მონური ფსიქოლოგია

 

     ადამიანები მიაჩვიეს მონურ ფსიქოლოგიას, ლოგიკას, ქცევას. უკვე ამდენი ხანია ეს საიტი მიმყავს და მუდამ ერთი და იგივე მესმის: "მინდა რამე შევცვალო, მაგრამ ენერგია არ მყოფნის",  " რაიმე ადვილი ხერხი ხომ არ იცი, თორემ ზარმაცი ვარ",  "დრო არ მაქვს თორემ სიამოვნებით შევისწავლიდი ამ პარქტიკას", "გასაკუთრებული არაფერი, უბრალოდ მაინტერსებს", " ასეთია ცხოვრება, მე ძალა არ მყოფნის შევცვალო რაიმე", " სადაც ყველა იქაც მე" და ა.შ. 

           უყურებ ადამიანებს და ვხედავ, რომ ისინი დანებებული არიან საკუთარ ხვედრს, ბედს.  უბრალოდ მიყვებიან ყოველდღიური ცხოვრების ერთიდაიგივეობას(რუტინას). არცერთი მათგანი არ ფიქრობს რას აკეთებენ?, საით მიდიან?, საერთოდ რითვის მოვიდნენ?, საიდან? აქ რა უნდათ?  - ადამიანები გაურბიან მსგავსს კითხვებს. როდემდე შეიძლება გაექცე საკუთარ თავს, სანამ არ დაბერდები და დაუძლურდები?, სანამ მერედ არ მოხვალ ამ ქვეყანაზე?, მესამედ?  - როდემდე?

           ხალხო გაიღვიძეთ! ნუ ცდილობთ იცხოვროთ როგორც ყველა! ნუ ნებდებით ყოველდღიურობას! გააკეთეთ რამე მაინც რათა გაექცეთ რუტინას. ეძებეთ გამოსავალი, ეცადეთ. ივარჯიშეთ იოგა, სიამარხილვა, სიყვარულის პრაქტიკა, სხვა რომელიმე პრაქტიკა ან სხვა რაიმე მეთოდი იპოვეთ რათა "საჭსთან არ ჩაგეძინოთ", ერთგვარმა ცხოვრებამ არ მიგაძინოთ. თქვენ ყველას გძინავთ ცხოვრებისეულ ყოველდღიურ ერთფეროვნებაში!  ნუ მიბაძავთ ერთმანეთს - ეს დამღუპველი გზაა. ნუ იკვებებით ერთნაირად, ნუ აზროვნებთ და მოქმედებთ ნასწავლი ქცევებით, შეცვალეთ ძილის, მუშაობის რეჟიმი, რაქციები, გადაანაწილეთ თქვენი ცხოვრება, გამოფხიზლდით!!!!  ნუ ცდილობთ ყველანი იყოთ ერთნაირნი - ოჯახი, შვილი, სახლი, მანქანა, გართობა, სექსი , სიამოვნება, ჭამა სმა, დაუძლურება, დაავადება, მოხუცებულობა და საწოლში სიკვდილი.

         ხალხო რას აკეთებთ!!! ერთხელ მაინც დაუსვით საკუთარ თავს კითხვა - რას აკეთებთ??? 

         ტელევიზორთან ჯდომა და იმ საშინელი ფილმების ყურება - სადაც ხოცვა ჟლეტაა,  სექსისა და ეროტიკის პროპაგანდა ფილმებში და გასართობ გადაცემებში, ერთმანეთან გაუთავებელი საუბრები, სექსზე, სიამოვნებებზე, გართობაზე, ცხოვრებისეულ პრობლემებზე და ა.შ.  ეს ყოველივე ფარული პროპაგანდაა რომელსაც თქვენ თითონ ეწევით საუბრებში, საკუთარი ქცევით და რეაქციებით,  მაგალითს აძლევთ ერთმანეთს და ყველა ცდილობს თავი ისე დაიჭიროს თითქოს ყველაფერი მისთვის სულ ერთია, არ აინტერსებს, თავისუფალია ზრუნვისაგან, პრობლემებზე ფიქრისაგან.  ადამინთა უმეტესობა ყოველ ნაბიჯზე იტყუება, მათი აურა წამიერად იცვლება ამ დროს. ტყუილი ცხოვრების და ურთიერთობის წესად იქცა უკვე.  ტყუილი იქცა თავდასხმისა და თავდათცვის მეთოდად და იარაღად. ტყუილით აღწევთ თქვენს პატარა თუ დიდ მიზნებს და შედეგებს. ტყულს მიათრევთ მთელი ცხოვრება და ის სულ უფრო მძიმდება. რატომ აკეთებთ ამას?  რაში გჭირდებათ ეს ბორკილები? 

         რატომ ტყუილით - როცა შეიძლება სიყვარულით?

         უყურებ ადამინების ჩაბნელებულ აურას და ვხედავ რომ ის სავსეა ტყუილებთ, აგესიით, ჯავრით და ბრაზით. წინა ცხოვრების უთვალავი ტყუილი, ჯავრი და ბოღმა, თან დააქვს თითოეულ ჩვენთაგანს საკუთარ აურაში. ის უკვე იმდენია რომ ძლივსღა დავათრევთ, გვიმძიმს, სული გვეხუთება.

       თავისუფალი ნება არავის გაუუქმებია და თქვენი ნებაა როგორ მოიქცევით და რას იტყვით, მაგრამ კარგათ დაფიქრდით იმაზე, რომ სინამდვილეში თქვენ თავისუფლების კია არა, ერთფეროვნების, აგრესიის, მონური ფსიქოლოგიის პროპაგანდას ეწევით საუთარი სიტყვებით, რეაქციითა და ქცევით!

       გამოფხიზლდით!!!  ამაღლებისაკენ, უკეთესობისაკენ, თავისუფლებისაკენ აიღეთ გეზი!!!

G.K.

საწყისი გვერდი

 

   

          

Анализ сайта онлайн

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©