სახელმწიფოს მართვა
სადღეისოდ მთელ მთელ მსოფლიოში ხალხი უკმაყოფილოა საკუთარი მთავრობით, ხდება გამოსვლები, გადატრიალებები, რევოლუციები, გაფიცვები და ა.შ. ამ პროცესებს მრავალი მიზეზი აქვს, მაგრამ თუ იმდენად შორს წავალთ რომ საწყისი ჰარმონიული წყობის ძებნას დავიწყებთ, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ დედამიწაზე არსებული ნებისმიერი სახელმწიფოს მართვის სრუქტურა ყოველთვის ძალიან შორს იყო იდეალურისაგან, - და მაინც როგორია მართვის სრულყოფილი სტრუქტურა? ეს საკითხები მე დიდი ხანია მაინტერესებდა და მრავალი წლის მანძილზე ვეძებდი მათზე პასუხს. როდესაც ვნახე ჩვენზე წინწასული ცივილიზაციების "სახელმწიფო" წყობა, და როდესაც ასეთ არაერთი ვნახე, მაშინ მივხვდი რომ მათ მიაკვლიეს სრულყოფილი მართვისა და ხელმძღვანელობის სადავეებს. ასეთი დასკვნის მიზეზს ისიც მაძლევს, რომ ამ ცივილიზაციებში სრული ჰარმონიაა, არავითარი მღელვარება, არეულობა, უკმაყოფილება არ სუფევდა, მათთან ეს აზრადაც კი არ მოსდიოდათ იმიტომ, რომ სრული ნდობა იყო მმართველთა მიმართ. და მაინც როგორია ეს იდეალური წყობა? პირველი რაც თვალში საცემია ძალიან იშვიათია ცივილიზაცია ან "სახელმწიფო" რომელსაც ერთი არსება მართავს, ძირითადად მართვას ანხორციელებს რამოდენიმე (12 ან 24 ან 7 ან 3 და ა.შ.) არსება. თუმცა ისეთებიც მინახავს სადაც ერთი არსება დგას სათავეში და იქაც ყველაფერი ჰარმონიულადაა. მეორე ძირითადი მომენტი რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ ეს არსებები ვინც სათავეში დგანან წარმოადგენენ სულიერ ლიდერებს! ისინი სულიერი კუთხით განჭვრეტენ იმ მიმართულებასა და განვითარების იმპულსს საითაც უნდა იაროს მთელმა ცივილიზაციამ, რასამ ან სახელმწიფომ. სულიერი კუთხე ნიშნავს იმას, რომ ისინი ძალიან მაღალ, სულიერ ჭვრეტაში, იერარქიულად უფრო მაღლა მდგომ არსებებთან კონსულტაციისას, მაღალ სულიერ პლანზე, განვითარების გზის შესახებ სულის მიერ გადმოცემულ გზავნილს, იღებენ და "ჩამოყავთ" იგი მათთვის გასაგებ მცნებებში, რის შემდეგაც უკვე გადასცემენ მას - მათზე ქვემოთ მდგომ "სახელმწიფო მოხელეებს", რომელთა მოვალეობაა დაამუშაონ ამ ფუნდამენტური მიზნისაკენ მიმავალი გზები და საშუალებები, გათვალონ საჭირო დრო და საშუალებები. ამის შემდეგ ეს ყველაფერი გადაეცემა კიდევ უფრო დაბლა მდგომ "სახელმწიფო მოხელეებს" რომლებიც არჩევენ საჭირო კადრებს, მათ, ვინც, იდეალურად შეესაბამაბა ამ ახალი მიზნის მიღწევას როგორც შინაგანად ასევე განსწავლის დონითა და ხარისხით. ანუ უხეშად და ჩვენთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვა ამ ცივილიზაციებში "პოლიტიკოსებზე" მაღლა ყოვეთვი დგანან სულიერი ლიდერები. მე ვიყენებ ტერმინს სულიერი ლიდერები