მსხვერპლი

(ამონარიდი ჩემი წიგნიდან - "საუბრები წმინდანებთან")

 

         ეგო დაჟინებით ამკვიდრებს შეხედულებას, რომ სიყვარული მოითხოვს მსხვერპლს..., რომ მსხვერპლი და სიყვარული განუყოფელია.  მსხვერპლი უკავშირდება ტკივილს, ხოლო ტკივილი დადანაშაულებას....  დაადანაშაულო ვინმე ნიშნავს შეამცირო სიყვარული მის მიმართ, აღიარო იგი გარიყულად, არათანასწორად, დამნაშავედ. აქედან სულ ერთი ნაბიჯია გასამართლებამდე და დასჯამდე. მაშასადამე მსხვერპლის იდეა მოწოდებულია შემციროს სიყვარული და დაიყვანოს იგი შიშამდე.... 

        მსხვერპლის იდეით გაჟღენთილია ირგვლივ ყველაფერი.... აბა გაიხსენეთ რამდენჯერ გიფიქრიათ - "ღმერთო ოღონდ ის გადაარჩინე და თუ გინდა მე მომივიდეს რამე",  ან "ოღონდ ის იყოს ჯანმრთელი და გაუშვი ჩემს ტავზე გადაიაროს ავადმყოფობამ" , ან " ჩემთვის არაფერს გთხოვ მხოლოდ მისთვის" და ა.შ. ერთი შეხვედვით ამ წინადადებებში "ცუდი" არაფერია, მაგრამ ისინი მთლიანად აგებულია მსხვეპლის იდოლოგიით, ეგოს კარნახით....  მოდით განვიხილოთ მაგალითად ეს ფრაზა - "ღმერთო ოღონდ ის გადაარჩინე და თუ გინდა მე მომივიდეს რამე" - ამ ფრაზის წარმომთქმელი ღმერთს მიმართავს როგორც პიროვნებას, ეგო-ს, რადგან სინამდვლეში საუბარია სამაგიეროზე, ერთი რამის მსხვერპლად შეწირვაზე მეორეს მისაღებად, ანუ სუფთა მტაცებლური მიდგომაა... ერთგვარი გარიგება იდება ღმერთთან, ვაჭრობას აქვს ადგილი..... ამ თხოვნით ხდება აღიარება, რომ ღმერთი უანგაროდ არაფერს იძლევა - მხოლოდ გარიგებით, და სამაგიეროდ გვაძლევს ყველაფერს.... რომ ის ჯერ განსჯის, მერე განგვიკითხავს, მერე კი  მიიღებს ჩვენ შეთავაზებას და თუ საკმარისი მსხვერპლი გავიღეთ მხოლოდ მაშინ აღასრულებს ჩვენს თხოვნას.....    განა შეიძლება ასეთი ღმერთის არ გვეშინოდეს?   არ ვძრწოდეთ მის წინაშე? განა შეიძლება გვიყვარდეს ის?

        მე მოგიწოდებთ კარგად ჩაწვდეთ ეგო-ს "ოინებს", ის დიდი სტრატეგია როდესაც საქმე ეხება ჩვენს გასულელებას....  ეგო ვერ დაუშვებს, რომ ჩვენ შევიცნოთ ღმერთის ჭეშმარიტი ბუნება, რომელიც სინამდვილეში ჩვენი ბუნებაცაა, რადგან ეს დამღუპველია მისთვის... აბა ვიღას რაღაში დაჭირდება, მატყუარა, ფლიდი, მტაცებელი ეგო, როდესაც შეუძლია უსმინოს ღმერთს და გამოხატოს მისი ყოვლისშემძლე ბუნება და სიყვარული.....  ეგო თავს გვაჩვენებს ძლიერად და დამცველად, მაშინ როდესაც ღმერთია ჭეშმარიტად ყოვლისშემძლე, და ჩვენი ერთადერთი უსაფრთხო მდგომარეობა...

        როდესაც რაიმეს ითხოვთ გახსოვდეთ რომ ღმერთს არაფერი ენანება საკუთარი შვილისათვის, ამიტომ ითხოვეთ სრულყოფილად და არა სამაგიეროდ!  თქვით ის, რაც გინდათ რომ თქვად - " მიეცი ამა და ამ ადამინს ჯანმრთელობა", "დაიცავი ესა და ეს" და ა.შ.  ერთი წამითაც არ დაუშვათ რომ ღმერთი ითხოვს მსხვერპლს.... რადგან ასეთი დაშვებით თქვენ უარყოფთ სიყვარულს.....

       მსხვერპლს მოაქვს დანაშაული, ხოლო სიყვარულს სიმშვიდე. დანაშაულის გრძნობით შენ უარყოფ საკუთარ თავში ღმერთს და მოძმეებს.  ასეთი ადამინი საკუთარ თავს მსხვერპლად აღიქვავს და ადანაშაულებს ამაში ღმერთს და გარშემომყოფთ. მსხვერპლი ცდილობს დაიცვას საკუთარი თავი და თავს ესხმის დამნაშავეებს...  შეტევა თავდაცვა ჰგონია, ხოლო მსხვერპლი სიყვარული.  ეს აბსურდული ტრაგედია მთლიანად ეგო-ს ნამუშევარია, მისი მასწავლებლობის შედეგი.....

       ასეთი იდეოლოგიის პატრონი ადამინი ეძებს სიყვარულს, მაგრამ პოულობს მსხვერპლს. პოულობს რა მსხვერპლს ის შორდება სიყვარულს. არ შეიძლება იპოვო სიყვარული თუ უარყობ მის არსს. 

       მსხვერპლს არ ითხოვს სული, მაგრამ სიყვარული ყველგანაა!!!  მსხვერპლი ახშობს სიხარულს, და მაშინ სამყარო "მოღუშული" ადგილი ხდება..... ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი მხიარულია, რადგან ის ცხივრობს სამყაროში სადაც მხოლოდ სიყვარულია და არავითარი მსხვერპლი.   

      მოსწავლეები ქრისტეს დროით ცხოვრობენ...  ეს დრო კურნავს, ამთლიანაბს, ამხიარულებს, ამაღლებს ..... აქ არ არის მსხვერპლი, დამნაშავე, დამსჯელი და დასჯილი.....

G.K.

 

       

 

საწყისი გვერდი

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©