ყველა უფლება დაცულია

ნაგუალი (საუბარი 2)

(ამონარიდები ჩემი წიგნიდან "საუბრები წმინდანებთან")

 

 

კითხვა: სიყვარულის პრაქტიკა ხშირად მექანიკური ხდება და რა შეიძლება ამას მოვუხერხო?

პასუხი: სიყვარულის პრაქტიკა არის სიყვარულის გახსენების მეთოდიკა. თუ კარგად დააკვირდები დაინახავ, რომ ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება შედგება მომენტებისაგან როდესაც ვინმეს ეკონტაქტები(აქტიური ნაწილი), და პირიქით მომენტებისაგან როდესაც მარტო რჩემი საკუთარ თავთან(პასიური ნაწილი). სიყვარულის პრაქტიკის ტადიციული ფორმა გეხმარება განიცადო სიყვარული როდესაც მარტო ხარ(პასიური ნაწილი), მაგრამ როგორც ხედავ ის ვერ გეხმარება მაშინ, როდესაც ვინმეს ეკონტაქტები, როდესაც გონება და ემოციები და გრძნობები მძაფრდება ურთიერთობის ფონზე. აქედან გამომდინარე პრაქტიკა პირობითად უნდა დაიყოს ორ ნაწილად. კრიალოსანი დაგეხმარება პასიურ ნაწილში,  მაგრამ აქტიურ პერიოდებში მოგიწევს ითამაშო შემდეგი " თამაში":

    ჯერ აფიქსირებ, რომ იწყება აქტიური ფაზა(ანუ იწყება დიალოგი, ურთიერთობა, საუბარი ამა თუ იმ თემაზე, საქმიანი ან საკომფლიქტო სიტუაცია), შემდეგ საკუთარ თავს ახსენებ რომ მნიშვნელობა არა აქვს რას გეტყვის მოსაუბრე, ან რას მოიმოქმედებს, რაც არ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი მეორადია, პირველადი კი ისაა, რომ სიყვარული არ დაკარგო ამ ადამიანის, სიტუაციის და სხვა ფაქტორების ზეგავლენით და მიმართ, ანუ შეინარჩუნო სიყვარულის დომინანტა, რაც არ უნდა მოხდეს შენს თავს ან შენს წინ. როდესაც შეძლებ საუბარი ისე დაამთავრო, რომ სიყვარულს არ უღალატო, მაშინ დაგეუფლება ნეტარი გრძობა. ეს ოსტატობის ახალი საფეხურია.

 

კითხვა: ხშირად კონფლიქტის შემდეგ ვხვდები, რომ სიყვარული დავკარგე, ვიცოდი მაგრამ რაგაც გადამეკეტა და ისევ აგრესსია გამოვხატე.

პასუხი: როდესაც დგება აქტიური ფაზა, მაშინ სიყვარული უსწრაფესად ეძლევა დავიწყებას, რადგან გონებას მიაჩნია, რომ ეხლა სხვა რამაა მნიშვნელოვანი, რომ ეხლა ვერ დაუშვებს ენერგიის ხარჯვას ექსპერიმენტული თეორიების შემოწმებაზე და საჭიროა იმოქმედოს უკვე კარგად ნაცადი და აპრობირებული მეთოდით. ეს მომენტი არ უნდა გაგექცეს, უნდა დააფიქსირო, რომ  პასიური ფაზიდან აქტიურზე გადასვლით სიყვარული გავიწყდება, და არ უნდა მისცე საშუალება გონებას რომ პირველ ადგილზე გადმოიტანოს სიტუაციის სიმძაფრე. ანუ არ უნდა მისცე საშუალება, რომ ყურადღება მოხსნას სიყვარულიდან და გადაიტანოს სიტუაციაზე, ან მოსაუბრეზე იმდენად, რომ დაივიწყებას მიეცეს სიყვარული. სიტუაციის დროს უნდა ხშირად გაუმეორო შენს თავს, რომ მთავარი სიყვარულია, ის პირველადია, და რაც არ უნდა მოხდეს შენს წინ მაინც არ დაუშვებ რომ სიყვარულს გადაუხვიო. ეს რაღაცით გავს სიზმარმხილველის მოქმედებას სიზმარს შიგნით, როდესაც ის საკუთარ თავს უმეორებს რომ ეს სიზმარია და მას სძინავს. ამას იმიტომ აკეთებს ხშირად, რომ მის წინ გადაშლილი "სცენა" პირველ ადგილზე არ დააყენოს და რეალობად არ მიიღოს. ანუ ის რეაგირებს იქიდან გამომდინარე რომ ეს სიზმარია, და არა მის წინ მიმდინარე მოვლენებზე. 

