მოსწავლის რეაქცია

 

       მკითხველისათვის ალბათ განსაკუთრებული ინტერესის სფეროს უნდა წარმოადგენდეს მოსწავლის გარე და შედა რეაქციები ამა თუ იმ სიტუაციებზე. მოსწავლე ხშირად ხდება(ისევე როგორც ყველა ნანარჩენი) ამა თუ იმ უარყოფითი ან აგრესიული სცენის მომსწრე(პირდაპირ ან ირიბათ) და მაშინ ისმება კითხვა თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსწავლე?  ქვემოთ მოვიყვან იმ კონკრეტულ კითხვებს რომლებსაც ყველაზე ხშირად სვავენ მოსწავლეები:

 

1 - როგორ უნდა მოვიქცე მაშინ როდესაც ვინმე არასწორად იქცევა, ამჟღავნებს აშკარა თავნებობას, მაგალითად ბავშვი არასწორედ იქცევა, უნდა გაიტანოს თავისი, ურჩობს და ა.შ. განა ის არ უნდა დავსაჯო?

პასუხი: - დასჯა შეუძლებელია იქ სადაც სუფევს სიყვარული. მართალია ბავშვი ცუდად იქცევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ გვაქვს უფლება დავარღვიოთ სიყვარულის კანონი. არ უნდა დაგვავიჱყდეს რომ ყოველთვის და ყველგან სიყვარული დგას უპირველეს პრიორიტეტად და არა შედეგის მიღწევა ამა თუ იმ საკითხში(მაგალითად ბავშვის აღზრდაში). სიყვარული მოითხოვს ჩვენგან სიმშვიდეს, ჰარმონიას, სიყვარულს, აუღელვებლობას, თავისუფალი ნების პატივისცემას.  ბავშვმა კარგად არ იცის რას აკეთებს და შეიძლება რაღაც შეცდომა ჩაიდინოს, ამ სიტუაციაში ჩვენ შეგვიძლია მივცეთ რჩევა, ვიმოქმედოთ ყოველგვარი აგრესიისა და უარყოფითი ემოციების გამორიცხვით, მივცეთ ბავშვს უფლება დაუშვას შეცდომა და მოიმკას შედეგი, ეს ბევრად უკეთესია ვიდრე დავარღვიოთ სიყვარულის კანონი, ან ვაიძულოთ ბავშვი(უარყოთ მისი თავისუფალი ნება) შესარულოს ჩვენი ნება(საკუთარი ნების წინააღმდეგ). ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ: მაგალითად დავკეტოდ აივნის კარი რათა ბავშვი არ გადავარდეს აივნიდან საკუთარი უგუნურობის გამო. მაგრამ ჩვენ არ მივმართავთ ძალადობას რათა ბავშვებს ვასწავლოთ ჭკუა. ჩხუბით, ცემით, აგრესიით, საყვედურებით, განკითხვით არაფერი არ მიიღწევა გარდა - შიშისა! ჩვენი მიზანია სიყვარულის და არა შიშის გავრცელება.

 2. როდესაც ვინმე ითხოვს ჩვენგან იმას რაც სიყვარულს ვნებს - რა უნდა ვქნათ?

პასუხი: - უნდა მივიღოთ მისი შემოთავაზება მშვიდად, მაგრამ არ დავეთანხმოდ და ვიმოქმედოს სიყვარულის ინტერესებში.

 3. და საერთოდ აკეთებს რამეს მოსწავლე, თუ უბრალოდ უმოქმედოა მწვავე სიტუაციებში?

 პასუხი: - თითოეული მოსწავლე პირველ რიგში არის დამკვირვებელი, მოწმე, თანდასწრება! იგი გარეგნულად ნაკლებად დგავს კარდინალურ ნაბიჯებს, მისი მოქმედება უფრო მეტად მიმიართულია შიდა სივრცეში, აზროვნებასა და განცდებში სიყვარულის დასამკვიდრებლად, მაშინ როდესაც გარეთ "ქარიშხალია". ანუ სულიერი მებრძოლი იბრძვის სიყვარულის მდგომარეობის მოსაპოვებლადა და დასამკვიდრებლად საკუთარი თავის შიგნით. მისი ყოველი გარე ქმედება შესაძლებელია გადაიდგას მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მიღწეულია სიყვარულის შიდა განცდა. ნებისმიერი გარე მოქმედება არის სიყვარულის განცდის შედეგი და გამოხატულება. თუ მოსწავლე ვერ ხედავს სხვა არჩევანს(საკუთარი შეზღუდულობის გამო), გარდა "ან უმოქმედობა - ან  აგრესია", მაშინ ის ირჩევს უმოქმედობას!

 4. ანუ რას აკეთებს მოსწავლე როდესაც "მავანი" ცდილობს თავისი "შავი საქმის კეთებას"?

პასუხი: მოსწავლე მოქმედებს ყოველგვარი აგრესიისა და აღელვების გარეშე რათა არ დაუშვას დამანგრეველი შედეგები(აკეთებს იმას რისი გაკეთებაც შეიძლება აგრესიის გარეშე). აძლევს რჩევას(მაგრამ არ აიძულებს, არ ემუქრება, არ საყვედურობს და არ განიკითხავს), აძლევს უფლებას და ნებას "მავანმა" დაუშვას საკუთარი შეცდომები(თუ ეს უკანასკნელი უგულვეყოფს მის რჩევებს). შორდება ადგილს საითკენაც მიმართულია აგრესიის ვექტორი. იცავს სიყვარულის მდგომარეობას და არა ვინმეს ან რამეს(თუნდაც ეს ვინმე თვითონ იყოს)!  ნებისმიერი ადამიანისათვის ყველაზე დიდი დაცვა სიყვარულის მდგომარეობაა. ჩარევა და წინააღმდეგობის გაწევა არ ნიშნავს აგრესიასა და ძალადობას!     შავი ძმები მოქმედებენ აგრესიით, ტყუილით, შურით, თავისულალი ნების უგულვეყოფით, ძალადობით, დაჯაბნით, ჩაგვრით, მორევით, უმეცრებით, გაუნათლებლობით, მგლური კანონებით, დასჯით, დაშინებით და ასე შემდეგ.   თეთი ძმები მოქმედებენ სიყვარულით, სიკეთით, თავისუფლებით, კეთილი ნებით, სიმშვვიდით, სიხარულით, ღვთიური(სიყვარულის) კანონებით!

 G.K.

ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია         გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე      სიყვარულის გავრცელება   ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა       სიყვარული    გრძნობები  ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი   კანონი კანონის შესახებ   სტალკერი    მამოძრავებელი ძალა   კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა   ცნობიერება სხეული და სიყვარული    იერარქიის მეთოდიკა  რჩევები მაძიებელთათვის გარდამავალი ეტაპი კეთილი ნების არსი   ურთიერთობათა ხელოვნება მსახურება  ღვთიური სიყვარულის ექვსსაფეხუროვანი ჩამოდინება  მედიტაცია   რეფლექტური მედიტაცია ქრისტეს მეორედ მოსვლის მოსამზადებლად

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©