სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია

   ცხრამეტნახევარი მილიონი წლის წინათ, ჩვენი დედამიწის სისტემის პლანეტარულმა ლოგოსმა, რომელიც არის ტახტის წინაშე შვიდი სულიდან ერთერთი, მიიღო ფიზიკური განსხეულება სახელით სანატ კუმარი. სწორედ სანატ კუმარამ დაუდო საფუძველი ამ პლანეტის სულიერ იერარქიას. ის მოვიდა ვენერადან სამ სხვა ბრწყინვალე არსებასთან ერთად. მათ მოსვლამდე დედამიწა იყო ძალიან ბნელი პლანეტა, მძიმე ატმოსფეროთი და საკუთარი ენერგიის სულიერი კუთხით განვითარების შესაძლებლობას მოკლებული. სანატ კუმარა და მისი ძმები კუმარები განსხეულდნენ ეთერულ და არა ფიზიკურ სხეულებში  და მას შემდეგ აქ არიან ჩვენთან.

    სანატ კუმარა – უდიდესია ავატარებს შორის. სანატ კუმარა თავის სამ კუმარასთან ერთად, რომელთაც იცნობენ კიდევ სახელით – მოქმედების სამი ბუდა, იმყოფებიან შამბალაში. შამბალა არ იმყოფება ფიზიკურ პლანზე და წარმოადგენს "მთავრობის პლანეტარულ სახლს".  შამბალა – ეს ადგილმდებარეობაცაა და ცნობიერების მდგომარეობაც. შამბალა იქაა, სადაც იმართება იმ საბჭოს სხდომა, რომელზეც იკრიბებიან სულიერი იერარქიის ყველა ის წევრები, ვინც მიიღო მეხუთე განდობა. სულიერი იერარქია, რომელსაც ხელმძღვანელობს მეუფე მაიტრეა, წარმოადგენს სულიერი მთავრობის განსაკუთრებულ განყოფილებას. თვითონ სანატ კუმარა არ არის იერარქიის წევრი. შამბალა ანხორციელებს შემმოქმედის ნების ასპექტს. სულიერი იერარქია ანხორციელებს შემოქმედის სიყვარული–სიბრძნის ცენტრს. სანატ კუმარა იღებს შემმოქმედის ენერგიებს ძირითადად მზის ლოგოსისგან – გელიოსისგან.

    სანატ კუმარა პასუხისმგებელია არამარტო კაცობრიობის ევოლუციაზე, არამედ დედამიწის ყველა სხვა არსებებზე: მინერალებზე, მცენარეებზე  და ცხოველებზე. სანატ კუმარას ფიზიკურ სხეულს საკუთრივ  თვითონ დედამიწა წარმოადგენს. ყველა დედამიწელი ცხოვრობს მის მშვენიერ აურაში. საკუთარ ცნობიერებაში მას უჭირავს მთელი პლანეტის განვითარების გეგმა. სულიერი ხედვის მქონე ადამიანები მას ხედავენ როგორც მშვენიერ ყმაწვილს.

სანატ კუმარა შამბალა ვენერა ავატარი დედამიწა ევოლუცია სულიერი იერარქია

   შამბალასთან ასოცირებულ ადგილად დედამიწაზე  ითვლება გობის უდაბნო. იმ სამ კუმარას, რომლებიც ეხმარებიან სანატ კუმარას, ასევე მოიხსენიებენ როგორც პრატეკა–ბუდებს. ისინი ეხმარებიან სანატ კუმარას პლანეტარული ევოლუციის წარმართვაში. სულიერი იერარქია პასუხისმგებელია სანატ კუმარის მიმართ და ხშირად უპატაკებს ამ სამ ბუდას. როდესაც შამბალაში იკრიბება საბჭო, სულიერი იერარქიის წევრები სტუმრობენ მას ან თავისი ეთერული სხეულით, ან განეწყობიან მისი ცნობიერების ტალღაზე. ამ დონის მასწავლებლებს შეუძლიათ გახლიჩონ საკუთარი ცნობიერება იმდაგვარად, რომ რამოდენიმე ადგილას ერთდროულად იმყოფებოდნენ.