   ზუსტად ასე იქცევა სიყვარულის პრაქტიკის გამტარებელი ადამიანი აქტიურ ფაზაში. ის საკუთარ თავს ხშირად ახსენებს, რომ ეხლა მთავარი ის კი არაა, მის წინ რა ხდება, ვინ რას ამბობს, რატომ აკეთებს ამას, რა მიზანი აქვს, რისი მიღწევა უნდა, ემუქრება თუ ა.შ. არამეტ მთავარია მის წინ გადაშლილი "სცენა" პირველ ადგილას არ გადაიყვანოს და მასზე არ მოახდინოს რეაგირება, ეს არ ჩათვალოს იმდენად რეალურად და მნიშვნელოვნად რომ დატოვოს სიყვარულის მდგომარეობა და გაბრაზდეს, აღელდეს, ხმას აუწიოს, დათმოს ღმერთი(სიყვარული) და პირველ ადგილზე დააყენოს სხვა რაიმე, ის, რისი გულისთვისაც თმობს ღმერთს(სიყვარულს).

   ეს პრაქტიკა სულაც არაა ძნელი, როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებას ისე უყურებ როგორც სიყვარულის ოსტატი.

 

კითხვა: რა შედეგზე უნდა ვიყო ორიენტირებული როდესაც აქტიურ ფაზაში ვეცდები სიყვარულიდან არ გადავიტანო ყურადღება მიმდინარე მოვლენებზე?

პასუხი: თავიდან კარგ შედეგად ჩაითვლება თუ სიტუაციას ისე გაივლი, საუბარს ისე დაამთავრებ, რომ საკუთარ თავს ბევრჯერ შეახსენებ, რომ მთავარი სიყვარულია და რომ არ დაუშვებ, რომ სხვა რამ გამოხატო, ან  დატოვო ეს გრძნობა და გადახვიდე სხვაზე. გარედან უსმენ და ელაპარაკები ადამიანს, მაგრამ შიგნიდან საკუთარ თავს ახსენებ, რომ მთავარია სიყვარულს არ გადააბიჯო, ის არ შეამცირო, არ დათმო. როდესაც გარედან ვიღაც აშკარა უკმაყოფილებას და აგრესიას გამოხატავს შენს მიმართ, უნდა შეახსენო შენს თავს, რომ მთავარი ის კი არაა ვინ რას იფიქრებს შენზე თუ შენც აგრესიით არ უპასუხებ, არამეტ ისაა, რომ არ გამოხვიდე სიყვარულიდან, უპასუხე, მაგრამ არა შინაგანი აგრესიით, არ დაივიწყო სიყვარული და ისე უპასუხე. ამ შემთვევაში შენი პასუხი სხვა იქნება, ვიდრე ის იქნებოდა, მაშინ, თუ სიყვარულს დაივიწყებდი. მთავარი ის კი არაა ამის შემდეგ რა მოხდება, რას დაკარგავ ან რას მოიგებ, მთავარი ისაა რომ სიყვარული შეინარჩუნო, უარი არ თქვა ღმერთზე(სიყვარულზე). არ გაცვალო ის სიამაყეზე, საგნებზე, რეპუტაციაზე, მომავალზე ან წარსულზე, თვით სიცოცხლლეზეც კი! 

     ეს არის გზა ჭეშმარიტი ოსტატობისაკენ. ამით შეიძენ ზე-ადამიანობას. ეს არის ღვთის სასუფეველი რომლის დატოვებაზეც უარს ამბობ და რომელშიც რჩები მიუხედავად ყველაფრისა.

 

კითხვა: გამოდის რომ სწორედ აქტიური ფაზის დროს, სიყვარულზე ზრუნვაა ოსტატობისაკენ მიმავალი გზა?

პასუხი: ჭეშმარიტად ასეა! როდესაც ამ ფაზას აითვისებ, აღმოაჩენ რომ შინაგანი დიალოგიც არის თავისებური - აქტიური ფაზა, იმიტომ რომ იქაც ვიღაცას ელაპრაკები ხშირად, გარე კონფლიქტებს უბრუნდები და ა.შ.  და როდესაც გარე რეალობებთან დაკავშირებულ აქტიურ ფაზაში მიაღწევ ოსტატობას, შიდა დიალოგის უდიდესი ნაწილი შწყვეტს არსებობას. ბოლოს აღმოაჩენ, რომ მთელი შინაგანი დიალოგი სიყვარულის დავიწყებას ეფუძნება და მისი შედეგია. სიყვარულის მდგომარეობა ბუნებრივია და მას თან არ ახლავს შინაგანი დიალოგი - ეს ოსტატობის ბოლო საფეხურია.

G.K.             

 

საწყისი გვერდი

Анализ сайта онлайн

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

 

  2010     ©