ყველა უფლება დაცულია
რაჯა - იოგა
რაჯა იოგა წარმოადგენს სამეფო ანუ სამეუფო იოგას. მისი საშუალებით ადამიანი აღწევს მეუფებას საკუთარ თავზე. აქედან გამომდინარე იოგას ეს სახეობა მეტად საჭიროა არიული რასის თანამედროვე ადამიანისათვის. საკუთარი თავის ფლობა და სრულყოფილი მართვა გადამწყვეტია კაცობრიობისათვის, რადგან სწორედ სხეულის, ემოციებისა და გონების დაუოკებელი, უმართავი სურვილების ზეწოლას მოსდევს უდიდესი ტრაგედიები როგორც პირად ასევე მსოფლიო ისტორიაში. ადამიანთა უმრავლესობა ვერ მართავს ფიზიკური სხეულის სურვილებს, რასაც შედეგად მოსდევს სხეულის სურვილების აღზევება და შესაბამისი ქმედებების გადამეტებანი. ასეთი ადამიანი ცხოვრობს გადამეტებული სექსუალური აქტივობით, ეძლევა მრავალჯერად სქესობრივ აქტებს, რასაც თან სდევს გადამეტებული კვება, სასმელი, თრობა და ა.შ. ასეთ ადამიანს ჰგონია რომ ამ ყველაფრის გარეშე ცხოვრებას აზრი არა აქვს. ასეთი ადამიანის სხეული იზიდავს მდაბალი ვიბრაციის ატომებს, რაც მისი თვისებების, უნარებისა და შესაძლებლობების დეგრადირებას იწვევს. ემოციური სხეულის დაუმორჩილებლობა და უმართაობა იწვევს გადჭარბებულ ემოციებს, რასაც თან სდევს შეხლა შემოხლა, არასწორი ურთიერთობები, აგრესიულობა, წყენა, დეპრესიულობა. ასეთი ადამიანის რეაქციები უმართავია, მისგან ხშირად გაიგებთ ფრაზას - "არ მინდოდა მარა მაინც ვიყვიე", "ისევ გამოვედი წყობილებიდან", "ვერ მოვითმინე", "არ უნდა მეთქვა", " უცებ ავფეთქდი" და ა.შ. მენტალური სხეულის დაუმორჩილებლობას მივყავართ გაუთავებელ განკითხვამდე, მსჯელობამდე, განსჯამდე, გარემოს მიუღებლობამდე, საკუთარი სიმართლის დამტკიცებისა და გამოხატვის უდიდეს სურვილამდე. ასეთი ადამიანი სულ აფორიაქებულია, იგი ვერსად და ვერასოდეს პოულობს სიმშვიდეს. ადამიანთა უმრავლესობა ვერ იმორჩილებს და ვერ მართავს ვერცერთ საკუთარ სხეულს, რასაც შედეგად მოაქვს ტანჯული ცხოვრება, უკიდურესად დაძაბული ურთიერთობები, ქრონიკული და მოურჩენელი დაავადებები, სიბერე და სიკვდილი. იოგა ნიშნავს გაერთიანებას, შერწყმას, საწინააღმდეგო ნაკადთა, იმპულსთა და ენერგიათა ჰარმონიულ შეთანხმება ერთობას. ანუ რაჯა იოგა აღწევს მეუფებას ერათიანობის მთლიანობის, გართიანების, ყველა სხეულის მთლიანი მართვის, გაერთიანებული მეუფების ხარჯზე. რაჯა იოგას მიზანია უმაღლესი "მე" - ს გაცნობიერება, სრული შერწყმა, მასთან, აბსოლიტური ერთიანობის ნეტარება. რაჯა იოგა ამას ახერხებს სიყვარულზე მუდმივი მედიტირების საშუალებით, რადგან სიყვარული ერთობის, მთლიანობის, შეთანხმებულობის უძლიერესი დუღაბია. რადგან სიყვარული ამაღლებს ადამიანის ვიბრაციებს უმაღლეს ნიშნულამდე, ამიტომ იგი მიიჩნევა მთავარ ქვაკუთხედად მთელს პრაქტიკაში. სადღეისოდ ფართოდაა გავრცელებული არასწორი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მედიტაცია სრულდება იმით, რომ ჩაიკეტები ნახევარი ან ყველაზე დიდი ორი საათით - ცალკე ოთახში და პასიურად გაფაციცებით უყურო საკუთარ ცხვირს, ლაქას კედელზე ან ხრუსტალის ნაჭერს. უამრავი მაძიებელი ფიქრობს, რომ სწორედ ესაა მედიტირების ის ჭეშმარიტი ფორმა, რომელსაც იძლევა რაჯა იოგა. მეცნიერება გვასწავლის, რომ ადამიანის ფიზიკური სხეული გამუდმებით იცვლება, ძველი ატომები ნაცვდება ახლით და ეს ცვლილება იმდენად ნელა მიმდინარეობს, რომ ის თითქმის შეუმჩნეველია. ძველ წიგნებში წერია რომ ყოველ შვიდ წელიწადში ჩვენ ვიცვლით "სხეულს". ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს ფაქიზ სხეულებზეც, ანუ შინა ადამიანზე, ეს უკანასკნელიც თანდათან ვითარდება და თითოეულ მომენტში იცვლის ატომებს. ამ ახალი ატომების მოზიდვა ემორჩილება მსგავსების კანონს(მხოლოდ მსგავსი იზიდავს მსგავსს). ადამიანის როგორც ფიზიკური ასევე ფაქიზი სხეულები იძენენ ისეთ უნარებს, შესაძლებლობებსა და თვისებებს როგორ ატომებსაც მოიზიდავს ადამიანი ძველი ატომების ჩასანაცვლებლად. ცვლილება მოზიდვა და ჩანაცვლება განუწყვეტლივ მიმდინარეობს. ადამიანის ფაქიზ და უხეშ სხეულებში მოიზიდება იმ თვისებების, უნარისა და შესაძლებლობების მქონე ატომები რასაც განიცდის, ფიქრობს და წარმოიდგენს ადამიანი ამა თუ იმ მომენტში. შესაბამისად მხოლოდ ნახევარი საათით რაიმეს წარმოდგენა, შეგრძნება, კონცენტრირება და ა.შ. ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს საკუთარი თავის, შესაძლებლობების, უნარებისა და თვისებების სრულყოფის განხრით, ამიტომ ასეთი მიდგომა მცდარია და არაფრის მომცემი. მედიტირების ჭეშმარიტი ფორმა ყოველთვის ხანგრძლივ, მუდმივ და აწმყოში განვრცობად ძალისხმევაზე გადის, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ანუ მედიტირება არ არის ცალკე მდგომი პროცესი რომელსაც საჭიროა დაეთმოს ერთი ან ორი საათი ყოვედღიურად. ჭეშმარიტი მედიტაცია მუდმივად, მთელი დღისა და ღამის მანძილზე მიმდინარე პროცესია და სწორედ ასეთ ფორმას მოაქვს უძლიერესი შედეგები. მე ხშირად მესმის ასეთი ფრაზები " რა ვქნა, მინდა მაგრამ არ გამომდის, ვერ განვიცდი სიყვარულს, ეს დიდხანს არ გრძელდება, დიდხანს არ შემიძლია და ა.შ." ეს ყველაფერი მხოლოდ იმას ნიშნავს რომ ასეთი ადამიანის ფაქიზი და უხეში სხეული სავსეა ატომებით რომლებიც სულ სხვა თვისებების ხარისხისა და უნარების მატარებელია, ამიტომ ისინი არანაირად არ ეხმაურებიან სიყვარულის განცდის მცდელობას. გამოსავალი ყოველთვის ერთია - გავაგრძელოთ მუდმივი ძალისხმევა, ყოველდრიურად, მთელი დღის მანძილზე, და ასეთი ქმედებით მოვიზიდოთ ის ატომები რომლებიც სიყვარულს ეხმაურებიან, სიყვარულის მხარდაჭერის უდიდესი უნარი გააჩნიათ და შესაბამისად უმაღლესი სფეროებიდან მოიზიდებიან ჩვენი სხეულებისაკენ, მუდმივი მცდელობის შედეგად. "მოსწავლე" რომელიც მხოლოდ ერთი საათით იკეტება ოთახში მედიტაციის შესასრულებლად არასერიოზულად მიიჩნევა და როგორც წესი ვერაფერს ვერ აღწევს რადგან მან არ იცის რაჯა იოგას საფუძვლები, მისი მეთოდიკა და მისი მსოფლმხედველობა მცდარია და ზედაპირული.. რაჯა იოგა ასწავლის ადეპტებს თუ როგორ "გატეხონ" ფიზიკური სხეული("სასიკვდილო ხვია") და მოემზადონ გასასვლელად ჩვენს შემდეგ სხეულში, რათა ამ უკანასკნელით შეძლონ ღამის განმავლობაშიც მოიზიდონ მაღალი ხარისხისა და შესაბამისობის ატომები მაღალი სფეროებიდან, რათა დაესწრონ ეთერულ პლაზე არსებულ აშრამებში გაკვეთილებს, რომელსაც უმაღლესი განვითარების მქონე ოსტატები ატარებენ სპეციალურად იმ მოსწავლეთათვის ვინც განსხეულებაშია. ეს აშრამები მუშაობენ ღამის ათი საათიდან დილის ხუთ საათამდე, ამიტომ ამ პერიოდის მანძილზე ძილი აუცილებელია ყველა მოსწავლისათვის. ფიზიკური სხეულიდან გასვლის გარეშე სამყაროს ილუზიურობის დანახვა და შემეცნება შეუძლებელია. ასეთი შემეცნების გარეშე მსოფლმხედველობა მცდარია და შესაბამისად ცხოვრების წესიც არასწორი. მხოლოდ წიგნებს მოკირკიტე მაძიებელი მუდმივად ჩაკეტილ წრეში ტრიალებს(თუმცა ეჩვენება რომ წინ მიიწევს). რეალურ შედეგებს იგი მხოლოდ მას შემდეგ ნახავს, როდესაც მიეცემა მუდმივ, ყოველწამიერ, დაუღალავ პრაქტიკას - შესაშური ერთგულებით. ესეიგი დღეს მე გესაუბრეთ მუდმივი მედიტირების ჭეშმარით ფორმაზე და ვეცადე უკუმეგდო მაძიებელთა მცდარი შეხედულება და მცდელობა მხოლოდ რაღაც განსაზღვრული დრო დაუთმონ ამა თუ იმ პრაქტიკას. რაჯა იოგას არსენალში არაა ფიზიკური პრაქტიკები, იგი მოიცავს გონებრივ პრაქტიკებს და შესაბამისად მათი შესრულება ყველგან და ყოველთვისაა შესაძლებელი. მეორე ფუნდამენტური ჭეშმარიტება რომელზეც რაჯა იოგა მუდმივ აქცენტს აკეთებს იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ სიყვარულის მდგომარეობაშია შესაძლებელი, მხოლოდ ამ დროს ხდება სრულყოფილი ატომების მოზიდვა ფაქიზი და უხეში სხეულებისათვის. შესაბამისად უმაღლეს პრაქტიკად მიიჩნევა სიყვარულის პრაქტიკა. სიყვარულის მდგომარეობის მეორე და კიდევ ერთ ფუნდამენტურ პრიორიტეტს მოსწავლე მხოლოდ მაშინ გააცნობიერებს როდესაც ჭეშმარიტად აღითქვავს სამყაროს ილუზორულობას. ჭეშმარიტი ცოდნა პრაქტიკაზე გადის. ჭეშმარიტი პრაქტიკა კი სიყვარულია!!! G.K.
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
|
2010 © |