რეაბილიტაციის ცენტრი

  ეს გვერდი განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, ვინც დაიტერესებულია მედიცინით და ახალი სამედიცინო კვლევების პრაქტიკაში დანერგვით. საქმე იმაშია, რომ მე გამაჩნია საკუთარი "ხედვა" დაავადებათა წარმოქმნის მიზეზებისა და მათი მკურნალობის შესახებ.

   ეს გვერდი განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, ვინც დაიტერესებულია მედიცინით და ახალი სამედიცინო კვლევების პრაქტიკაში დანერგვით. საქმე იმაშია, რომ მე გამაჩნია საკუთარი "ხედვა" დაავადებათა წარმოქმნის მიზეზებისა და მათი მკურნალობის შესახებ. ის, რაც მე "დავინახე", როდესაც ვიკვლევდი ზოგიერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კარდინალურად განსხვავდება თანამედროვე მედიცინის კლასიკური პოსტულატებისაგან. ადამიანების ჯანმრთელობაზე "ოკულტური" დაკვირვების შედეგად ჩამოყალიბდა მთელი რიგი ფაქტორები, რომელთაც "ადამიანის პრობლემას" ვეძახი. თანდათან ეს მთელ კვლევა-ძიებაში გადაიზარდა, რამაც მიმიყვანა რამოდენიმე აღმოჩენამდე და გამოგონებამდე. ზოგიერთი მათგანი განვახორციელე და გამოვცადე; შედეგებმაც არ დააყოვნა. მაგრამ ექსპერიმენტალური აპარატურის გარკვეული ნაწილის შესაქმნელად საჭიროა ფინანსები და ენთუზიაზმი. ისეთი ადამიანიც საჭიროა, ვინც კარგად ერკვევა ელექტრონიკაში და შეუძლია შემოქმედებითი მიდგომა. შეიძლება ახალი საიტიც კი დაუთმო სამედიცინო და მოურჩენელი დაავადებების მკურნალობის პერსპექტივებსა და არატრადიციული მკურნალობის მეთოდებს.
ბევრი დაავადება, რომელთაც დღეს ებრძვის კაცობრიობა, წინა ცივილიზაციებმა წარმოშვეს. რა თქმა უნდა, ჩვენი რასაც არ ჩამორჩა და მათ კოლექციას საკუთარი შემატა. მოურჩენელი დაავადებები ასი, ორასი ან სამასი წლის წინ კი არ წარმოიშვა, არამედ რამოდენიმე ათეულ მილიონ წელს ითვლის.
ამერიკელი ინდიელები ღრმად სწავლობდნენ დაავადებათა გამომწვევ მიზეზებს, ისინი ამისათვის ხშირად მიმართავდნენ სიზმარხილვას, პირდაპირი ხედვის ფენომენს, ნაყენებს და სხვა.
მქონდა შეხვედრები არსებებთან, რომლებიც არასოდეს არ ყოფილან განსხეულებული ადამიანად, მათი აზრი "ადამიანის პრობლემის" შესახებ განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის. უამრავი "სხეულს გარეთა" კონსულტაციის შედეგად შევქმენი რამოდენიმე აპარატი. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული თვალსაზრისით აპარატის შექმნა შესაძლებელი იყო, სულიერმა ძალებმა კატეგორიულად დაიწუნეს ისინი, რადგან მათი აზრით ეს გამოგონებანი ზოგიერთ სხვა პლანეტაზე უკვე დიდი ხანია შესდგა და ამან კარგი არაფერი მოუტანა ამ ცივილიზაციის წარმომადგენლებს. როდესაც დავრწმუნდი მათ მიერ მოყვანილი არგუმენტების სისწორეში, ეს მიმართულება მივატოვე. გავიდა დრო და მე კვლავ შევიმუშავე რამოდენიმე აპარატის მუშა პრინციპი, აპარატი აკეთებს თავის ტვინის ნახევარსფეროების სინქრონიზაციას, აწესრიგებს ორგანიზმის შიდა ციკლებს, როგორც ამერიკელი ინდიელები იტყოდნენ: "ატრიალებს სიცოცხლის წრეებს", რითაც მიიღწევა მაღალი ხარისხის ჯანმრთელობა და თავის ნახევარსფეროთა სინქრონული მუშაობა. როდესაც ამ აპარატის მუშა პრინციპი გავაცანი სულიერ ძალებს, ველოდი, რომ მას ისეთივე ბედი ეწეოდა, როგორც დანარჩენ გამოგონებებს ეწია, მაგრამ მოულოდნელად ამ პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ითქვა, რომ სადღეისოდ უამრავი ადამიანი იღუპება საავადმყოფოებში ასეთი აპარატის უქონლობის გამო და რომ ჩემამდე ასეთი აპარატი ერთმა ბერმა შექმნა მრავალი ასეული წლის წინ, მაგრამ მისი ამუშავება ვერ შეძლო...

  მოკლედ, აპარატის შექმნის მცდელობამ აჩვენა, რომ საჭიროა მცოდნე და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ელექტროინჟინერი, გარკვეული ფინანსები და ფართი, რათა შეიქმნას რეაბილიტაციის ცენტრი. ცენტრში დაინერგება ორგანიზმის რეაბილიტაციისა და გამოჯანსაღების ხელშემწყობი აპარატურა, (რომელთაგან ერთმა გაიარა გამოცდა, ხოლო დანარჩენები ელიან ხელსაყრელ პირობებს), და, გარდა ამისა, გარკვეული ტიპის პაციენტებს ჩაუტარდებად სპეციფიკური ტიპის ვარჯიშები (ძველი ცივილიზაციების მიერ შექმნილი), რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის სწრაფ აღდგენას.

