მხარდაჭერა

 

ყოველი თქვენგანი ვინც ერთს მაინც დაეხმარა ჩემი მრევლიდან - ის მე დამეხმარა!

J.C.

 

დალოცვილია ღმერთის შვილი, მანათობელი მამის ბრწყინვალებით, საკუთარი დიდების განაწილების მსურველი, როგორც იყოფს მასთან დიდებას მისი მამა. შვილში არ არის განკითხვა, რადგან არ არის განკითხვა მამაში. ინაწილებს რა მამის სრულყოფილ სიყვარულს, შვილმა უნდა გაანაწილოს ყველაფერი, რაც ეკუთვნის მას(მამას), რადგან სხვაგვარად ის ვერ შეიცნობს ვერც შვილს, ვერც მამას. მშვიდობა შენ, დასვენებულო ღმერთში, რომელშიც მშვიდობს მთელი შვილობა.

J.C.

       ყოველთვის მას შემდეგ, რაც ქრისტემ დატოვა მიწა, როგორც ეს მეტნაკლები სიზუსტით არის ნაამბობი ბიბლიურ ისტორიაში(თუმცა ბევრი დეტალი იქ (დამახინჯებულია), ის რჩებოდა ადამიანის შვილებთან, ის სინამდვილეში არასოდეს წასულა, მაგრამ ცხადში, ფიზიკურ სხეულში, ის შეიძლება ნაპოვნი იყოს მხოლოდ მათ მიერ, ვინც იცის გზა; ის ბინადრობს ჰიმალაის მთებში და მუშაობს მჭიდრო თანამშრომლობით ორ დიდებულ ძმასთან, მანუსთან და მაჰაჩოჰანთან. ის ყოველდღე ლოცავს სამყაროს, ყოველდღიურად მზის ჩასვლისას ის დგას დიდი ნაძვის ქვეშ საკუთარ ბაღში ხელგაშლილი, ყველა იმ ადამიანის ლოცვაში, ვინც გულწრფელად და სერიოზულად მიისწრაფის. ყველა მაძიებელს იგი იცნობს და შესაძლოა ისინი მას ვერ აცნობიერებენ, მაგრამ მის მიერ გამოსხივებული სინათლე სტიმულს აძლევს მათ სურვილებს, კვებავს აღმოცენებული სიცოცხლის ნაპერწკალს და სწორ იმპულსს გადასცემს მაძიებელთ, მანამდე, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ დადგება გრანდიოზული დღე და ისინი პირისპირ არ დადგებიან იმის წინაშე, ვინც "იქნა ამაღლებული" (ოკულტური აზრით), და იზიდავს ყველა ადამიანს თავისკენ როგორც საკრალურ მისტერიებში განმდობი. (ტიბეტელი)

    მაგრამ იმისათვის რომ მან ისევ შეძლოს წარდგენა მსოფლიოს წინაშე და  2000 წლის წინ დაწყებული საქმის დამთავრება, საჭიროა სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება. როდესაც საუბარია მისი დაბრუნებისათვის სამყაროს მომზადების შესახებ, წარმოიშობა მთავარი წინააღმდეგობა – " ეს არის პრობლემა ნამდვილი ფინანსური სპონსორობის და ფულის ადეკვატური რაოდენობის მიმართვისა არხებში, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქრისტეს დასაბრუნებელ სამუშაოებს".(ტიბეტელი)

 

ფულის გავრცელების არხები

 

     სადღეისოდ ფული ვრველდება მოხმარების ოთხი ძირითადი არხით:

1 – მსოფლიოს მილიარდობით სახლებში ხელფასის, ჰონორარის ან  მემკვიდრეობის სახით. დღეისათვის ამ სფეროში არსებობს დიდი დისბალანსი, რომელიც იწვევს უთვალავ სიმდიდრეს და უკიდურეს სიღარიბეს.

