რჩევები მაძიებელთათვის
დაე თავიდანვე იყოს ნათელი, რომ ყველა ვინც კითხულობს ამაღლებული მეუფეების სიტყვას, ყველა ვინც ისმენს ჩვენს რჩევებს, თავისთავად მარტო ამიტომ ვერ ჩაითვლება ჩვენთვის მისაღებ კანდიდატად. დაე იყოს სრულიად ნათელი, რომ არსებობს მოთხოვნები.... მასწავლებლის მკაცრი მზერა დაჟინებითაა მიპყრობილი მედგართა მიმართ. სუსტი ნებისყოფის, ის ვისაც არ ძალუძს შეხედოს საკუთარ ხატებას, ვერ იმსახურებენ ჩვენს ყურადღებას. მე ვწერ იმათთვის ვისაც გააჩნია ნება შეიცვალოს, რამეთუ ტრანსმუტაცია წარმოადგენს დროის მოწოდებას.... ყველა, ვისაც სურს იაროს ამ მიმართულებით, მაგრამ არ იცის, რომელი გზით წავიდეს, მე გეუბნებით: არის გზა. ნაბიჯ ნაბიჯ ის გამოკვეთილ იქნა წმინდა ცეცხლის განდობილთა მიერ... ისინი ვინც ხედავენ ძველი წესრიგის დაშლას, ეძებენ ახალს. მოსწავლეობის გზა - ეს გადასვლის გზაა.... მათში, რომლებშიც ეგოიზმმა არ დაამახინჯა ახალი დღის ხედვა, არის მხურვალე მისწრაფება გახდნენ თავისუფალნი და სხვებისათვისაც მისაწვდომი გახადონ ეს თავისუფლება... ქრისტიანო ან იუდეველო, მუსულმანო ან დზენ ბუდისტო, ან არც ერთო და არც მეორევ, იცოდე, უმაღლესი რეალობის მაძიებელო, რომ განდობის გზაზე შეიძლება დადგე ყველგან, სადაც არ უნდა იყო. მაგრამ პირველი ნაბიჯი შენ უნდა გააკეთო. ჩემი მოვალეობაა - წაგიყვანო და დაგიცვა, შენი - მომყვე.... ჭეშმარიტი მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს თუ როგორ დაიმორჩილოს საკუთარი კარმა - წარსული, ახლანდელი და მომავალი. ... თანდათან მოსწავლე სწავლობს ამოიღოს ცნობიერების მატერიიდან წინა არაკეთილგონიერი ნათესების ძაფები, რათა მომავლის კარმაში უფრო კარგი მოსავალი აიღოს. ეს რომ გააკეთოს, მოსწავლემ უნდა გადააბიჯოს ცნობიერების წინა(ძველი) მდგომარეობის საზღვრებს, წინაარმდეგ შემთხვევაში ის გაიმეორებს ეთი და იმავე შეცდომებს. იმისათვის რომ გავიდეს ამ მდგომარების ფარგლებს გარეთ, მან უნდა გაარღვიოს თავისი საკუთარი სასრული ცნობიერების "შეფუთვა" - დაუსხლტეს მოკვდავი გონების ჩიხს, სადაც დაბობღავს უამრავი განსხეულების მანძილზე. ამიტომ, როდესაც მოსწავლე მზადაა გარღვევისათვის, ჩნდება მასწავლებელი. ხშირად ხდება ისე, რომ ამაღლებული მეუფეები რჩებიან დაფარულნი "ფარდის მიღმა", რომლის თანდასწრებაც იმას აღნიშნავს, რომ არასრული თვითგანდგომისა ან მაძიებლის არასაკმარისი განვითარების გამო, მასწავლებლები ინარჩუნებენ გარკვეულ ანონიმურობას და არჩევენ დარჩნენ მიუღწევადი გარე ცნობიერებისათვის, თითქოს დამალობანას ეთამაშებიან მაძიებელს. ეს ერთ ერთი გზაა რათა დაიჭირო მაძიებელი მასწავლებლის დაძაბულ ძიების მდგომარეობაში, რამეთუ ბრძოლა, დიადი ბრძოლა ერთიანობის მისაღწევად - არის გამმარჯვებელის ნიშანი. ყველა ეპოქის მანძილზე მოსწავლეები, რომლებიც გამოხატავდნენ მზადყოფნას მთლიანად დაემორჩილონ რიტუალს, რომელიც ცნობილია როგორც "სიყვარულის მორჩილება", აღწევდნენ ყველაზე სწრაფ წარმატებებს და ხანდისხან ერთი ცხოვრების მანძილზე აწონასწორებდნენ საკმარის კარმას იმისათვის, რომ უზრუნველყოთ საკუთარი თავი ნირვანული ერთიანობით, რომელსაც ჩვენ ვეძახით სინათლეში ამაღლებას. ერთ ერთი ასეთი იყო იოანე(ღვთისმეტყველი), ვინც ამაღლდა თორმეტ მოციქულს შორის სიყვარულის მეშვეობით, და რომელიც იყო ერთადერთი მოსწავლე, ვინც მიაღწია ამაღლებას გალილეას მისიის ბოლოს. როდესაც ფიქრობთ სულიერ გზაზე - საკუთარ ადგილზე, საკუთარი ცხოვრების პირობებზე, - იმაზე თუ როგორები ხართ, როგორები გსურთ რომ იყოთ, - გაითვალისწინეთ, რომ სიყვარული წარმოადგენს მოსწავლეობის გზის კანონის აღსრულებას. ... იისფერი ალი ყოველთვის გამოიყენებოდა დიადი თეთრი საძმოს სამყოფელში, რომელიც განლაგებულია ეთერულ პლანზე - მატერიის უმაღლეს პლანზე, საიდანაც ამაღლებული მეუფეები ანხორციელებენ ხელმძღვანელობას, იღებენ რა განდობის გზაზე, დამოძღვრისა და სწავლებისათვის, მხოლოდ ყველაზე ღირსეულ მაძიებელთ. ისინი, ვინც აღიარებულ იქნენ ღირსეულად - სხადასხვა რელიგიის მრევლს, საიდუმლო საზოგადოებების წევრებს, მისტერიული სკოლების მიმდევრებს - ეძლეოდათ იისფერი ალის სწავლება.... იისფერი ალი წაროიშობა თეთრი სინათლის იმ ასპექტისაგან, რომელსაც ეწოდება მეშვიდე სხივი. ის ნამდვილად არის სულიწმინდას ასპექტის მეშიდე სხივი... ეხლა მოდით გამოვიკვლიოთ, რა ხდება, როდესაც იისფერი ალი ახდენს თავის სპეციფიკურ ზეგავლენას ადამიანური ცნობიერების არდამყოლ ნაწილზე. როდესაც საკუთარი თავისუფალი ნებით მოქმედებისას, თქვენ მოუწოდებთ იისფერ ალს და გადასცემთ მას ამ არასასურველ, უიღბლო მდგომარეობებს(წინა ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები), ცეცხლი დაუყოვნებლივ იწყებს სუბსტანციის ნაწილაკების გახსნას, რომლებიც წარმოადგენენ მასას, დაგროვილს ასეულობით და ათასეეული განსხეულების დროს, რომლებშიც თქვენ უგუნურობის გამო დაუშვით - საკუთარი ცნობიერების მეშვეობით, საკუთარი ყურადღებით, აზრებით და გრძნობებით, ქმედებითა და სიტყვებით - ყველა მდაბალი მდგომარეობის რეგისტრაცია, რომლიც მემკვიდრეობით მიიღო ადამიანურმა რასამ. ყველა ადამიანი იბადება რათა დაეუფლოს საკუთარ "მე" - ს შვიდი სხივიდან ერთერთზე. მაშასადამე, მათ პირველ გურუს, ყველა ადამიანის ჭეშმარიტი მასწავლებლის უმაღლესი "მე" ს - ქრისტეს შემდეგ - წარმოადგენს იმ სხივის ჩოხანი, რომელზეც მიმდინარეობს მათი მსახურება. ... ხშირად ამაღლებული