და არა "რელიგიური ლიდერები". რელიგია აქ არაფერ შუაშია! სულიერ ლიდერში ეჭვი არავის ეპარება, იმიტომ რომ ჯერ ერთი ის გადის ხანგრძლივი სულიერი სწავლების კურსს ბავშვობიდან, მეორეც ის გადის მთელ გზას მოსწავლეობიდან სულიერი განდობების მაღალ საფეხურებამდე. ასეთი არსებები ძირითადი მიზანი არის საკუთარი ცივილაციის მსახურება, ის ამ მიზნით იბადება და ეს ნათლად ჩანს მისი დაბადების პლანეტარულ რუქაზე. უმაღლესი სულიერი საბჭო თვალყურს ადევნებს ასეთ არსებებს ად აძლევს მას შესაბამის განათლებას. საერთოდ ასეთ ცივილიზაციებში არსებები იღებენ ისეთ განათლებასა და "საქმეს" როგორი მისიით და სულიერი მიდრეკილებითაც დაიბადნენ. ანუ ისინი აკეთებენ მათთვის შინაგანათ სასურველ საქმეს, რაც იწვევ სრულ კმაყოფილებასა და ჰარმონიას! ზოგადად ასეთ წინწასულ ცივილიზაციებში მთავარი ისაა, რომ მათ სულიერი განსწავლა ბევრად უფრო მაღალ დონეზე აქვთ აღიარებული და აყვანილი ვიდრე მტერიალური მეცნიერებანი. ანუ ცივილიზაციის მიერ - სული - აღიარებულია მმართველად და შესაბამისად მათი სახელმწიფო წყობაც ამის შესაბამისია! სამწუხაროდ კაცობრიობა მატერიალურ განსწავლას უფრო მაღლა აყენებს ვიდრე სულიერს, უფრო მეტიც მათ ჯერ არც კი უღიარებიათ სულის პირველადობა! იმასაც კი ვერ მივაღწიეთ რომ მედიცინამ ეთერული სხეული აღიაროს და აქედან გამომდინარე დასვას დიაგნოზი. ამიტომ ჩვენი მართვის სისტემებიც ეფუძვნება მატერიალურად განსწავლული ადამიანების მიერ დასახულ პრიორიტეტებსა და მათი გონების იდეებს. სახელმწიფოს მართავენ მატერიალურად განსწავლული ადამინები, რომლებიც უკეთეს შემთხვევაში ემორჩილებიან საკუთარ გონს, მორალს და ემოციებს. დემოკრატია სისტემაა რომელიც იმიტომ შეიქმნა, რომ თანასწორობა და თავისუფლება მოეტანა ხალხისათვის, ის მეტად კარგია ტოტალიტარიზმთან შედარებით, მაგრამ არასაკმარისია სულის მმართველობასთან მიმართებაში! ნებისმიერი სისტემა და სტრუქტურა ადამინს ეყრდნობა, მაშინ როცა ადამიანი მხოლოდ საკუთარი გონებიდან და ემოციებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს! ადამიანის აზრები და ემოციები წამდაუწუმ იცვლება, განა არსებობს ქვეყნად რომელიმე სისტემა ან სტრუქტურა, რომელიც ასეთ მერყევ ადამინს დაეყრდნობა და გაუძლებს მის ურთიერთ საწინააღმდეგო მოქმედებებსა და საქციელს? ბოლოსდაბოლოს უნდა ვაღიაროთ რომ ჩვენი პრიორიტეტები და მსოფლმხედველობა არასწორია და ჩვენ არ გაგვაჩნია სახელმწიფოს მართვის სწორი სისტემა. ჩვენ არ გაგვაჩნია აღიარებული სისტემა რომელიც სულთან კონტაქტს და მის მორჩილებას გვასწავლის. ჩვენ არ ვიცნობთ საკუთარ თავს და აქედან გამომდინარე ვერ ვხედავთ - სხვას! G.K. ![]() |
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |