ყველა უფლება დაცულია

 

ნაგუალი(საუბარი 3 )

(ამონარიდები ჩემი წიგნიდან საუბრები წმინდანებთან)

 

       კითხვა: რა უფრო მნიშვნელოვანია სიყვარულის პრაქტიკაში?

      პასუხი: ადამიანები ხშირად მთელი ცხოვრება დაკავებულია არიან ეზოთერული ინფორმაციებისა და თეორიების შეგროვებით. ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ მუდმივად ამ ეტაპზე გაჩერება არაფრის მომტანია. საჭიროა მიღებული ინფორმაცია, სწავლება გააცოცხლო, განიცადო, ცხოვრებაში დანერგო, ყოველდღიურ, ურთიერთობაში, სიტყვა პასუხში, საქმეებსა და ქმედებებში, აზრებში და გრძნობებში, შინაგან დიალოგებში. ამის გარეშე ყველაფერი რაც იცი და შეაგროვე მკვდარია. გონებამ უნდა ისწავლოს სწორი ფუნქციონირება, აქცენტები, აზროვნება. გრძნობები და ემოციები სწორ განცდებს უნდა მიეცნენ ამა თუ იმ სიტუაციაში - ასე ისწავლება სიყვარული!

    კითხვა: როგორ შევიდე სწორ განცდებში, საუბრისას?

    პასუხი: ხშირად უნდა აპატიო! გონებამ უნდა ისწავლოს პატიება! იმაზე უნდა გადაიტანო ყურადღება, რომ რაც არ უნდა გითხრან, რა მოტივითაც არ უნდა გითხრან - აპატიებ, არ გაბრაზდები, გული არ მოგივა, სამაგიეროს არ მიუზღავ, არ დასჯი!  გიყვარდეს თანამოსაუბრე, აპატიე თუ რამე გეწყინა, თუნდაც მტერი იდგეს შენს წინაშე. ამას მოაქვს სიმშვიდის ნეტარება, სულიწმინდა შემოდის შენში, გადასაწყვეტი არაფერია, საჭიროა არაა იმაზე ფიქრი რა რეაქცია გქონდეს, როგორ უპასუხო, რა პოზიცია დაიჭირო, ამას რა მოყვება, - უბრალოდ აპატიე თუ რამე გაწყენინა! ამ დროს შენში წმინდა სულიერი ენერგია მოძრაობს, შენ  ინარჩუნებს მის სიწმინდეს რადგან არ ამძიმებ მას ბრაზით, გაღიზიანებით, წყენით, დასჯით, აღელვებით და თუ მაინც გეწყინა, მაშინ დაუყოვნებლივ აპატიე, აღადგინე წმინდა სული. ეს არის ყოველდღიური, ცოცხალი პრაქტიკა, ოსტატობა, ზე-ადამინობა!

   კითხვა: აქ რა მინდა, რისთვის მოვედი?

   პასუხი: უკეთესი იქნებოდა გეკითხა მერამდენედ მოხვედი, უკვე მერამდენედ! აქ იმიტომ ხარ, რომ ვერ აპატიე, არ გიპატიებია, ნაწყენი ხარ, გაბრაზებული, იმიტომ რომ ბევრი ადამინი განიკითხე, განსაჯე და შინაგანად გაასამართლე, იმიტომ რომ გირჩევნია შეუტიო ვიდრე გიყვარდეს, გირჩევნია გაიმარჯვო ვიდრე აპატიო. აქ იმიტომ ხარ, რომ სიმშვიდე დაკარგე, არ დაივიწყე ძველი წყენები, ვერ უთახმდები აწმყოს! ადამინს არა აქვს არავითარი შეზღუდვა დროსა და სივრცეში, მაგრამ პატიების უნარის გარეშე, სიყვარულს და სულიერ სიმშვიდეს ვერ მოიპივებ, შედეგად მუდმივად მიჯაჭული იქნები დროსა და სივრცეზე.

   კითხვა: რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს გასხივოსნებასთან?

