მსახურება როგორიც არ უნდა იყოს მდგომარეობა, გარემო ანდა ინდივიდის სამუშაო, ისინი გვაძლევენ ბევრ შესაძლებლობას მსახურებისათვის. მსახურება - ეს არის, სულიერი შეხების სპონტანური გამოხატულება. ადამიანური საჭიროების დაცხრომა და საკუთარი დაახლოვებული წრისა და გარემოს ყურადღების მიქცევა მსოფლიო პრობლემებისადმი. ეს არის ყველა კეთილი ნების მამაკაცისა და ქალბატონის უმთავრესი მოვალეობა. შემდეგი წინადადებები წარმოადგენენ იმ პროგრამის ბაზიზს, რომელსაც შეუძლია იყოს ათვლის წერტილი ნებისმიერი კეთილი ნების ადამიანის მსახურებისათვის: 1. საკუთარ სახლში, მეგობრებში და გარემოცვაში, ყოველგვარი შიშისა და უხერხულობის გარეშე, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე და მსოფლიო პრობლემებზე საუბარი. ასეთ მსჯელობებს შეხედეთ როგორც მსახურებას, და გჯეროდეთ, რომ თქვენმა დაინტერესებულობა და ენთუზიაზმი აუცილებლად მოახდენს ზემოქმედებას. 2. შეძლებისდაგვარად შეკრიბეთ ხალხი ერთად, რათა განიხილოთ ეხლადელი გარდამავალი პერიოდის პრობლემები და მომავალი ახალი ეპოქის პრინციპები, ანდა ითანამშრომლეთ მათთან, ვინც ამას უკვე აკეთებს. უყურეთ ამ შეხვედრებს როგორც საკუთარ წვლილს საზოგადროებრივი აზრის ფორმირებაში და საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიო აზროვნების ცვლილებას. 3. შეისწავლეთ ამოცანები, მეთოდები და ტექნიკები სხვადასხვა ჯგუფების და ორგანიზაციების, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მსოფლიო მსახურებით მრავალნაირი არხებით. შეიძლება ყველას არ დაეთანხმო, მათ გეგმებს, ანდა მუშაობის საშუალებებს, მაგრამ ყველა ისინი საჭიროა. ადამიანთა ტიპები ბევრია, რასებიც და მდგომარეობებიც, და კაცობრიობის წინაშე მდგომი პრობლემები ითხოვენ მუშაობის უთვალავ საშუალებას. ყველას შეუძლია აკეთოს საკუთარი საქმე, თუ რეალურ კეთილ ნებას ავლენენ და თუ არ არის ფანატიზმი. ასეთ ჯგუფებთან დაამყარეთ საჭირო მეგობრული ურთიერთობები, იმდენად კარგი რამდენადაც შეგიძლიათ. თუ შესაძლებელია გულითადად ჩაერთოდ კონკრეტული ორგანიზაციის სამუშაოში, შესთავაზეთ საკუთარი მომსახურეობა დროის, ენერგიისა და ფულის სახით ნებისმიერი სამუშაოსათვის, რომლის შესრულებაც საჭიროა. 4. მოძებნეთ კეთილი ნების ქალბატონები და მამაკაცები საკუთარ გარემოცვაში. დაინტერესდით რითი არიან დაკავებულნი, და შეეცადეთ მოიზიდოთ ისინი თანამშრომლობისათვის საკუთარი აქტიურომის მიმართულებით. ასევე განავითარეთ და განამყარეთ კონტაქტები კეთილი ნების მამაკაცებთან და ქალბატონებთან მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. 5. რეგულარულად ილოცეთ, და ლოცვებს დაამატეთ მედიტაცია და რეფლექსია. სამყაროს ხატებისა და სტრუქტურის მიღმა დგას მისი მშობელი, გეგმის შემდგენელი, მამოტივირებელი ენერგია, ცენტრალური ნება, ცოცხალი შემმოქმედი. შეეცადეთ ლოცვის მეშვეობით შეიტყოთ ეს ცენტრალური ნება, რითაც შეერწყმებით შეგრძნებად ღვთიურ ამოცანას და საკუთარ ნებას ღვთის ნებიასთან დაახლოვებთ. 6. მოძებნეთ კიდევ ორი ადამიანი ერთობლივი მუშაობისათვის. სამმხრივი კავშირი ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას. თვითონ ღმერთი, როგორც წერია ყველა მსოფლიო რელიგიაში, წარმოადგენს სამებას, და კეთილი ნების ადამიანსაც საკუთარ პატარა სფეროში შეუძლია აკეთოს იგივე, იპოვოს ორი, მსგავსად მოაზროვნე ადამიანი და შექმნას კეთილი ნების სამკუთხედი, რომელიც გაატარებს სინათლეს და სულიერ ურთიერთობებს. ორივე თანამშრომელს თავის მხრივ შეუძლიათ, იგივენაირად მოიქცნენ, და ასეთი სახით კეთილი ნების გიგანტური ბადე გადაიჭიმება მთელს მსოფლიოში. 7. რასაც არ უნდა ითხოვდეს პიროვნება, მუდმივათ გადადეთ რაღაც თანხა მაინც მსოფლიო მსახურებისათვის. ჩვენს დროში, ფულის უქონლობა - ერთერთი ძირითადი წინააღმდეგობაა კეთილი ნების მთელი სამუშაოსათვის. აი უბრალო, მაგრამ ეფექტური ფუძე კეთილი ნების პროგრამისათვის. კეთილი ნების ადამიანები უკვე მოქმედებენ ამ მიმართულებით. მათი რიცხვი იზრდება. საკუთარი როლის შესრულებისას, უნდა გვახსოვდეს ფანატიზმის საშიშროებისა და პრადი დისციპლინისა და მომზადების აუცილებლობის შესახებ. ... სადღეისოდ არის საჭიროება ერთგული მსახურებისა, რომლებიც იღებენ შთაბეჭდილებებს საკუთარი სულისაგან და შეუძლიათ თანამშრომლობა ღვთიურ გეგმასთან. D.K ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელება ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარულის პრაქტიკა სიყვარული გრძნობები ატომი "ნუს"– ი პლუტონი შემდეგი ნაბიჯი კანონი კანონის შესახებ სტალკერი მამოძრავებელი ძალა კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული იერარქიის მეთოდიკა რჩევები მაძიებელთათვის გარდამავალი ეტაპი კეთილი ნების არსი ურთიერთობათა ხელოვნება ღვთიური სიყვარულის ექვსსაფეხუროვანი ჩამოდინება |
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |