სასიცოცხლო ინფორმაცია

ვისაც თვალები აქვს, დაინახოს!

(ნაწყვეტი ჩემი წიგნიდან "ფლობის ბეჭედი")

   ალბათ, ყოველი თქვენთაგანი ხვდება, რომ რაღაც ვერაა მთლად ისე, ადრე რომ იყო, სტაბილურობას ნელნელა ბოლო მოეღო და ყველაფერი სადღაც მიექანება. გარანტია არავის და აღარაფრის აღარა აქვს, ნებისმიერ წუთს შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. ყველაფერი დაჩქარდა, ამოძრავდა, გააქტიურდა, დუღს და გადმოდის.

    დრო წარმოადგენს ცვლილებათა სისწრაფეს და აშკარად დაირღვა დროის ერთგვაროვნად სტაბილური დინება! ცვლილებათა სისწრაფეს ცეცხლის სტიქია განკარგავს და ზუსტად მისი მზარდი ნაკადები შემოედინება დედამიწაზე კოსმოსიდან დღეისათვის. ჩვენი მზე ბრუნავს სხვა უფრო დიდი მზის გარშემო, რომლის აქტივობაც ძალიან გაიზარდა, რაც თავის მხრივ ბევრად აქტიურს ხდის ჩვენს მზეს. ეს მოვლენები უკავშირდება კოსმიურ გაზაფხულს, რომელიც ეს ესაა დადგება. გარდა ამისა, "იმან", "ვისშიც" ჩვენ ვცხოვრობთ და ვფუნქციონირებთ, ევოლუცია განიცადა და მაშასადამე, მისი ცენტრები გააქტიურდა, ჩვენი მზის სისტემა და გალაქტიკა მისი ენერგეტიკული ცენტრებია(ჩაკრა). ამ მოვლენათა გამო მზის სისტემაში შემომავალ კოსმიურ ცეცხლთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება.  თუ ადრე მიზეზს შედეგი შეიძლება 100 წლის შემდეგ გამოეწვია, ახლა ამას 1 საათი სჭირდება. თუ ადრე რაიმეს ცვლილებას 24 საათი სჭირდებოდა, ახლა იგივეს 14–15 საათი სჭირდება. 

   ადამიანებმა უკვე დააფიქსირეს რომ ყველანი შევიცვლებით, რომ ძველებურად აღარაფერი აღარ იქნება!

მაინც რა მოჰყვება ამ აჩქარებას თითოეული ჩვენგანისათვის?

1 – ყოველივე არაჰარმონიული(რაც სიყვარულით არ კავშირდება) დაიშლება.

2 – თითოეულ შეცდომის შედეგს მყისეულად დავინახავთ.

3 – თითოეული სწორი ნაბიჯისათვის (ისევე როგორც არასწორისათვის) ერთიასად მოგვეზღვება.

   ახლა კი დაუსვით საკუთარ თავს, კითხვა არის თუ არა მსოფლიო საფინანსო სისტემა, ჯანდაცვის სისტემა, სასოფლო–სამეურნეო, სოციალური და სხვა სისტემები ჰარმონიული? არის ურთიერთობები ოჯახში, სახელმწიფოში, ბიზნესში და ასე შემდეგ ჰარმონიული? არის აზრები, წარმოდგენები და გრძნობები თითოეულ თქვენგანში ურთიერთჰარმონიული და შეთანხმებული გარშემომყოფთა აზრებთან, წარმოდგენებთან და გრძნობებთან? თუ ჰარმონიულია, ყველაფერი შენარჩუნდება და განიცდის სწრაფ ევოლუციას, ხოლო თუ არა – მაშინ დაიშლება და გაქრება!

   ინტერნეტის საშუალებით ამერიკიდან, რუსეთიდან და ხანდახან საქართველოდანაც უამრავი წერილი მომდის ბოლო დროს გაუარესებულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ადამიანებს უნდათ გაიგონ, რისი ბრალია სხეულის ასეთი კრიტიკული მდგომარეობა, ბევრი ამას საკუთარ პრაქტიკებს აბრალებს, ზოგი პირიქით, არაფრის კეთებას და ა.შ.

    დღემდე ადამიანები სიყვარულს უგულვებელყოფდნენ, როგორც არაპრაქტიკულ სულიერ ფუფუნებას, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ყველა რელიგია სიყვარულს ქადაგებს. ადამიანები ვერაფრით ვერ აკავშირებენ ერთმანეთთან სიყვარულს და ჯანმრთელობას. მათ ეს არ ასწავლეს!

  მაშ ასე:

1 – ადამიანის ორგანიზმში გამუდმებით მიმდინარეობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესი: 1 – დაშლა, 2 – აღდგენა.

2 – ორგანიზმისა და ორგანოების დაშლის პროცესს წარმართავს სპეციალური პროგრამა, რომელიც სექსუალურ ცენტრსა და მზის წნულს შორის მდებარეობს.

3 – ორგანიზმის აღდგენასა და მის შემდგომ ევოლუციას განკარგავს პროგრამა, რომელიც გულის ცენტრთან მდებარეობს.

4 – დაშლის პროგრამა აქტიურდება ყოველთვის, როცა ადამიანი ააქტიურებს მზის წნულსა და სექსუალურ ცენტრს, ანუ როდესაც მისი აზრები, ემოციები უარყოფითია, აგრესიულია, ან როცა ფიქრითა თუ ქმედებით აღაგზნებს სექსუალურ ცენტრს.

5 – ორგანიზმის აღდგენის პროგრამა აქტიურდება ყოველთვის როდესაც ადამიანი ააქტიურებს გულის ცენტრს, მისი აზრები, წარმოდგენები, შთაბეჭდილებები და გრძნობები განმსჭვალულია სიყვარულით.

6 – ორივე პროგრამას არ შეუძლია ერთად მუშაობა, როდესაც აქტიურ რეჟიმშია ერთი მათგანი, მეორე აუცილებლად გადადის პასიურ რეჟიმში.

7 – დაბერებისა და ავადმყოფობის პროცესი იმის მაჩვენებელია, რომ დაშლის პროგრამა უფრო ხშირად ეშვება, ვიდრე აღდგენის!

8 – რადგან დედამიწაზე დღითიდღე სულ უფრო მეტი კოსმიური ცეცხლი შემოედინება, დაშლისა და აღდგენის პროცესებიც დაჩქარებულია რამდენჯერმე და განაგრძობს ყოველდღიურ აჩქარებას.

თუ ვინმეს შეეშინდა, სულ ტყუილად! უბრალოდ დრო მოვიდა, ვისწავლოთ, სიყვარულიდან გამომდინარე წარვმართოთ ჩვენი აზროვნება და ქმედებები!

G.K

 

ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია         გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია  სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე     სიყვარულის გავრცელება  ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება   ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი      სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა   სიყვარული  გრძნობები  ატომი "ნუს"– ი  პლუტონი  შემდეგი ნაბიჯი   კანონი  კანონის შესახებ  სტალკერი  მამოძრავებელი  ძალა   კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული   მოქმედების პრაქტიკა  ცნობიერება სხეული და სიყვარული

  

 

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©