2 – მსხვილი კაპიტალისტურ სისტემებსა და მონოპოლიებში, რომლებიც მაღლდებიან, როგორც კოშკები უმეტეს ქვეყნებში. ფლობს თუ არა მათ კაპიტალებს მთავრობა თუ მუნიცეპალიტეტი, ან ერთი მუჭა მდიდრები ან დიდი მშომელი კოლექტივები, – არა აქვს მნიშვნელობა. ცოტა რამ თუ გამოიყენება ამ თანხებიდან ადამიანური ყოფის გასაუმჯობესებლად ან იმ ფასეულობების დასანერგად, რომლებიც ხელს უწყობენ სწორი ადამიანური ურთიერთობების დამკვიდრებას.

3 – ეკლესიებში და რელიგიურ ჯგუფებში მთელ მსოფლიოში. ამ სფეროში(ისევ საზოგადოდ რომ ვისაუბროდ, და ამავე დროს ვაღიაროთ სულიერად მოაზროვნე უმცირესობის არსებობა) ფული მიმართულია სამუშაოს მატერიალური ასპექტებისაკენ, ეკლესიური სტრუქტურების შენარჩუნებისა და მომატებისაკენ, ხელფასებისა და საერთო დეკლარირებული ხარჯისაკენ, და მხოლოდ პატარა პროცენტი რეალურად მიედინება ხალხის განსწავლისაკენ, უბრალოების ცხოვრებისეული დემონსტრირებისაკენ, და ქრისტეს დაბრუნების ფაქტის გამოქვეყნებისაკენ ეკლესიების კონკრეტულ დოქტრინაში ასწლეულების მანძილზე. ამ დაბრუნებას ელიან საუკუნეების განმავლობაში და უკვე ახლა შესაძლებელი იყო მომხდარიყო, ეკლესიებსა და რელიგიურ ორგანიზაციებს საკუთარი მოვალეობა რომ აღესრულებინათ.

4– ფილანტროპული, საგანმანათლებლო და სამედიცინო სამუშაოსათვის. ყველა ასეთი წამოწყება ძალიან სასარგებლოა და საჭიროა, და სამყარო ვალშია  საზოგადოებრივი ცნობიერების იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ასეთი ინსტიტუტები შესაძლებელი გახადეს. ეს ყველაფერი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და ღვთის ნების გამოხატულებაა სიკეთისაკენ. მაგრამ ხშირად ფული ამ სფეროში გამოიყენებოდა და მოიმართებოდა არასწორად, ხოლო კულტივირება ხდებოდა ერთგვაროვანი, ვიწრო და არასწორი ფასეულობების. იდეების, რელიგიური თეორიებისა და იდეოლოგიის შესახებ ბატალიებში, ერთიანი კაცობრიობის ჭეშმარიტი დახმარება ყოველთვის გამორჩებათ ხოლმე.(ტიბეტელი)

 

სიყვარულის საერთო ფონი

  

   ამჟამად დედამიწაზე მეფობს ფაცი–ფუცი, დაბნეულობა, არაჯანსაღი კონკურენცია და ქაოსი. მაგრამ რაც მთავარია მიდის ცრუ ფასეულობების მასიური პროპაგანდა და ეს ვნებს მთელ პლანეტის სიცოცხლეს. ეხლა დედამიწაზე მუშაობს თეთრი ლოჟის მოსწავლეთა პირველი ჯგუფი(და უკვე მეორეს მცირე ნაწილი). ისინი ცდილობენ შესთავაზონ ხალხს სხვა გზა – ჭეშმარიტება – რომელიც ანთავისუფლებს.

  რაში მდგომარეობს ეს ჭეშმარიტება?

1 – სიყვარული უზრუნველყოფს თვითოეულ ჩვენგანს სასიცოცხლო ენერგიით, ჯანმრთელობით, სიუხვით და დაცვით.

2 – სიყვარული ადგენს შეთანხმებულობის ხარისხს.

3 – სიცოცხლე, ახალგაზრდობა, ფინანსური მდგომარეობა, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება – შეიძლება გავზარდოთ სულში სიყვარულის ზრდის შედეგად.