მასწავლებლების მოსწავლეები ლაპარაკობებ თითქოს არიან "პირველ სხივზე", ან "მეორე სხივზე", ან მეხუთე სხივზე... ყველა ამ სხივს საკუთარი ჩოხანი ყავს და ისინი ამ მოსწავლეების მასწავლებლები არიან... მაშ ასე მე(ელ მორია) ვარ პირველი სხივის ჩოხანი, ვასწავლი ღმერთის ნების კანონს და ენერგიის ათვისებას ყელის ჩაკრის(ცენტრის) გამოყენებით გამოთქმული სიტყვის მეცნიერების საშუალებით. მეუფე ლანტო, სიბრძნის მასწავლებელია, რომელიც ასწავლიდა სიბრძნის გზას ძველ ჩინეთში, ასწავლის მიღწევის გზას განდობით, ნათელი ახსნით და გვირგვინის ჩაკრის დაუფლებით. პავლე ვენეციელი, რომელიც განსხეულებული იყო როგორც იტალიელი მხატვარი პაოლო ვერონეზე, წარმოადგენს ღვთიური სიყვარულის მესამე სხივის მეუფეს. მისი მოსწავლეები სწავლობენ ცეცხლის ღვთიური ალის მხარდაჭერის ხელოვნებას სიყვარულის დისციპლინის მეშვეობით და გულის ჩაკრის საშუალებით შემმოქმედი ძალების ნაკადის ფლობას. მეოთხე სხივის ჩოხანს წარმოადგენს მეუფე სერაპის ბეი - სპარტანელი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ცეცხლოვანი მეუფის ანარეკლი მოსჩანს მისი მოსწავლეების შეურყეველ სისუფთავეში, რომელიც კონცენტრირებულია როგორც, დედის სინათლე ხერხემლის ფუძის ჩაკრაში. ილარიონი, ახალი ეპოქის სწავლებისა და ჭეშმარიტებისა მიმდევარი, განსხეულებული იყო წმინდა პეტრედ. როგორც მეხუთე სხივის ჩოხანი ის ხსნის მეცნიერებით, ჭეშმარიტებით, მკურმალობითა და უბიწო ღვთიური ხედვით მესამე თვალის ჩაკრის მეშვეობით - გზის ფლობას. მეუფე ნადა, ჩვენი მეუფე-ჩოხანი, რომელიც განსხეულდა იურისტად და კოსმიური სამართლიანობის დამცველად, მსახურობს მეექვსე სხივის მეუფედ, იესოს გზის მაჩვენებელი, ღმერთისა და ხალხის მორჩილი მსახურის გზის მაჩვენებელი... მზის წნულის ჩაკრის მეშვეობით ის ხსნის შემოქმედებით შესაძლებლობებს. მის დევიზს წარმოადგენს ოქროს წესი "ყველაფერში, როგორ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, ისე მოექეცით თქვენც მათ". ნადას მოსწავლეების გზას მიიკვლევენ მერწყულის ეპოქისაკენ, სენ - ჟერმენის ეპოქისაკენ. მეშვიდე სხივის მეუფე, რომელიც წარმოადგენს ალქიმიის ოსტატს, ასწავლის არამარტო გამანთავისუფლებელი ენერგიის მოხმარებას და თვით თავისუფლების სულს, არამედ ალქიმიური(ღვთიური) რიტუალის გზასაც - სულის განთავისუფლების აუცილებელ კომპონენტს. მისი რიტუალი აღსავსეა ცოცხალი მნიშვნელობით. თავის სამყოფელში ტრანსილვანიაში, ის უმხელს მოსწავლეებს ატომისრიტუალის სიმბო;იკასა და ადამიანში გამოვლენილი ღმერთის ენერგიის განთავისუფლების ციკლების ფორმულებს... აქ ქვემოთ, მატერიის პლანზე, სიცოცხლე ასევე ელექტრონულია. ადამიანი წარმოადგენს ძალისმიერ ველს, მატერიის მოლეკულათა მბრუნავი ენერგიების ერთიანობას. ის წარმოადგენს ორიგინალურ ქიმიურ ფორმულას, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს უამრავ ქიმიურ ელემენტს. ადამიანი წარმოადგენს ქიმიურ განტოლებას. ფიზიკის კანონების მორჩილი ის მოძრაობს დროსა და სივრცეში. მაგრამ სამშვინველი არ ემორჩილება დროსა და სივრცეს, ისევე როგორც არაა შეზღუდული საკუთარ გამოვლინებებში ფიზიკითა და ქიმიით. სამშვინველი არის მთელი ყოფიერების დიადი ცენტრალური მზის ელექტრონი.... სამშვინველი წარმოადგენს ელექტრონს, რომელსაც გააჩნია არცევანის უფლება - არჩევანისა აღასრულოს ღმერთის ნება. თქვენ ვინც აიჩიეთ ამ ნების აღსრულება, საკუთარ თავს ეძახით მოსწავლეებს, და ჩვენ გეძახით თქვენ "ამაღლებული მასწავლებლების მოსწავლეებს". გზა რომელსაც თქვენ მიყვებით სინამდვილეში წარმოადგენს გზას კანონისა, რომელიც მართავს ელექტრონის ბრუნვას მზის გარშემო.... არაფერმა რომ არ შეუშალოს ხელი თქვენს გამომაურებას გზის განდობაზე, თქვენ უნდა განთავისუფლდეთ კაცობრიობის სხეულებრივი აზროვნების მაგნეტიზმისაგან, რამეთუ " სხეულებრივი აზროვნება არის სიკვდილი, ხოლო სულიერი - სიცოცხლე და სიმშვიდე". .... მოსწავლეობა - ეს არის გზა გადასვლისა მასის ცნობიერების პლანიდან ღვთიური ცნობიერების სიმაღლეებისაკენ. იესო ქრისტე იყო მსოფლიოს მხსნელი, რადგან გამარჯვების ჟამს მან შეინარჩუნა წონასწორობა მთელი კაცობრიობისათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ სინათლის ადწნევა, რომელიც მან შეკრიბა საკუთარ აურაში, იყო საკმარისი, რათა გაეწონასწორებინა მთელი მსოფლიოს ცოდვათა სიმძიმე. რადგან მან შეიკავა ეს წონასწორობა, თქვენ და მთელ კაცობრიობას აქვს განვითარების შესაძლებლობა აქ და ახლა. ეხლა თქვენი ჯერი დადგა. თქვენი დრო მოვიდა. ეხლა თქვენ შეგიძლიათ შეუერთოდ თქვენი სინათლის მომენტუმის ძალები მსოფლიოს მხსნელის მომენტუმს და განაცხადოთ " ქრისტეში მე ვარ, მსოფლიოს მხსნელი" - და ამით მოიზიდოთ პლანეტისდა ადამიანების ხსნისა და გადარჩენის ენერგიები.... ყველა სული რომელიც სწავლობს უნდა წარსდგეს სამყაროს წინაშე ერთიანი ფრონტით. ჩვენმა მოსწავლეებმა უნდა აჩვენონ, რომ ამაღლებული მეუფეების კანონის სწავლებას მივყავართ სიყვარულისაკენ, ერთიანობისაკენ და - ყველაზე უწინ ერთმანეთზე ზრუნვისაკენ და თანაგრძნობისაკენ.
M.
ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელება ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარულის პრაქტიკა სიყვარული გრძნობები ატომი "ნუს"– ი პლუტონი შემდეგი ნაბიჯი კანონი კანონის შესახებ სტალკერი მამოძრავებელი ძალა კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |