი მართებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი აზრობრივად ეწევა სექსს ფიზიკურად კი თავს იკავებს. გაიფიქრე ნიშნავს გააკეთე! შედეგი იგივეა! ასეთ შემთხვევაში სექსუალური ცენტრი ჰიპერაქტიურია და უამრავ ზედმეტ სასიცოცხლო ენერგიას აწვდის მის გარშემო განლაგებულ ორგანოებს, უჯრედებსა, ვირუსებსა და ბაქტერიებს. უჯრედები, ვირუსები და ბაქტერიები ასეთი სტიმულაციის შედეგად იწყებენ გიგანტური სისწრაფით გამრავლებას. ეს პროცესი იწვევს "მოურჩენელ" დაავადებებს. გონება ისევე როგორც სხეული სულიერ მიზებზე უნდა გადაერთოს მაშინ ყველაფერი კარგათ იქნება. შავი იერარქია საკუთარი მიზნების გასატარებლად ყოველთვის ეყრდნობოდა და დღესაც ეყდნობა საკუთარ მოსწავლეებში სექსუალურ ცნეტრისა და მზის წნულის ჰიპერაქტიურობას. სექსუალური ცენტრის აქტიურობის მართვა შეუძლებელია იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე არ იცავს კვების სისუფთავეს. კატეგორიულად უნდა გამოირიცხის კვებიდან შაქარი და ნებისმიერი რამ რაც შაქრისაგან მზადდება, ალკოჰოლი(ლუდიც), ხორცეული და თევზეული, ნიკოტინი და კოფეინი, ცხარე, ნიორი, ხახვი. სექსუალური ცენტრის ჰიპერაქტიურობა პასუხისმგებელია – ვენეიულ დაავადებებზე(პირველყოფილი ცოდვა, წარმოიშვა ლემურიაში), ხოლო მზის წნულის ჰიპერაქტიურობა – კიბოს დაავადებაზე(წარმოიშვა ატლანტიდაში). ამ ცენტრებზე კონტროლის გარეშე ევოლუცია შეუძლებელია. მსოფლიოში უამრავი ადამიანი თვლის საკუთარ თავს მოსწავლედ მაგრამ ათწლეულების მანძილზე ისინი ვერავითარ პროგრესს ვერ აღწევენ – ამის მიზეზი სექსუალური ცენრტის ჰიპერაქტიურობაა. ჩვენი უმაღლესი "მე" თავის არეშია ლოკალიზირებული, უმდაბლესი კი სექსუალურ ცენტრში. ხერხემალში ენერგია იმ ცენტრისკენ მიემართება რომელიც ყველაზე აქტიურია. ანუ ან ზემოთ მოძრაობს თავისაკენ, ან ქვემოთ სექსუალური ცენტრისაკენ, ან რომელიმე მათ შორის მდებარე ცენტრისაკენ. ასე რომ იყო მოსწავლე და თან სექსით იყო დაკავებული(ხშირად) იმიტომ, რომ ოჯახი გყავს, ან იმიტომ რომ "უამისოდ არ შეგიძლია", ორი, ურთიერთ გამომრიცხავი მოქმედებაა. ეს საწყისი დოქტრინაა მაძიებელთათვის! ეს პირველი ნაბიჯია! მხედველი ხედავს, რომ ამაღლების პროცესი სექსუალური ცენტრში მიმდინარე ცვლილებებში იღებს დასაწყისს. სექსუალური ენერგიის შემცველი "მატერია" იწყებს აალებას და მაღლდება გულის ან ყელის ცენტრამდე. გულის ცენტრის აქტიურობა ქმნის დიდი მიზიდულიობის – "ატაცების" მომენტს, რაც ანვითარებს აალების პროცესს. ასეთი გზა სრულყოფილად აამაღლებს სექსუალურ ენერგიას. მაგრამ გულის ცენტრის არასაკმარისი აქტიურობის შემთხვევაში ენერგია გადაადგილდება შემოვლითი გზით და ადის ყელის ცენტრში გულის შემოვლით. ასეთი პროცესი ადამიანს უნვითარებს ორატორულ ნიჭს და მის სიტყვას ძალა ეძლევა. თუმცა სრულყოფილი ძლევამოსილებას სიტყვა მაშინ იძენს როცა ენერგია გულის ცენტრის გავლით ხვდება ყელის წნულში. იოგას ტექნიკები ძველი ტრადიციაა და უფრო მეტად შემოვლით გზას ხსნიან(თუმცა ტექნიკის შესრულებამდე, ნებისმიერ ძველ მოძღვრებაში მოკლედ არის ნათქვამი სიყვარულის შესახებ, მაგრამ როგორც წესი ამას არავინ აქცევს ყურადღებას, რადგან უმნიშვნელოდ მიიჩნევენ). თანამედროვე სწრაფი და ჭეშმარიტი ტექნიკა ქრისტემ იქადაგა 2000 წლის წინ. მთელი ტექნიკა სიყვარულში მდგომარეობს! ადამიანებმა დღემდე ვერ შეიმეცნეს ის ფაქტი რომ სიყვარულის გენერაცია უმოკლესი და ჭეშმარიტი გზაა ამაღლებისაკენ. ქრისტიანებმა თეორიულად, ზოგადად, იციან სიყვარულის შესახებ, მაგრამ მას არ იყენებენ. ისინი გზას შორიდან ხედავენ მაგრამ მასზე არ მიაბიჯებენ. G.K
ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავეცელება ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სიყვარულის განცდა სიყვარული კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული ![]() ![]() |
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
|
2010 © |