4 – მთელი მსოფლიოს ეკლესიები გადავსებულია ხალხით რომელნიც ელიან დახმარებას. გადის თვეები, წლები და  მათ არავინ ეუბნება, რომ ისინი მიიღებენ ამ დახმარებას როგორც კი შეიტანენ სიყვარულს საკუთარ ყოველდღიურ განცდებსა და აზრებში.

5 – თითოეული ადამიანის სიცოცხლე შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ სიყვარულის გრძნობით სულში.

6 – ქრისტე მოვიდა და კვლავაც მოვა რათა აუხსნას ადამიანებს უბრალო ჭეშმარიტება – იმისათვის რომ იცხოვრონ უხვი სიცოცხლით, მათ არ სჭირდებათ მთავრობები, ეკლესიები, ჯარი, გადასახადები და ა.შ. მათ სჭირდებათ სიყვარული.

7 – სიყვარული უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლეს სასწაულებრივი "დამთხვევებით" რომლის შედეგადაც ყველაფერი იცვლება.

8 – მაშ ასე: პირველი ჯგუფი რომელიც მოწოდებულია მოამზადოს ნიადაგი ქრისტეს მეორედ მოსვლისათვის, ცდილობს შექმნას ჭეშმარიტების პროპაგანდის ახალი წყაროები. ისინი ცდილობენ შეიტანონ ინფორმაცია სიყვარულის პრაქტიკულობის შესახებ ჟურნალებში, გაზეთებში, საიტებზე, ტელევიზიაში, რადიოში და ა.შ. ამ ინფორმაციამ გაცილებით უფრო  ხშირად უნდა მიაღწიოს მსოფლიოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის ყურამდე ვიდრე სექსის, აგრესიისა და ძალადობის პროპაგანდამ. (G.K)

 

შევიტყოთ იერარქიის შესახებ

 

  იერარქიის მოსწავლეთა პირველი ჯგუფი მოწოდებულია მოამზადოს ნიადაგი ქრისტეს მეორედ მოსვლისათვის. მათ უნდა მოახერხონ მოსახლეობის უზრუნველყოფა ინფორმაციით – სიბრძნის მასწავლებელთა – თეთრი ლოჟის და მისი თავკაცის ქრისტეს შესახებ. მასწავლებლები და განდობილნი აპირებენ მოვიდნენ დედამიწაზე და გამოავლინონ ის რაც დღემდე იყო დამალული, მაგრამ იმისათვის რომ არ გამოიწვიონ პანიკა და გაუგებრობა, ადამიანებმა წინდაწინ უნდა შეიტყონ მათ შესახებ.

  ჭეშმარიტების პროპაგანდის მთელი საქმიანობისათვის რაღა თქმა უნდა საჭიროა დიდი რაოდენობის ფულადი სახსრები. რა თქმა უნდა ჯგუფი ყველანაირად ცდილობს გაუმკლავდეს დავალებას რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ფინანსური პრობლემა ძლიერ აფერხებს საქმეს.

  თითოეულ ქვეყანაში ჩვეულებრივი ხალხის მიერ უამრავი რაოდენობის ფული იხარჯება, ტკბილეულზე, სპირტიან სასმელებზე, სიგარეტებზე, გართობაზე, არასაჭირო ტანსაცმელზე და ფუფუნების საგნებზე. სტატისტიკის მიხედვით ამაზე მიდის ასეულობით მილიონი დოლარი და ევრო და ა.შ. ამ ფულის ნაწილი, მინიმალურ მსხვერპლს რომ იღებდეს თითოეული ადამიანი, საშუალებას მისცემდა ქრისტეს მოსწავლეებსა და პსოფლიო მსახურთა პირველ ჯგუფს ემზადებინათ გზა ქრისტეს მოსასვლელად და განესწავლათ  თითოეულ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანთა გონება და გული  სწორი ადამიმიანური ურთიერთობებით.