  გარდა ამისა ერთ ერთ აშრამში ძირფესვიანად შევისწავლე კატისებრთა მოძრაობები. ეს მოძრაობათა უნიკალური სისტემაა რომელიც შამანების განუყრელ ატრიბუტს წარმოადგენს. ჯანმრთელობის კუთხით მათი ზემოქმედება ორგანიზმზე ისეთივე კოლოსალურია, როგორი გრანდიოზული ზეგავლენაც მათ სულიერი კუთხით გააჩნიათ. მინდა განსაკუთრებით გამოვყო ის ფაქტი, რომ ამ ვარჯიშების შედეგად ღვიძლის ფუნქცია არამარტო მთლიანად აღდგება, არამეტ ჰიპერ ძლიერდება – რაც გადამწყვეტია ორგანიზმის გადატვირთვისა და ექსტრემალურ გარემოში სიცოცხლისუნარიანობისათვის. ღვიძლის შამანები სულიერ გულს ეძახიან რადგან ძლიერი ღვიძლი ადამიანს ენერგეტიკული და ფიზიკური პარაზიტებისაგანაც იცავს. გულის გაჩერების შემთხვევაში ღვიძლს შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს მისი ფუნქცია რითაც სარგებლობენ დიდი შამანები და იოგები სხეულის ხანგრძლივი დროით დატოვებისას.

  რეაბილიტაციის ცენტრში დიდ დახმარებას ჰპოვებენ ის ადამიანები რომელთაც ღვიძლის პრობლემები აწუხებთ და ეს მომენტი გადამწყვეტია, რადგან თანამედროვე კაცობრიობის მესამედს სერიოზული პრობლემები აქვს ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს ფუნქციონირების კუთხით. ამ ვარჯიშებისა და ექსპერიმენტალური აპარატის(რომელიც ზემოთხსენებული აპარატისაგან განსხვავებით უკვე ფუნქციონირებს) დახმარებით ძალზედ კარგი შედეგები მივიღე  "B" ჰეპატიტისა და ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარების მკურნალობის მიმართულებით, შესაბამისი პირობების შემთხვევაში აუცილებლად გამოიცდება აპარატისა და ვარჯიშების ერთობლივი ზემოქმედება "C" ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებზეც.  

   კატისებრთა მოძრაობები აგრეთვე უკიდურესად აძლიერებენ ჰიპოფიზს, ეპიფიზს, ფარისებრი, თიმუსის, თირკმელზედა, კუჭქვეშა, სასქესო ჯირკვლებისა და ელენთის ფუნქციონირებას.

   საქმე იმაშია რომ ადამიანის შეპყრობილობა ვლინდება შიშების სახით. ნებისმიერი შემპყრობელი პარაზიტია – ის მსხვერპლში იმალება და მუდმივად ეშინია იმისა, რომ მას აღმოაჩენენ. მათი მხრიდან ეს სიკვდილის შიშია რადგან აღმოჩენის შემთხვევაში ისინი საკვების გარეშე რჩებიან და იღუპებიან. რადგან ნებისმიერი პარაზიტის ფსიქიკა დაუყოვნებლივ ინტეგრირდება მსხვერპლის პსიქიკასთან ამიტომ მსხვერპლს უჩნდება სიკვდილის შიში – რომელიც მხოლოდ პარაზიტებს ახასიათებთ.  თრკმელზედა ჯირკვლების სწორი, გამართული ფუნქციონირება ანადგურებს შიშებს და შემპყრობლებს. ელენთა უზრუნველყოფს ეთერული ენერგიით ფიზიკური სხეულის განუწყვეტელ მომარაგებას, ხოლო თიმუსი პირველსაწყის(ჰარმონიულ) მდგომარეობას უბრუნებს ორგანიზმს. ჰიპოფიზი აღადგენს ორგანოების საწყის ზომებს და ა.შ. ადამიანები, რომლებიც კატისებრთა მოძრაობებს ასრულებენ ყოველდღიურად, მოქნილები და ჯანმრთელები არიან როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქიურად.
    ეს ყველაფერი არ არის, მაგრამ ამ გვერდისათვის საკმარისია. თუ ვინმეს გაუჩნდა სურვილი გაიაროს რეაბილიტაციის პროგრამა  მომწეროს მეილზე ან სკაიპით, ხოლო მათთვის ვისაც სურვილი აქვს დაეხმაროს ცენტრის ფუნქციონირებას –  ელექტრონული ანგარიში  – გახსნილია!  

 

 ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია    ოკულტური სკოლა     გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია  რეაბილიტაციის ცენტრი     სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე    ოკულტური ცეცხლი     მანტრა – სიტყვა – ბგერა – აზრი      სიყვარულის ფონდი აზროვნების პრაქტიკა  მედიტაცია   ცოდნის  ადამიანი    ევოლუციის რეაქტორი    კითხვა პასუხი    ვ ი ბ რ ა ც ი ა     ც ე ც ხ ლ ი    ა ღ დ გ ო მ ა    სიდჰების სწავლება    ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა      ღმერთით შემოსილი    სექსუალური ენერგია      სიყვარულის განცდა სიყვარული   მაიტრეა   გრძნობები    ცეცხლის ადამიანი        ატომი "ნუს"– ი  პლუტონი შემდეგი ნაბიჯი კანონი კანონის შესახებ სტალკერი მამოძრავებელი ძალა ე გ ვ ი პ ტ ე   კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა      ცნობიერება სხეული და სიყვარული

Get your Ge Online System

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©