რეფლექტური მედიტაცია იერარქიული მიზნებისათვის ფულის მოსაზიდად

     

    რეკომენდაციები:

1. ეს მედიტაცია იმდენად უბრალოა, რომ ზოგიერთმა თქვენგანმა ისშეიძლება მიიჩნიოს არასერიოზულად. მაგრამ როდესაც იგი სრულდება მრავალი ადამიანის მიერ ერთდროულად, მას შეუძლია გაანგრიოს კედელი, რომელიც ხელს უშლის სადღეისოდ საჭირო ფულადი სახსრების მოზიდვას სამუშაოებისათვის, რომელთა შესრულებასაც იერარქია ცდილობს.

2. მედიტაცია ჩაატარეთ კვირაობით დილის საათებში. ის, რაც დაზოგილ იქნა განვლილი კვირის მანძილზე, მიუძღვენით ამ სამუშაოს და მედიტატიურად  ხელმისაწვდომი გახადეთ ქრისტესა და  და მისი იერარქიისათვის. დიდია ეს თანხა თუ მცირე - ის შეიძლება გახდეს მიმზიდველი მაგნეტიკური ერთელი მასწავლებელთა გეგმებში.

3. გაითავისეთ ოკულტური კანონი: "გაეცით, და მოგეცემათ თქვენ", რათა თქვენ შეძლოთ კვლავ გაცემა.

4. შეეცადეთ შეიგრძნოთ, თუ როგორ მიედინება თქვენში ალალი სიყვარული, მცკიცედ განიზრახეთ გამოხატოთ ეს სიყვარული ყველას მიმართ, ვისთანაც მოდიხართ შეხებაში. ის არის დიადი უანგარო ხელშემწყობი ყველაფერში, რაც კი რამ ხდება სამყაროში.

 

სტადია I

 

 

    განზრახული, პოზიტიური პიროვნული სიმშვიდის მიღწევის შემდეგ მკაფიოდ, საკუთარი სიტყვებით ჩამოაყალიბეთ საკუთარი თავისათვის პასუხები შემდეგ კითხვებზე:

1. თუ ფული წარმოადგენს ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც საჭიროა სადღეისოდ სულიერი სამუშაოებისათვის, რა უშლის ხელს მათ დინებას იმ არხებში რომლებიც იერარქიის ჩასატარებელ სამუშაობს ემსახურება?

2. როგორია ჩემი პირადი დამოკიდებულება ფულისადმი? ვთვლი თუ არა მე მათ დიად შესაძლო სულიერ ღირშესანიშნაობად თუ პირიქით, ვანიჭებ მათ მატერიალურ მნიშვნელობას?

3. როგორია ჩემი პირადი პასუხისმგებლობა იმ ფულისადმი, რომელიც ჩემს ხელში გადის? ვექცევი კი მე მათ ისე, როგორც უნდა ექცეოდეს მასწავლებლის მოსწავლე?

 

სტადია II

 

1.  იფიქრეთ კაცობრიობის გამოსყიდვაზე ფულის სწორი მოხმარების შედეგად. ვიზუალიზაცია გაუკეთეთ ფულს დღევანდელ სამყაროში როგორც

     ა)  კოაგილირებულ ენერგიას, რომელიც საყოველთაოდ გამოიყენება სუფთა მატერიალური მიზნებისათვის და დასაკმაყოფილებლად(იგულისხმება ინდივიდუუმის მიმართებაში) გამოყოფილად პირადი სურვილებისადმი;

     ბ)  დიადი ნაკადი ოქროსფერი დენადი სუბსტანციისა, რომელიც გამოდის მატერიალიზმის ძალების კონტროლიდან და გადადის სინათლის ძალების კონტროლ ქვეშ.

