ნაგუალი(საუბარი 1)(ამონარიდები ჩემი წიგნიდან "საუბრები წმინდანებთან")
კითხვა: როგორ ვლინდება ღმერთი? ნაგუალი პასუხი: ღმერთი ვლინდება ცოცხალი ორგანიზმების სახით. ნებისმიერ ცოცხალ არსებაში არის ღმერთი, ის აცოცხლებს მატერიას, აძლევს და უნარჩუნებს მას ფორმას, მოძრაობს მის შიგნით, აერთიქნებს რა რთულ და მარტივ ორგანიზმებს ერთიან მთლიანობად. ღმერთი იყურება ჩვენი თვალებით, ჩვენ კი მხოლოდ ინტერპრეტირებას უწევთ დანახულს. არ არსებობს არცერთი არსება ღმერთის გარდა. ის ერთია! ყველა სხვა ცოცხალი არსება ილუზიაშია ჩავარდნილი თითქოს ცალკე პიროვნებაა, სხვა, დამოუკიდებელი არსია. ასეთი აღქმა არასწორი ინტერპრეტირების შედეგია. როდესაც ხდება "სხვა" სიცოცხლის აღქმა დამოკიდებელ, "ცალკე" არსებად, მაშინ იქმნება კონკურენციის ილუზია, თითქოს საჭიროა ბრძოლა, ვინმეზე ან რამეზე გამარჯვება. თუმცა მატერიას განსხვავებული ფორმები აქვს, მისი მაცოცხლებელი არსი ერთია!
კითხვა: როგორ დავაღწიო თავი პიროვნებას? ნაგუალი პასუხი: ღმერთთან ერთიანობის გაცნობიერებით! ერთიანობის გაცნობიერება სიყვარულით ხორციელდება. სიყვარული აღადგენს მეხსიერებას, საწყის ცნობიერებას, ღვთიურ ერთიანობას. სიყვარული აჩერებს ინტერპრეტირების პროცესს!
კითხვა: ხო მაგრამ ინტერპრეტირება? ნაგუალი პასუხი: ინტერპრეტირება სიყვარულის ნაკლებობას მოაქვს! უკმაყოფილება, შიში, ნაკლები სიყვარულის შედეგია, ისინი იწვევენ ინტერპრეტირების აუცილებლობას. თუ რაიმე ან ვინმე გიყვარს, მას ისეთად იღებ როგორიც არის. საჭირო არაა მისი კარგი და ცუდი მხარეების განხილვა, ამას არა აქვს მნიშვნელობა როდესაც გიყვარს. ამ დროს უბრალოდ ხარ სიყვარულის ნეტარებაში, არა აქვს მნიშვნელობა ხვალ რა მოხდება ან გუშინ რა იყო, როდესაც გიყვარს გონება ისვენებს! ლოგიკას არაფერი ესაქმება იქ სადაც სიყვარულია. ლოგიკა წარმოიქმნება ეჭვისა და შიშის საფუძველზე, უკმაყოფილება ბადებს მას.
კითხვა: ხო მაგრამ ის(ინტერპრეტირება, ლოგიკა) მუდმივად არის? ნაგუალი პასუხი: ესეიგი მუდმივად გეშინია, უკმაყოფილო ხარ, სიყვარულზე არ ზრუნავ? გგონია ის თავისით მოვა? სიყვარული არის შენში, მაგრამ ყურადღება აკლია. უნდა გაითავისო, ხშირად დაუბრუნდე, გამოიწვიო, დანერგო ყოვლდღიურ ცხოვრებაში, გრძნონებში, წარმოდგენებში, საქციელში. სიყვარული ღმერთია, ის აცოცხლებს შენს სხეულს, თუ მისით რეაგირებ, საუბრობ, აგვარებ პრობლემებს, გამოხატავ და ავრცელებ მას, მაშინ შენი სხეული, სამშვინველი და სული იმდენად იჟღინთება ამ სუბსტანციით, რომ იბრუნებს თავის საწყის ბუნებას და ხდება ყოვლისშემძლე. ეს ყოველთვის ასე იყო, შენში ხომ ღმერთია, შენი ჭეშმარიტი ბუნება ის არის! ყოვლისშემძლეობა თავიდანვე დევს შენში. სასაცილოა, იყო ცოცხალი ღმერთი და ამავე დროს დამოკიდებული იყო, მთავრობაზე, რელიგიაზე, ეკონომიკაზე, ნათესავებზე, მშობლებზე, მეზობლებზე, სხვის განსჯასა და აზრებზე. პირივნება ცდილობს დაიმორჩილოს "სხვა" პიროვნებები, დაიმონოს ისინი და აიძულოს ემსახურონ მას. ის მტაცებელია, მას ეშინია ხვალინდელი დღის, ეშინია დარჩეს საკვების გარეშე, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს დაკარგოს სიცოცხლე, მდგომარეობა, სოციალური ყოფა, საკვები, მნიშვნელოვნება და ა.შ. მას თავი მოკვდავი, უძლური, ყველაზე და ყველაფერზე დამოკიდებული არსება ჰგონია. მან არ იცის სიყვარულის შესახებ, არაფრისთვის არ მიუღწევია სიყვარულით, არ ენდობა, არ აწარმოებს, არ გამოხატავს და არ ავრცელებს, შესაბამისად ის ყოველთვის იქნება მხოლოდ მონა გარემოებისა!