 

ფ უ ლ ი

 

   ფული ისევე როგორც ყველაფერი სხვა ადამიანის ცხოვრებაში განმსჭვალულია ეგოიზმით და მოიხვეჭება ეგოისტური, ინდივიდუალური ან ნაციონალური ინტერესებისათვის. დღეს ფული მხარს უმაგრებს არა სიყვარულს არამეტ სიძულვილს, ბოროტებას, სექსს, გართობას, ომს, დაკმაყოფილებას, უხამსობას, უგუნურებას და ა.შ.

  მსოფლიო მსახურთა პირველი ჯგუფის მიზანია ფულის ნაწილი მიმართონ სიყვარულის პროპაგანდის მხარდასაჭერად, რამეთუ სიყვარული განკურნავს მილიონობით სულსა და სიცოცხლეს. ის მოამზადებს ნიადაგს ქრისტეს დასაბრუნებლად.

  სადღეისოდ უთვალავი ფული იხარჯება ჯანდაცვასა და ომებზე რაც გამოწვეულია არასწორი ადამიანური ურთიერთობებით. სიყვარულის პრაქტიკულობის პროპაგანდა გამოანთავისუპლებს გრანდიოზულ სახსრებს, რამეთუ ადამიანთა სხეული სულ უფრო ნაკლებ დაავადდება და დროთა განმავლობაში საეთოდ შეწყვეტს ავადმყოფობას, იგივეს თქმა შეიძლება ომზეც.

 

ფინანსური პასუხისმგებლობა

 

   მიუხედავად ყველაფრისა, მთელი ამ დროის მანზილზე კაცობრიობა მთლიანობაში დამოუკიდებლად ადამიანების ცხოვრების ადგილისაგან, კანის ფერისაგან ან სარწმუნობისაგან, ხმამაღლა ითხოვს მშვიდობას, სამართლიანობასა და უსაფრთხოების გრძნობას. ფულის სწორად გამოყენებას და ადამიანთა მიერ საკუთარი ფინანსური პასუხისმგებლობის შეგნებას(პასუხისმგებლობისა რომელიც სულიერი ფასეულობებიდან მომდინარეობს) შეუძლია ძალიან სწრაფად მოიტანოს ეს ყველაფერი. მაგრამ გარდა მცირე რაოდენობის ზოგიერთი დიადი ფილანტროპისა და ერთი მუჭა გასხივოსნებული სახელმწიფო მოღვაწისა, საეკლესიო მოღვაწისა და პედაგოგისა, ფინანსური პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნია არავის.(ტიბეტელი)

   ადამიანები რომლებიც თვითონ არ სარგებლობენ სიყვარულით ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვერ აცნობიერებენ  სიყარულის გავრცელებისათვის ფულის გაღების აუცილებლობას. მაგრამ იმისათვის რომ მათ შეძლონ სიყვარულის გამოყენება და უკეთესი გახადონ საკუთარი სიცოცხლისა და ცხოვრების ხარისხი , საჭიროა მათ ვინმემ ამცნოს სიყვარულის ყოვლისშემძლე ძალის შესახებ. იქმნება ერთგვარი შეკრული წრე, მაგრამ საბედნიეროდ ეს წრე ნელ–ნელა ირღვევა მოსწავლეთა და კეთილი ნების ადამიანთა შემოწირულობების  შედეგად.

  მოვიდა დრო როცა ადამიანებმა უნდა გაიღონ შემოწირულობა დღეს რათა ხვალ შეძლონ უხვი სიცოცხლე. ჩვენ უნდა გადავიდეთ სიცოცხლის ახალ დონეზე სიყვარულის გავრცელების შედეგად, – ეს ერთადერთი გამოსავალია.