2.  წარმოთქვით შემდეგი მოწოდებითი ლოცვა მენტალური კონცენტრაციით და გულითადი სურვილით "აღასრულოთ" სულიერი მოთხოვნები:

     ო შენ, ვისით ჩვენ ვცხოვრობთ და ვმოძრაობთ და ვარსებობთ, ძლევამოსილებავ, რომელსაც შეგწევს უნარი შექმნა ყოველივე ახალი, მიმართე  სულიერი მიზნებისათვის ფული სამყაროში; გამოასწორე ადამიანთა გულები საყოველთაოდ, რათა მათ გაიღონ იერარქიის სამუშაოებისათვის ის, რაც აქამდე მიემართებოდა მატერიალური კმაყოფილებებისადმი. სამყაროს მსახურთა ახალ ჯგუფს სჭირდებათ ფული დიდი რაოდენობით. გთხოვ, რათა მოსახმარი დიდი თანხები გახნენ ხელმისაწვდომნი. დაე იყოს ეს შენი ძლევამოსილი ენერგია სინათლის ძალთა ხელში.

3.  შემდეგ ვიზუალიზირება გაუკეთეთ სამუშაოს, რომელიც უნდა განხორციელდეს იმ ჯგუფთა მიერ, რომელშიც თქვენ შედიხართ(სულიერი სკოლა, მსახურების სახეობა თუ ნებისმიერი სახვა ჯგუფი, რომელიც, როგორც თქვენ იცით, ცდილობს გაატაროს იერარქიის გეგმა). შემოქმედებითი მედიტაციის მეშვეობით და ნების აქტით წარმოიდგინეთ დიდძალი ფულადი სახსრები, რომლებიც გადადის იმ ხელებში, ვინც ცდილობს  შეასრულოს სამუშაო მასწავლებელთა.

4.  ხმამაღლა, დამაჯერებლად და გამოთქმით წარმოთქვით:

     მან, ვისაც მთელი სამყარეო ელოდება, თქვა: რაც არ უნდა ითხოვოთ მისი სახელით და რწმენით პასუხად, დაინახავთ, რომ ეს ასრულდება.

     ამავე დროს გახსოვდეთ, რომ რწმენა არის მოსალოდნელის განხორციელება და უჩინარის რწმენა. დაამატეთ:

     "მე ვითხოვ ფულს, რომელიც საჭიროა ..........., და უფლება მაქვს მოვითხოვო, იმიტომ რომ:

      ცენტრიდან, რომელსაც ჩენ კაცობრიობას ვეძახით,

            დაე სიყვარულისა და სინათლის გეგმა განხორციელდეს

                    დაე დაიბეჭდოს კარი, რომლის მიღმაც ბოროტებაა".

5.  და ბოლოს, კარგად იფიქრეთ, თქვენი პირადი პასუხისმგებლობის შესახებ გეგმის მიმართ და ყოველი კვირის  მანძილზე დაგეგმეთ თქვენი ფინანსური თანამშრომლობა იერარქიის წინაშე. იყავით პრაქტიკულნი და რეალისტურნი და იცოდეთ, რომ, თუ თქვენ არ გასცემთ, თქვენ არ შეგიძლიათ ითხოვოთ, რამეთუ არა გაქვთ უფლება მიიღოთ გამოხმაურება მისი მხრიდან, რაშით თქვენ არ მონაწილეობთ.

D.K

ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია         გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე      სიყვარულის გავრცელება   ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა       სიყვარული    გრძნობები  ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი   კანონი კანონის შესახებ   სტალკერი    მამოძრავებელი ძალა   კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა   ცნობიერება სხეული და სიყვარული    იერარქიის მეთოდიკა  რჩევები მაძიებელთათვის გარდამავალი ეტაპი კეთილი ნების არსი   ურთიერთობათა ხელოვნება მსახურება  ღვთიური სიყვარულის ექვსსაფეხუროვანი ჩამოდინება  მედიტაცია   რეფლექტური მედიტაცია ქრისტეს მეორედ მოსვლის მოსამზადებლად

      

      

      

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©