სექსი და თხევადი სინათლე

 

 

      ქალისა და მამაკაცის სექსუალური სუბსტანცია განკუთვნილი იყო მხოლოდ საკრალური საქმისათვის - სხეულის შექმნისათვის, რომელშიც კიდევ ერთი სული შეძლებდა განსხეულებაში მოსვლას. ყველა დანარჩენ შემთხვევაში დიდებული სინათლე სხეულში აწეულ უნდა იქნეს თავის კინკრიხომდე, დარჩეს იქ და გადმოედინოს "ძლევამოსილი მე ვარ თანდასწრების" თაყვანისცემაში. მაშინ თავისი ამაღლებული აზრებითა და გრძნობებით ადამიანს შეუძლია იშრომოს მენტალურ დონეზე. განახორციელოს დიდებული იდეები,  ხელოვნების იდეალი, მუსიკა, გამოგონებანი, აღმოჩენები, ჩაატაროს გამოკვლევები და შექმნას ყოველგვარი სინათლე და ჰარმონია მსახურებით, დალოცოს კაცობრიობა და შესაბამისად ინდივიდუმიც, რომელსაც მოაქვს ეს ლოცვა.

     იმის ნაცლად, რომ მშვენიერი თხევადი სინათლე, ღმერთის მიერ ბოძებული სიცოცხლის ესენცია დახარჯოს სექსუალურ გრძნობებსა და გადამეტებებში, რომლებიც სხეულს ანგრევ-ანდღრევენ, ანაწევრებენ, ართმევენ მას შრომისურიანობას, სახეზე აჩენენ ნაოჭებს, აუხეშებენ, ასუსტებენ, ქმნიან მენტალურ ინერტულობას, აუარესებებ მხედველობასა და სმენას, ასუსტებენ მეხსიერებას, - შესაძლოა ამ ენერგიის სწორი გამოყენება, მშვენიერ იდეალისტურ შემოქმედებით საქმიანობაში.

     ფიზიკური სხეული ასეთი კონსტრუქციული ცნობიერებისას და ქმნადობისას დარჩებოდა მუდმივად ახალგაზრდა და ლამაზი, ტვინი და სხვა შესაძლებლობები იქნებოდნენ მჭრელნი, გამოცოცხლებულნი და აქტიურნი, ყველა ფიზიკურად გამოვლენილი იქნებოდა თვით ცოცხალი ღმერთის ხატება და მსგავსება - "უმაღლესის ჭეშმარიტი ტაძარი".

      ეს ძლევამოსილი, კონცენტრირებული ელექტრონული სინათლე, ანუ სასიცოცხლო ესენცია არის თხევადი სინათლე, რომელიც იქით მიედინება, საითაც მას მიმართავს ყურადღება. გონების ყურადღება ამა თუ იმ ადგილისაკენ მიიზიდება აზრით, გრძნობით, მზერითა და სმენით - ფაქტიურად გრძნობის ყველა ფიზიკური ორგანოთი. 

შეუძლებელია გადამეტებით შეაფასო ჭეშმარიტი გაგება იმისა, თუ თავისთავად რას წარმოადგენს ძლევამოსილი ძალა თქვენს განკარგულებაში, როდესაც თქვენ გაგაჩნიათ საკუთარი ყურადღების სრული კონტროლი.

      თუ ადამიან დაკავებულია ინტენსიური გონებრივი სამუშაოთი, მაშინ თხევადი სინათლე რჩება ტვინში და მიედინება თვალებშორის მდებარე შუბლის ცენტრის გავლით სინათლის სხივის სახით, და თუ ადამიანს გახსნილი აქვს შინაგანი ხედვა, ის ყოველთვის ადვილად დაინახავს მას. თუ ადამიანი საუბრობს, მაშინ ეს სუფთა ძლევამოსილი ენერგია მიედინება ყელის ცენტრიდან როგორც ბგერა. თუ ადამიანიდან გადმოედინება ღვთიური სიყვარული, მაშინ მისი თხევადი სინათლე გადმოედინება სხივების სახით გულის ცენტრიდან.

      თუ ადამიანი აგზავნის ძლიერ გრძნობას, მაშინ თხევადი სინათლე გადმოედინება მზის წნულიდან. აქ ის ასევე ასრულებს საჭმლის მონელებაში თავის ფუნქციას. ...

      ეს სუფთა თხევადი სინათლე იფერება ნებიმიერი ხარისხით, რომელსაც პიროვნება მას ადებს თავისი აზრებით, გრძნობით ან წარმოთქმული სიტყვით. სწორედ ეს მოიცავს საკუთარ თავში ადამიანის როგორც შემოქმედის პასუხისმგებლობას, და ასევე იმ მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც მას შეუძლია გამოასწოროს, ან გაასუფთაოს ის, რაც იყო არასწორად შექმნილი.

      თუ ეს სასიცოცხლო ესენცია გამონთავისუფლდება გენერაციული ცენტრისაგან სქესობრივი სიამოვნებისათვის, ნაცვლად იმისა რომ ააშენოს ახალი ფიზიკური სხეული სხვა სულისათვის, მაშინ იწყება ადამიანის ფიზიკური სხეულის დაშლის პროცესი და მისი გზა სხეულებრივი სიკვდილისაკენ, რომელიც თვითონ მან შექმნა.

     არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რა საწინააღმდეგო არგუმენტებს მოიყვანს ადამიანური აზრი, ეს - გარდაუვალი, მოუქნელი კანონია ფიზიკური განსხეულებისა და ვერც ერთი ადამიანი მთელს სამყაროში, ვერ შეცვლის მას.

      ეს -  ძირითადი მიზეზია იმ მდგომარეობისა, რომელსაც ადამიანთა მოდგმა უწოდებს სიკვდილს. დაე მან ვინც არ დაეთანხმება ამ ჭეშმარიტებას, შეადაროს ტვინი და სხეული ადამიანისა, რომელიც აგროვებს ამ თხევად სინათლეს რამოდენიმე წლის მანძილზე, იმას, ვინც ფლანგავდა თხევად სინათლეს იმავე პერიოდის განმავლობაში, და მას უკვე აღარ დასჭირდება არანაირი სხვა მტკიცებულება.   ამ თევადი ელექტრონული სინათლის დაგროვება და მისი ცნობიერი ატანა "ძლევამოსილი მე ვარ თანდასწრების საშუალებით" და ყურადღების  გონების ძალის მიერ კონტროლის საშუალებით - არის სრულყოფის გზა - უსაფრთხო, ჯანმრთელი, კეთილგონიერი და პრაქტიკული. მას მოაქვს ჰარმონიული, კონსტრიქციული შედეგი, გონებისათვის, სხეულისათვის და ინდივიდუმის სამყაროსათვის.....

      კაცობრიობას, ძალიან მცირე ნაწილის გამონაკლისით, არ გააჩნია ამ ჭესმარიტების შემეცნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ათასობით ადამიანი უკვე ძალიან დიდი ხნის წინათ გახდებოდა ამაღლებული მეუფე. იმისათვის რომ გამოვიდეთ დეგრადაციის, თანამდევი უბედურებისა და სიღარიბისაგან, იმ უბედურებისაგან რომელშიც ჩაიფლო ადამიანთა მასები, ინდივიდუმმა ნათლად უნდა გაიგოს ეს კანონი თავისი გონების გარე აქტიურობაში. ცნობიერი ყურადღებითა და ემოციებზე კონტროლით ის კეტავს კარებს ყველაზე საშიში და ეშმაკური შთაგონების წინ, რომლებიც ფსიქიური პლანიდან მოდიან, ყველაზე ამოუცნობი მტრიდან და საშიში ქმედებაა ბოროტების ძალთა მიერ ამ ქვეყანად.

      კაცობრიობის გრძნობითი მხარე - ეს ენერგიის რეზერვუარია, ხოლო აზრებს შეუძლიათ მატერიალიზება, როდესაც ადამიანი მიმართავს მათ გრძნობების საშუალებით ელექტრონული სუბსტანციის ზღვაში.

საწყისი გვერდი

     

    

 

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©