 

პრობლემის გადაჭრა

 

  ისეთი მძიმე ფინანსური სიტუაციის ფონზე, როგორიც დღესაა მსოფლიოში როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის დაძლევა? ყველა ქვეყანაში, თითოეულ მთავრობაში,  ეკლესიაში, სასწავლო დაწესებულებებში არიან მამაკაცები და მანდილოსნები რომლებმაც იციან ამ პრობლემის დაძლევის გზა.  მაინც როგორ აპირებენ ისინი მათთვის დაკისრებული საქმის განხორციელებას? როგორ შეუძლიათ კეთილი ნების ან სულიერი ხედვის მქონე ადამიანებს მათი დახმარება? შეუძლიათ კი მათ რამის გაკეთება რათა შეცვალონ მსოფლიო დამოკიდებულება ფულის მიმართ, რამეთუ ეს უკანასკნელნი მიმართონ იმ არხებში, სადაც მათ გამოიყენებენ უფრო ეფექტურად? გამოსავალი უნდა იქნას მოძებნილი.

   პრობლემა გადაიჭრება, თუ თითოეული ჩვენთაგანი შესწირავს თუნდაც მინიმალურ(ერთი ბეწო) თანხას რათა გავრცელდეს ცოდნა სიყვარულის შესახებ – მთელ დედამიწაზე. ამ ფულით დაარსდება საიტები, ჟურნალები და გაზეთები, შედგება ლექციები, შეხვედრები, ჩატარდება ტრენინგები, გამოიცემა წიგნები რომელთა მიზანი იქნება ჭეშმარიტების(სიყვარულის) პროპაგანდა, მომზადდება გადაცემები რადიოსა და ტელევიზიებში, რომლებიც თითოეულ ადამიანამდე მიიტანენ ინფორმაციას სულიერ იერარქიაზე, რადგანაც როდესაც ისინი გამოჩნდებიან ჩვენს შორის, ჩვენ მზად ვიყოთ მივიღოთ ისინი ყოველგვარი ქაოსისა და გაუგებრობის გარეშე.(ტიბეტელი)

 

 

თითოეული ჩვენგანის წვლილი

 

     ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ ამ მსოფლი მნიშვნელობის "დიდ თამაშში" ისინი შედარებით უსარგებლონი არიან. მაგრამ სიმართლე იმაშია, რომ ზუსტად თითოეული ჩვენგანის წვლილი ხდის შესაძლებელს ასეთ ცვლილებებს.

  არსებობენ მილიონობით სულიერად მოაზროვნე მამაკაცები და ქალბატონები თითოეულ ქვეყანაში, რომლებიც, როდესაც ისინი საკუთარი "მასით" მიადგებიან ფულის საკითხს, შეეძლებათ მისი გადაჭრა და ფულის ნაკადთა მუდმივი მიმართვა სწორი მიმართულებით. არსებობემ მწერლები და მოაზროვნენი მთელ დედამიწაზე, რომელთაც შეუძლიათ დიდძალი დახმარება გაწიონ და ისინი ამას გააკეთებან, თუ მათი განწყობა სწორი იქნება. არსებობენ ეზოთერული მოსწავლეები და ერთგული მორწმუნენი ამა თუ იმ ეკლესიის წიაღში, რომელთა მოწოდებაც შეიძლება დახმარებისათვის – ქრისტეს დასაბრუნებელი გზის მოსამზადებლად, განსაკუთრებით, თუ საჭიროა ფულისა და თავისუფალი დროის დახარჯვა რათა დამყარდეს სწორი ადამიანური ურთიერთობები და კეთილი ნების ზრდისა და გავრცელებისათვის.

   ხმაურიანი კომპანიების წარმოება ფულის შესაგროვებლად არაა საჭირო, მაგრამ ათასეულობით ეთი შეხედვით უმნიშვნელო ადამიანთა უანგარო  მუშაობა საჭიროა. მე ვიტყოდი, რომ ყველაზე საჭირო თვისება სიმამაცეა; საჭიროა სიმამაცე, რათა უკუგდებულ იქნას საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, მორიდება და საკუთარი ხედვის ჩამოყალიბებისა და გამხელის არასასურველობა, განსაკუთრებით ფულის შესახებ. სადღეისოდ შედარებით ადვილია ფულის მოპოვება წითელი ჯვრისათვის, სამკურნალო ან სასწავლო დაწესებულებისათვის. მაგრამ განსაკუთრებით ძნელია ფულიის შოვნა კეთილი ნების გასავრცელებლად, ან ფულის სწორად გამოყენების უზრუნველყოფა მოწინავე იდეების გამოსაქვეყნებლად, მაგალითად ისეთის როგორიცაა ქრისტეს დაბრუნება. ამიტომ მე ვამტკიცებ, რომ პირველი წინპირობაა სიმამაცე.

  მეორე მოთხოვნა ქრისტეს მსახურთათვის იმაში მდგომარეობს, რომ ისეთი მსხვერპლი გაიღონ და ისე დაარეგულირონ საკუთარი საქმიანობა, რომ გასცენ მაქსიმუმი, რისი გაღებაც შეუძლიათ; მათ უნდა გააჩნდეთ არა უბრალოდ გამომუშავებული უნარი გამოხატონ ხედვა, არამედ თითოეული მსახური ვალდებულია იცხოვროს ისე რასაც ქადაგებს. მაგალითად, თუ მილიონობით ადამიანი, რომელთაც უყვართ ქრისტე და სურთ ემსახურონ მის საქმეს, ყოველთვიურად გაიღებენ მცირე თანხას მაინც, უკვე საკმარისი თანხა შეგროვდება მისი სამუშაოს ჩასატარებლად.

   სირთულე ფულში არაა და არც საქმის ორგანიზებაში; იგი მდგომარეობს ადამიანთა მოჩვენებით უუნარობაში – გასცენ. ამა თუ იმ მიზეზით ისინი ცოტას გასცემენ ან საეთოდ არაფერს არ იძლევიან, მაშინაც კი როდესაც დაინტერესებულნი არიან ისეთი საქმით, როგორიცაა ქრისტეს დაბრუნება; მომავლის შიში, ან შეძენის ჟინი, ან საჩუქრების კეთების სურვილი, ან უუნარობა შეიგნონ, რომ პატარა თანხები გროვდება ძალიან დიდ ფულად, ყველაფერი ეს აფერხებს ფინანსურ გულუხვობას, ხოლო მიზეზი ყოველთვის საპატიოდ გამოიყურება. ამიტომ მეორე წინაპირობა თითოეულისათვის იმაში მდგომარეობს, რომ გაიღონ რამდენიც შეუძლიათ. (ტიბეტელი)

 

დიდი სამუშაო

 

დიდი სამუშაო გველოდება, და კეთილი ნების, სულიერი ინსტიქტისა და ნამდვილი ქრისტიანული აღზრდის ადამიანებმა ის უნდა შესარულონ. მათი დანიშნულებაა გახსნან სულიერი იერარქიისათვის ფულის გამოყენების ერა და  ასეთი გამოყენების აუცილებლობა გახადონ მოწოდების ობიექტი.

   ფულადი სახსრების შეგროვების და სიმამაცით შემოსვის და შეგნების გარდა დასამატებელი აღარაფერია. თუ ქრისტეს სიმამაცე, რომელსაც ელოდება დაბრუნება, ჩვენს გარე ფიზიკურ სამყაროში, თუ კაცობრიობის საჭიროებანი სწორ ადამიანურ ურთიერთობებში და ქრისტეს მოსწავლეთა მსხვერპლად გაღებული მუხლმოუხრელი შრომა არასაკმარისია, რათა აგანთოდ და გაგააქტიუროთ თქვენ და ისინი, ვისთანაც თქვენ მიგესვლებათ, მაშინ მეტი სათქმელი აღრაფერია. (ტიბეტელი)

  

მხარდაჭერა შეგიძლიად გამოხატოდ საიტის დახმარებით : - 

WebMomey   - Z154228305895

eMoney         -  ანგარიში: 369634900

ჩარიცხვა შეგიძლიათ ნებისმიერო ფეიბოქსის აპარატიდან.

    ნუ შეწუხდებით თუ არაფრის გაღება არ შეგიძლიათ, ამ შემთხვევაში აზრობრივად გაუგზავნეთ სიყვარული თქვენი ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და უცნობებსეს იქნება თქვენი პირდაპირი დახმარება ქრისტეს დაბრუნების საქმეში, რადგან ფინანსები ხომ ზუსტად სიყვარულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უნდა მოემსახუროს!

 მთელი სახსრები რომელიც ჩაირიცხება ამ ანგარიშზე დაიხარჯება სიყვარულის გენერაციაზე თანამედროვე პროპაგანდის სფეროშითქვენი დახმარებით ადამიანებამდე სხვადასხვა გზით მივა ინფორმაცია სულიერ იერარქიაზე და მათ გეგმაზე ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებიერარქიის გეგმის შესახებ ადამიანთა გაუთვითცნობიერებულობა აყოვნებს ქრისტეს დაბრუნებას.

 

       სადღეისოდ ფულის სისტემა მხოლოდ ორიონის იმპერიაში შემავალ პლანეტებზე არსებობს. დედამიწა უკვე დიდი ხანია არ შედის ორიონის იმპერიაში თუმცა ფულის სისტემა აქ შემორჩა და ორიონიც ცდილობს საკუთერი ძალაუფლების დაბრუნებას. ისევე როგორც ორიონის იმპერიაში შემავალ სხვა პლანეტებზე დედამიწაზეც ფული ემსახურება ადამიანთა პირად ინტერესებს, ეგოიზმს, ძალაუფლებასა და ბატონობას. მორედ მოსვლის შემდეგ ეს სისტემა აღმოიფხვრება ძირფესვიანად, მაგრამ მანამდე იგი ძლიერად უშლის ხელს იერარქიის მიზნების განხორციელებას, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები ფულს აყენებენ სიყვარულზე მაღლა და შესაბამისად არასწორად ექცევიან ერთმანეთს. მაგრამ რა მოდება თუ ფულს მივმართავთ სიყვარულის პროპაგანდისათვის და რეკლამირებისათვის? თუ ეგოიზმის და ძალაუფლების ნაცვლად მას "ვამუშავებთ" სიყვარულსა და კეთლი ნების დასამკვიდრებლად? დაფიქდით რაში იხარჯება ყოველდღიურად ფულადი სახსრები? მიემართება თუ არა მათი თუნდაც ძალიან მცირე ნაწილი სიყვარულის გამოხატვისა და ხალხის სულიერი განსწავლის მხარდასაჭერად? ვინ უნდა გააკეთოს ეს?

       ვიმედოვნებ შევძელი საჭირო სიტყვების მოძებნა, რათა  გაგეგოთ თქვენი  დახმარების ძირითადი არსი მსოფლიოს გლობალური ცვლილების საქმეში.

  ყველაზე მთავარია იზრუნეთ სიყვარულზე საკუთარ გულში და ყველაფერი მოგვარდება თქვენს შიგნით და გარშემო. ეს იქნება თქვენი ყველაზე დიდი წვლილი მსოფლიო მასშტაბით ქაოსისა და ტანჯვის შემცირებაში.

      ეს იდეა მე არ მეკუთვნის, ის დიდი მასწავლებლების მოწოდებულია და მე ვცდილობ ხორცი შევასხა მას! თუ სიყვარულის გავრცელებაში დამეხმარებით კარგია, თუ არა და ყველაფერი ძველებურად მოხდება........ 

     სამწუხაროდ დრო აღარ ითმენს და გლობალური ცვლილებები კარზეა მომდგარი – ადამიანებს კი ღრმა ძილით სძინავთ!  

   მე შემიძლია რამოდენიმე ადამიანი გავაღვიძო, ხოლო თქვენი დახმარება შეძლებს რამოდენიმე ათასისა და ათეულობით ათასის გაღვიძებას!

       

 

ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია  გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია  სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"    ა ღ დ გ ო მ ა      სიდჰების სწავლება   ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა     ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია       სიყვარულის განცდა    სიყვარული  გრძნობები   ცეცხლის ადამიანი    ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი  კანონი  კანონის შესახებ  სტალკერი   მამოძრავებელი ძალა   კანონის ატრიბუტები   სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი   კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა   ცნობიერება სხეული და სიყვარული

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©