კითხვა: სიყვარულის გამოწვევა ხანდახან ძნელია, არ გამოდის, რისი ბრალი შეიძლება იყოს? ნაგუალი პასუხი: სიყვარულის გამოწვევა ყოველთვის გამოდის, უბრალოდ ხანდახან ამას შედარებით მეტი დრო ჭირდება. ასეთ შემთხვევაში იმეორებ სიტყვა სიყვარულს და ცდილობ გაიაზრო იგი, ყურადღებით გაიმეორო, ასეოები არ მოაკლო, მერე გარკვეული დროის განმავლობაში(ხანდახან ეს შეიძლება ნახევარი სათიც იყოს) ასეთი გამეორების პროცესში ნელნელა მოდის გრძნობაც, ღიმილი სახეზე და ა.შ. თუ ადამიანი რამეზე ნერვიულობს, აგზნებულია, მაშინ ყურადღება განუწყვეტლივ გარბის ნერვიულობის ობიექტისაკენ, ამიტომ ჭირს სიყვარულზე კონცენტრირება, ასეთ შემთხვევაში სიყვარულის გამოწვევას დრო ჭირდება. ვისაც ხედვა შეუძლია, ის ამჩნევს, რომ თვით სიყვარულის გამოწვევის განზრახვაც კი რომელიც ყოველთვის პირველი წარმოიქმნება სიტყვა სიყვარულის გამეორებისას, იწვევს აურის ფერების მნიშვნელოვან ცვლილებას, ხდება მომავლის "განზრახვის" ცვლილება, ჩნდება შესაძლო ხისტი მომავლის ბევრად უფრო მშვენიერი ალტერნატიული ვარიანტები, ეს იწვევს აწმყოში არსებული შიშის, ფარული ნევროზისა და დაძაბულობის მოხსნას(რადგან ქვეცნობიერ დონეზე ადამიანი გრძნობს, რომ უჩნდება კარგი ალტერნატივა, გამოსავალი, პერსპექტივა), დამშვიდებას, ნეტარების მსგავსს გრძნობას. ვისაც ხედვა შეუძლია, ის ხედავს, რომ შინაგანი არხებით განზრახვა აღწევს მომავალში და იწვევს მის გადაჯგუფებას, გადათამაშებას, თითქოს ეს ეხლა ხდება აწმყოში. ასევე ხდება წარსულთან მიმართებაშიც. წარსული ისევე როგორც მომავალი ცვალებადია. აწმყო ყოველწამიერად აღწევს წარსულსა და მომავალში, ცვლის მას. აწმყო, წარსული და მომავალი ერთიანი წარმონაქმნია, შეუძლებელია ერთერთ მათგანში რამე შეცვალო ისე რომ სხვა შეუცვლელი დარჩეს. წარსული აწმყო და მომავალი ამ მხრივ ძალიან გავს ადამიანის აგებულებას. ადამიანი არის სამება: - სხეული, სამშვინველი და სული. შეუძლებელია სამშვინველში(გრძნობითი სხეული, აწმყო) რაიმე შეცვალო ისე, რომ ფიზიკურ სხეულში(წარსული) არ გამოვლინდეს შესაბამისი ცვლილება და სულმა(მომავალი) ამ ცვლილების გათვალისწინებით არ შეცვალოს საკუთარი მოქმედების ტაქტიკა, არეალი, მასშტაბი და ა.შ. შინაგანი არხებით ჩვენ გვაქვს კავშირი თითოეულ ხესთან, ქვასთან, ადამიანთან, ფრინველთან, ორგანულ და არაორგანულ არსებასთან მთელ სამყაროში. ჩვენი თითოელი აზრის შესახებ, ქვეცნობიერად, მყისიერად იცის ყველამ და ყვალაფერმა. შესაბამისად სიტუაციებიც აქედან გამომდინარე "ლაგდება", ხდება, ვითარდება, განიზრახება და ა.შ. დიდი სისულელეა იფიქრო, რომ შეგიძლია განიკითხო, ცუდად იფიქრო და ა.შ. და ამავე დროს კარგად წარიმართოს ცხოვრება, ბედი და იღბალი. ადამიანები უყურებენ, მაგრამ ვერ ხედავენ, ამიტომაც ყველაფრის უფლებას აძლევენ აზრობრივ სამყაროში საკუთარ თავს. აზრები რომლებსაც უშვებთ საკუთარ თავში ისევე ფაქიზად უნდა შეირჩეს, როგორი სიფაქიზითაც არჩევთ საკვებ დიეტას.
