რეფლექტური მედიტაცია ქრისტეს მეორედ მოსვლის მოსამზადებლად
მსოფლიოში ბევრი ინდივიდუმი და ჯგუფი სადღეისოდ რეგულარულად ასრულებენ ორ "გამოსასყიდ" მედიტაციას. ერთი - მსოფლიო მსახურთა ახალი ჯგუფისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მოამზადონ ნიადაგი ქრისტეს მეორედ მოსვლისათვის, მეორე - უბრალო მედიტაცია, რომელიც აერთიანებს ლოცვის, მედიტაციის და მოწოდების ასპექტებს, და რომლის მიზანიცაა აიძულოს ფული ემსახუროს არა მატერიალურ გათვლებს, არამედ სამუშაოს, რომლის შესრულებაც იერარქიას უნდა.
რეფლექტური მედიტაცია ქრისტეს მეორედ მოსვლის მოსამზადებლადრეკომენდაციები: 1. რეკომენდებულია ჩატარდეს მედიტაციები კვირაში ერთხელ ყოველ ხუთშაბათს, იმ ადგილას, სადაც ჩვეულებრივ მედიტირებთ. აღადგინეთ შთაგონების, ერთგულების, ლოცვის და ფიქსირებული განზრახვის(ამ რიგითობით) მდგომარეობა, მანამ სანამ უფრო წინ წახვალთ. ეზოტერულ მოსწავლეებს სჭირდებათ გულითადი განწყობა, ისევე როგორც მენტალური, რათა ეს მედიტაცია გახადონ იმ მძლავრ ინსტრუმენტად, რომლიც მას შეუძლია გახდეს. 2. ხუთშაბათებს შორის შეეცადეთ შეასრულოთ ის, რაზეც რეფლექტირებდით მედიტაციაში. შეადგინეთ პრაქტიკული გეგმები და, ამ მედიტაციაში დაჯდომისას, საკუთარი გამოხატული განზრახვის სინათლეში რეტროსპექციულად გადახედეთ ერთი კვირის მანძილზე შესრულებულ სამუშაოს. 3. დაე მედიტაცია იყოს მოკლე და დინამიური. რამოდენიმე მედიტაციის შემდეგ ეს სავსებირთ შესაძლებელია. დაივიწყეთ მისი სტადიები, დაე თქვენ შთაგაგონებდეთ მისი თანამიმდევრობა და სინთეზი. სტადია I მიაღწევთ რა პოზიტიურ განწყობასა და პიროვნულ სიმშვიდეს, საკუთარი თავისათვის ნათლად ჩწამოაყალიბეთ პასუხები შემდეგ კითხვებზე: 1. როგორია ჩემი სპეციფიკური ფიქსირებული განზრახვა, როგორც მსოფლიო მსახურთა ახალი ჯგუფს წევრისა, სულთან ამ კონტაქტის მომენტში? 2. შესატყვისია თუ არა ჩემი კონცენტრირებული და გამოხატული პიროვნული მიზანი იერარქიის განზრახვასთან - რამდენადაც დასაშვებია ჩემთვის ამის ცოდნა? 3. ვიმსახურებ თუ არა მე - ჩემს პირად ყოველდღიურ ცხოვრებაში - უფლებას( კონკრეტული ძალისხმევის გამო, და არა იმდენად წარმატების გამო ) ვიმუშაო იმ მსახურებთან, რომლებიც ეხლა დაკავებული არიან მოსამზადებელი სამუშაოებით? აი ერთადერთი მომენტი მედიტაციაში, როდესაც თქვენ ფიქრობთ საკუთარ თავზე, რამეთუ პიროვნული ყურადღების ფიქსირების ეს მეთოდი, ათანაბრებენ თქვენს პიროვნებას მენთალურ დონეზე. პაუზა სტადია II უპასუხებთ რა სულის სინათლეში ამ ორ კითხვას , გამომხატველად წარმოთქვით: წინას დავიწყებით, მე მივისწრაფი ჩემი უმაღლესი სულიერი შესაძლებლობისაკენ. ახლად ვუძღვნი საკუთარ თავს მომავალ(მხსნელს) და გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, რათა მოვამზადო ადამიანთა გონება და გული ამ მოვლენისადმი. სხვა ცხოვრებისეული განზრახვა მე არ მაქვს!