   პასუხი: სამყაროში არ არსებობს ორი არსება, არსებობს მხოლოდ ღმ-ერთი. ესეიგი ჩვენ მისი ნაწილები ვართ და მიუხედავად იმისა რომ ყველას ჩენი ილუზორული გარეგანი მე გაგვაჩნია, შინაგანად ერთნი ვართ. გამოდის რომ თუ შინაგანად, აზრობრივად ვინმეს კარგს უსურვებ, დალოცავ, ეტყვი მიყვარხარ, შენ მას უგზავნი დადებით სიგნალს, ენერგიას, სინათლეს. მაგრამ რადგან შინაგანად ერთნი ვართ, გამოდის რომ შენ საკუთარ თავს უგზავნი სინათლესა და სიყვარულს, ლოცავ საკუთარ თავს. ანუ სინათლე და სიყვარული გემატება. ეს არის გასხივოსნება! როდესაც ვინმეს პატიობ, სინამდვილეში შენ ერთიანდები საკუთარ თავთან, რადგან შინაგანად ჩვენ ყველანი ერთნი ვართ. ანუ გამოყოფის განცდიდან გადადიხარ ერთიანობის განცდაში. წმინდა ნიშნავს ერთიანს. სული წმინდა არის ერთიანი სული, ერთობის სული, ერთი სული. გაყოფა, დაყოფა, გამოყოფა წარმოშობს სიბნელეს, უსულობას. ორი გზით ვერ ივლი ერთდროულად, თუ ხან დაყოფას უჭერ მხარს, ხან ერთიანობას, მაშინ არსადაც არ მიდიხარ, უბრალოდ ერთ ადგილზე დგახარ. ხოლო თუ ღმერთისაკენ გადაწყვიტე სვლა, მაშინ მუდმივად უნდა აირჩიო ერთიანობა. ასეთი განცდებით შენ საკუთარ თავთან ერთიანდები, აცნობიერებ ღმერთთან ერთიანობას, ერთიან სულს, წმინდა სულს, სული წმინდას. ეს არის გზა სიცოცხლე და ჭეშმარიტება.

   კითვა: როგორ მოვიხსნა დაძაბულობა?

   პასუხი: პატიებით! გრძნობები უნდა მიმართო პატიებისაკენ! პატიება და სიყვარული მჭიდრო კავშირში არიან, ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ. უნდა გაიგო ერთი მარტივი აქსიომა - ნებისმიერი ადამინის ბედნიერება დამოკიდებულია სიყვარულზე და პატიებაზე! რამდენადაც მეტი სიყვარულია აქვს ადამინს და რამდენადაც პატიობს, მით უფრო ბედნიერი ცხოვრება ექნება მას!   ადამიანებმა ერთი მარტივი კითხვა უნდა დაუსვან საკუთარ თავს: შესაძლებელია ყოველდღიურობა იყოს ცხოვრების ერთი მხარე, ხოლო სწავლება მისი მეორე მხარე?  შესაძლებელია გაატარო ყოველდღიური ცხოვრება როგორც ყველა სხვამ, ხოლო შემდეგ ძალიან პატარა დრო დაუთმო სწავლებას? 

      სწავლება უნდა გახადო ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი!!! ჭეშმარიტებით უნდა იცხოვრო, მას ვერ დაუთმობ მხოლო ათ წუთს ყოველდღიურად.  ადამიანებს არ ესმით იმ სწავლების არსი რომელსაც როგორც ისინი თვლიან მისდევენ. როდესაც იცი, რომ ერთი აზრი მეორეს ჯობია, ერთი მოქმედება მეორეზე უკეთესია, შეუძლებელია იცხოვრო ძველებურად. დაძაბულობა გაყოფის, დაყოფის შედეგია. როდესაც ყოველდღიურ ცხოვებას ყოფ სწავლებისაგან, როდესაც ვერ ახერხებ მათ შერწყმას, როდესაც ისინი იბრძვიან პირველობისათვის, მაშინ იქმნება დაძაბულობა.

      უნდა ყურადღებით იყო საკუთარი აზრების მოძრაობის მიმართ. ის, თუ რა მოხდება ფიზიკურ რეალობაში ერთმნიშვნელოვნად, ბევრად უფრო მეტადაა დამოკიდებული იმაზე თუ რას, როგორ და როდის ფიქრობ, ვიდრე იმაზე თუ რას აკეთებ ფიზიკურად. ადამინებს რომლებმაც არ იციან ჭეშმარიტების მარცვლები ჰგონიათ, რომ მათი მოქმედებები ძალზედ მნიშვნელოვანია, ხოლო აზრები მხოლოდ მათი პირადი ინტიმური ნაწილია და გარემოსთან არაფერი საერთო არა აქვს. მათ რომ იცოდნენ რა მწარედ ცდებიან, რომ იცოდნენ რამდენად უკუღმართია მათი შეხედულებები სამყაროზე, მაშინ დაუყოვნებლივ მთელ ყურადრებას აზროვნების პროცესზე გადაიტანდნენ, საკუთარ ძალისხმევას სწორად მიმართავდნენ - სიყვარულის წარმოებისაკენ და შედეგად მათი ტანჯული ცხოვრება დაუყოვნებლივ აივსებოდა ბედნიეებით, სიუხვით, ჯანმრთელობით, სწორი ურთიერთობებით, სილამაზით და ა.შ.!!! 

G.K.

საწყისი გვერდი

 

Анализ сайта онлайн

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

 

  2010     ©