კითხვა: საერთოდ არ მქონდა ფული, მერე სიყვარულის პრაქტიკა დავიწყე, მთელი დღე სიყვარულზე ვფიქრობდი, ქუჩაში ყველა ადამიანს ვეუბნებოდი აზრობრივად "მე შენ მიყვარხარ", ან უბრალოდ "მიყვარხარ", მანქანებში მჯდომ ადამიანებს ვეუბნებოდი იგივეს გულწრფელად, აზრობრივად. მერე დაახლოებით თვენახევარში სამუშაოც ვიშოვე, ფულიც მქონდა, სულ უფრო მეტ სამუშაოს ვიღებდი, მარამ თანდათან იმდენად ვიტვირთებოდი, რომ სიყვარულისთვის ვეღარ ვიცლიდი, ასე ვიმუშავე რამოდენიმე წელი, მაგრამ ბოლოს ისე ცუდად წავიდა საქმე რომ თავი დავანებე. რას მირჩევთ? ნაგუალი პასუხი: თავიდან ყველაფერი სწორად გააკეთე, მაგრამ მერე სიყვარულზე მაღლა ფული დააყენე, რადგან მთელ დროს და კიდევ ზედმეტსაც, სამუშაოს უთმობდი, რათა მეტი შემოსავალი გქონოდა, ხშირად ზედმეტ სამუშაოს იღებდი რათა მეტი გადაეხადათ. ადამიანი ყველაზე მეტ დროს იმას უთმობს რაც მისი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებისათვის. ეს არასწორი ნაბიჯი იყო, სტრატეგიული თვალსაზრისითაც კი, იმიტომ, რომ ფული სიყვარულს მოაქვს და არა გადამეტებულ შრომას, შესაბამისად სიყვარულს უნდა დაეთმოს ყველაზე დიდი დრო. შენ კი რა ქენი? დაიწყე დღედაღამე მუშაობა, ორგანიზმი გამოფიტე, ერთიდაიმავემ დაგღალა, უკმაყოფილება გაგიჩნდა, გადაიღალე, უკვე წვალებაში გადავიდა სამუშაო, უკმაყოფილებამ, გადაღლამ, სხეული დააუძლურა და შესაბამისად შეგძულდა საქმე, აქ უკვე შენდაუნებურად, უარყოფითობის, აგრესიის წარმოება დაიწყე ყოველდღოურად და არა სიყვარულის. შედეგმაც არ დააყოვნა, სულ უფრო ცუდად წავიდა საქმე და იძულებული იყავი თავი დაგენებებინა. დაუბრუნდი სიყვარულს და ის იზრუნებს ყველაფერზე, იგი პირველ ადგილზე უნდა იდგეს ყოველთვის. თავიდან დაწყე სიყვარულის წარმოება და ყველაფერი თავისით მოვა, გამოჩნდება, "მიგიპატიჟებს".
კითხვა: ახალი დროის შესახებ რას იტყვით? ნაგუალი პასუხი: სრულდება გაორების პერიოდი, ჩვენ ახლა ერთიანობის ეპოქაში გადავდივართ, ვინც ვერ შეძლებს გაორების დაძლევას ის ახალ სამყაროში ვერ შევა. "ინი" და "იანი" გაორებული აღქმის პირობებში შეუთავსებელია და იწვევს სიბერესა და სიკვდილს. საჭიროა სიყვარული ვისწავლოთ და ეს იქნება ერთიანი ცნობიერებისა და ენერგიის გარანტი. უამრავი ადამიანი დაავადებებით, სიბერით იღუპება, ზოგი ტრამვებს იღებს და ა.შ. ეს ყოველივე იმიტომ ხდება რომ ისინი ვერ ახერხებენ ინისა და იანის შერწყმას! G.K.
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |