პლუტონი

 

 

   დასაწყისში, მოსწავლემ უნდა მოაგვაროს საკუთარი შინაგანი პრობლემები, რამეთუ საფუძვლიანი შინაგანი რევიზიის, ანალიზისა და გენერალური დასუფთავების გარეშე  ვერ შევძლებთ  ჩვენს შიგნით ღრმად დაფარულ ფუნდამენტურ პრობლემებამდე მიღწევას. ამ პროცესში პლუტონი  გვევლინება იმ კეთილგანწყობილ ფაქტორად, რომელიც ყველანაირად ეხმარება მომავალ სულიერ მებრძოლებს მიაღწიონ განდობის ჭიშკარს. მიუხედავად მოსწავლის სურვილისა, პლუტონი აუცილებლად მიტაანს იერიშს მოსწავლეზე არასასიამოვნო კონფრონტაციების ბომბებით, რომლებიც უნებლიედ აიძულებენ მას დაიწყოს საკუთარ თავში ყოველივე გაუცნობიერებელის ანალიზი და დამუშავება.

   როდესაც მოსწავლე გადაწყვიტავს დაიწყოს ეს ყოვლად საზიზღარი(საზიზღარი მხოლოდ პიროვნების თვალსაზრისით, რომელიც ვერ იტანს ვერანაირ მხილებას) პროცესი, მაშინ მის თავს მოხდება ბევრი საკვირველი მოვლენა. ამ პროცესის პირველი ფაზაა – მოულოდნელობის ფაზა!

 

მოულოდნელობის ფაზა!

 

   მართლაც, მოსწავლისათვის სრულიად მოულოდნელია უცებ იმის აღმოჩენა, რომ მის შიგნით უამრავი ნეგატიური გრძნობა და სურვილია. დიდი ხნის მანძილზე მას მიამიტად სჯეროდა, რომ ის ისეთი კეთილია, კარგია და სულიერია, და უცებ აღმოჩნდა, რომ მისი ცნობიერება საკუთარ თავში მალავდა ამდენ ნეგატიურს და აგრესიულს.  ეს აღმოჩენა მისთვის იმდენად მოულოდნელია, რომ იგი არყევს მის საფუძვლებს, და ყველაზე ხშირად ზუსტად ამ ფაზაში მისი სულიერი განვითარება ჩერდება, და ის უბრუნდება უკან, თავის ძველ, საყვარელ, მყუდრო არსებობას, როდესაც მისი პიროვნება ცხოვრობდა ჩუმად და მშვიდად, ნუგეშობდა რა ლამაზი ტყუილით იმის შესახებ, რომ ის ისეთი სულიერია, ისეთი კარგი და ჭკვიანი.

   ამიტომ, თუ კარიბჭესთან მიახლოების ფაზა მოსწავლეთათვის არის მძიმე და ძნელი, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ისინი ვერაფრით ვერ იგებენ გასუფთავების  ფაზის აუცილებლობას.  ისინი ვერ ამჩნევენ, რომ მათ  ეკრძალებათ  მშვენიერ სამყაროებთან კონტაქტში შესვლა მანამ, სანამ თვითონ ისინი არ გახდებიან ისეთივე მშვენიერნი, როგორიც ეს სამყაროებია, და რადგანაც მათ ცნობიერებას მყარად ფლობს იმის ილუზია, რომ ისინი უკვე შინაგანად მშვენიერნი არიან, ამიტომ შეჯახება მწარე რეალობასთან: რომ ისინი ასეთები სულაც არ არიან  – აუცილებლად უტრიალდებათ მათ საკუთარი თავის შეცნობის მძიმე და მტანჯველ პროცესად. ამიტომაც ისინი დაუყოვნებლივ იწყებენ თვითგამართლებას, როგორც კი პიროვნება მალულად იწყებს ჩაჩურჩულებას, იმის შესახებ, რომ ეს სულ არაა სულიერი გზა და რომ "ჭეშმარიტი" გზა – ეს ის გზაა, რომლითაც ისინი ადრე მიდიოდნენ, როდესაც დარწმუნებულნი იყვნენ საკუთარ სულიერებაში. მოსწავლე სწრაფად ეჭიდება ამ "გადამრჩენელ" არგუმენტს – და ისევ სწრაფად ვარდება ილუზიების ტყვეობაში, ხოლო მისი განვითარება ჩერდება მრავალი წლის მანძილზე – იმ დრომდე, სანამ სულს ისევ არ ჩაუვარდება სასიკეთო შესაძლებლობა შეაღწიოს ნისლისა და მირაჟების სქელ შრეში.

ჯ. კ.

 

ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია      გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე    სიყვარულის გავრცელება    მ უ ტ ა ც ი ა     ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა    სიყვარული        გრძნობები   ატომი "ნუს"– ი

   

Get your Ge Online System

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©