   სანატ კუმარა იძლევა მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე განდობას. საკუთარი ძლევამოსილებით, ყოვლისხედვითა და ყველგანყოფნით სანატ კუმარა აძლევს მითითებებს შამბალისა და იერარქიის წევრებს. შემდეგ ადამიანური არსებები, როგორც მისი წარმომადგენლები, ამ დირექტივებს ცხოვრებაში ატარებენ.

  ამგვარად სანატ კუმარა, წარმოადგენს დედამიწის ევოლუციის "ორგანიზატორსა და ხელმძღვანელს". საჭიროა შევიმეცნოთ ის ფაქტი, რომ არსებობენ ერთმანეთისაგან მკვეთრად გამორჩეული მზის იერარქია, გალაქტიკური იერარქია და სამყაროს იერარქია. სანატ კუმარა და პლანეტარული იერარქია იღებენ ენერგიას მზის ლოგოსიდან და მზის იერარქიიდან ზუსტად ისევე, როგორც ეს უკანასკნელნი თავის მხრივ, იღებენ ენერგიას გალაქტიკური ლოგოსიდან და გალაქტიკური იერარქიიდან. ეს პროცესი გრძელდება თვით ღმერთამდე. თითოეულ ამ დონეზე ენერგია დაბლდება საფეხუროვნად. თითოეულ დონეზე ენერგია რომ არ სუსტდებოდეს, ადამიანები დედამიწაზე უბრალოდ დაიწვებოდნენ ძალიან მაღალი სიხშირის გამო.

   ამ  სამიდან ერთმა კუმარამ , ერთმა ბუდამ, ახლახანს დატოვა პლანეტარული იერარქია და გააგრძელა საკუთარი კოსმიური ევოლუცია. მისი სახელია სანაკა კუმარა. იგი შეცვალა იმან, ვინც მანამდე იყო მანუ  დედამიწის სულიერ მთავრობაში. როდესაც ეს უმაღლესი არსებები უფრო ზემოთ მიდიან საკუთარ კოსმიურ ევოლუციაში, იერარქიის წევრები იკავებენ განთავისუფლებულ ვაკანსიებს, ხოლო იერარქიაში წარმოქმნილ ვაკანსიებს ავსებენ მაღალგანვითარებული ადამიანები. ვერავინ ვერ დატოვებს საკუთარ თანამდებობას მანამ, სანამ არ მოიძებნება მისი შემცვლელი. მაშასადამე, იერარქია დამოკიდებულია ადამიანებზე, ისევე, როგორც ადამიანები იერარქიაზე. ჩვენ წარმოვადგენთ ერთიან დიდ კოსმიურ ჯაჭვს, რომლის ზედა ბოლოში ღმერთია, ჩვენი უმაღლესი მეთაური.

  სანატ კუმარის ზემოთ იმყოფება ვივამუსი, რომელიც წარმოადგენს სანატ კუმარის უმაღლეს "მე'–ს. სანატ კუმარას ხელმძღვანელობს ვივამუსი, ისევე როგორც დედამიწაზე მაღალგანვითარებულ ადამიანებს ხელმძღვანელობს მათი სული.

   არსებათა კიდევ ერთი ტიპი, რომლებიც შამბალის დონეზე მუშაობენ – კარმის მეუფეებია. ისინი ადამიანური სამყაროს ევოლუციით არიან დაკავებული. მათი მიზანია – კარმის გადანაწილება და მისი ზემოქმედება ინდივიდუმზე. ისინი ასევე კონტროლს ანხორციელებენ აკაშის ქრონიკებზე.

  კარმის მეუფეებთან ერთად ამ საკითხებზე მუშაობენ  განდობილთა და ანგელოზთა დიდი ჯგუფები, რომლებიც კარმას ყველა დონეზე არეგულირებენ.

  ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია         გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია  სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე     სიყვარულის გავეცელება   ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება    ღვთის სასუფეველი   რ ე ა ქ ც ი ა   ღმერთით შემოსილი    სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა სიყვარული   გრძნობები   ცეცხლის ადამიანი    ატომი "ნუს"– ი  პლუტონი  შემდეგი ნაბიჯი  კანონი  კანონის შესახებ  სტალკერი  მამოძრავებელი ძალა  კანონის ატრიბუტები    სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა      ცნობიერება სხეული და სიყვარული

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©