სტადია III 1. ვიზუალიზაცია გაუკეთეთ სიტუაციას მსოფლიოში, როგორც კი შეგიძლიათ, იმის გათვალისწინებით, რაშიც თქვენ უპირატესად ხართ დაინტერესებულნი(მსახურება). დაინახეთ ადამიანთა მასები, რომლებიც მცირედ ანათებენ, და მათ შორის უფრო ნათელი სინათლის მქონე წერტილები. ესენი არიან მსოფლიო მსახურთა ახალი ჯგუფუს წევრები და ის ადამიანები რომლებიც მუშაობენ ადამიანთა საკეთილდღეოდ სულიერი განზრახვითა და მოსიყვარულე გულით. 2. შემდეგ შემოქმედებითი წარმოდგენით ვიზუალიზაცია გაუკეთეთ იერარქიის ცოცხალმქმნელ სინათლეს, რომლის სხივებიც მიმართულია კაცობრიობის მხარეს და ნელა უერთდება სინათლეს, რომელიც უკვე ბინადრობს ადამიანთა გონებაში. წარმოთქვით დიადი მოწოდების პირველი კუპლეტი: სინათლის იმ წერტილიდან, რომელიც ძღმერთის გონშია, დაე სინათლემ იდინოს ადამიანთა გონებაში. დაე დაეშვას სინათლე დედამიწაზე. 3. იფიქრეთ ქრისტეს ახალ მოვლინებაზე; შეიმეცნეთ, რომ, როგორც არ უნდა ეძახდნენ მას მსოფლიოს უამრავი რელიგიის მიმდევარნი, ის არის ერთი და იმავე დიადი ჭეშმარიტება. ირეფლექტირედ, იფიქრედ მისი მოვლინების შესაძლო შედეგებზე. წარმოთქვით დიადი მოწოდების მეორე კუპლეტი: სიყვარულის წერტილიდან, რომელიც ღმერთის გულშია, დაე სიყვარულმა იდინოს ადამიანთა გულებში. დაე დაბრუნდეს ქრისტე დედამიწაზე. 4. ეცადეთ კონცენტრირდეთ თქვენს განზრახვაზე იმსახუროთ და გაავრცელოთ სიყვარული თქვენს გარემოცვაში, და შეიმეცნეთ, რომ იმდენად, რამდენადაც თქვენ ამის კეთება შეგიძლიათ, თქვენ ცდილობთ შეადნოთ თქვენი პირადი ნება ღვთის ნებას. წარმოთქვით დიადი მოწოდების მესამე კუპლეტი: ცენტრიდან, სადაც ღმერთის ნება ცნობილია, დაე მიზანმა მიმართოს ადამიანთა პატარა ნებები, - მიზანი, რომლის ცოდნითაც, მსახურობენ მასწავლებლები. 5. გაიაზრეთ, რის გაკეთებას შეძლებთ მომდევნო კვირაში პრაქტიკულად, ქრისტეს მეორედ მოსვლის მოსამზადებლად.
პაუზა სამჯერ გამოთქვით "ომ" , უძღვნით რა სამსახოვან პიროვნებას - მოსამზადებელ სამუშაოს.
D.K ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელება ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარულის პრაქტიკა სიყვარული გრძნობები ატომი "ნუს"– ი პლუტონი შემდეგი ნაბიჯი კანონი კანონის შესახებ სტალკერი მამოძრავებელი ძალა კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული იერარქიის მეთოდიკა რჩევები მაძიებელთათვის გარდამავალი ეტაპი კეთილი ნების არსი ურთიერთობათა ხელოვნება მსახურება ღვთიური სიყვარულის ექვსსაფეხუროვანი ჩამოდინება რეფლექტური მედიტაცია იერარქიული მიზნებისათვის ფულის მოსაზიდად იესომ თქვა(1)
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |